You are on page 1of 2

დავით IV აღმაშენებელი 

(დ. 1073,[3] ქუთაისი — გ. 6 თებერვალი, [ძვ. სტ. 24 იანვარი], 1125[4][5])


— საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და
ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს
ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II, შექმნილი
პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ
ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის
შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ
ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ,
დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის
ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.[6]
დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა
სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს
გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო
რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც
გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და
არეგაწადმდე“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და
საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის
სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები,
რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.
დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა უაღრესად აქტიური იყო და ფეოდალური საქართველოს
პროგრესის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის საქმეს ემსახურებოდა.
დავითის დროის საქართველოს ფართო მასშტაბის პოლიტიკური და კულტურული
ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო კავკასიისა (ოსები, ყივჩაყები, დაღესტნის ხალხები) და სხვა
ხალხებთან, ძველ რუსეთთან, სომხეთთან, შირვანთან, ბიზანტიასა და ჯვაროსნებთან. დავითის
მეფობის დროს საქართველომ ჯვაროსანთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
პირადად დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა „წინაბურჯად“
მოიხსენიებოდა. დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების
(„ფრანგების“) ყოფნა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს აქტიურ კონტაქტებზე ევროპის
ქვეყნებთან და იმაზე, რომ საქართველო ევროპული სივრცის ნაწილი იყო.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი
დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი
წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.[7]

რიგითობა და ზედწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ზოგიერთ ავტორთან (თედო ჟორდანია, ივანე ჯავახიშვილი, ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი
დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს
მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ
მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. დავით
კურაპალატი (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი — დავით II.[8]
ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის რიგით ნომრად დავით IV-ა მიჩნეული და
დამკვიდრებული, ეს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, პირობითობაზეა დამყარებული, კერძოდ,
დავითის სახელის მატარებელ მეფეთა ნუმერაცია იწყება ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა
სამეფოს მეფეებიდან, რომლებიც ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ.[8] სხვათა შორის,
ამგვარ პრინციპზეა დამყარებული ბაგრატების ათვლა-ნუმერაციაც.
დავით IV ისტორიაში „აღმაშენებლის“ 

You might also like