You are on page 1of 6

ბიოლოგია 2018-2019 სასწავლო წელი

III ტური
სამუშაოს დასრულების შემდეგ პასუხები გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე!

1. რომელი ბიოტური კავშირისას ვლინდება სახეობათაშორისი არსებობისათვის


ბრძოლა?

I – პარაზიტიზმისას II – სიმბიოზისას III – მტაცებლობისას

ა) მხოლოდ I და II გ) მხოლოდ II და III


ბ) მხოლოდ I და III დ) I, II და III

2. მატრიცულის გარდა, რა ფუნქციის შესრულება შეუძლია რნმ-ს უჯრედში?

I – სტრუქტურული II – სატრანსპორტო III – კატალიზური

ა) მხოლოდ I და II გ) მხოლოდ II და III


ბ) მხოლოდ I და III დ) I, II და III

3. თუ სომატური მუტაცია წარმოიქმნა მეზოდერმის უჯრედებში, მაშინ რომელი


ქსოვილის უჯრედებს ექნებათ მუტაციური ცვლილება?

ა) პანკრეასის ბ) სისხლის გ) ეპიდერმისის დ) ნათხემის

4. ილუსტრაციაზე მოცემული ქსოვილებიდან რომელს აქვს აგზნებადობის თვისება?

ა) მხოლოდ A ბ) მხოლოდ A და B გ) მხოლოდ A და C დ) A, B და C

5. მცენარეებში მხოლოდ პლაზმური მემბრანით არის შემოსაზღვრული:

I – სპორა II – სპერმია III – მტვრის მარცვალი

ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) I და II დ) II და III

1
პოპულაციის ასაკობრივ სტრუქტურას განსაზღვრავს სიკვდილიანობა-შობადობის
თანაფარდობა. მოწოდებული ილუსტრაციის გამოყენებით უპასუხეთ ორ მომდევნო
(6, 7) შეკითხვას:

6. რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული მრუდი გამოსახავს იმ პოპულაციის


სიკვდილიანობას, რომელსაც პოპულაციის სტრუქტურის შესანარჩუნებლად
გამრავლების მაღალი ტემპი ესაჭიროება?

ა) A ბ) B გ) C დ) D

7. რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული მრუდი გამოსახავს იმ პოპულაციის


სიკვდილიანობას, რომელიც ყველაზე ნაკლებ არის დამოკიდებული აბიოტური და
ბიოტური ფაქტორების ზემოქმედებაზე?

ა) A ბ) B გ) C დ) D

8. ევოლუციის პროცესში (ჭიებისგან განსხვავებით) რომელი ახალი ორგანოთა სისტემა


ჩამოუყალიბდათ ფეხსახსრიან ცხოველებს:

ა) საჭმლის მომნელებელი გ) სუნთქვის


ბ) სისხლის მიმოქცევის დ) ნერვული

9. ცხოველებში პოპულაციის სტრუქტურის მდგრადობას ძირითადად განაპირობებს:

ა) მოზარდ ინდივიდთა სიჭარბე


ბ) მდედრობით ინდივიდთა მაღალი სიხშირე
გ) სქესმწიფე ინდივიდთა რაოდენობა
დ) გენეტიკური სტრუქტურის ნაირგვარობა

2
10. ილუსტრაციაზე მოცემული ნეირონებიდან რომელი გადასცემს ნერვულ იმპულსებს
შეგრძნების ორგანოდან ზურგის ან თავის ტვინს?

ა) A
ბ) B
გ) C
დ) D

11. ფერმენტი კოლაგენაზა ხლეჩს პეპტიდურ ბმებს კოლაგენში. თვალის რომელი


ნაწილი დაზიანდება ყველაზე მეტად მისი აქტიური მოქმედების შედეგად?

ა) ბროლი ბ) მინისებრი სხეული გ) ბადურა დ) ფერადი გარსი

12. მხოლოდ გლიკოლიზით წარმოქმნილ ენერგიას იყენებს:

I – ძუძუმწოვრების ერითროციტი
II – საფუარი სოკო
III – კუნთოვანი ბოჭკო

ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) I და II დ) II და III

13. რომელი ნივთიერების წრებრუნვაში მონაწილეობენ ციანობაქტერიები?

I – ნახშირბადის II – აზოტის III – გოგირდის

ა) მხოლოდ I ბ) მხოლოდ II გ) I და II დ) II და III

14. ხავსის სპორიდან ვითარდება დატოტვილი ძაფნაირი სხეული - პროტონემა. რომელ


კანონზომიერებას გამოხატავს პროტონემის მსგავსება წყალმცენარეებთან?

ა) დივერგენციის გ) ბიოგენეტიკურს
ბ) კონვერგენციის დ) მუტაციური ცვალებადობის

3
15. ზოგიერთ ანტიბიოტიკს აქვს მიკრობის უჯრედში შეჭრის უნარი. მემბრანული
ტრანსპორტის რა მექანიზმით ხორციელდება ანტიბიოტიკის შესვლა უჯრედში?

16. რუხსხეულიანი, წითელთვალიანი დიჰეტეროზიგოტური მდედრი დროზოფილა


შეუჯვარეს შავსხეულიან, ყავისფერთვალიან მამრს. მიღებულ 500 ჰიბრიდში
გამოვლინდა შემდეგი შედეგი:
44 - რუხი, წითელთვალიანი;
210 - რუხი, ყავისფერთვალიანი;
205 - შავი, წითელთვალიანი;
41 - შავი, ყავისფერთვალიანი;
განსაზღვრეთ:

16.1. F1-ში მიღებულ ინდივიდთა გენოტიპებიდან რომელი ეკუთვნის კროსოვერებს?

16.2. რატომ აირჩიეს შესაჯვარებლად დიჰეტეროზიგოტი მდედრი?

16.3. ფენოტიპის მიხედვით დათიშვის როგორი თანაფარდობა ჩამოყალიბება


დიჰეტეროზიგოტური მამრისა და შავსხეულიანი, ყავისფერთვალიანი მდედრი
დროზოფილას შეჯვარებისას?

16.4. განსაზღვრეთ გენთა შორის მანძილი (მიუთითეთ გამოთვლის გზა).

17. ილუსტრაციაზე მოცემულია განსხვავებულ ეკოლოგიურ გარემოში ბინადარი ორი


მცენარის ფოთლის განივი ჭრილის სქემა. განსაზღვრეთ, ტენიანობასთან
დამოკიდებულების მიხედვით როგორ ეკოლოგიურ გარემოსთან არის შეგუებული A და
B მცენარე. პასუხი დაასაბუთეთ.

4
18. სქემის გამოყენებით უპასუხეთ ოთხ მომდევნო შეკითხვას:

18.1. დაასახელეთ ცხოველის ორგანო, რომელშიც


ხორციელდება ილუსტრაციაზე გამოსახული
პროცესი;
18.2. ამ ორგანოში უჯრედთა ჩამოყალიბების რომელ
ზონაში (სტადიაზე) მიმდინარეობს ილუსტრაციაზე
მოცემული პროცესი?
18.3. რომელი გაყოფის, რომელ ფაზაში იმყოფება A
ასოთი აღნიშნული უჯრედი;
18.4. რომელი გაყოფის, რომელ ფაზაში იმყოფება B
ასოთი აღნიშნული უჯრედი?

პასუხები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
ა X X X
ბ X X X
გ X X X
დ X X X X X

15. მაქსიმალური ქულა -1.


ანტიბიოტიკის უჯრედში შესვლა ხდება აქტიური ტრანსპორტით.
( რეცეპტორდამოკიდებული ენდოციტოზი).

16. მაქსიმალური ქულა -4.


16. 1. F1-ში მიღებულ ინდივიდთა გენოტიპებიდან კროსოვერებს ეკუთვნის I და IV
ჯგუფი. 1 ქულა
16. 2. მამრ დროზოფილაში ადგილი აქვს გენთა სრულ შეჭიდულობას. მხოლოდ
მდედრში მიმდინარეობს კროსინგოვერი და ახალი კომბინაციების (კროსოვერების)
წარმოქმნა. 1 ქულა
16. 3. 1:1 1 ქულა
16. 4. 85: 500 = 0,17; გენთა შორის მანძილი ტოლია 17%-ის ანუ 17 მორგანიდის.
1 ქულა

5
17. მაქსიმალური ქულა -2.
A მცენარე - მიეკუთვნება ტენის მოყვარულ (ჰიდროფიტ) მცენარეს, ვინაიდან ბაგის
უჯრედები ზედაპირულადაა მოთავსებული და ფოთლის ზედაპირს კუტიკულის
თხელი შრე აკრავს. 1 ქულა

B მცენარე - მიეკუთვნება მშრალ გარემოში ბინადარ (ქსეროფიტ) მცენარეს, ვინაიდან


ფოთლის ზედაპირი და ბაგე დაფარულია კუტიკულის სქელი შრით, ამასთანავე ბაგე
კუტიკულის სიღრმეშია მოთავსებული. 1 ქულა

18. მაქსიმალური ქულა -4.


18.1. საკვერცხე; 1 ქულა
18.2. მომწიფების ზონა; 1 ქულა
18.3. პირველი მეიოზური გაყოფის ანაფაზა; 1 ქულა
18.4. მეორე მეიოზური გაყოფის მეტაფაზა. 1 ქულა

You might also like