You are on page 1of 32

მერვე გამოკითხვა

1. (1) სისხლის პლაზმის ალბუმინი მრავალფუნქციური ცილაა, რომელიც


ღვიძლის უჯრედებში სინთეზდება. რომელი და როგორი თანმიმდევრობით
მონაწილეობენ ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანოიდები ალბუმინის სინთეზსა და
სეკრეციაში?

1. გოლჯის აპარატი
2. პლაზმური მემბრანა
3. ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე
4. მიტოქონდრია
პასუხი: 1. (3-ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე)
2.(1- გოლჯის აპარატი )
3. (2- პლაზმური მემბრანა)
ამ ყველაფერში არ მონაწილეობს მიტოქონდრიები!!!

2. (9) ადამიანის რომელი ძვალი მონილეობს სახსრის შექმნაში?

1. ბარძაყის ძვალი
2. გავა
3. მხრის ძვალი
4. მკერდის ძვალი

ა) 1 და 2 ბ) 1 და 3 გ) 2 და 4 დ) 3 და 4

პასუხი: ბ) 1 და 3

ბარძაყის ძვალი ქმნის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარს.


მხრის ძვალი ქმნის მხრის და იდაყვის.
გავა უერთდება კუდუსუნს და თედოს ძლებს, ზევიდან წელის ძვლებსაც .
მკერდის ძვალი ნახევრად მოძრავად.უერთდება ნეკნებს.
3. (12) ქსოვილის გადანერგვის შემდეგ რეციპიენტის ორგანიზმი ხშირად ვერ
ითავსებს და განდევნის ტრანსპლანტატს. რომელი ფორმიანი ელემენტების
მოქმედება უნდა დაითრგუნოს ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად?

I – ლეიკოციტების
II – თრომბოციტების
III – ერითროციტების

ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და III
დ) II და III
პასუხი: ა) მხოლოდ I

4. (19) რომელი ნივთიერებები გვხვდება ბირთვში?

I – რნმ-პოლიმერაზა
II – რიბოსომული ცილები
III – დნმ-პოლიმერაზა

ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I,II და III
პასუხი: დ) I,II და III

რნმ-პოლიმერაზა წარმართავს ტრანსკრიპციას და წარმოქმნის რნმ-ს.


დნმ-პოლიმერაზა წარმართვს რეპლიკაციას და წარმოქნის დნმ-ს.

 რიბოსომის ცილებისგან და რნმ-ისგან სად აეწყობა რიბოსომის


სუბერთეულები?
რიბოსომის სუბერთეულები აეწყობა ბირთვაკში.

 სად მიიღება რიბოსომა?


რიბოსომა მიიღება ციტოპლაზმაში.
5. (21) რომელ პროცესებში მონაწილეობს როგორც ღვიძლი, ასევე კუჭქვეშა
ჯირკვალი?

I – ცხიმების ემულგირებაში
II – ნახშირწყლების გარდაქმნაში
III – სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში

ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I,II და III
პასუხი: გ) მხოლოდ II და III
6. (28) გლუვკუნთოვანი ქსოვილით აგებულია:
I – დიაფრაგმა
II – წვრილი ნაწლავის კედელი
III – საშვილოსნოს კედელი
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I,II და III
პასუხი: გ) მხოლოდ II და III
დიაფრაგმა აგებულია განივზოლიანი ქსოვილით.
7. (44) გარემოდან ინფორმაციის დიდ ნაწილს ადამიანი თვალით აღიქვამს:
44.1. როგორ იცვლება გუგის ზომა ძლიერი განათების დროს?
პასუხი: ძლიერი განათების დროს გუგის ზომა პატარავდება .
44.2 რა არის მოთავსებული ბროლსა და ბადურას შორის?
პასუხი: ბროლსა და ბადურას შორის მოთავსებულია მინისებრი სხეული .
44.3 რა შემთხვევაში მონაწილეობს მხედველობაში მხოლოდ ჩხირები?
პასუხი: ჩხირები მონაწილეობს სუსტი განათების დროს .
44.4. რატომ ვერ აღიქმება ბრმა ხალზე ფოკუსირებული გამოსახულება?
პასუხი: არ გააჩნია ფოტო რეცეპტორები
8.(50)

1 რეაქცია-სპირტული დუღილი წარიმართება


2 რეაქცია- კრებსის ციკლი წარიმართება მიტოქონდრიებში
3 რეაქცია- რძემჟავა დუღილი
4 ნივთიერება - პირუვატი.

9. (16) რომელი ჯირკვლის მოქმედება არ არის დამოკიდებული


ჰიპოთალამუსზე?
ა) ფარისებრი
ბ) სარძევე
გ) პარათირეოდული
დ) თირკმელზედა
პასუხი: გ) პარათირეოდული
10.(17)

პასუხი: ტკბილ გემოს- B


მჟავე გემოს A
მლაშე გემოს C

11. (4) რომელი ორგანოებიდან იკრიბება სისხლი ღვიძლის კარის ვენაში?


I – თირკმლებიდან
II – ელენთიდან
III – წვრილი ნაწლავიდან
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I,II და III
პასუხი: გ) მხოლოდ II და III

თირკმლებიდან სისხლი მიდის ქვედა ღრუ ვენაში.

12. (24) ძუძუმწოვრებში ცხიმოვანი მჟვებიდან სამარაგო ცხიმები


სინთეზდება,რომელიც ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში გროვდება. რომელი
ჰორმონი წარმართავს ამ პროცესს?
I – ინსულინი
II – გლუკაგონი
III – ლიპოტროპინი
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და III
დ) II და III
პასუხი: ა) მხოლოდ I

13.(8) მოყვანილი მტკიცებულებებიდან რომელია მცდარი?


ა) ღვიძლი ძირითადად ეპითელური ქსოვილისგან შედგება.
ბ) ღვიძლი გამომყოფ ფუნქციას ასრულებს.
გ) ღვიძლის უჯრედებში წარმოიქმნება გლიკოგენი.
დ) ღვიძლში ხდება K ვიტამინის სინთეზი .
პასუხი : დ) ღვიძლში ხდება K ვიტამინის სინთეზი .
14. (1) ადამიანის ორგანიზმის რომელ ორგანოში დება ფერმენტების გავლენით
ცილებისა და ნახსირწყლების ცხიმებად გარდაქმნა?
ა) წვრილ ნაწლავში
ბ) ღვიძლში
გ) კუჭქვეშა ჯირკვალში
დ) ელენთაში
პასუხი:ბ) ღვიძლში
15.
(9)

პასუხი: დ) ნაწლავში, შემწოვს


ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი, გვხვდება ნაწლავებში და ასრულებს
შემწოვის ფუნქციას .
16.(7)
პასუხი: 1- ნახშირწლები ( დაშლა დავიწყეთ პირის ღრუში, ეს შეიძლება იყოს ან
სახამებელი ან გლიკოგენი ) შლის ფერმენტი- ამილაზა და მივიღეთ 2- მალტოზა
(დისაქარიდი) შლის ფერმენტი მალტაზა და მივიღეთ 3- გლუკოზა
17. (16)
პასუხი: C ) კუჭი- A ,თორმეტგოჯა ნაწლავი -D
18. (10) საკვების მიღების შემდეგ ღვიძლის რომელ სისხლძარღვში იქნება ჭარბად
ლიპიდები (A) და გლუკოზა (B)?
I – ღვიძლის კარის ვენაში
II –ღვიძლის არტერიაში
III – ღვიძლის ვენაში
ა) I – A; II- B
ბ) I –A; III-B
გ) II –B; III- A
დ) I-B; II- A
პასუხი: დ) I-B; II- A
ღვიძლის კარის ვენაში - გლუკოზა
ღვიძლის არტერიაში- ლიპიდები.
19.(36) სად ხდება ლეიკოციტების ჩამოყალიბება?
ა) ღვიძლში, ჭიანაწლავში, ლმფურ კვანძებში
ბ)ლიმფურ კვანძებში, ჭია ნაწლავში, ნუშისებრ ჯირკვალში
გ)ღვიძლში, ჭიანაწლავში, ნუშისებრ ჯირკვალში
დ) ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში,ნუშისებრ ჯირკვალში
პასუხი: ბ)ლიმფურ კვანძებში, ჭია ნაწლავში, ნუშისებრ ჯირკვალში

20.(4) აღწერეთ ფილტვის,ღვიძლისა და თირკმლის სისხლით მომარაგების


თავისებურებები
პასუხი: 1.ფილტვში- არტერიით შედის ვენური სისხლი და ვენით გამოდის
არტერიული სისხლი.
2. ღვიძლში- შედის როგორც ვენა (კარის ვენა) , ისე არტერია ( ღვიძლის
არტერია), ხოლო გამოდის მხოლოდ ვენა (ღვიძლის ვენა).
3. თირკმელებში- ნეფრონში გორგლის კაპილარულ ქსელში შესული
არტერიული სისხლი არ გარდაიქმნება ვენურად და თითოეული კაფსულიდან
გამოსული არტერიოლა კვლავ ქმნის კაპილარულ ქსელს (ანუ ნეფრონში ორჯერ
წარმოიქმნება კაპილარული ქსელი :პირველად ხდება ფილტრაცია , ხოლო
შემდეგ ორგანოს კვება).

21.(5) კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების და სისხლში ინსულინის


ნორმალური კონცენტრაციის მიუხედავად ადამიანს შეიძლება განუვითარდეს
დიაბეტი (ე.წ მეორე ტიპის დიაბეტი)
1.რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი:ცილა რეცეპტორების დაზიანება .
2. რა დარღვებებია მოსალოდნელი ამ დაავადების დროს ნივთიერებათ ცვლის
პროცესებში?
პასუხი: გლუკოზის რაოდენობის მატება სისხლში ,ხშირი შარდვა, ხშირი
წყურვილი.
22. (4) ჩამოთვლილთაგან რომელ უჯრედებშია შედარებით დიდი რაოდენობით :
ა) გრანულარული ენდოპლაზმური ბადე
ბ) ციტოპლაზმაში თავისუფლად განლაგებული რიბოსომები

1.კუნთოვანი უჯრედი - ბ) ციტოპლაზმაში თავისუფლად განლაგებული


რიბოსომები
2.კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედი -ა) გრანულარული ენდოპლაზმური ბადე
3. ლიმფოციტი-ა) გრანულარული ენდოპლაზმური ბადე
4. სანერწყვე ჯირკვლის უჯრედი -ა) გრანულარული ენდოპლაზმური ბადე
5.კვერცხუჯრედი- ბ) ციტოპლაზმაში თავისუფლად განლაგებული რიბოსომები

23.(5) 1. დაასახელეთ და აღწერეთ ღვიძლის ოთხი ფუნქცია


პასუხი: ბარიერული, ნაღველის წარმოქმნა, ერითროციტების დაშლა,სისხლის
დეპო(გლიკოგენის დაგროვება, თბორეგულაცია)
2. დაასახელეთ ღვიძლისა და ელენთის საერთო ფუნქციები
პასუხი: ერითროციტების დაშლა, სისხლის დეპო.

24.(49) პეფსინი ადამიანი საჭმლის მომნელებელი ფერმენტია.


49.1. რომელი ნივთიერება ააქტიურებს პეფსინს?
პასუხი: პეფსინს ააქტიურებს მარილმჟავა
49.2. რომელ ორგანოში იწყებს პეფსინი მოქმედებას?
პასუხი: პეფსინი მოქმედებას იწყებს კუჭში
49.3. რომელ ორგანულ ნივთიერებაზე მოქმედებს პეფსინი?
პასუხი: პეფსინი მოქმედებს ცილებზე
49.4. რომელ ნივთიერებამდე შლის პეფსინი სუბსტრატს?
პასუხი: პეფსინი სუბსტრატს შლის პეპტიდებამდე
24.(44) ორგანიზმში მოხვედრილი საკვები ფერმენტების მოქმედებით გარდაიქმნება.
განსაზღვრეთ
44.1. საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელ განყოფილებაში იწყებს მოქმედებას
ამილაზა?
პასუხი:პირის ღრუში
44.2. რა ფუნქციას ასრულებ ლიპაზა?
პასუხი: შლის ცხიმებს ცხიმოვან მჟავად და გლიცეროლად
44.3. რომელი ფერმენტი შლის პეპტიდებს ამინომჟვებამდე?
პასუხი: ტრიფსინი ,ქრიმოტრიპსინი
25.(16) რომელი ჯირკვლები გამოიმუშავებს ცილის დამშლელ ფერმენტებს?
I – სანერწყვე
II –კუჭის
III – თორმეტგოჯა ნაწლავის
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და III
დ) II და III
პასუხი: დ) II და III

26.(8) რომელი ვიტამინი უწყობს ხელს ნაწლავში კალციუმის მარილების შეწოვას?


ა) A
ბ) B1
გ) C
დ) D
პასუხი:დ) D
27.(46) რომელი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული სეკრეტი ჩაედინება
თორმეტგოჯა ნაწლავში?
პასუხი: ღვიძლი და პანკრეასი
28.(13) რომელი ფერმენტი გვხვდება როგორც ნეწყვში, ისე თორმტგოჯა ნაწლავის
წვენში?
I –ლიპაზა
II –პროტეაზა
III – ამილაზა
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) II და III
პასუხი:გ) მხოლოდ III

29.(35) უჯრედის რომელ სტრუქტურას არ დააზიანებს ფერმენტი ლიპაზა?


I –რიბოსომას
II –მიტოქონდრიას
III – ბირთვის გარსს
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და III
დ) II და III
პასუხი:ა) მხოლოდ I
30.(26) რომელი ჯირკვლის სეკრეტი შეიცავს ამილაზას?
I –სანერწყვე
II –პანკრეასის
III – ღვიძლის
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) II და III
პასუხი:გ) I და II
31.(37) რა გზით მიეწოდება ნაწლავიდან შეწოვილი ამინომჟავები უშუალოდ
უჯრედებს?
I –სისხლით
II –ლიმფით
III – ქსოვილური სითხით
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) I და II
პასუხი:გ) მხოლოდ III
32.(57)

პასუხი: A ასოთი- პეპსინი( ცილებს შლის პეპტიდებამდე)


B ასოთი -ტრიპსინი ( პეპტიდებს შლის ამინომჟავებამდე)

33.(30) პირველდ რომელ ორგანოში გაივლის ნაწლავებიდან გამოსული სისხლი?


ა) ღვიძლში
ბ) თირკმელში
გ) გულში
დ)ფილტვში
პასუხი:ა) ღვიძლში

34.(31) ადამიანის მსხვილ ნაწლავში მიმდინარეობს


I –ცილის ნარჩენების ლპობა
II –ვიტამინების სინთეზი
III – წყლის შეწოვა
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I, II და III
პასუხი:დ) I, II და III

34.(12) რომელი ფერმენტი გვხვდება პანკრეასის წვენში?


I -ლიპაზა
II –პროტეაზა
III – ამილაზა
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I, II და III
პასუხი: დ) I, II და III

35.(19) ჩამოთვლილთგან რომელი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი სეკრეტი შეიცავს


ცილის დამშლელ ფერმენტებს?
I -ღვიძლის
II –კუჭქვეშა ჯირკვლის
III – სანერწყვე ჯირკვლის
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) II და III
პასუხი:ბ) მხოლოდ II
36.(28)

პასუხი: ბ) 2 (კუჭში)

37.(22) რომელი ჰორმონი აფერხებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას?

ა) ინსულინი
ბ) გლუკაგონი
გ) ვაზოპრესინი
დ) ადრენალინი
პასუხი:დ) ადრენალინი

38.(30) განსაზღვრეთ,რომელი ნივთიერება არ გვხვდება სისხლის პლაზმაში?


ა)ფიბრინოგენი
ბ) გლუკოზა
გ) გლიკოგენი
დ) შარდოვანა
პასუხი: გ) გლიკოგენი

გლიკოგენი ვხვდება ღვიძლსა და კუნთებში

39.(7) რა ურთიერთდამოკიდებულებაა ადამიანსა და მის ორგანიზმში ბინადარ


ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებს შორის?

ა) სიმბიოზი
ბ) პარაზიტიზმი
გ) ნეიტრალიზმი
დ) კონკურენცია

პასუხი:ა) სიმბიოზი

40.(20) რომელი ფერმენტი გვხვდება პანკრეასის წვენში?

I -ლიპაზა
II –პროტეაზა
III – ამილაზა

ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I, II და III
პასუხი:დ) I, II და III

41.(45) ხერხემლიან ცხოველების კუჭის წვენის pH,ჩვეულებრივ, 2-ზე დაბალია.


რომელი პროცესებისთვისაა აუცილებელი კუჭში მჟავა არის არსებობა?

I -ცილების დენატურაციისთვის
II –ნახშირწყლების გარდაქმნისთვის
III – ბაქტერიების გაუვნებელყოფისთვის

ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) I და III

პასუხი:დ) I და III

42.(50) რომელ ნივთიერებას ვერ შლის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამოყოფილი


ფერმენტები ?
I -გლუკოზას
II –ამინომჟავას
III – ცხიმს
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) II და III

პასუხი:გ) I და II
43.(23) ჩამოთვლილთაგან რომელი პროდუქტი მიიღება თორმეტგოჯა ნაწლავში
ამილაზების ზემოქმედებით?
ა) გლუკოზა
ბ) ამინომჟავა
გ)ნუკლეოტიდი
დ) ცხიმოვანი მჟავა

პასუხი:ა) გლუკოზა

44.(17) ჩამოთვლილთაგან პირველად რომელ ორგანოში გაივლის ნაწლავებიდან


გამოსული სისხლი?
ა)ღვიძლში
ბ) თირკმელში
გ) ფილტვში
დ) ელენთაში

პასუხი: ა)ღვიძლში
45.(21) ჩამოთვლილთაგან რომელი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი წვენი შეიცავს
ცილის დამშლელ ფერმენტებს?
ა) ღვიძლის
ბ) პანკრეასის
გ) ყბა-ყურის ჯირკვლის
დ) ენისქვეშა ჯირკვლის
პასუხი:ბ) პანკრეასის

46.(34) რომელი ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად მიიღება ამიაკი ადამიანის


ორგანიზმში?
I -ცხიმები
II –ცილები
III – ნახშირწყლები
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) II და III
პასუხი:ბ) მხოლოდ II

47.(40) ჩამოთვლილი შეწოვილი და გარდაქმნილი ნივთიერებიდან რომელი


გადადის ნაწლავის ხაოს ლიმფურ კაპილარში?
I -ცილები
II –ცხიმები
III – ნახშირწყლები
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) II და III
პასუხი:ბ) მხოლოდ II
48.(20,21,22) საჭმლის მომნელებელ სისტემაში:
20. რომელ ორგანოში იშლება ცხიმები?
I -პირის ღრუში
II –კუჭში
III – თორმეტგოჯა ნაწლავში
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ II და III
გ) მხოლოდ I და III
დ) I, II და III
პასუხი:ბ) მხოლოდ II და III
21.რომელი ფაქტორი განაპირობებენ ცხიმების დაშლას?
I -ტუტე არე
II –მჟავა არე
III – ფერმენტები
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) I და III
პასუხი:დ) I და III

22. რა ნივთიერებამდე იშლება ცხიმები?


ა) ნახშირორჟანგი და წყალი
ბ) გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავები
გ) ნახშირორჟანგი და გლიცერინი
დ) ცხიმოვანი მჟავები და წყალი
პასუხი:ბ) გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავები

49.(1) წვრილი ნაწლავის ხაოს უჯრედებიდან კაპილარში ხვდება:


ა) გლუკოზა და ამინომჟავები
ბ) ამინომჟავები და ლიპიდები
გ)გლუკოზა და ლიპიდები
დ) გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავები
პასუხი:ა) გლუკოზა და ამინომჟავები
50.(36)

პასუხი: C- pH-7,0-8.0
51.(3) სიცოცხლის ორგანიზაციის რომელ დონეს არ მოიცავს კუჭი?
ა) უჯრედულს
ბ) ქსოვილურს
გ) ორგანოთა
დ) ორგანიზმულს
პასუხი:დ) ორგანიზმულს

52.(26)
პასუხი: ბ) კუჭში( პეფსინი, მჟავა არე) ,წვრილ ნაწლავში (ტრიფსინი, ტუტე არე)

53.(11) კუჭში მარილმჟავა ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც შლიან:


ა) მხოლოდ ნახშირწყლებს
ბ) მხოლოდ ცილებს
გ) მხოლოდ ცხიმებს
დ) ცილებსა და ზოგიერთ ცხიმს
პასუხი:დ) ცილებსა და ზოგიერთ ცხიმს

54.(1) რას უწყობს ხელს K ვიტამინი?


ა) Ca -ის მარილების შეწოვასა და დაგროვებას ძვლებში
ბ) სუსტი განათებისას მხედველობის გაუმჯობესებას
გ) ინფექციური დაავადებებისადმი იმუნიტეტის გაძლიერებას
დ) სისხლის შედედებას
პასუხი:დ) სისხლის შედედებას
55.(55)

პასუხი: I და III
ეს ორი(ნერწყვი და პანკრეასის წვენი) შლის სახამებელს და სითხეს ფერი
დაეკარგება.

56.(12) ადამიანში პანკრეასი და ღვიძლი ერთდროულად მონაწილეობს:

I - ცხიმების მონელებაში
II – საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზში
III – სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში

ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) I და III

პასუხი:დ) I და III
57.(27) რომელი სისხლძარღვით მიეწოდება სისხლი ღვიძლს?

I - ღვიძლის არტერიით
II – კარის ვენით
III –ღვიძლის ვენით
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) I და III
პასუხი:გ) I და II

58.(37) ერითროციტები სამ თვემდე ცოცხლობენ, შემდეგ კი იშლებიან:


I - ღვიძლში
II – ელენთაში
III - ლიმფურ კვანძებში
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) I და III
პასუხი:გ) I და II

59.(36) ღვიძლის უჯრედში ნაღვლის დაგროვებას ახორციელებს:


ა) გოლჯის აპარატი
ბ) ლიზოსომა
გ) მიტოქონდრია
დ) ციტოპლაზმა
პასუხი:ა) გოლჯის აპარატი
60.(17) ადამიანის რომელ ორგანოს მიეწოდება მხოლოდ არტერიული სისხლი?
I - ღვიძლს
II – ფილტვს
III - თირკმელს
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) II და III
პასუხი:გ) მხოლოდ III
61.(14) ძირითადად რომელ ორგანოში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით
შარდოვანა?
ა)თირკმელში
ბ)ღვიძლში
გ) მსხვილ ნაწლავში
დ) კანში
პასუხი:ბ)ღვიძლში
62.(20)

პასუხი:გ) 3 (გლუვი ენდოპლაზმური ბადე)


63.(42) ღვიძლის ფუნქციებია:
I - გლიკოგენის დაგროვება
II – ერითროციტების დაშლა
III - დეტოქსიკაცია
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I, II და III
პასუხი:დ) I, II და III
64.(30)პირველად რომელ ორგანოში გაივლის ნაწლავებიდან გამოსული სისხლი?
ა)ღვიძლში
ბ) თირკმელში
გ)გულში
დ)ფილტვში
პასუხი:ა) ღვიძლში
65.(44)

პასუხი: დ) წარმოიქმნება ძვლის წითელ ტვინში , იშლება ღვიძლსა და ელენთაში


66.(8) სად გროვდება გლიკოგენი მარაგის სახით ადამიანის ორგანიზმში?

I - ჩონჩხის კუნთებში
II – დერმაში
III - ღვიძლში

ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ II და III
დ) I, II და III

პასუხი:ბ) მხოლოდ I და III

67.(23) რომელი ორგანოა აგებული ძირითადად ეპითელური ქსოვილით?

I - ფილტვი
II – ღვიძლი
III - პანკრეასი

ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ II და III
გ) მხოლოდ I და III
დ) I, II და III

პასუხი:დ) I, II და III
68.(56)

პასუხი. 56.1 კალციუმი და D-ვიტამინი


56.2 ღვიძლში
56.3 ქოლესტეროლი

69.(21) ჩამოთვლილთაგან რომელი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი წვენი შეიცავს


ცილის დამშლელ ფერმენტებს?
ა) ღვიძლის
ბ) პანკრეასის
გ) ყბა-ყურის ჯირკვლის
დ) ენისქვეშა ჯირკვლის

პასუხი:ბ) პანკრეასის
70.(34) რომელი ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება ამიაკი
ადამიანის ორგანიზმში?

I - ცხიმების
II – ცილების
III - ნახშირწყლების

ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) I და II
დ) II და III
პასუხი:

71.(25) ადამიანის ორგანიზმში რომელი ჰორმონი არეგულირებს გლიკოგენის


გლუკოზად გარდაქმნას?

I - ინსულინი
II – ადრენალინი
III - გლუკაგონი

ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ II
გ) მხოლოდ III
დ) II და III

პასუხი:დ) II და III
72.(1) ჩამოთვლილთაგან რომელი ახდენს საჭმლის მომნელებელ არხში
მოხვედრილი ბაქტერიების გაუვნებელყოფას?
I - ნერწყვი
II – კუჭის წვენი
III - ნაღველი
ა) მხოლოდ I და II
ბ) მხოლოდ II და III
გ) მხოლოდ I და III
დ) I, II და III
პასუხი:დ) I, II და III

73.(42) „ სისხლის დეპოს „ ფუნქცია არ აქვს


ა) ღვიძლს
ბ) ძვალს
გ)ელენთას
დ) კანს
პასუხი:ბ) ძვალს

74.(15) ადამიანის რომელ უჯრედებს აქვთ ადრენალინის მაკოდირებელი გენი?


I - თირკმელზედა ჯირკვლის
II – კუჭქვეშა ჯირკვლის
III - ღვიძლის
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ I და III
გ) მხოლოდ I და II
დ) I, II და III
პასუხი:დ) I, II და III

You might also like