You are on page 1of 1

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ადამიანის ორგანიზმი ნივთიერებებისა და ენერგიის მნიშვნელოვან რაოდენობას


მოიხმარს. ორგანიზმში უნდა მოხვდეს ისეთი ნივთიერებები, რომელიც შეავსებს
პლასტიკურ და ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს. იმ შემთხვევაში თუ ხანგრძლივი
დროის განმავლობაში საკვების მიღება შეწყდა ან რაოდენობრივად შემცირდა ხდება
ჰომეოსტაზის რღვევა.
ორგანიზმში სიცოცხლისთვის საჭირო ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა
ნივთიერებები ორგანიზმში ასიმილირდება საკვების ფიზიკურ-ქიმიური გადამუშავებისა
და ნუტრიენტების დეპოლიმერიზების შემდეგ. ეს ყველაფერი საჭმლის მომნელებელი
სისტემის ფუნქციაა.
საჭმლის მონელების და გადამუშავებული ნივთიერებების შეწოვის შედეგად ორგანიზმი
იღებს პლასტიკურ და ენერგეტიკულ ნივთიერებებს და ინარჩუნებს ჰომეოსტაზს-
სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს პირობას.
საჭმლის მონელებას უწოდებენ საკვების ფიზიკური და ქიმიური გადამუშავების
პროცესს, რომლის შედეგად ინარჩუნებს ენერგეტიკულ და პლასტიკურ ღირებულებას,
კარგავს სპეციფიკურობას, მარტივად შესათვისებელია ორგანიზმისთვის და ჩაირთვება
ორგანიზმის მეტაბოლიზმში.

შიმშილისა და მაძღრობის ფიზიოლოგიური საფუძვლები

შიმშილი, როგორც ფიზიოლოგიური მდგომარეობა არის მოთხოვნილების


გამოხატულება, როდესაც ორგანიზმი რაღაც დროის განმავლობაში არ იღებდა საკვებს,
შედეგად შემცირდა ნივთიერებების რაოდენობა დეპოებსა და მოცირკულირე სისხლში.
შიმშილის გამოვლინებაა: წვა, გულისრევა, ზოგჯერ-თავბრუსხვევა, თავისტკივილი და
საერთო სისუსტე.

შიმშილის გამოვლინება განპირობებულია ცნს-ის სხვადასხვა ნაწილში ნეირონების


აღზნებისგან. ამ ყველაფრის ერთიანობას კი პავლოვმა კვების ცენტრი უწოდა. მისი
ფუნქციაა კვებითი ქცევის ჩამოყალიბება, საკვების
მოპოვება და მიღება, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების რეგულაცია და
ფუნქციური ინტეგრაცია.

კვების ცენტრი რთული ჰიპოთალამუსურ-ლიმბურ-რეტიკულურ-კორტიკული


კომპლექსია და ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი ჰიპოთალამუსის ლატერალური ბირთვებია.
ამ ბირთვების ორმხრივი დაზიანების დროს ცხოველი არ იღებს საკვებს (აფაგია), ხოლო
გაღიზიანების დროს კი საკვებს გაძლიერებულად იღებს (ჰიპერფაგია). კვების ცენტრის
რაღაც ნაწილს შიმშილის ცენტრს უწოდებენ, ბირთვები კი შეადგენს მაძღრობის ცენტრს.

You might also like