You are on page 1of 3

დავალება

1.
შემდეგ რთულ წინადადებებში გამოყავით მისი შემადგენელი მარტივი წინადადებები,
აღნიშნეთ ისინი ლათინური ასოებით (P, Q, R, …) და შემდეგ მაკავშირებლებისთვის
შემოღებული სიმბოლოების გამოყენებით ჩაწერეთ სიმბოლურად (გაითვალისწინეთ, რომ
ერთი და იგივე მაკავშირებელი შეიძლება გამოთქმული იყოს სხვადასხვა სიტყვებითა და
ფრაზებით).

ნიმუშები სახელმძღვანელოდ.

1) ჩინეთის დედაქალაქია პეკინი და არა შანხაი.

ის შეიცავს ორ მარტივ წინადადებას:

ჩინეთის დედაქალაქია პეკინი (P),


ჩინეთის დედაქალაქია შანხაი (Q);

და შემდეგ პირველი წინადადება და მეორის უარყოფა დაკავშირებულია ერთმანეთთან


კონიუნქციით: P Ù ØQ.

2) თუ a იცნობს b-ს და b იცნობს c-ს , მაშინ a იცნობს c-ს.

ამ წინადადებაში არის 3 მარტივი წინადადება:

a იცნობს b-ს (P), b იცნობს c-ს (Q), a იცნობს c-ს (R)

და მთელი რთული წინადადება სიმბოლურად ასე ჩაიწერება: (P Ù Q) É R (ფრჩხილები


მიუთითებს, რომ იმპლიკაციის ანტეცედენტი არის კონიუნქციური წინადადება P Ù Q და არა
მხოლოდ Q).

შემდეგი რთული წინადადებები გააანალიზეთ ამ ნიმუშების მიხედვით (კვადრატულ


ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები მხოლოდ განმარტავს კონტექსტს და არ ეკუთვნის თვითონ
განსახილველ წინადადებას):

3) ქეთი რომ მაიკოს მეგობარი იყოს, ის უნდა იცნობდეს მაიკოს.


4) თუმცა გზები მოყინულია, მანქანა დროულად ჩავიდა დანიშნულების ადგილას.
5) არ არის სწორი, რომ ოთხი მარტივი რიცხვია, მაგრამ ხუთი მართლაც მარტივია.
6) [პარლამენტარის გამოსვლამ დაგვანახა, რომ] ან მას წარმოდგენა არ აქვს დასმულ
პრობლემაზე, ან მას მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ბედი აღელვებს.
7) მომავალ კვირას დოლარის ან ევროს (ანდა ორივეს) კურსი ლართან მიმართებაში
შემცირდება.
8) არ არის სწორი, რომ ჟანგბადი ქიმიურად ინერტული ნივთიერებაა.
9) ქურდობა და თაღლითობა სისხლის სამართლის დანაშაულებია.
10) თუ საღამოს წავალ თეატრში ან წავალ სტუმრად ნათესავებთან, მაშინ ხვალისთვის
სემინარის მომზადებას ვერ მოვასწრებ.
11) ამ ხეობაში ქარი უბერავს მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც არ წვიმს.
12) მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში არის სუსტი ადგილები, მთლიანობაში ის კარგ
შთაბეჭდილებას ახდენს.
13) არა ყველა მათემატიკური დებულება დაიყვანება სიმრავლეთა თეორიაზე.

2.
წინა სავარჯიშოში განხილულ ყოველ რთულ წინადადებაში მისი შემადგენელი
მარტივი წინადადებებიდან P იყოს ჭეშმარიტი, Q (თუკი ისიც გვხვდება) – მცდარი,
ხოლო R (ასევე იმ პირობით, რომ ისიც შედის რთულ წინადადებაში) – ჭეშმარიტი.
თითოეულ შემთხვევაში შეაფასეთ ჭეშმარიტი იქნება თუ მცდარი მთელი რთული
წინადადება.
სანიმუშოდ შევაფასოთ წინა სავარჯიშოს პირველი ორი წინადადება, რომლებიც
იქაც ნიმუშებად არის აღებული:

1) P Ù ØQ. რადგან Q მცდარია, მისი უარყოფა ØQ იქნება ჭეშმარიტი. ამრიგად,


განსახილველი წინადადების ორივე შემადგენელი P-ც და ØQ-ც ჭეშმარიტია და მაშინ
კონიუნქციური წინადადების ჭეშმარიტების წესის ძალით ჭეშმარიტი იქნება
აგრეთვე მთელი კონიუნქცია P Ù ØQ.

2) (P Ù Q) ÉR. ეს არის იმპლიკაციური წინადადება, რომლის ანტეცედენტი არის


კონიუნქციური წინადადება P Ù Q. ის მცდარია, რადგან მისი ერთი წევრი, კერძოდ P,
არის მცდარი; მაგრამ იმპლიკაცია, რომლის ანტეცედენტი (ანუ პირობა) არის
მცდარი, მთლიანობაში, როგორიც არ უნდა იყოს მისი კონსეკვენტი, არის ჭეშმარიტი:

(P Ù Q) ÉR
ჭ მ
------------
მ ჭ
---------------

მსგავსადვე შეაფასეთ დანარჩენი წინადადებებიც.


გაიმეორეთ შეფასება, ოღონდ ამჯერად P, Q და R იყოს შესაბამისად მცდარი,
ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებები.
3.
დავუშვათ, ზურაბი უცინის ქეთის, ქეთი კი უბღვერს (და, მაშასადამე, თუმცა უყურებს, არ
უცინის) მას. ასეთია ობიექტური ვითარება. შემდეგი შედგენილი წინადადებებიდან
რომლები იქნება ჭეშმარიტი (დაუსვით +) და რომლები – მცდარი (დაუსვით _), თუკი “ან”
ყველგან გამოყენებულია არაგამომრიცხავი მნიშვნელობით? შემდეგ აღნიშნეთ
გამოყენებული მარტივი წინადადებები ლათინური ასოებით და ჩაწერეთ ყველა ეს
წინადადება სიმბოლურად.

1) ზურაბი არ უცინის ქეთის;


2) ზურაბი და ქეთი ერთმანეთს არ უყურებენ;
3) ზურაბი და ქეთი ერთმანეთს არ უცინიან;
4) ქეთი უყურებს ზურაბს, ზურაბი კი ქეთის არ უცინის;
5) არ არის სწორი, რომ ან ზურაბი უცინის ქეთის, ან ქეთი უცინის ზურაბს.
6) არ არის სწორი, რომ ზურაბი არ უცინის ქეთის ან ქეთი არ უცინის ზურაბს
7) თუ ქეთი უყურებს ზურაბს, მაშინ ან ზურაბი არ უცინის ქეთის, ან ქეთი უცინის
ზურაბს.

4.
ვთქვათ, P არის ჭეშმარიტი წინადადება, Q – მცდარი, ხოლო R-ის ჭეშმარიტება-
მცდარობა ჩვენთვის უცნობია (ე.ი. არ ვიცით ის ჭეშმარიტია თუ მცდარი). შემდეგი
ორი წინადადებიდან რომელი იქნება ჭეშმარიტი (დაუსვით +), რომელი მცდარი
(დაუსვით _) ან რომლის ჭეშმარიტება-მცდარობის საკითხის გადაწყვეტას ვერ
შევძლებთ, თუკი “ან” ყველგან აღებულია არაგამომრიცხავი მნიშვნელობით?

1) ან (არა-P და Q), ან (P და არა-R);


2) (P  Q)  R
3) (ან არა-P, ან Q) და R;
4) ( P Ù Q ) É R
5) ან P, ან (თუმცა არა-Q, მაინც R)
6) ( P Ù ØP ) É ( Q Ù R )
7) ან P, ან (Q, მაგრამ არა-R)
8) Ø [( P Ù ØQ ) É ( Q Ù R)]
9) P და (არა-Q ან R);
10) ( P É Q ) º ( ØP Ú R )
11) ან არა-P, ან ორივე Q და R;
12) ØP Ú Ø( Q É R )

ხელახლა ჩაატარეთ მსგავსი გამოკვლევა, ოღონდ ამჯერად ივარაუდეთ, რომ P


და R ჭეშმარიტი წინადადებებია, ხოლო Q-ს ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა არ ვიცით.

You might also like