You are on page 1of 1

კომპლექსური დავალების პირობა

მდინარე დურუჯი გაედინება აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, იგი


წარმოადგენს ალაზნის მარცხენა შენაკადს. დურუჯი ტიპური ღვარცოფული მდინარეა,
მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ
საფრთხეს უქმნის ქალაქ ყვარელს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ გეომორფოლოგი და
სამსახურიდან მიგავლინეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობიერების ასამაღლებლად
კახეთის რეგიონში, თქვენი მიზანია შეისწავლოთ აღმოსავლეთ საქართველოს მდინარე
დურუჯზე ღვარცოფის გამომწვევი მიზეზები და განვითარების პროცესი მის მიერ
ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით. კვლევის
შედეგები წარმოადგინეთ საინფორმაციო ბუკლეტის სახით, რომელსაც წარუდგენთ
ადგილობრივ მოსახლეობას.

საინფორმაციო ბუკლეტში/საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაციისას ხაზგასმით


წარმოაჩინეთ:

 როგორ და რატომ წარმოიქმნება მდ. დურუჯზე ღვარცოფები ასე ხშირად;

 რა შედეგები მოიტანა მდ.დურუჯზე განვითარებულმა ღვარცოფებმა;


 როგორ შეიძლება შევამციროთ მდ. დურუჯზე ღვარცოფული მოვლენებისგან
მიყენებული ზიანი;

დავალება:
1.გაეცანით ჩემს მიერ მოწოდებულ რესურსებს და უპასუხეთ კითხვებს

2. წარმოადგინეთ თქვენს მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები.

რესურსები: მდინარე დურუჯზე ღვარცოფული მოვლენები


ღვარცოფის დროს უსაფრთხოების წესების დაცვა

კახეთში სტიქიის ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟდა

კითხვები:

 რა ზიანს აყენებს მდ. დურუჯის ღვარცოფი მოსახლეობას?


 რა ზიანს აყენებს მდ. დურუჯის ღვარცოფი სასოფლო სამეურნეო სავარგულს?
 რა ზიანს აყენებს მდ. დურუჯის ღვარცოფი ინფრასტრუქტურას?
 რა ტერიტორიას აყენებს ზიანს მდ. დურუჯზე განვითარებული ღვარცოფი?
 რამდენად ხშირად ვითარდება ღვარცოფული მოვლენა მდ. დურუჯზე და რასთან არის
დაკავშირებული?
 როგორ შეიძლება მდ. დურუჯზე ღვარცოფული მოვლენის პროგნოზირება?
 შეიძლება თუ არა ღვარცოფის თავიდან აცილება?
 რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ღვარცოფის შედეგების შესამცირებლად?
 რატომ არის აღნიშნული პრევენციული ღონისძიებების გატარება მდ. დურუჯზე
ეფექტური?
 როგორ უნდა მოვიქცეთ ღვარცოფის დროს? (შეიმუშავე ქცევის წესები

You might also like