You are on page 1of 3

Conditionals

სულ გვაქვს სამი ტიპის პირობითი წინადადებები: Real present or future; Unreal present
or future; Unreal past

Real present or future – conditional type 1

რეალური პირობითი წინადადება გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება


მოხდეს და ეხება ახლანდელ ან მომავალ დროს.

ფორმულა: if +present simple+ Future tense(will)

If it rains tomorrow I won’t leave the house. - თუ ხვალ იწვიმებს სახლიდან არ გავალ.

მთავარ წინადადებაში ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას მოდალური ზმნებიც.

If it rains tomorrow I might not leave the house. - თუ ხვალ იწვიმებს შეიძლება
სახლიდან არ გავიდე.

 მთავარ წინადადებაში აწმყო მარტივი დრო გამოიყენება ბრძანების, ჩვევისა,


მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტის გამოსახატავად -

ფორმულირება: if+ present + another present tense

If you heat water, it boils - თუ წყალს გააცხელებ, ადუღდება.

If you go to the café please grab me a cup of coffee - თუ კაფეში შეივლი გთხოვ ყავა
გამომიყოლე.

 დამოკიდებულ წინადადებაში გამოიყენება აწმყო განგრძობითი დრო,


დაუსრულებელი მოქმედების ან სამომავლოდ დაგეგმილი მოქმედების
გამოსახატავად:

If you’ re looking for your keys they’re in the bottom drawer - თუ გასაღებს ეძებ ქვედა
უჯრაშია.
If you’re thinking about going shopping I’ll come with you. - თუ საყიდლებზე წასვლას
ფიქრობ, მეც წამოგყვები.

 დასრულებული მოქმედების გამოსახატავად დამოკიდებულ წინადადებაში


გამოიყენება აწმყო სრული დრო:

If he has shot the whole film premiere will be quite soon - თუ მთლიანი ფილმი
გადაიღო, პრემიერა მალე იქნება

Conditionals type 2

Unreal present or future - არარეალური პირობითი წინადადება აწმყოსა და მომავალ


დროში

მოქმედება, რომლის განხორციელება ნაკლებად რეალურია და მოქმედება ეხება


აწმყოსა და მომავალ დროს.

ფორმულირება: If + past simple + would

If I had time I would read more -დრო რომ მქონდეს მეტს წავიკითხავდი

 გამოყენებული შესაძლოა ასევე იყოს might/could

If you re-take the exam you might pass - თუ გადააბარებ გამოცდას შეიძლება ჩააბარო

If I watch this tutorials I could learn how to bake -თუ ამ ვიდეოებს ვუყურებ შესაძლოა
ცხობა ვისწავლო.

 წარსულ მარტივ დროს ვიყენებთ ძველი ჩვევის გამოსახატავად.

If it rained we stayed home - თუ წვიმდა სახლში ვრჩებოდით

If she mocked me I got angry - თუ მაჯავრებდა ვბრაზდებოდი


 შეგვიძლია მთავარ წინადადებაში განგრძობითით ჩავანაცვლოთ წარსული
მარტივი დრო

If my car was working I would drive you to Tbilisi - ჩემი მანქანა რომ მუშაობდეს,
თბილისში წაგიყვანდი.

Conditionals type 3

Unreal past - არარეალური პირობითი წინადადება წარსულ დროში

გამოხატავს მოქმედებას წარსულ დროში, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო


მაგრამ არ მოხდა.

ფორმულირება: past perfect tense + would + have(done)

If I had known you were visiting I would’ve tidied up the guest room. - რომ მცოდნოდა
მოდიოდი სტუმრის საძინებელს მოვაწესრიგებდი.

 მთავარ წინადადებაში შეიძლება გამოვიყენოთ Could/Might მოდალური


ზმნები

If I had known earlier I would have stopped him - იქამდე რომ მცოდნოდა შევაჩერებდი.

 დამოკიდებულ წინადადებაში შეიძლება სრული განგრძიბითი დრო


გამოვიყენოთ

If I hadn’t been wearing a seatbelt I would have been seriously injured - ღვედი რომ არ
მკეთებოდა სერიოზულ დაზიანებებს მივიღებდი.

You might also like