You are on page 1of 2

Მილიონობით წლის მანძილზე, კაცობრიობის განვითარების პერიოდში , ვითარდებოდა ის

ტექონოლოგიები, რომელთა საშუალებით ადამიანი გახდა უმაღლესი არსება დედამიწაზე


და ახლა მას ყველაფერი თავის სასიკეთოდ შეუძლია მოაქციოს, თუმცა ადამიანებს არ
ესმოდათ იმ გავლენის, რომელსაც მათი ქმედებები იწვევდა დედამიწის ფლორასა თუ
ფაუნაზე, ანუ თავიანთ საარსებო გარემოზე, ამიტომაც იქამდე სანამ ადამიანი ამ
ეფექტების სიდიდისა თუ მნიშვნელობის გააზრებას შეძლებდა და მისი ცნობიერება ამ
საკითხთან მიმართებაში ამაღლდებოდა, მის საქმიანობას უკვე კარგა დიდი ზიანი ჰქონდა
დედამიწისთვის მიყენებული. Ამ ზიანში აგრეთვე დიდი როლი მიუძღვის ტექნოგენურ
კატასტროფებსაც. Განმარტებით, ტექნოგენური კატასტროფები არის ადამიანის
საქმიანობის შედეგად მომხდარი კატასტროფები. Მაგალითად: რადიოაქტიური
გამოსხივება, ოკეანესა და ხმელეთზე ნავთობის დაღვრა, ქიმიური ნივთიერების
ატმოსფეროში გამოფრქვევა და ა.შ. რასაკვირველია, მსგავსი მოვლენები აისახება
გარემოზე,შედეგად კი- ადამიანებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე. Მინამატას
დაავადება ტექნოგენური კატასტროფებისა და მათი საშინელი შედეგების ნათელი
მაგალითია, რომელიც გვაფიქრებს რამდენად დაკვირვებულად უნდა წარიმართოს
ადამიანის საქმიანობა,რათა თავიდან აცილებული იყოს ფატალური დასასრულები .

Იაპონიაში, ქალაქ მინამატაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ადგილობრივი


ქარხნის, “ჩისოს” მიერ ყურეში იყრებოდა მეთილის ვერცხლისწყალი. Აღსანიშნავია ის
ფაქტი ,რომ ნარჩენების გადაყრის ამგვარი მეთოდი არ იყო ერთადერთი ,მაგრამ იყო
ყველაზე იაფიანი. Შესაბამისად ყურის დაბინძურება ხდებოდა განზრახ და მიმართულად ,
თუმცა მოსალოდნელი უბედურების ან რისკების შესახებ არავის ხმა არ ამოუღია . 1956
წლის 21 აპრილს კი ანუ “ჩისოს” ქიმიური ქარხნის გახსნიდან ზუსტად 48 წელიწადში,
მინამატას საბავშვო კლინიკაში მიიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა ,რომლისთვისაც
დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა, მალევე აღმოჩნდა,რომ იმავე სიმპტომებით
იტანჯებოდა მინამატას მცხოვრებთა დიდი ნაწილი. განსაკუთრებით უფრო ხშირად
ავადდებოდნენ ისინი, ვინც საკვებად მუდმივად იყენებდა თევზს,მათ შორის ადამიანების
გარდა, აგრეთვე კატები,თოლიები და სოფლის მახლობლად ვეშაპებიც კი.თანაც წყალში
გაქრნენ წყალმცენარეებიც.მოგვიანებით ამ დაავადებას “მინამატას დაავადება ” ეწოდა
და გამოირკვა კიდევაც ,რომ მისი გამომწვევი მიზეზი სწორედ ზემოხსენებული
ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთებით მოწამვლა იყო. Შესაბამისად , მინამატას
დაავადება არა უბრალოდ ავადმყოფობა, არამედ ადამიანის მიერ გამოწვეული
ტექნოგენური კატასტროფის ერთ-ერთი მანიფესტაციაა,რომელიც ბუნებრივია მხოლოდ
ლოკალურ ხასიათს არ ატარებდა. ამ ტექნოგენურმა კატასტროფამ მიიღო გლობალური
სახე,ვინაიდან ყურეში არსებული მოწამლული თევზი აუცილებლად მიგრირებს. Წყლის
დაბინძურების შედეგებს კი მინამატაში დღემდე იმკიან.

Მსგავსი კატასტროფები,რომლებიც, როგორც უკვე დავასკვენით, ადამიანის მიერაა


გამოწვეული, ყველაფრის ფასად უნდა იქნეს თავიდან არიდებული,რადგანაც ისინი
პირდაპირ ურტყამენ ბიომრავალფეროვნებას და ჩვენს საარსებო გარემოს ,რომელიც
ვიტალურ მნიშვნელობას ატარებს ყველასთვის. Ასეთი შემთხვევების თავიდან
ასაცილებლად კი შემუშავებული უნდა იქნეს პოლიტიკა,რომლის მიხედვითაც გარემოს
დაცვასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას მიენიჭება უფრო მეტი მნიშვნელობა ,ვიდრე
კონკრეტული კომპანიის/კომპანიების ეკონომიკურ ზრდას. Აგრეთვე უნდა
გაკონტროლდეს,რომ პოტენციურად საშიში ინდუსტრიული ობიექტების განლაგება
მოხდება საცხოვრებელი არეალებიდან საკმაოდ შორს და ზოგადად გაიზარდოს ასეთ
მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაში სიფრთხილე,სიმკაცრე და კონტროლი , რადგან
თანამედროვეობაში ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში,სადაც აღარც ერთი შეცდომა არ
დაიშვება.დედამიწა უკვე ზედმეტად დაბინძურებულია და ამ პრობლემას ჩვენ დღითიდღე
უფრო მძაფრად შევიგრძნობთ, ამიტომაც საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება
და საკუთარ შეცდომებზე სწავლა.

You might also like