You are on page 1of 6

1) ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება სქესობრივ გამრავლებას?

1 - სპორულაცია 2 - ორმაგი განაყოფიერება 3 - კოპულაცია


ა) 1 და 2 ბ) 2 და 3 გ) 1 და 3 დ) მხოლოდ 2
2) რა ნაწილებისგან შედგება მდედრობითი სასქესო ორგანო ფარულთესლოვნებში ?
ა) ბუტკოს დინგი, მტვრიანა და ბუტკოს ნასკვი
ბ) სამტვრე პარკები, ბუტკოს სვეტი და ნასკვი
გ) ბუტკოს დინგი, სვეტი და ნასკვი
დ) ბუტკოს ნასკვი, ჯამის ფოთოლაკი და მტვრიანები
3) რა წარმოადგენს ფარულთესლოვნებში მდედრობით გამეტოფიტს?
ა) ბუტკოს ნასკვი
ბ) მტვრის მარცვალი
გ) ჩანასახოვანი პარკი
დ) სამტვრე პარკი
4) ჩამოთვლილთაგან რას შეიძლება შევხვდეთ ფარულთესლოვანი მცენარის
თესლკვირტში მისი მდედრობითი გამეტოფიტის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე ?
1 - ვეგეტატიურ უჯრედს 2 - მეგასპორებს 3 - მიკროსპოროციტს 4 - კვერცხუჯრედს
ა) 1 და 2 ბ) 2 და 3 გ) 2 და 4 დ) 1 და 4
5) ჩამოთვლილთაგან ამოარჩიეთ დიპლოიდური ქრომოსომული კომპლექტის მქონე
უჯრედები:
1- მეგასპორა 2 - ცენტრალური უჯრედი 3 - ვეგეტატიური უჯრედი 4 -
ენდოსპერმი
ა) 1 და 2 ბ) მხოლოდ 2 გ) 2 და 3 დ) 1 და 4
6) ჩამოთვლილთაგან ამოარჩიეთ ჰაპლოიდური ქრომოსომული კომპლექტის მქონე
უჯრედები:
1 - სინერგიდული უჯრედი 2 - მეგასპოროციტი 3 - გენერაციული უჯრედი 4-
ზიგოტა
ა) 1 და 2 ბ) 2 და 3 გ) 2 და 4 დ) 1 და 3
7) ჩამოთვლილთაგან რომელი უჯრედები მიიღება მიტოზური გაყოფით
ფარულთესლოვნებში?
1 - მეგასპორა 2 - ვეგეტატიური უჯრედი 3 - ანტიპოდალური უჯრედი 4- ზიგოტა
ა) 1 და 2 ბ) 2 და 3 გ) 2 და 4 დ) 3 და 4
8) ჩამოთვლილთაგან რომელი უჯრედები მიიღება მეიოზური გაყოფით
ფარულთესლოვნებში?
1 - სპერმიები 2- მეგასპორა 3- კვერცხუჯრედი 4 - გენერაციული უჯრედი
ა) 1 და 3 ბ) 1 და 2 გ) მხოლოდ 2 დ) 2 და 3
9) მოცემული დებულებებიდან რომელი არ შეესაბამება სიმართლეს?
1- ჩანასახოვან პარკში მიკროპილური პოლუსისკენ ყოველთვის მოთავსებულია
ანტიპოდალური უჯრედები
2- ფარულთესლოვანი მცენარის თესლკვირტიდან ვითარდება შემდეგში ნაყოფი
3- მომწიფებულ ჩანასახოვან პარკში 6 უჯრედი ჰაპლოიდურია, 1 კი -
დიპლოიდური
4- განაყოფიერების შედეგად ცენტრალური უჯრედიდან მიიღება დიპლოიდური
ზიგოტა
ა) 1 , 3 და 2 ბ) 1 , 2 და 4 გ) 2 , 3, 4 დ) 1 , 3 და 4
10) სულ რამდენი მიტოზური და მეიოზური გაყოფაა საჭირო ჩანასახოვანი პარკის
მომწიფებისთვის?
ა) 3 თანმიმდევრული მეიოზური გაყოფა და 1 მიტოზი
ბ) 2 თანმიმდევრული მიტოზი და 2 მეიოზი
გ) 2 თანმიმდევრული მეიოზი და 3 მიტოზი
დ) 1 მიტოზი და 1 მეიოზი
11) აღნიშნეთ უშუალოდ რის შედეგად მიიღება 4 მეგასპორული ბირთვი?
ა) 3 თანმიმდევრული მიტოზური გაყოფით
ბ) 2 თანმიმდევრული მეიოზური გაყოფით
გ) 2 თანმიმდევრული მიტოზური გაყოფით
დ) 1 მიტოზური გაყოფით
12) ჩამოთვლილი წინადადებებიდან რომელი აღწერს სწორად მდედრობითი სასქესო
ორგანოს აგებულებას ფარულთესლოვან მცენარეებში?
ა) ბუტკოს ნასკვში მოთავსებულია ჩანასახოვანი პარკი, რომელიც შეიცავს
თესლკვირტს
ბ) თესკლვირტში მდებარეობს ბუტკოს ნასკვი, რომელიც შეიცავს ჩანასახოვან
პარკს
გ) ბუტკოს ნასკვი შეიცავს თესლკვირტს, რომელშიც ვხვდებით ჩანასახოვან პარკს
დ) სამვტრე პარკებზე მოთავსებულია მტვრის მარვალი, სადაც ვხვდებით
გენერაციულ უჯრედს
13) რომელ უჯრედებს ვხვდებით მტვრის მარცვალში?
ა) ვეგეტეტიური უჯრედი და სპერმია
ბ) გენერაციული უჯრედი და კვერცხუჯრედი
გ) ვეგეტატიური უჯრედი და ცენტრალური უჯრედი
დ) ვეგეტატიური უჯრედი და გენერაციული უჯრედი
14) რა გზით აღმოჩნდება ფარულთესლოვნებში მამრობითი სასქესო უჯრედი მდედრობით
სასქესო ორგანოში?
ა) ორმაგი განაყოფიერებით
ბ) დამტვერვით
გ) მიტოზით
დ) მეგასპოროგენეზით
15) დაალაგეთ თანმიმდევრულად ჩამოთვლილი პროცესები:
1 - ცენტრალური უჯრედის ფორმირება
2 - მეგასპორული ბირთვების მიტოზური დაყოფა
3 - ენდოსპერმის წარმოქმნა
4 - მეგასპოროციტის მეიოზური დაყოფა
ა) 4 , 2 , 1 , 3 ბ) 4 , 1, 2, 3 გ) 4, 2 , 3 , 1 დ) 3, 4, 1, 2
16) ლათინური ასოებით აღნიშნული უჯრედებიდან რომელი ყალიბდება მიტოზური
გაყოფით?

ა) A და D ბ) B და C გ) A, B , D დ) A , B , C , D
17) ილუსტრაციაზე მოცემულია ჩანასახოვანი პარკის სქემა. განსაზღვრეთ , რას
გამოიწვევს A ასოთი აღნიშნული სტრუქტურის ფუნქციური დაზიანება?

ა) არ წარმოიქმნება ჩანასახი
ბ) არ წარმოიქმნება თესლი
გ) თესლს არ ექნება სამარაგო ნივთიერებები
დ) განვითარდება პატარა ზომის ნაყოფი
18) იხელმძღვანელეთ სურათზე მოცემული ჩანასახოვანი პარკის სქემით და დაადგინეთ
რომელია ჩამოთვლილი დებულებებიდან ჭეშმარიტი?

1 – A ასოთი აღნიშნულ უჯრედებს ანტიპოდალური უჯრედები ეწოდებათ . ისინი


მიტოზური გაყოფით მიიღება და შესაბამისად მათ დიპლოიდური ნაკრები აქვთ .
2 – B ასოთი აღნიშნულია ცენტრალური უჯრედი, რომელსაც ანაყოფიერებს 2
სპერმია და შედეგად მიიღება ტრიპლოიდური ენდოსპერმი
3 – C ასოთი აღნიშნულია კვერცხუჯრედი, რომელიც მიტოზური გაყოფით მიიღება
და მას ჰაპლოიდური ქრომოსომული ნაკრები აქვს.
4 – D ასოთი სინერგიდული უჯრედებია აღნიშნული. ისინი არასასქესო უჯრედებია
და აქვთ შესაბამისად დიპლოიდური ქრომოსომული ნაკრები.
ა) 1 და 2 ბ) 2 და 3 გ) 3 და 4 დ) მხოლოდ 3
19) ილუსტრაციაზე მოცემულია ჩანასახოვანი პარკის სქემა. დაადგინეთ , რომელი
უჯრედები ნაყოფიერდება სპერმიებით?
ა) A და D ბ) B და C გ) A და B დ) C და D

20) იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ:

20.1 - რომელი უჯრედია ასახული C ასოთი და როგორი პლოიდობა აქვს მას?


20.2 - რა არის A ასოთი აღნიშნული და რა ყალიბდება მომავალში აქედან?
20.3 - რა არის B ასოთი აღნიშნული და რა ყალიბდება მომავალში აქედან?
20.4 - უშუალოდ რაშია მოთავსებული C ასოთი აღნიშნული უჯრედი როგორ იყოფა
იგი შემდეგში?

21) მოცემული ილუსტრაციის მიხედვით განსაზღვრეთ:

21.1 - რა პროცესია ნაჩვენები აღნიშნული სურათზე?


21.2 - როგორი პლოიდობა გააჩნია A ასოთი აღნიშნულ უჯრედს და რა ეწოდება
მას?
21.3 - რა პროცესის შედეგად მიიღება B ასოთი აღნიშნული უჯრედები?
21.4 - რა ეწოდება C ასოთი აღნიშნულ უჯრედს და როგორი პლოიდობა აქვს მას?

22) ილუსტრაციაზე მოცემულია მტვრის მარცვლის სქემატური გამოსახულება . დაადგინეთ :


22.1 - რომელი უჯრედია აღნიშნული A ასოთი და უშუალოდ რა პროცესის
შედეგადაა იგი მიღებული?
22.2 - რომელი უჯრედია B ასოთი აღნიშნული და რა ფუნქცია აქვს მას?
22.3 - რამდენ ქრომოსომას შეიცავს ჯამურად ეს მტვრის მარცვალი თუკი ცნობილია,
რომ ის ვარდის სამტვრე პარკზე გვხვდება და აქ დიპლოიდური ნაკრები (2n) 14-ის
ტოლია.
22.4 - რომელი ასოთი აღნიშნული უჯრედი განიცდის დამტვერვის შემდეგ კიდევ
ერთ მიტოზურ გაყოფას?

23) იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და დაადგინეთ:

23.1 - რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული უჯრედები ეხმარება სპერმიების


შემოსვლას ჩანასახოვან პარკში?
23.2 - როგორი ქრომოსომული კომპლექტი ექნება B ასოთი აღნიშნულ უჯრედს
განაყოფიერების შემდეგ?
23.3 - რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული უჯრედებია მოთავსებული
მიკროპილურ პოლუსთან?
23.4 - როგორი ქრომოსომული კომპლექტი ექნება C ასოთი აღნიშნულ უჯრედს
განაყოფიერებამდე?

24) ილუსტრაციაზე ნაჩვენებია ჩანასახოვანი პარკის სქემა უშუალოდ განაყოფიერების


შემდეგ. დაადგინეთ:
24.1 - რომელი ლათინური ასოთი აღნიშნულ უჯრედს აქვს დიპლოიდური
ქრომოსომული ნაკრები?
24.2 - რომელი ასოთი აღნიშნული უჯრედი წარმოადგენს საკვებს ჩანასახისთვის?
24.3 - რამდენი ქრომოსომა იქნება C ასოთი აღნიშნულ უჯრედში, თუკი ცნობილია,
რომ A ასოთი აღნიშნული უჯრედები 12 ქრომოსომას შეიცავენ?
24.4 - რის შედეგად მიიღება B ასოთი აღნიშნული უჯრედი?

25) ილუსტრაციაზე მოცემულია ხორბლის თესლის სიგრძივი ჭრილი. ხორბლის


გამეტას აქვს 7 ქრომოსომა. დაადგინეთ:

25.1 - რამდენ ქრომოსომას შეიცავს A ასოთი აღნიშნული სტრუქტურა და


რომელი უჯრედის განაყოფიერებით წარმოიშვა იგი?
25.2 - რამდენ ქრომოსომას შეიცავს B ასოთი აღნიშნული სტრუქტურა და
რომელი უჯრედის განაყოფიერებით წარმოიშვა იგი?
25.3 - რა ფუნქცია აკისრია A ასოთი აღნიშნულ სტრუქტურას?
25.4 - რამდენი ქრომოსომა ექნებოდა მეგასპოროგენეზის პროცესში პირველი
მიტოზური გაყოფით მიღებულ მეგასპორულ ბირთვებს?

You might also like