You are on page 1of 4

I can speak English - გამოხატავს ჩემს გონებრივ შესაძლებლობას იმისა, რომ ინგლისურად

ლაპარაკი შემიძლია, ხოლო I can swim -გამოხატავს ჩემს ფიზიკურ შესაძელბლობას, რომ
ცურვა შემიძლია. შესაბამისად ინგლისურ ენაში, ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობას
გამოხატავს can მოდალური ზმნა. ხოლო წარსულში can-could მოდალური ზმნა. I could swim-
ცურვა ვიცოდი, ცურვა შემეძლო. ეს მოდალური ზმნები უარყოფით ფორმაში can’t/couldn’t
ნიშნავს, რომ რამე არ შეგიძლია, ფიზიკურად ან გონებრივად. ფიზიკურ და გონებრივ
შესაძლებლობას can და could მოდალური ზმნების გარდა გამოხატავს კონსტრუქცია : be
able to

I’ll be able to speak Spanish - ესპანურად ლაპარაკს შევძლებ. ესპანური მეცოდინება.

ნების დართვა (ნებართვა) May, can, could

შეიძლება შენი ტელეფონით ვისარგებლო? როგორ ვთარგმნით ამ წინადადებას


ინგლისურად. Can/Could/May I use your phone?

ანუ ნებართვის თხოვნის გამოსახატავად ვიყენებთ can/could/may მოდალურ ზმნებს.


გაითვალისინეთ, May არის უფრო ზრდილობიანი ვიდრე could, ხოლო თავის მხრივ could
არის უფრო ზრდილობიანი ფორმა ვიდრე can.

შეგიძლია ჩემი ტელეფონით ისარგებლო. ვთარგმნოთ ეს წინადადება ინგლისურად . You


can/may use my phone. ანუ როდესაც ვინმეს ნებას ვრთავთ ვიყენებთ can ან may მოდალურ
ზმნას.

May ზმნა, როდესაც ნებართვას გამოხატავს, შეიძლება შეიცვალოს კონსტრუქციით to be


allowed როგორც აწმყო, ასევე წარსულ და მომავალ დროში.

მაგ. We will be allowed to leave the country - ჩვენ ქვეყნის დატოვების ნებას დაგვრთავენ.
რჩევა should, ought to

რჩევის კითხვის დროს ან მიცემის დროს გამოყენეთ შემდეგი მოდალური ზმნები : should და
ought to. David ought to/ should be more sensitive.

should და ought to -ს შორის არსებობს მცირე განსხვავება. Should ვიყენებთ მაშინ, როდესაც
ჩვენს სუბიექტურ აზრს გამოვხატავთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ should ნიშნავს: “ჩემი
აზრით შენთვის საუკეთესო ამგვარად მოქცევაა”. მაგ: “Tom should apologise to Ann-ტომმა
ბოდიში უნდა მოუხადოს ენს. (მე ვფიქრობ, რომ ტომისთვის საუკეთესო გზა ბოდიშის
მოხდაა, ჩემი სუბიექტური აზრია. ამიტომაც გამოვიყენე მოდალური ზმნა should).

რაც შეეხება ought to-ს, ის გამოხატავს ობიექტურ სიმართლეს, სხვა სიტყვებით, რომ
ვთქვათ: “ის რაც აუცილებელია, ის რასაც ვერ აცდები”.

სწორედ ამიტომ ought to-ს ხშირად ვიყენებთ, ინსტრუქციებსა და კანონებზე საუბრის


დროს.

According to this road sign, they ought to stop here- ამ საგზაო ნიშნის მიხედვით, ისინი აქ უნდა
შეჩერდნენ.

ამ განსხვავების მიუხედავად, დღესდღეობით სასუბრო ინგლისურში ორივე მათგანს


სურვილისამებრ იყენებენ.

ვალდებულება ახლადენლ ან მომავალ დროში გამოიხატება შემდეგი მოდალური


ზმნებით: must, have to, need to.

All visitors must turn off their mobile phones.


სალაპარაკო ინგლისურში have to უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე must. Must უფრო
ხშირად გვხვდება ინსტურქციებსა და წერილობით გაფრთხილებებეში.

ყურადღება უნდა გაამახვილოთ ამ მოდალური ზმნების უარყოფით ფორმებზე : mustn’t


გამოხატავს აკრძალვას,მაგ, You must not smoke here-აქ არ უნდა მოწიო, არ უნდა მოწიო
რადგან აკრძალულია.

რაც შეეხება don’t have to -სა და Don’t need to (needn’t) -ს ისინი გამოხატავენ ვალდებულების
არ არსებობას, უფრო მარტივად რომ ვთქვათ: “ვალდებული არ ხარ, რამე გააკეთო”, ე.ი.
შენზეა დამოკიდებული თუ როგორ იმოქმედებ. მაგ, You don’t have to/don’t need to go to the
concert-ვალდებული არ ხარ კონცერტზე წახვიდე. თუ გინდა წადი, თუ გინდა არა. არავინ
არაფერს არ გავალდებულებს. ასე რომ, don’t have to და mustn’t -ს ერთი და იმავე
მნიშნველობა არ აქვთ.

წარულში ვალდებულებას გამოვხატავთ: Had to-მოდალური ზმნით. Yesterday I had to buy a


gift.

ხოლო ვალდებულების არ არსებობა, წარსულში გამოიხატება didn’t have to/ didn’t need to-
ზმნებით. I learnt a little Italian, but everyone spoke English, so I didn’t have to/didn’t need to use it.

შესაძლებლობა (მოსალოდნელობა)

აქ არ იგულისხმება ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობა , აქ იგულისხმება იმის


შესაძლებლობა, რომ რამე მოხდება, რამე სიმართლეა და ა.შ. ინგლისურში
შესაძლებლობას სხვადასხვა მოდალური ზმნები გამოხატავენ.
Must- The phone is ringing- it must be Simon. ტელეფონი რეკავს, შეიძლება საიმონია. მაგრამ
გაითვალისწინეთ, რომ must გამოხატავს, ძლიერ შესაძლებლობას, როდესაც ვამბობ
შეიძლება საიმონია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საიმონი რეკავს. შემიძლია ვთქვა :
“საიმონი უნდა რეკავდეს”.

იმავე აზრს გამოხატავს, ოღონდ უარყოფით კონტექსტში can’t/ couldn’t. This letter
can’t/couldn’t be from Japan because it’s got a French stamp.

წერილი ვერ იქნება, იაპონიიდან რადგან ფრანგული მარკა აქვს. ანუ შეუძლებელია ,
წერილი იაპონიიდან იყოს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ must, can’t და couldn’t -ის გამოყენების დროს, ჩვენს
მოსაზრებას რაღაც მტკიცებულება ამყარებას, ამიტომაც ვამბობთ ასე დაჟინებით , რამეს .
წერილის ფრანგული მარკა აქვს, ეს ფაქტი ამყარებს ჩემს მოსაზრებას, რომ წერილი
იაპონიიდან ვერ იქნება.

მოსალოდნელობას, შესაძლებლობას გამოხატავს: could, may, might მოდალური ზმნები


აწმყო დროში, თუმცა ისინი ისეთი კატეგორიულები არ არიან, როგორც must, can’t და
couldn’t.

I’m not sure what language it is- it could/may/might be Polish- არ ვიცი რა ენაა, შეიძლება
პოლონური იყოს. მაგრამ შეიძლება არც იყოს, ანუ ჩემი მოსაზრება მყარი არ არის .
დარწმუნებული არ ვარ რა ენაა.

You might also like