You are on page 1of 47

ესპანური ენა

[ლუკას მეთოდებით]

წიგნის ავტორი : ლუკა როსტომაშვილი


მიზანი: შენი უკეთესი მომავალი
სწავლების ტიპები:
1. საბაზისო
2. სამეტყველო
3. ინტენსიური

სანამ სწავლას შეუდგები, გახსოვდეს :


“ თუ ცხოვრება არ გაძლევს შანსს, მაშინ თავად მიეცი
ცხოვრებას ის”.
შენ ეს უნდა წაიკითხო, ანუ შესავალი ჩემებურად 

სანამ ჩემზე მოგიყვები, პირველ რიგში, მინდა, გითხრა, თუ აქ


ენის შესწავლის ტრადიციულ მეთოდებს ეძებ, გირჩევ, შენს
ძვირფას დროს ტყუილად ნუ დაკარგავ.
დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც სადაცაა მანქანები იფრენენ,
დროა შევეშვათ ცხენებით სიარულს და დროს ფეხი ავუწყოთ.
წიგნის მიზანია მოგიყვე, თუ როგორ შეიძლება ქართული და
ესპანური კულტურის შერწყმით დაეუფლო ენის საბაზისო
ნაწილს.
წიგნის კითხვისას, პარალელურად, იფიქრე შენს ოცნებებსა და
მიზნებზე, რადგან ამ ენის შესწავლით მათ კიდევ უფრო
მიუახლოვდები.
მინდა, დაგანახო, რომ სავსებით შესაძლებელია ხალისით სწავლა.
ცოდნის მისაღებად თანხას ნუ დაინანებ, არამედ გადადგი
ნაბიჯი, რადგან მხოლოდ წუწუნით წინ ვერასდროს წახვალ.
დაიმახსოვრე, თუ ეს ნაბიჯი გადადგი და ახლა ჩემს წიგნს
კითხულობ, წინ დიდი გამოწვევა გელის, თუმცა, ბოლოში რომ
გახვალ, დარწმუნდები, რომ ეს ამად ღირდა.
მეგობარო, სტატისტიკით თავს არ შეგაწყენ, მხოლოდ იმას
გეტყვი, რომ ინგლისურის შემდეგ ესპანური წამყვანი ენაა. ისიც
ფაქტია, რომ ამ ენაზე უკვე 33 ქვეყანაში საუბრობენ და თითოეულ
მათგანში - განსხვავებული აქცენტით.
მაშ ასე, წინ, ერთად, დიდი გზა გველის.
იმედია, შენც ისევე ისიამოვნებ სწავლის პროცესით, როგორც მე -
წიგნის წერისას...
თითოეული მკითხველისადმი პატივისცემით, ლუკა
როსტომაშვილი.
1. ანბანის წესი {ALFABETO}

ანბანი არის პირველი თემა, რომელსაც განვიხილავთ.


ესპანურ ენაში გვაქვს 27ასო-ბგერა, მათგან 5 ხმოვანია
(A, E, I, O, U).
ესპანურ ენაში ხმოვნებს ეწოდებათ “VOCALES”, ხოლო თანხმოვნებს -
“CONSONANTES”.

a) იცოდი, რომ ...


ესპანურ ენაზე საუბრობს ყველა გარდა ესპანელებისა. ისინი
საუბრობენ კასტილიურ ენაზე, ანუ “CASTELLANO”-ზე, რადგან
ლეგენდის თანახმად, კასტილიის მეფე დაამწყვდიეს არაბებმა და
დედაოებმა დიდი თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ენას, დიდი ხნის განმავლობაში, ისევე, როგორც ყველა
სხვა დიდ იმპერიაში, ესპანეთშიც ლათინურად საუბრობდნენ.

b) ანბანის გამონაკლისები…

ზოგი ასო-ბგერა ანბანში სხვანაირად იკითხება, მაგალითად:


G - 90% შემთხვევაში იკითხება, როგორც (ხე), ხოლო 10 % - (გ),
კონკრეტულად, ანბანში ის იკითხება, როგორც “გ”.
H - ანუ, (აჩე) ძალიან მნიშვნელოვანი ასო-ბგერაა, რომელსაც ბევრი სიტყვის
მართლწერისას ვიყენებთ (მაგ. Hablar-საუბარი), თუმცა ის არასოდეს
წარმოითქმის.
I - ეს არის “ი” ლათინური, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ არსებობს
ასევე “ი” ბერძნული.

J - იკითხება, როგორც “ხოტა”(მაგ: Jamón-ხამონ, Javi-ხავი).

N - ჩვეულებრივი, ძლიერი “ნ”(მაგ: Navidad-შობა).

Ñ - ესპანურის ენისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ასოა რბილი


“ნ’’ , რომლის ყველაზე მარტივი და ტიპური მაგალითია - España -ესპანია.

Q- იკითხება, როგორც “ქუ”

R - იკითხება, როგორც “ერრე” და არა “ერე”, რადგან თუ ერთ რ-ს


წავიკითხავთ, მივიღებთ სრულიად სხვა სიტყვას. მაგ: Pero - მაგრამ, Perro -
ძაღლი. როგორც ვხედავთ, მსგავსად ჟღერს, თუმცა მცირედი დეტალი
სიტყვას სრულიად უცვლის მნიშვნელობას.

V-იკითხება, როგორც “უვე”.

W - იკითხება, როგორც “დობლე უვე”, სადაც “დობლე” ნიშნავს ორმაგს, ანუ


ორი “ვ”.

X- ქართველებისთვის ერთ -ერთი ყველაზე რთულად წასაკითხი.


დაიმახსოვრეთ, არ იკითხება როგორც “იქსი”, არამედ - “ეკიზ” და
სიტყვებში, როგორც “ქს” (მაგ: Extranjero - ექსტრანხერო (უცხოელი)).

Y- ეს არის მეორე ტიპის “ი”(ბერძნული) და იკითხება, როგორც “ ი გრიეგა”.

Z- ტიპური ასო ბგერა,რომელიც ასევე ბევრს ეშლება, ამიტომაც, ჩემი კეთილი


რჩევაა- არ გაირთულოთ ცხოვრება. წაიკითხეთ, როგორც “სეტა” და
არავითარ შემთხვევაში “ზეტა” (მაგ: “Zaragoza”- სარაგოსა, ქალაქიც არის და
გვარიც).

C) ალბათ, აღმოაჩინე ...


გარკვეული ასო-ბგერები არ განმიხილავს. მიზეზი მარტივია - ისინი
ზუსტად ისევე იკითხებიან, როგორც იწერებიან.
ამით ანბანის განხილვა უკვე დავასრულეთ.
ასე რომ, მეგობარო, გილოცავ, შენ უკვე იცი ანბანი.

2. გაცნობის დიალოგი (საბაზისო)

- ¿Hola como te llamas? (გამარჯობა, რა გქვია?)


- Me llamo Luka. (მე მქვია ლუკა)
- ¿Cuántos años tienes? (რამდენი წლის ხარ?)
- Tengo 25 años. (ვარ 25 წლის)
- ¿Dónde vives?(სად ცხოვრობ?)
- Vivo en Barcelona. ( ვცხოვრობ ბარსელონაში)
- ¿De dónde eres? (საიდან ხარ?)
- Soy de Georgia. (მე ვარ საქართველოდან)
- Encantado de conocerte. (გამიხარდა შენი გაცნობა)
- Igualmente. (მეც)
- Hasta luego. (შეხვედრამდე)
- Adiós.(ნახვამდის)

 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანურ ენაში არსებობს მისალმების და


დამშვიდობების ბევრი ფორმა, გამომდინარე იქიდან, რომ მდიდარი
ენაა. თუმცა, ვფიქრობ, დამყებისთვის სრულიად საკმარისია ეს
დიალოგი, რათა საკუთარი თავის წარდგენა მოახერხოს.

3. მეტყველების ფორმები

 ესპანურ ენაში მეტყველების სხვადასხვა ფორმა არსებობს.


მინდა გამოვიყენო ჩემი ინდივიდუალური მეთოდი და გაგაცნოთ ის
3 ფორმა, რომელსაც ჩემს მოსწავლეებს ვუხსნი.
ესენია :

a) VULGAR/(ვულგარული) - როდესაც ესპანურის ცოდნით


მხოლოდ ,,გაქცეულის მობრუნება’’ შეგიძლიათ. გაქვთ ძალიან
მცირე ლექსიკური მარაგი, გრამატიკის კი - მაინცდამაინც, დიდად
არაფერი გაგეგებათ. 

b) Estándar/Coloquial(სტანდარტული) - უკვე
მობრუნებულთანაც თავისუფლად შეგიძლიათ საუბარი, ისე რომ
არ გააქციოთ 
შესანიშნავად ფლობთ ენას, როგორც გრამატიკულად, ისე
ლიტერატურულად.
ახლა კი ისმის კითხვა თუ რა საჭიროა მესამე ფორმა და პასუხი
არის მესამე ანუ
c) Culto/Específico(საკულტო/სპეციფიკური) - ამ მეთოდს
ვუწოდებ “ორი ტყუპი, რომელიც არ ჰგავს ერთმანეთს”.
ერთი მხრივ, საკულტოა იმდენად, რამდენადაც ადამიანი ფლობს
ესპანურ ენას ხარვეზების გარეშე, უმაღლეს დონეზე. ხოლო რაც
შეეხება სპეციფიკურ მეტყველების ფორმას, ის რეალურად
კონცენტრაციას ახდენს კონკრეტულ პროფესიებზე. (მაგ: ექიმები,
ადვოკატები, არქიტექტორები). ეჭვგარეშეა, რომ ისინი იყენებენ
საკუთარ პროფესიულ ტერმინოლოგიას, რომელიც ბუნებრივია, რომ
შეიძლება არ იცოდეს საშუალოსტატისტიკურმა ადამიანმა.

4. მახვილის წესი (ჩაქუჩის მეთოდი)

მახვილი ესპანურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ


ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ესპანურში გვაქვს მხოლოდ დახურული მახვილი, რომელიც ყოველთვის
მარჯვნივ დაისმის. აუცილებელია დავიმახსოვროთ ის ფაქტი, რომ როდესაც
გვაქვს მახვილი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ემოციურად, ანუ უნდა
წარმოვიდგინოთ, რომ ხელში გვიჭირავს ჩაქუჩი, რომელიც უნდა ჩავარტყათ
მხოლოდ ხმოვნებს(წარმოიდგინეთ, ვითომ ლურსმნებია) და არავითარ
შემთხვევაში თანხმოვნებს.
სიტყვის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს მახვილი აუცილებლად ვკითხულობთ
განსხვავებული ინტონაციით, ხოლო თუ სიტყვას არ დაესმის იგი, მაშინ არ
ვცვლით ინტონაციას.

a) რა ხდება მაშინ, როდესაც მახვილს არ ვსვამთ?

უნდა ვიცოდეთ ის ფაქტი, რომ თუ სიტყვას სჭირდება მახვილი და მას არ


დავუსვამთ, ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ. იმისათვის, რომ
დარწმუნდეთ, გთავაზობთ მარტივ მაგალითს : Como(ვჭამ), Cómo(როგორ).
როგორც ვხედავთ, იკითხება მსგავსად, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ თუ
მახვილს არ დავუწერთ სხვა სიტყვას მივიღებთ.
ასე რომ, მნიშვნელოვანია, ამ ფაქტს ხაზი გავუსვათ.

5. არსებითი სახელი

არსებით სახელს ესპანურ ენაში ეწოდება “SUSTANTIVO”. ტრადიციულად,


მას დაესმის კითხვა “რა?”. განსხვავებით ქართული ენისაგან, ესპანურ ენაში
არის ორი სქესი. ესენია : მამრობითი ( Masculino) და მდედრობითი
(Femenino). მარტივია იმის მიხვედრა თუ როდის არის არსებითი სახელი
მამრობით სქესში, თუმცა იმისათვის, რომ გავიგოთ როდის არის იგი
მდედრობითში, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ გვაქვს ორი რიცხვი :
მხოლობითი(Singular) და მრავლობითი(Plural).

a) როდის არის არსებითი სახელი მდედრობით ფორმაში


კერძოდ, მხოლოდ რიცხვში?

პასუხი მარტივია.
როდესაც სიტყვა ბოლოვდება ხმოვან “a”-ზე, შემთხვევათა 90%-ში
არის მდედრობითი სქესი.
დარჩენილი 10% წარმოადგენს გამონაკლისებს. მაგ : “Agua’’(წყალი) ან
“Mapa’’(რუკა) .
ყველაფერი, რაც არ ბოლოვდება მხოლობით რიცხვში ხმოვან “ა”-ზე,
არის მამრობითი სქესის.

სავარჯიშო ( უნდა მითხრა არის მდედრობითი თუ მამრობითი)


1. Casa -
2. Coche-
3. Estrella -
4. Mapa -
5. Agua –
6. Verde –
7. Vaso –
8. Chica -
9. Chico –
10. Amigo -

b) როდის არის არსებითი სახელი მდედრობით სქესში, კერძოდ


მრავლობით რიცხვში?
მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მრავლობით რიცხვზე(Plural),
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მრავლობითი რიცხვის
საწარმოებლად სიტყვას უნდა დავამატოთ ასო-ბგერა “S”.
თუ დავუბრუნდებით კითხვის არსს, აქაც ერთი წესი მოქმედებს.
როდესაც მრავლობით რიცხვში ბოლო ორი ასო-ბგერა მთავრდება “AS”-
ზე, შემთხვევათა 90% იქნება მდედრობითი სქესის, ხოლო სხვა
დანარჩენ შემთხვევაში, ან მამრობითი სქესი ან 10% პროცენტი
გამონაკლისი, როგორიც იყო :Agua(წყალი), Mapa(რუკა). რაც აქ
შეიცვლება არის შემდეგი :
Agua +s =aguas (ანუ, დაემატება ასო-ბგერა “s”,გადავიყვანეთ
მრავლობით რიცხვში).

დავალება
მინდა, დამიმტკიცო, რომ გაიგე.
თუ არადა, კიდევ ერთხელ მიუბრუნდი, დამიჯერე, გაიგებ
დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში: უნდა მითხრა, რომელია
მდედრობითი სქესის, რომელი მამრობითი ან რომელი გამონაკლისი.
წარმატებები :
1. Botellas -
2. Coches-
3. Casas -
4. Aguas -
5. Estrellas-
6. Mapas-
7. Amigos -
8. Juegos-
9. Libros-
10. Verduras-

6. “C” კითხვის წესები

a) ალბათ გიკვირს,ახლა რატომ ვსაუბრობ იმ ასო-ბგერაზე, რომელსაც


ანბანის ახსნისას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა მივანიჭე.
მეგობარო, აი, მიზეზიც 

b) დრო მოვიდა ...

გაიგო, რომ თუ ამ ასო-ბგერის კითხვის წესები არ გეცოდინება,


დამიჯერე, ძალიან გაგვირთულებს იმ გზას, რაც ერთად წამოვიწყეთ.
ახლა ჩამოგიწერ ფორმულებს და აგიხსნი თითოეულს.
ნუ შეშინდები, შენ ეს გამოგივა. 
C) ფორმულების მეთოდი

1. C+A=K
თუ “ც”-ს მოსდევს ასო-ბგერა “ა”, დაიმახსოვრე, ყოველთვის
ვკითხულობთ, როგორც “კა”, მაგრამ ყოველთვის ვწერთ,
როგორც “ც’’.
მაგ : Casa (იკითხება როგორც “კასა” და არა, როგორც ‘ცასა’’.
მაგრამ ნუ დაგავიწყდება, ყოველთვის იწერება, როგორც “ც” და
იკითხება, როგორც “კა”.)
2. C+E=S
წესი კვლავ იგივე რჩება, უბრალოდ განსხვავება ასოშია. ანუ
ვკითხულობთ სხვანაირად და ყოველთვის ვწერთ, როგორც “ც”.
ამ შემთხვევაში კი ვკითხულობთ, როგორც “ესი”. მაგ : Cebolla(
იკითხება, როგორც “სებოია” და არა “ცებოია”, მაგრამ ნუ
დაგავიწყდება, რომ მიუხედავად ამისა, იწერება, როგორც “ც” და
იკითხება, როგორც “ესე”).
3. C+I=S
იკითხება, როგორც “ესი”,თუმცა იწერება, როგორც “ც”.
მაგ: Cine( წავიკითხავთ, როგორც “სინე” და არა, როგორც “ცინე”).
4. C+O=K
იკითხება, როგორც “კა”, და იწერება, როგორც “ც”.
მაგ : Cosa( წავიკითხავთ, როგორც “კოსა” და არა, როგორც
“ცოსა”).
5. C+U=K
იკითხება, როგორც “კა” და არა როგორც “ც”.
მაგ: Cúidado(წაიკითხება, როგორც “კუიდადო” და არა, როგორც
“ცუიდადო“).

D) როგორც ხედავ, ამ წესში განხილულია ის კითხვის წესები,


რომლებიც უნდა ვიცოდეთ, როდესაც ასო ბგერა “ც” -ს შევხვდებით.

E) დავალება -მიზანი 
დამიმტკიცე, რომ სწორად გაიგე და წაიკითხე ეს სიტყვები.
1. Cultura -
2. Corazón -
3. Cada-
4. Ciudad-
5. Costumbre-
6. Calamar -
7. Caviar –
8. Cúidado –
9. Capítulo –
10. Cara -
7. ნაცვალსახელები (PRONOMBRES)

 დადგა დრო, მიმოვიხილოთ, ყველა ის საჭირო ნაცვალსახელი,


რომლებიც დაგეხმარება რომ შეძლო ნელ-ნელა წინსვლა.
არ დაგავიწყდეს, ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა.

a) PRONOMBRES PERSONALES (პირის ნაცვალსახელები)


უნდა დავიმახსოვროთ, რომ გვაქვს სულ 3 პიროვნება ( სამი
მხოლობითში და სამი მრავლობითში და არავითარ შემთხვევაში 6).
მოდით, ჩამოვწეროთ თითოეული და ვნახოთ, თუ როგორ უნდა
წავიკითხოთ :
1. Yo(იო)
2. Tú (აუცილებლად, მახვილით, “ტუ”).
3. Él(“ელ”,-ის, მამრ.სქ. აუცილებლად მახვილით, რადგან
მახვილის გარეშე იქნება არტიკლი, რასაც ვიხილავთ ძალიან
მალე).
4. Ella(“ეია” და არავითარ შემთხვევაში “ელა”).
5. Nosotros/as(თუ დაბოლოვდება “ოს”-ზე, მაშინ მამრობითია, თუ
არადა- მდედრობითი. იკითხება, როგორც “ნოსოტროს”).
6. Vosotros/as(“ვოსოტროს”, აქაც იქნება ორივე სქესი).
b) Usted ( “უსტედ”, ამ ბოლო დროს, ძალიან იშვიათად გამოიყენება,
რადგან ესპანეთში თითქმის ყველა შენობით საუბრობს და ფიქრობენ,
რომ ასე უფრო მარტივია).
c) Ellos( “ეიოს” და არა “ელოს”, დიდი მნიშვნელობა მიაქციეთ იმას, რომ
არ დავწერე მდედრობითი, რადგან ძირითადად, ისტორიულ
ფაქტებზე დაფუძნებით, უფრო ხშირად ასე იყენებენ.
გავიმეორებ, რომ ეს არ ხდება დისკრიმინაციის გამო. უბრალოდ,
ასეთი მანერაა, რადგან შეგახსენებთ, ესპანური ენა ორსქესიანი ენაა,
განსხვავებით ქართულისგან.
d) მნიშვნელობები ...
Yo - მე
Tú- შენ
Él- ის(ბიჭი)
Ella- ის (გოგო)
Nosotros- ჩვენ(ბიჭები)
Vosotros- თქვენ (ბიჭები)
Ellos/Ellas- ისინი ( პირველ შემთხვევაში ბიჭები, ხოლო მეორეში -
გოგონები).

B) PRONOMBRES POSESIVOS

(კუთვნილებითი ნაცვალსახელები)

ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს იმ ტიპის ნაცვალსახელებთან, რომლებიც


პირდაპირ გვეუბნებიან იმას, რომ რაღაცა გვეკუთვნის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქაც ორივე სქესი გვაქვს, როგორც მამრობითი,
ისე მდედრობითი.
პრინციპი მარტივია, რადგან ძირითადად, რაც ასო-ბგერა “a”-ზე
ბოლოვდება არის მდედრობითი, ხოლო რაც ძირითადად ასო ბგერა “o”-ზე -
მამრობითი. ხოლო, მრავლობითში ვუმატებთ ასო-ბგერა “S”-ს (როგორც
მდედრობითში, ისე მამრობითში).
MÍO/A - ჩემი
TUYO/A -შენი
SUYO/A -მისი
NUESTRO/A-ჩვენი
VUESTRO/A -თქვენი
SUYO/A -მათი

PRONOMBRES DEMOSTRATIVOS

{დემონსტრაციული ნაცვალსახელები}
ESTE

ყველა
ESTA ითარგმნება ESTA
ერთნაირად

ESTOS

მამრობითი მხოლობითი, ითარგმნება როგორც “ის”. აქ


მამრობით მხოლობითს ანალოგიურად უნდა მოვუძებნოთ მამრობითი
მხოლობითის არს. სახელი.
ანუ, არსებითი სახელი უნდა შევუთავსოთ რიცხვსა და სქესში.
მაგ : Este Coche - ეს მანქანა ( სადაც ორივე მამრობითი სქესის მხოლობითია).
Esta Casa- ეს სახლი (სადაც ორივე მდედრობითი მხოლობითია).
Estas Casas-ეს სახლები( სადაც ორივე მდედრობითი მრავლობითია).
Estos Coches -ეს მანქანები(სადაც ორივე მამრობითი მრავლობითია).

D) PRONOMBRES INTERROGATIVOS

(კითხვითი ნაცვალსახელები)

ერთ-ერთ ყველაზე მარტივი ტიპის ნაცვალსახელებს მიეკუთვნება და ამ


ეტაპზე, უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე ფორმა.
ესენია :
1. ¿Qué (“კე” რა)?
2. ¿Cuándo (“კუანდო” როდის)?
3. ¿Cómo (“კომო” როგორ)?
4. ¿Cuánto (“კუანტო” რამდენი)?
5. ¿Dónde (“დონდე” სად)?
6. ¿Por qué (“პორკე”, ცალკე დაწერილი ნიშნავს რატომ)?
7. Porque (“პორკე, ერთად დაწერილი ნიშნავს იმიტომ რომ, ანუ კითხვაზე
პასუხის გაცემას).

E) PRONOMBRES INDETERMINADOS

{განუსაზღვრელი ნაცვალსახელები}
 ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ეს ოთხი ძირითადი
განუსაზღვრელი ნაცვალსახელი.
უნდა ვიცოდეთ, როდის რომელი გამოვიყენოთ :

1. ALGO (გამოიყენება უსულო საგნებთან მიმართებაში და ნიშნავს


“რაღაცას“).
2. ALGUIEN (გამოიყენება ადამიანებთან მიმართებაში და ნიშნავს
“ვიღაცას”
3. NADA (გამოიყენება უსულო საგნებთან მიმართებაში და ნიშნავს “
‘’არაფერს“)
4. NADIE (გამოიყენება ადამიანებთან მიმართებაში და ნიშნავს “არავინ”).

F) PRONOMBRES NUMERALES

რიცხვითი ნაცვალსახელები

მინდა, კარგად დააკვირდეთ ამ სურათს.


ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ზოგი - არც ისე გამოყენებადი.
სულ გვაქვს ორი თვლის სისტემა :
1. კარდინალური - ( ჩვეულებრივი თვლის სისტემა. მაგ : ერთი, ორი, სამი ან
ათასი).
2. ორდინალური - (ქართულ ენასთან რომ გავავლოთ პარალელი, იგივეა რაც
რიგობითი ნაცვალსახელები. აქვს თავისი ფორმები : primero(პირველი),
segundo(მეორე).
გვაქვს ასევე სამი პატარა ჯგუფი.
ესენია :
a) Partitivo - ( იგივეა რაც წილობითი რიცხვითი ნაცვალსახელი, ანუ
წილს გვიჩვენებს, მაგ: ნახევარი, მესამედი და ა.შ.
გაყოფითი ჯგუფი, რომელიც შედის ორდინალურ ჯგუფში).

b) Múltiplos - ( “მულტიპლოს” ანუ ბევრი, რომელიც ასევე შედის


ორდინალურ ჯგუფში).

c) Distributivos - (გადანაწილებითი, ასევე შედის ორდინალურ


ჯგუფში).

 ეს ერთ-ერთი რთული ტიპის ნაცვალსახელია, რომლის გაგებაც


საწყისი ეტაპისთვის არც ისე მარტივია, ამიტომ მოგიყვანთ შემდეგ
მაგალითს:
წარმოიდგინე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჯერ არ არის
დაოჯახებული. ბევრად მარტივია, ამიტომ ფორმალურად
დავარქვათ( კარდინალური თვლის სისტემა), ხოლო რაც შეეხება
ორდინალურ სისტემას, ეს შეგვიძლია შევადაროთ მამაკაცს,
რომელსაც ყავს სამი შვილი (ამ შემთხვევაში სამი ქვე-ჯგუფი), და
თითოეული შვილი ასაკობრივად განსხვავდება. ყველაზე დიდი
იქნება (Partitivos), შუათანა - (Múltiplos), ხოლო ყველაზე პატარა -
(Distributivos).

ვისწავლოთ 0-დან 20-მდე თვლა (Cardinales)


1 - Uno
2 - Dos
3 - Tres
4 - Cuatro
5 - Cinco
6 - Séis
7 - Siete
8 - Ocho
9 - Nueve
10 - Diez
11 - Once
12 - Doce
13 - Trece
14 - Catorce
15 - Quince
16 - Dieciséis
17 - Diecisiete
18 - Dieciocho
19 - Diecinueve
20 - Veinte

ვისწავლოთ პირველიდან მეათემდე (Ordinales)

 Primero - პირველი
 Segundo - მეორე
 Tercero - მესამე
 Cuarto - მეოთხე
 Quinto - მეხუთე
 Sexto - მეექვსე
 Séptimo - მეშვიდე
 Octavo - მერვე
 Noveno - მეცხრე
 Décimo - მეათე

8. დიდი ასოს წესი

 ეს წესი ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, რეალურად, უნდა


დავიმახსოვროთ შემდეგი რამ:

ქვეყნის, სახელის, გვარის, კონტინენტის, ქალაქის და ნებისმიერი ახალი


წინადადების დაწყებისას, აუცილებლად ვიწყებთ დიდი ასოთი .
მაგ : Barcelona(ქალაქი),David(სახელი), Europa(კონტინენტი), Sánchez(გვარი).

9.სახელი-გვარები ესპანურ ენაში

 ამ მხრივ, მნიშვნელოვნად განსხვავდება ესპანური კულტურა


ქართულისგან.
ესპანეთში სავალდებულოა, რომ ესპანელს ჰქონდეს ორი გვარი
(სავალდებულო, ანუ “Obligatorio”).
ხოლო, რაც შეეხება სახელს, ესპანელებს აქვთ უფლება კანონით
ჰქონდეთ ერთი ან ორი სახელი,ანუ განსხავებით გვარისგან,
ორი სახელის ქონა აუცილებელი არ არის.

10. არტიკლების წესი


 არტიკლები ესპანურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ,
მისი არ ცოდნა ძალიან გაგაწვალებს.

ძირითადი ბირთვი შედგება სამი ნაწილისაგან. ესენია:

a) განსაზღვრული არტიკლი(Artículo definido).


b) განუსაზღვრელი არტიკლი(Artículo Indefinido).
c) ნეიტრალური არტიკლი “LO”(Artículo Neutro).
 მოდით, მიმოვიხილოთ თითოეული.

a) განსაზღვრული არტიკლი(Artículo definido)

განსაზღვრული არტიკლი პირველია,რომელსაც შევისწავლით.


ის შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომელთაგან ორი
მხოლობითია(Singular)

 El - მამრობითი მხოლობითი
 La - მდედრობითი მხოლობითი

და ორი მრავლობითი(Plural)
 Los - მამრობითი მრავლობითი
 Las- მდედრობითი მრავლობითი.

a) როდის გამოვიყენებთ განსაზღვრულ არტიკლებს?


გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც გვსურს რაღაცის დაკონკრეტება, ან როცა
გვინდა ვთქვათ ვის ეკუთვნის რაღაც კონკრეტული ნივთი. მოდით,
მოვიყვანოთ მაგალითები :
1. Este coche es de Giorgi-ეს მანქანა არის გიორგის(აქ აშკარად ვამბობთ, რომ
აღნიშნული ნივთი ეკუთვნის გიორგის).
2. Este teléfono es del Samsung- ეს ტელეფონი არის სამსუნგის
ბრენდის(ვაკონკრეტებთ ბრენდს).

b) ისმის კითხვა - რატომ “Del”?

 დაიმახსოვრეთ, მხოლოდ განსაზღვრულ არტიკლებთან გამოვიყენებთ


მას და ის მიიღება de+el=del( ანუ, რეალურად თუ დავაკვირდებით,
შევამჩნევთ “de” წინდებულს, რომელიც აძლევს მიმართულებას,
ხოლო მეორე მხრივ - “El”-ს, რომელიც როგორც უკვე ვნახეთ არის
მამრობითი მხოლობითი).

სავარჯიშო ( მინდა რომ გაიხსენო არსებითი სახელები და ამის შემდეგ,


თითოეულს დაუსვა არტიკლები).

მინიშნება  არტიკლი შეუწყვე სქესსა და რიცხვში !


El/La/Los/Las
1. ------ Libro
2. ------ Amigo
3. ------Estrella
4. ------ Escuela
5. ------ Estrellas
6. ------ Coches
7. ------ Casas
8. ------ Vaso
9. ------Nevera
10. ------ Zapato

b) განუსაზღვრელი არტიკლი(Artículo Indefinido)

 ახლა კი, დროა მიმოვიხილოთ მეორე ტიპის არტიკლები, ანუ


განუსაზღვრელი არტიკლები (Artículos Indefinidos).

განუსაზღვრელი არტიკლებიც ოთხი ნაწილისაგან შედგება.

სადაც ორი მხოლობითია(Singular)


1. Un - მამრობითი მხოლობითი
2. Una - მდედრობითი მხოლობითი

და ორი მრავლობითი(Plural)
1. Unos - მამრობითი მრავლობითი
2. Unas - მდედრობითი მრავლობითი.

!!! დაიმახსოვრე, რომ აქ არასოდეს გამოვიყენებთ მაკავშირებელ “Del”-ს. იგი


გამოიყენება მხოლოდ განსაზღვრულ არტიკლებთან.

 როდის გამოვიყენებთ განუსაზღვრელ არტიკლებს?


განუსაზღვრელი არტიკლები გამოიყენება მაშინ, როდესაც ვიცით,
ნებისმიერი რაღაცის არსებობის შესახებ, არ ვაკონკრეტებთ თუ ვის ეკუთვნის
აღნიშნული ნივთი ან არ აღვწერთ იმ კონკრეტულს. მაგ:
1. Este es un coche - ეს არის მანქანა( თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ,
რომ მართალია ვამბობთ რომ არსებობს “მანქანა”, თუმცა არ ვიცით ან არ
ვაკონკრეტებთ თუ ვის ეკუთვნის იგი).
2. Esta es una casa - ეს არის სახლი ( აქაც ავიღოთ “სახლი”, ვიცით რომ
არსებობს, თუმცა ან არ ვიცით ვის ეკუთვნის ან უბრალოდ არ ვამბობთ, რაც
დამახასიათებელია ამ ტიპის არტიკლისთვის, განსხვავებით პირველისაგან
სადაც ვაკონკრეტებთ).

სავარჯიშო - დაუსვი ყველას შესაბამისი არტიკლი.


მინიშნება  არ დაგავიწყდეს არსებითი სახელის წესი.
Un/Una/Unos/Unas
1. ……. Libro
2. ……. Amigo
3. ……. Estrella
4. ……. Escuela
5. ……. Estrellas
6. ……. Coches
7. ……. Casas
8. ……. Vaso
9. ……. Nevera
10. ……. Zapato

C) ნეიტრალური არტიკლი

“LO”(Artículo Neutro)
 არტიკლი “Lo”, ეს არის რიგით მესამე არტიკლი, რომელსაც
მიმოვიხილავთ.
ჩემი მოსწავლეების აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივია და
რეალურად ასეც არის, უბრალოდ ის რთულად გვევლინება.

მას აქვს ორი ძირითადი ფუნქცია :

1. გამოიყენება მაშინ, როდესაც არ გვინდა ძალიან გრძელი წინადადება


გამოგვივიდეს და უბრალოდ სათქმელს ვამოკლებთ.
მისი მთავარი ფუნქციაა ტავტოლოგიის თავიდან აცილება ( ერთიდაიგივე
არსებითი სახელი წინადადებაში არ გამეორდეს ორჯერ).

უკეთ რომ გაიგოთ, მოგიყვანთ ორ მარტივ მაგალითს და აგიხსნით.


a) Me gusta esta casa. Esta casa lo compro - მე მომწონს ეს სახლი. ამ სახლს მე
ვიყიდი(თითქოს ყველაფერი სწორად არის, თუმცა თუ კარგად
დავაკვირდებით, არსებითი სახელი “Casa” გამოყენებულია ორჯერ, როცა
შეგვიძლია ნეიტრალური არტიკლი “Lo”-ს დახმარებით, ეს ავირიდოთ და
წინადადება უფრო მარტივად ვთქვათ).
ლუკა, ნუ მაბნევ  აბა, სწორად როგორ იქნება ?
პასუხი მარტივია.
ვუპასუხებ იგივე მაგალითით, თუმცა რაღაცას შევცვლი.
Me gusta esta casa, lo compro-მე მომწონს ეს სახლი, ვიყიდი (თუ დააკვირდით,
არსებითი სახელი “Casa” ახლა მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე და
წინადადება ბევრად უფრო მოკლე და სტილისტურად გამართულია).
რატომ მოხდა ასე ?
პირველ წინადადებაშივე გამოვხატე, რომ რაღაცა მომწონს, რაც მაძლევს
საშუალებას, რომ ორჯერ აღარ გავიმეორო ერთი და იგივე არსებითი სახელი
და თუ დააკვირდით, ორი წინადადება გავაერთიანე.
იმედი მაქვს გაიგე, მაგრამ თუ ვერა, არ დაგავიწყდეს, რომ Youtube -ზე
შეგიძლია მოძებნო ჩემი გაკვეთილები ამის შესახებ, და უფრო ღრმად გაიგო
აღნიშნული თემა.
11. Si თუ Sí ?

ლოგიკურია, რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ იციან მახვილის წაკითხვა, ამ


ორ სიტყას ერთნაირად წარმოთქვამენ, თუმცა რეალურად ეს ორი სიტყვა
სრულიად სხვა ინტონაციით იკითხება და მნიშვნელობაც განსხვავებული
აქვს.

a) შემთხვევა, როდესაც “Si” არის მახვილის გარეშე


გამოხატავს რაღაც წინაპირობას, რაც შემდეგში ვნახავთ რომ
ითარგმნება, როგორც “თუ” და თხრობითი კილოს (Modo indicativo) ერთ-
ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
მოდით, მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს, რათა უკეთ გაიგოთ :
1. Si estudias mucho, aprobarás los exámenes - თუ ისწავლი ბევრს, ჩააბარებ
გამოცდებს.
ან
2. Si vas a comer muchos chocolates, engordarás - თუ შეჭამ ბევრ შოკოლადს,
გასუქდები.

b) შემთხვევა, როდესაც “Sí” არის მახვილით


აქ მხოლოდ თანხმობას გამოხატავს.
მოდით, მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი :
¿Te gusta bailar ? (მოგწონს ცეკვა?)
Sí, mucho. - კი,ძალიან (თუ დავაკვირდებით, პირველი შემთხვევისგან
განსხვავებით, აქ, თანხმობის გამოხატვისას, საუბარში მცირე პაუზა
გვჭირდება, რისთვისაც დაისმის სასვენი ნიშანი მძიმე).

სავარჯიშო : მოიფიქრე ისეთი ორი წინადადება, სადაც ორივეს


გამოიყენებ. დახმარებისთვის, მოგიყვან ერთ მაგალითს :
-Si esfuerzas mucho aprenderás español.(თუ ძალიან მოინდომებ
აუცილებლად ისწავლი ესპანურს).
- Sí, es verdad( კი, გეთანხმები).

12. Él თუ El

 უკვე ორივე მათგანი მიმოვიხილეთ, თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ


კარგად გადახედო მახვილის წესს, რადგან როგორც ხედავ, მას
ესპანურ ენაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

a) თუ “Él” არის მახვილით, ამ შემთხვევაში იგი პირის ნახვალსახელია


(Pronombres Personales), მესამე პიროვნება, “ის” ბიჭი.
B) თუ “El” მახვილის გარეშეა, მაშინ ის იქნება განსაზღვრული არტიკლი
(Artículo definido), მამრობითი სქესის, მხოლობით რიცხვში.
თითქოს მარტივია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს.

13.Por qué თუ Porque

 სანამ ამ წესს ავხსნი, მინდა გითხრა, რომ მალე ტექსტებიც გელის 


 წესები, რომლებსაც აქ განვიხილავ დაფუძნებულია მოსწავლეების
მოთხოვნებზე.

a) როდესაც ვწერთ “ Por qué”, გამოვხატავთ კითხვას “რატომ”, ბოლოს


აუცილებლად მახვილი უნდა დავუსვათ და ერთმანეთისგან განვაცალკევოთ,
ანუ por + qué და არა porque.
B) როდესაც ვწერთ ერთად “Porque” (იმიტომ, რომ), ამ შემთხვევაში კითხვაზე
პასუხს ვცემთ.
თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ერთნაირად იკითხება, მაგრამ
როდესაც ვიცით ძირითადი წესი, აღარ გვიჭირს მათი განხვავება.

რაში მდგომარეობს ძირითადი წესი ?


როდესაც იწერება ცალ -ცალკე, შევთანხმდით, რომ ნიშნავს “რატომ”-ს,
ხოლო, როდესაც იწერება ერთად - ეს არის კითხვაზე პასუხის გაცემა და
ითარგმნება, როგორც “იმიტომ,რომ”.
მოდით, მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი :
1. Por qué estás riendo ? (რატომ იცინი? )
-Porque he tenido un buen día. ( იმიტომ, რომ კარგი დღე მქონდა).
2. ¿Por qué estás leyendo? (რატომ კითხულობ)?
- Porque me gusta este libro ( იმიტომ, რომ მომწონს ეს წიგნი).

სავარჯიშო: შეეცადე, რომ შეადგინო ორი ამდაგვარი, მარტივი წინადადება.


არ გადაახტე სავარჯიშოს, რადგან ზუსტად ახლა არის შეცდომების დრო.
ამაზე არ იღელვო, მთავარია სცადო  შენს გვერდით ვარ.

1. ----------------------------
2. ----------------------------

14.ორი კითხვის ნიშანი და ორი ძახილის ნიშანი

ალბათ, უკვე შეამჩნიე ის ფაქტი, რომ ქართულისგან განსხვავებით, ესპანურ


ენაში ამ ორ სასვენ ნიშანს სხვანაირად ვწერთ.
საქმე იმაშია, რომ ესპანურ ენაში აუცილებელია დავსვათ ორი კითხვისა
და ძახილის ნიშანი( ერთი თავში და ყოველთვის ამოყირავებული, ხოლო
მეორე - ბოლოს, ჩვეულებრივად), წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდ
გრამატიკულ შეცდომად ჩაგითვლიან.
შეიძლება, შენთვის ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა მახსოვს ამ შეცდომის
გამო, ეროვნულ გამოცდებზე 1 ქულამდე დამაკლეს.
გირჩევ, ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას 

15.También თუ Tampoco

 ორივე მაკავშირებელი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველდღიურ


მეტყველებაშიც ძალიან აქტიურად გამოიყენება.

También - მხოლოდ მაშინ ვიყენებთ, როდესაც ვიმეორებთ იმავე


მოქმედებას, რასაც ახორციელებს მესამე პიროვნება. ატარებს დადებით
შინაარსს.
მაგ:
1. -Yo fumo - მე ვეწევი
- Yo también - მეც ( მხოლოდ და მხოლოდ დადებით ჭრილში
გამოიყენება, თუმცა თუ ჩვენ არ ვაკეთებთ იმავეს, რასაც მესამე პიროვნება,
მაშინ ვერ ვიტყვით “yo también” ან “yo tampoco”, არამედ ვიტყვით “Yo no
fumo, sino hago mucho deporte - მე არ ვეწევი, არამედ ვარ დაკავებული
სპორტით”).

Tampoco-ს ვიყენებთ, როდესაც მესამე პიროვნება არ ახორციელებს რაღაც


ქმედებას და ანალოგიურად, არც ჩვენ.
მაგ :
1. - Yo no juego - მე არ ვთამაშობ
2. Yo tampoco - არც მე (გამოიყენება მხოლოდ უარყოფითი შინაარსით.
თუმცა,თუ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მესამე პიროვნება არ აკეთებს, საქმე
სხვანაირადაა.
თუ გვეტყვიან “Yo no trabajo(მე არ ვმუშაობ)” და ჩვენ გვინდა ვუთხრათ, რომ
ჩვენ მისგან განსხვავებით ვმუშაობთ, ამ შემთხვევაში ასე ვიტყვით “ lo
lamento por tú situación, actualmente yo si que trabajo - ვწუხვარ შენი სიტუაციის
გამო, თუმცა მე ვმუშაობ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, También გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენც


ვაკეთებთ, ხოლო Tampoco - როდესაც არც ჩვენ ვაკეთებთ.

16). 100 საბაზისო სიტყვა ესპანურ ენაში


1. Agua – წყალი
2. Ahora – ახლა
3. Amar – სიყვარული
4. Amigo –მეგობარი
5. Aprender – სწავლა
6. Árbol – ხე
7. Autobús – ავტობუსი
8. Ayer – გუშინ
9. Bolígrafo – კალამი
10. Bonito - ლამაზი
11. Bueno - კარგი
12. Cabeza - თავი
13. Calle - ქუჩა
14. Cama - საწოლი
15. Canción - სიმღერა
16. Casa - სახლი
17. Ciudad - ქალაქი
18. Coche - მანქანა
19. Colegio - კოლეჯი
20. Comida - საჭმელი
21. Contento - კმაყოფილი
22. Correr - სირბილი
23. Cosa - რაღაც
24. Chica - გოგო
25. Chico - ბიჭი
26. Dar - მიცემა
27. Decir - თქმა
28. Deporte - სპორტი
29. Día - დღე
30. Difícil - რთული
31. Dinero - ფული
32. Fácil - მარტივი
33. Familia - ოჯახი
34. Feo - უშნო
35. Fiesta - დღესასწაული
36. Flor - ყვავილი
37. Fuerte - ძლიერი
38. Galleta - ნამცხვარი
39. Gente - ხალხი
40. Grande - დიდი
41. Gustar - მოწონება
42. Cerveza - ლუდი
43. Habitación - ოთახი
44. Hablar - საუბარი
45. Hacer - გაკეთება
46. Hermana - და
47. Hermano - ძმა
48. Hijo - შვილი(ბიჭი)
49. Hija - შვილი(გოგო)
50. Refresco - გაზიანი სასმელი
51. Vino - ღვინო
52. Hombre - კაცი
53. Hoy - დღეს
54. Ayer - გუშინ (ზემოთაც გიწერია ეს სიტყვა ***)
55. Mañana - ხვალ
56. Anteayer - გუშინწინ
57. Pasado mañana - ზეგ
58. Inteligente - ინტელიგენტი, ერუდირებული
59. Ir - წასვლა
60. Jugar - თამაში
61. Lápiz - ფანქარი
62. Leer - კითხვა
63. Libro - წიგნი
64. Carta - წერილი
65. Llorar - ტირილი
66. Madre - დედა
67. Padre - მამა
68. Malo - ცუდი
69. Bueno - კარგი
70. Mar - ზღვა
71. Mujer - ქალი
72. Esposo - ქმარი
73. Esposa - ცოლი
74. Pareja - წყვილი
75. Casada - დაქორწინებული
76. Soltero - მარტოხელა
77. Divorciado - განქორწინებული
78. Viudo - ქვრივი
79. Noche - საღამო
80. Día - დღე
81. Niño - ბიჭი
82. Música - მუსიკა
83. Afición - ჰობი
84. Nombre - სახელი
85. Nuevo - ახალი
86. Teléfono - ტელეფონი
87. Nunca - არასდროს
88. Siempre - ყოველთვის
89. A veces - ხანდახან
90. A menudo - ხშირად
91. Rápido - სწრაფად
92. Lento - ნელა
93. Posible - შესაძლებელი
94. Imposible - შეუძლებელი
95. Pero - მაგრამ
96. Perro - ძაღლი
97. Sentar - დაჯდომა
98. Sentir - გრძნობა
99. Lugar – ადგილი
100. Sonrisa - ღიმილი

17.MODOS VERBALES(ზმნის კილოები)

1. MODO INDICATIVO (თხრობითი კილო)


2.MODO SUBJUNTIVO (შესაძლებლობითი კილო)
3. MODO IMPERATIVO (ბრძანებითი კილო)

 თითოეული კილოს ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სანამ


უშუალოდ ზმნების ახსნაზე გადავალთ.
A) Modo Indicativo (თხრობითი კილო)
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კილო, რადგან შედგება ზმნის
ძირითადად 9 დროისგან, სადაც მიმოხილულია : წარსული, აწმყო
მომავალი. ამ კილოს მთავარი ფუნქცია არის, გამოხატოს რეალური
შესაძლებლობები, ანუ ქმედებები რაც ძირითად შემთხვევებში
აუცილებლად მოხდება.
მაგ:
Mañana tengo el examen de biología - ხვალ მაქვს ბიოლოგიის გამოცდა
(თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ არის რაღაც ქმედება, რომელიც
აუცილებლად უნდა მოხდეს და შესაძლებლობა სავსებით რეალურია).

B) Modo Subjuntivo(შესაძლებლობითი კილო)


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თხრობითი კილოსგან
განსხვავებით, ძირითადად გააჩნია ზმნის 5 სხვადასხვა დრო :
წარსულში, აწმყოსა და მომავალში.
თხრობითი კილოსაგან განსხვავებით, შესაძლებლობით კილოს
ორმაგი ფუნქცია აქვს.
პირველ შემთხვევაში გამოხატავს რაღაც შესაძლებლობას, რაც
შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ზუსტად არ ვართ ამაში
დარწმუნებული. მაგ :
Si hubiera sido rico hubiera ayudado a los pobres ( მდიდარი რომ
ვყოფილიყავი, დავეხმარებოდი გაჭირვებულებს).
ან მეორე შემთხვევაში, როდესაც გამოხატავს რაღაცას, რაც
შეუძლებელია რომ მოხდეს და ფანტაზიის დონეზე რჩება. მაგ:
Si bebiese un Redbull volaría – (რედ-ბული რომ დამელია, ფრენას
შევძლებდი).
C) Modo Imperativo (ბრძანებითი კილო)
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზმნის ერთი დრო გააჩნია აწმყოში,
ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცოდნა.
ძირითადად ბრძანებასა და თხოვნას გამოხატავს.
დამახასიათებელი ნიშნებია : ორი ძახილის ნიშანი და ორი კითხვის
ნიშანი.
როდესაც გამოხატავს თხოვნას(ამ შემთხვევაში დამახასიათებელია
ორი კითხვის ნიშანი). მაგ:
¿Me puedes traer la leche por favor? - შეგიძლია მომიტანო რძე?( უნდა
დავაკვირდეთ ძახილის ნიშნებსა და სიტყვა “ por favor “-ს, რათა
დავადგინოთ წინადადება თხოვნას გამოხატავს თუ ბრძანებას).
როდესაც გამოხატავს ბრძანებას (დამახასიათებელი ნიშანი აქ იქნება
ორი ძახილის ნიშანი), მაგ :
¡Te ordeno que limpies tu habitación! - გიბრძანებ, რომ დაალაგო შენი
ოთახი!
როგორც ვხედავთ, გვაქვს სულ სამი ტიპის კილო და მათში შემავალი
ზმნის სხვადასხვა დროები, რომლებსაც ახლა მიმოვიხილავთ.

18.ზმნის სამი სახეობა (ანუ ხაჭაპურის მეთოდი)

 როდესაც ვსაუბრობთ ზმნებზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ


ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ, თუნდაც იმაში რომ წინადადება
ავაწყოთ.
ხშირად, ჩემს მოსწავლეებს ზმნის ტიპებს “ხაჭაპურის”მეთოდით
ვუხსნი, ახლა კი - ვეცდები, თქვენც გაგაგებინოთ თუ რას
ვგულისხმობ.

დავიწყოთ იქიდან, რომ გვაქვს სამი ტიპის ზმნა:

1. წესიერი ზმნები (Verbos Regulares)


2. არაწესიერი ზმნები (Verbos Irregulares)
3. უკუქცევითი ზმნები (Verbos Reflexivos)

———

როგორ ვხსნი წესიერ ზმნებს ჩემი მეთოდით?


წარმოიდგინე, გაქვს შენი საცხობი და მცხობელს ეუბნები, რომ გინდა
ზუსტად სამი ხაჭაპური გაგიკეთოს და საღამოს როდესაც მიაკითხავ,ხედავ,
რომ მან ზუსტად 3 გააკეთა. დასკვნა ის არის, რომ მან თავისი მოვალეობა
პირნათლად შეასრულა. ასეა წესიერ ზმნებშიც.
ისინი შედგებიან 3 ჯგუფისგან (AR, ER, IR) და არაწესიერი ზმნებისაგან
განსხვავებით, ყოველთვის ემორჩილებიან წესებს.
წესიერი ზმნა,როგორც ვთქვი, 3 ჯგუფისგან შედგება.
მოდით, თითოეული ჯგუფიდან თითო მაგალითი განვიხილოთ ( Hablar,
Beber, Escribir).
პირველი ჯგუფი “AR”. ავიღოთ ზმნა Hablar. წესების მიხედვით, უნდა
ჩამოვაშოროთ ჯგუფის ნიშანი, ანუ “AR” და დარჩენილი “Habl” იქნება ფუძე.
ამას უნდა დავუმატოთ დაბოლოებები და სულ ეს არის.
როგორც ზემოთ გითხარით, წესიერი ზმნები ემორჩილებიან წესებს, ასე რომ,
თუ ერთხელ გავიგებთ, მომავალში, ნებისმიერი წესიერი ზმნის უღლებას
უპრობლემოდ შევძლებთ.
Yo Habl+o
Tú Habl+as
Él/Ella Habl+a
Nosotros Habl+amos
Vosotros Habl+áis
Ellos Habl+an

შესაბამისად, პირველი ჯგუფის დაბოლოებებია (O, as, a, amos, áis, an).

მეორე ჯგუფი “ER”, ავიღოთ ზმნა Beber.


წესების მიხედვით, უნდა ჩამოვაშოროთ ჯგუფის ნიშანი “ER” და ფუძედ
მივიღებთ “Beb”+ დაბოლოებები.
Yo bebo
Tú bebes
Él/Ella Bebe
Nosotros bebemos
Vosotros bebéis
Ellos beben

შესაბამისად, მეორე ჯგუფის დაბოლოებებია (O, es, e, emos, éis, en).

და ბოლოს მესამე ჯგუფი “IR”.


ავიღოთ ზმნა “Escribir”.
წესების მიხედვით, უნდა ჩამოვაშოროთ ჯგუფის ნიშანი “IR” და ფუძედ
მივიღებთ “Escrib“+ დაბოლოებები.

Yo escribo
Tú escribes
Él/Ella escribe
Nosotros escribimos
Vosotros escribís
Ellos escriben.
შესაბამისად, მესამე ჯგუფის დაბოლოებებია (O,es,e, imos, is, en).

არაწესიერი ზმნები არ ემორჩილებიან წესებს განსხვავებით წესიერი


ზმნებისაგან.

როგორ ვხსნი ხაჭაპურის მეთოდით არაწესიერ ზმნებს ?

კვლავ საცხობში დავბრუნდეთ და ისევ ვთხოვოთ ჩვენს მცხობელს, რომ 3


ხაჭაპური გაგვიკეთოს. თუმცა, ამჯერად იგი 5 ხაჭაპურს გვახვედრებს.
მიუხედავად იმისა, რომ მან ხაჭაპური გააკეთა, ის არ დაემორჩილა ჩვენს
მოთხოვნას.
აქედან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ არაწესიერი ზმნების
ერთადერთი ფორმულა არის დაზეპირება.
მოდით, მიმოვიხილოთ რამოდენიმე ზმნა (Tener, Ir, Ser), ასევე დავამატებ,
რომ ზმნის საწყის ფორმას ეწოდება(Infinitivo).
Tener (არის ზმნის საწყის ფორმაში, ხოლო თვითონ უღლებას Conjugación
ეწოდება).
Yo tengo
Tú tienes
Él/Ella tiene
Nosotros tenemos
Vosotros tenéis
Ellos tienen.

Ir(ერთ შემთხვევაში არის წესიერი ზმნის მესამე ჯგუფი, ხოლო მეორე


შემთხვევაში - არაწესიერი ზმნა საწყის ფორმაში და ნიშნავს წასვლას).
Yo voy
Tú vas
Él/Ella va
Nosotros vamos
Vosotros vais
Ellos van.

Ser (არაწესიერი ზმნა, ნიშნავს ყოფნას).


Yo soy
Tú eres
Él/Ella es
Nosotros somos
Vosotros sois
Ellos son

როგორც ვხედავთ, არაწესიერი ზმნებისთვის ერთადერთი გამოსავალი


დაზეპირებაა.
უკუქცევითი ზმნები ანუ (Verbos Reflexivos).

როგორ ვხსნი ამას ხაჭაპურის მეთოდით?

ამჯერადაც საცხობში ვართ, თუმცა ვუკვეთავთ ხაჭაპურს და მოაქვთ


ლობიანი (რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა  ).
უკუქცევითი ზმნები ყველაზე რთულია, რადგან გამოირჩევა
თავისებურებებით.
უკუქცევითი დავყავი ორ ჯგუფად, წესიერ და არაწესიერ ნაწილებად.
თუ უკუქცევითი ზმნა არის წესიერი, მაშინ ის მისდევს შემდეგ ფორმულას
პირის ნაცვალსახელები (yo, tú, Él/ ella,nosotros,vosotros, ellos) + ირიბი
ნაცვალსახელები (me,te se/le(თუ არაწესიერია),nos os se/les(თუ არაწესიერია) +
წესიერ ზმნაში პირველ ჯგუფში ნაუღლები ზმნა და შემდეგ ჩასმული.

რა არის ირიბი ნაცვალსახელები?


აქამდე განვიხილეთ თითქმის ყველა ნაცვალსახელი, თუმცა არ გვისაუბრია
ამ ნაცვალსახელზე, რომელიც საკმაოდ მარტივია.
უბრალოდ, რაღაცაზე არაპირდაპირი ფორმით ვსაუბრობთ ან პირდაპირ არ
მივმართავთ აღნიშნულ პიროვნებას ან საგანს.
Yo - me
Tú - te
Él /Ella -se/le
Nosotros - nos
Vosotros - os
Ellos - se/les

! დაიმახსოვრეთ, როდესაც სიტყვის საწყისი ფორმა სრულდება “SE-ზე”, 100


პროცენტ შემთხვევაში არის უკუქცევითი უბრალოდ შემდგომ უნდა
გავარკვიოთ თუ არის წესიერი ან არაწესიერი.
მოდით მიმოვიხილოთ ორი წესიერი უკუქცევითი და მივყვეთ ფორმულას
რომელიც ზევით დაგირთეთ ავიღოთ ზმნები: Levantarse(წამოდგომა),
Ducharse(ბანაობა).
Yo(პირის ნაცვალსახელი პირველი პირი)
me(ირიბი ნაცვალსახელი პირველ ფორმაში)levanto(ზმნა პირველ ფორმაში)
დავიწყოთ უღლება :
Yo me levanto
Tu te levantas
Él/Ella se levanta
Nosotros nos levantamos
Vosotros os levantáis
Ellos se levantan
ახლა ვაუღლოთ ზმნა Ducharse
Yo me ducho
Tu te duchas
Él/Ella se ducha
Nosotros nos duchamos
Vosotros os ducháis
Ellos se duchan.
 როგორც ვხედავთ წესიერი უკუქცევითები, დაემორჩილებიან ზევით
მოცემულ ფორმულას და ნებისმიერის უღლებას შევძლებთ.

თუმცა როდესაც ვსაუბრობთ გამონაკლისს ან არაწესიერი ტიპის


უკუქცევითი აქ არ არსებობს არანაირი წესი, არამედ ძირითადად უნდა
დავიზეპიროთ ოთხი უმნიშვნელოვანესი ზმნა :
 Gustarse-მოწონება
 Dolerse - ტკივილი
 Aparecerse -გამოჩენა
 Parecerse - როდესაც რაღაცა გეჩვენება კარგად ან ცუდად მაგალითად,
გარკვეული სიტუაცია.

ეს ზმნები იმით გამოირჩევიან, როგორც ვთქვით, რომ არ


ემორჩილებიან წესებს და აქვთ გრძელი და მოკლე ფორმები,
რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ავიღოთ ზმნა Gustarse(გრძელ ფორმაში)
A mi me gusta -მე მომწონს
A ti te gusta - შენ მოგწონს
A él/ella le(აქ se იცვლება)gusta - მას მოსწონს
A nosotros nos gusta -ჩვენ მოგვწონს
A vosotros os gusta -თქვენ მოგწონთ
A ellos les(აქაც Se იცვლება) gusta
მოდით ავიღოთ Gustarse( მოკლე ფორმაში)
Me gusta
Te gusta
Le gusta
Nos gusta
Os gusta
Les gusta
მინდა დააკვირდეთ, რომ გარდა იმისი რომ უნდა დავიზეპიროთ, ისიც
დავიმახსოვროთ, რომ Se, რომელიც წესიერ შემთხვევებში გვხვდებობა
აქ იცვლება და მხოლობითში არის Le, და მრავლობითში Les.

ავიღოთ მეორე გამონაკლისი Dolerse(ტკივილი), გრძელ ფორმაში


იქნება :
A mi duele - მე მტკივა
A ti te duele - შენ გტკივა
A él/ella le duele - მას ტკივა
A nosotros nos duele - ჩვენ გვტკივა
A vosotros os duele - თქვენ გტკივათ
A ellos les duele - მათ ტკივათ
ახლა მიმოვიხილოთ მოკლე ფორმაში :
Me duele - მე მტკივა
Te duele - შენ გტკივა
Le duele - მას ტკივა
Nos duele - ჩვენ გვტკივა
Os duele -თქვენ გტკივათ
Les duele - მათ ტკივათ

ავიღოთ მესამე გამონაკლისი Aparecer(მოჩვენება, რაღაცა რომ გგონია)


მოდით ვაუღლოთ :
A mi aparece - მე მეჩვენება
A ti te aparece -შენ გეჩვენება
A él/ella le aparece- მას ეჩვენება
A nosotros nos aparece-ჩვენ გვეჩვენება
A vosotros os aparece - თქვენ გეჩვენებათ
A ellos les aparece - მათ ეჩვენებათ.
ახლა მიმოვიხილოთ მოკლე ფორმაში :
Me aparece - მე მეჩვენება
Te aparece - შენ გეჩვენება
Le aparece - მას ეჩვენება
Nos aparece - ჩვენ გვეჩვენება
Os aparece - თქვენ გეჩვენებათ
Les aparece - მათ ეჩვენებათ.

ავიღოთ მეოთხე გამონაკლისი Parecerse და ვაუღლოთ ის გრძელ


ფორმაში :
A mi parece - მე მგონია
A ti te parece - შენ გგონია
A él/ella le parece - მას გონია
A nosotros nos parece -ჩვენ გვგონია
A vosotros os parece - თქვენ გგონიათ
A ellos les parece - მათ გონიათ
ახლა კი ვაუღლოთ მოკლე ფორმაში :
Me parece-მე მგონია
Te parece- შენ გგონია
Le parece -მას გონია
Nos parece- ჩვენ გვგონია
Os parece - თქვენ გგონიათ
Les parece - მათ გონიათ
LOS 30 VERBOS MÁS IMPORTANTES

 30 მნიშვნელოვანი ზმნა,რომელიც უნდა ვიცოდეთ აწმყო დროში


(Presente Simple), რათა შევძლოთ ელემენტარული კომუნიკაცია.
რა თქმა უნდა, ეს აწმყო არ არის განგრძობითი, არამედ მარტივია და
თხრობით კილოს მიეკუთვნება.

o VENIR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “მოსვლას”


o QUERER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ნდომას”
o VIVIR – წესიერი ზმნა, ნიშნავს “ცხოვრებას”
o AMAR – წესიერი ზმნა, ნიშნავს “სიყვარულს”
o SALIR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “გასვლას”
o DAR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “მიცემას”
o CANTAR – წესიერი ზმნა, ნიშნავს “სიმღერას”
o PONER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “დადებას”
o HABLAR –წესიერი ზმნა, ნიშნავს “საუბარს”
o JUGAR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “თამაშს”
o COGER - არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “აღებას”
o ESCRIBIR – წესიერი ზმნა, ნიშნავს “წერას”
o DORMIR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ძილს”
o LEER – წესიერი ზმნა, ნიშნავს “კითხვას”
o VOLVER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “დაბრუნებას”
o TRAER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “მოტანას”
o OLVIDAR –წესიერი ზმნა, ნიშნავს “დავიწყებას”
o ENTENDER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “გაგებას”
o RECORDAR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “გახსენებას”
o TRABAJAR –წესიერი ზმნა, ნიშნავს “მუშაობას”
o SER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ყოფნას”
o ESTAR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ყოფნას”
o TENER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ქონას”
o IR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “წასვლას”
o HACER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “გაკეთებას”
o COMER – წესიერი ზმნა, ნიშნავს “ჭამას”
o PODER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “შეძლებას”
o DECIR – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “თქმას”
o SABER – არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ცოდნას”
o VER - არაწესიერი ზმნა, ნიშნავს “ხედვას”

VENIR QUERER VIVIR AMAR SALIR

YO Vengo Quiero Vivo Amo Salgo


TÚ Vienes Quieres Vives Amas Sales

ÉL/ELLA Viene Quiere Vive Ama Sale

NOSOTROS Venimos Queremos Vivimos Amamos Salimos

VOSOTROS Venís Queréis Vivís Amáis Salís

ELLOS Vienen Quieren Viven Aman Salen

DAR CANTAR PONER HABLAR JUGAR

YO Doy Canto Pongo Hablo Juego


TÚ Das Cantas Pones Hablas Juegas
ÉL/ELLA Da Canta Pone Habla Juega
NOSOTROS Damos Cantamos Ponemos Hablamos Jugamos
VOSOTROS Dais Cantáis Ponéis Habláis Jugáis
ELLOS Dan Cantan Ponen Hablan Juegan

COGER ESCRIBIR DORMIR LEER VOLVER


YO Cojo Escribo Duermo Leo Vuelvo

TÚ Coges Escribes Duermes Lees Vuelves


ÉL/ELLA Coge Escribe Duerme Lee Vuelve
NOSOTROS Cogemos Escribimos Dormimos Leemos Volvemos
VOSOTROS Cogéis Escribís Dormís Leéis Volvéis
ELLOS Cogen Escriben Duermen Leen Vuelven

TRAER OLVIDAR ENTENDER RECORDAR TRABAJAR

YO Traigo Olvido Entiendo Recuerdo Trabajo


TÚ Traes Olvidas Entiendes Recuerdas Trabajas

ÉL /ELLA Trae Olvida Entiende Recuerda Trabaja

NOSOTROS Traemos Olvidamos Entendemos Recordamos Trabajamos

VOSOTROS Traéis Olvidáis Entendéis Recordáis Trabajáis

ELLOS Traen Olvidan Entienden Recuerdan Trabajan

SER ESTAR TENER IR HACER


YO Soy Estoy Tengo Voy Hago
TÚ Eres Estas Tienes Vas Haces
ÉL /ELLA Es Esta Tiene Va Hace
NOSOTROS Somos Estamos Tenemos Vamos Hacemos
VOSOTROS Sois Estáis Tenéis Vais Hacéis
ELLOS Son Están Tienen Van Hacen

COMER PODER DECIR SABER VER


YO Como Puedo Digo Sé Veo
TÚ Comes Puedes Dices Sabes Ves
ÉL /ELLA Come Puede Dice Sabe Ve
NOSOTROS Comemos Podemos Decimos Sabemos Vemos
VOSOTROS Coméis Podéis Decís Sabéis Veis
ELLOS Comen Pueden Dicen Saben Ven

 გადავწყვიტე, თითოეულ ზმნაზე შემოგთავაზო თითო სავარჯიშო,


რომელსაც თავი წარმატებით უნდა გაართვა.
სანამ სავარჯიშოს გააკეთებ, უმჯობესი იქნება ზმნის წესებს ხელახლა
გადახედო.

სავარჯიშო: ( ჩასვი ზმნები სწორ ფორმებში)

1. Ella ------ (SER) Georgiana.


2. Yo ------ (ESTAR) Feliz.
3. Nosotros ------ (TENER) el coche.
4. Vosotros------ (IR) a casa.
5. Ellos ------ (HACER) la comida.
6. Tú------ (COMER) mucho.
7. Ella ------ (PODER) bailar.
8. ÉL------ (DECIR) la verdad.
9. María------ (SABER) muchas mentiras.
10. Jorge------ (VER)la televisión.
11. Tú y yo------ (VENIR) de Francia.
12. Mi madre me------ (QUERER)mucho.
13. Ellos ------ (VIVIR) cerca de Barcelona.
14. Yo te -----(AMAR).
15. Yo ------ (SALIR) de casa.
16. Ellas ------ (DAR) las naranjas.
17. Ella ------ (CANTAR) muy bien.
18. Tú ------ (PONER) la manzana sobre la mesa.
19. Tú padre y yo ------ (HABLAR) sobre tu futuro.
20. Ella ------ (JUGAR) al piano.
21. Yo------ (COGER) el libro.
22. Ellos ------ (ESCRIBIR) las cartas.
23. Tú ------ (DORMIR) poco.
24. Ella ------ (LEER)a Dostoievski.
25. Mi amigo ------ (VOLVER) Pronto.
26. Ella se ------ (OLVIDAR) con quien habla.
27. Nosotros ------ (RECORDAR) nuestra infancia.
28. Tu madre ------ (ENTENDER) español muy bien.
29. Ellos ------ (TRAER) la leche.
30. Mi hermana------ (TRABAJAR) mucho últimamente.

¿Tengo, ¿Tengo que, თუ Debo?

 თითოეული მათგანის გამოყენება უნდა ვიცოდეთ სწორად, აქედან


გამომდინარე, როდესაც ვხმარობთ ზმნა :

TENER - მისი ძირითადი ფუნქციაა გამოხატოს რაღაცის ქონა/ყოლა


მაგ :
Yo tengo la casa - მე მაქვს სახლი
ან როდესაც ასაკს მიუთითებ. მაგ :
Yo tengo 25 años - სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, იქნება მე მაქვს 25
წელი,თუმცა იგულიხმება - მე ვარ 25 წლის.
TENGO QUE - ითარგმნება, როგორც “უნდა” და ძირითადად ვიყენებთ
მაშინ, როდესაც რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რათა უკეთესობისკენ
წარვმართოთ რაღაც, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძირითადად მაშინ
ვიყენებთ, როცა ჩვენი ქმედებები სხვას არ ავნებს.
მაგ:
Tengo que estudiar mucho para hablar mejor en español -უნდა ვისწავლო ბევრი,
რათა გავაუმჯობესო ჩემი ესპანური ენის ცოდნა.
ან
Tengo que entrenar porque es bueno para mi salud - უნდა ვივარჯიშო, რადგან
ეს კარგია ჩემი ჯანმრთელობისთვის.
როგორც ვხედავთ, ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული ჩვენს თავზე და არ
გვაქვს არანაირი ვალდებულება,არამედ, თუ გავაკეთებთ ისევ ჩვენთვისვეა
უკეთესი.

DEBER- ეს არის მესამე შემთხვევა, რომელიც გამოიყენება მაშინ,როდესაც


ჩვენი ქმედებები ეფუძნება ძირითადად მორალურ ვალდებულებას და ჩვენი
ქმედებებით შეიძლება ვავნოთ ან პირიქით კარგად წარვმართოთ არა მარტო
ჩვენი, არამედ სხვისი ცხოვრებაც.
მაგ :
Debo comprar la comida a mi abuela, porque ella no puede - ბებიას უნდა
ვუყიდო საჭმელი, რადგან მას ეს არ შეუძლია (თუ დავაკვირდებით, აქ
ვხედავთ, რომ მესამე პიროვნება ანუ ბებია, ამ შემთხვევაში დამოკიდებულია
ჩვენს ქმედებაზე და ეს ერთგვარად მორალული ვალდებულებაცაა).
ან მეორე სიტუაცია
Debo recoger a los niños desde colegio -უნდა გამოვიყვანო სკოლიდან ბავშვები
(ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ არის მორალური ვალდებულება და მესამე
პირი არის ჩვენს ქმედებაზე დამოკიდებული).

რაც შეეხება ამ ბოლო შემთხვევას, Deber არის მეორე ჯგუფის წესიერი ზმნა
და იუღლება შემდეგნაირად:
Yo debo -მე უნდა
TÚ debes - შენ უნდა
Él/ella debe - მან უნდა
Nosotros debemos - ჩვენ უნდა
Vosotros debéis -თქვენ უნდა
Ellos deben - მათ უნდა

¿A თუ EN?

 საქმე გვაქვს ორ ძირითად წინდებულთან, რომელიც ესპანურ ენაში


ძალიან ხშირად გამოიყენება.

როდის გამოიყენება წინდებული A?


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინდებული, რომელიც
გამოხატავს მიმართულებას და გამოიყენება მაშინ, როდესაც პიროვნებაზე
ვსაუბრობთ ან სადღაც მივდივართ, სადაც არ ვიმყოფებით.
მოდით, განვიხილავ ორივე შემთხვევას :
a) როდესაც პიროვნებაზე ვსაუბრობთ .
A José no le gusta las malas noticias - ხოსეს არ მოსწონს ცუდი ამბები.
b) როდესაც სადღაც მივდივართ, სადაც ჯერ კიდევ არ ვიმყოფებით.
Voy a casa - მივდივარ სახლში (ანუ ჯერ არ ვარ და უნდა მივიდე
დანიშნულების ადგილას).
როდის გამოიყენება წინდებული “EN”?

გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც კი არ მივდივართ, არამედ უკვე


დანიშნულების ადგილას ვართ.
მოდით, მოვიყვანოთ მაგალითი :
Ya Estoy en casa - უკვე სახლში ვარ(თუ დავაკვირდებით, ამ
შემთხვევაში, უკვე ვიმყოფებით ადგილზე).

წერტილ-მძიმის წესი

ეს წესი მოკლე და მარტივია.


ეს ოთხი მაკავშირებელი (Pues, Ósea, que, Es decir) ითარგმნება, როგორც
“ანუ”. მათ შემდეგ თითქმის ყოველთვის დაისმის მძიმე.
მაგ :
¿Estás ocupado? -დაკავებული ხარ ?
Pues, no lo sé debo mirar a mi agenda - ანუ, ჯერ არ ვიცი, უნდა გადავხედო
ჩემს დღიურს.

SER თუ ESTAR

 ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხაფანგია, მათთვის ვინც ახლა იწყებს


ენის შესწავლას, რადგან ორივე ზმნა არაწესიერია და გარდა ამისა,
ორივე ნიშნავს “ყოფნას”.
თუმცა, თითოეული მათგანი სხვადასხვა შემთხვევაში გამოიყენება.

a) როდის გამოიყენება SER?

ეს არის არაწესიერი ზმნა, რომელიც მუდმივობას გამოხატავს და არ


იცვლება, ასევე გამოიყენება გამონაკლის შემთხვევაში ანუ პროფესიებთან.
მაგ:
Yo soy de Georgia - მე ვარ საქართველოდან ( აქ გამოვიყენებთ ზმნა “Ser” -ს და
არა “Estar”-ს, რადგან მუდმივი ფაქტია ის, რომ საქართველოდან ვარ და ეს
ვერ შეიცვლება).
მეორე მაგალითი:
Yo soy alto - მე ვარ მაღალი( აქაც, ანალოგიურად)
პროფესიების შემთხვევაში :
Yo soy abogado - მე ვარ ადვოკატი
Yo soy doctora - მე ვარ ექიმი.
როდის გამოვიყენებთ ზმნა “ESTAR”?

მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც მოვლენაზე ან ემოციაზე, რაც


დროებითია და არ ატარებს მუდმივ ხასიათს.
პირველი მაგალითი:
Yo estoy triste - მე ვარ მოწყენილი (აქ გამოვიყენებთ ზმნა Estar-ს და არა Ser-ს,
რადგან ის ფაქტი, რომ მე მოწყენილი ვარ არ არის მუდმივი, არამედ
დროებითია).
მეორე მაგალითი:
Ahora está lloviendo - ახლა წვიმს ( აქაც ანალოგიურად, ანუ, ქმედება ხდება
ახლა და არ არის მუდმივი).

კვირის დღეები(Días de la semana)

El Lunes - ორშაბათი
El Martes -სამშაბათი
El Miércoles -ოთხშაბათი
El Jueves - ხუთშაბათი
El Viernes -პარასკევი
El Sábado-შაბათი
El Domingo -კვირა

 როგორც ვხედავთ, კვირის დღეების წინ ყოველთვის გამოვიყენებთ


მამრობითი სქესის განსაზღვრულ არტიკლს.

თვეები(Meses)

1. Enero - იანვარი
2. Febrero -თებერვალი
3. Marzo - მარტი
4. Abril - აპრილი
5. Mayo -მაისი
6. Junio - ივნისი
7. Julio - ივლისი
8. Agosto - აგვისტო
9. Septiembre - სექტემბერი
10. Octubre - ოქტომბერი
11. Noviembre - ნოემბერი
12. Diciembre - დეკემბერი

წელიწადის დროები (TEMPORADAS)

a) Invierno -ზამთარი
b) Primavera - გაზაფხული
c) Verano - ზაფხული
d) Otoño - შემოდგომა

ამინდი (TIEMPO)

 ამინდი (Tiempo, რომელიც ასევე დროსაც ნიშნავს).


 ძირითადად ამინდები გამოიყენება შემდეგ ზმნებთან და უნდა
დავიზეპიროთ (Hay, Hace, Está).

a) როდესაც გამოვიყენებთ ზმნა “Hay”-ს


Hay niebla - არის ნისლი
Hay sol - მზიანი ამინდია
—-
B) როდესაც გამოვიყენებთ ზმნა “Estar”-ს
Está lloviendo - წვიმს
Está nevando - თოვს
C) როდესაც გამოვიყენებთ ზმნა “Hacer”-ს
Hace frío - ცივა
Hace Calor - ცხელა

ADJETIVO ( ზედსართავი სახელი)

 ზედსართავი სახელი ესპანურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანი და


ხშირად გამოყენებადია, აქედან გამომდინარე, მოდით მიმოვიხილოთ.
 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზედსართავი სახელი ორსქესიანია
(მდედრობითი და მამრობითი), ასევე შეგახსენებთ, რომ დაესმის
კითხვა “როგორი”.

 ძირითადად, ზედსართავი სახელები არიან სამი სახის :

a) Especificativo- წინადადების მთავარ როლში ყოველთვის ზედსართავი


სახელია და როდესაც ვამბობთ წინადადებას არასდროს ვავითარებთ იმ
მიზეზს თუ რატომ არის გამოყენებული ეს ზედსართავი სახელი.
მოდით,მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი, რათა უფრო მარტივი იყოს :
Yo estoy gordo - მე ვარ მსუქანი( ადამიანი არის მსუქანი, თუმცა არ
კონკრეტდება სიმსუქნის მიზეზი).
მეორე მაგალითი :
Yo estoy cansado - მე ვარ დაღლილი(აქაც თუ დავაკვირდებით, არ
ვაკონკრეტებთ თუ რატომ ვართ დაღლილები).

B) EXPLICATIVO - აქაც ზედსართავი სახელი არის მთავარ როლში და ასევე


მასზე ვაგებთ წინადადებას.
მოდით, მიმოვიხილოთ მაგალითებით, რათა დავინახოთ განსხვავება წინა
ტიპთან (ESPECIFICATIVO).
პირველი მაგალითი :
Yo estoy cansado, porque he trabajado mucho - დაღლილი ვარ, რადგან ბევრი
ვიმუშავე ( აქ თუ დავაკვირდებით, ვამბობთ მიზეზს თუ რატომ ვართ
დაღლილები, რაც წინა შემთხვევაში არ შეინიშნებოდა).
Yo estoy feliz, porque he aprobado todos los exámenes - მე ვარ ბედნიერი, რადგან
ჩავაბარე ყველა გამოცდა( აქაც ვაკონკრეტებთ, თუ რატომ ვართ ბედნიერები).

С) COMPARATIVO - ეს არის შედარებითი ხარისხი, რომელიც სამი


ნაწილისგან შედგება :
SUPERIORIDAD( უფროობითი ხარისხი) და მისი ფორმულა არის შემდეგი :
პირის ნაცვალსახელს + ზმნა Ser + Más+ზედსართავი სახელი +que ისევ
ნაცვალსახელი. მაგალითად :
Yo soy más fuerte que tú - მე ვარ უფრო ძლიერი ვიდრე შენ.
IGUALDAD (დადებითი. ხარისხი)

ფორმულა არის შემდეგი :


პირის ნაცვალსახელს + ზმნა Ser+Igual+ზედსართავი სახელი +que + ისევ
პირის ნაცვალსახელი
Yo soy igual fuerte que tú - მე ვარ შენსავით ძლიერი
INFERIORIDAD(ოდნაობითი ხარისხი)
მისი ფორმულა არის შემდეგი :
პირის ნაცვალსახელს + ზმნა Ser+Menos+ზედსართავი სახელი +que+ისევ
პირის ნაცვალსახელი.
Yo soy menos fuerte que tú - მე შენზე ნაკლებ ძლიერი ვარ.

როგორც ვხედავთ, ამ ფორმულის გათვალისწინებით,ს ნებისმიერი


ზედსართავი სახელი მიმოხილვა შეგვიძლია შედარებით ხარისხებში, აქედან
გამომდინარე, დაგირთავთ 50 მნიშვნელოვან ზედსართავ სახელს, რომლებიც
ძალიან გამოგადგებათ.
ასევე, იმასაც შეგახსენებთ, რომ არსებობს ისეთი ზედსართავი სახელებიც,
რომლებსაც სქესი არ გააჩნიათ და ორივე სქესისთვის ერთია.
50 მნიშვნელოვანი ზედსართავი სახელი

o Aburrido/a-მოსაწყენი
o Alegre - მხიარული (უსქესო)
o Alto/a-მაღალი
o Azul - ლურჯი (უსქესო)
o Bajo/a-დაბალი
o Blanco/a- თეთრი
o Bonito/a - ლამაზი
o Conocido/a - ცნობილი
o Contento/a- კმაყოფილი
o Corto/a- მოკლე
o Delgado - წვრილი
o Diferente -განსხვავებული(უსქესო)
o Difícil - რთული
o Divertido/a -მხიარული
o Fácil - ადვილი
o Famoso/a-ცნობილი
o Feo/a-უშნო
o Fuerte - ძლიერი
o Gordo/a-მსუქანი
o Grande -დიდი
o Guapo/a - სიმპატიური
o Imposible - შეუძლებელი
o Posible -შესაძლებელი
Interesante - საინტერესო
o Joven - ახალგაზრდა
o Largo/a -გრძელი
o Lento/a - ნელი
o Listo/a - ჭკვიანი
o Malo/a - ცუდი
o Mayor - უფროსი
o Menor - უმცროსი
o Mejor - უკეთესი
o Mucho/a -ბევრი
o Negro/a - შავი
o Nuevo/a - ახალი
o Peor - უარესი
o Pequeño/a -პატარა
o Perfecto - შესანიშნავი
o Popular - პოპულარული
o Rápido - სწრაფი
o Rico/a - მდიდარი
o Sano/a- ჯანმრთელი
o Seco/a - მშრალი
o Tímido/a - მორცხვი
o Triste - მოწყენილი
o Feliz - ბედნიერი
o Viejo/a - მოხუცი
o Verde - მწვანე
o Rojo/a - წითელი
o Cansado/a - დაღლილი

ეროვნებები ( NACIONALIDAD)

b) Alemán/a- გერმანელი
c) Brasileño/a - ბრაზილიელი
d) Español/a- ესპანელი
e) Estadounidense- ამერიკელი
f) Francés/a -ფრანგი
g) Inglés/a - ინგლისელი
h) Italiano/a - იტალიელი
i) Portugués/a - პორტუგალიელი
j) Georgiano/a - ქართველი
k) Ruso/a - რუსი

პროფესიები
(PROFESIONES)

 Abogado/a - ადვოკატი
 Arquitecto/a- არქიტექტორი
 Médico - ექიმი
 Doctor/a - დოქტორი
 Obrero/a - მუშა
 Conductor/a - მძღოლი
 Bailarina -მოცეკვავე
 Juez/a - მოსამართლე
 Cuidador/a - მოხუცების მომვლელი
 Canguro/Niñero/a - ძიძა
 Albañil - მღებავი
 Vendedor/a - გამყიდველი
 Fiscal - გამომძიებელი
 Cajero/a - მოლარე
 Profesor/a - მასწავლებელი
 Enfermero/a - მედდა
 Actor/actriz - მსახიობი
 Cantante - მომღერალი
 Artista - ხელოვანი
 Informático - ინტერნეტ სივრცის სპეციალისტი
 Tutor/a - პედაგოგი
 Periodista - ჟურნალისტი
 Bombero - მეხანძრე
 Policía - პოლიცია

ფერები
(COLORES)

 Blanco/a - თეთრი
 Negro/a - შავი
 Amarillo/a - ყვითელი
 Rojo/a - წითელი
 Azul - ლურჯი
 Verde - მწვანე
 Gris - ნაცრისფერი
 Lila - იისფერი
 Marrón - ყავისფერი

ორი ხმოვნის წესი

როდესაც ორი ხმოვანი გვერდიგვერდ წერია,წარმოთქმისას,ხშირად რიგით


მეორე პირველს ჩაყლაპავს.
მოდით, ვნახოთ მაგალითი : Quince ( აქ არ წავიკითხავთ “უ”-ს, თუმცა
დავწერთ. წარმოვთქვამთ, როგორც “კინსე” და არა “კუინსე”).
მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, სადაც
ორივე ხმოვანს ვკითხულობთ. მაგ: Juego ( წავიკითხავთ, როგორც “ხუეგო”).
a. როგორ უნდა მივხვდეთ როდის უნდა წავიკითხოთ ერთად და
როდის არა ?

ალბათ, ამას უფრო პრაქტიკაში მიხვდებით, ამ ეტაპისთვის კი დაზეპირება


სწორი გამოსავალი იქნება.

საბაზისო დიალოგი
(DIÁLOGO)

-¿ Hola qué tal ?(გამარჯობა, როგორ ხარ)?


- ¿Bien y tú? (კარგად, შენ?)
-Yo también. (მეც კარგად).
- ¿Como te llamas?(რა გქვია)?
- ¿Me llamo José y tú? (მე მქვია ხოსე და შენ?)
- Me llamo Mónica. ( მე მქვია მონიკა).
- Encantado de conocerte. (გამიხარდა შენი გაცნობა).
- Igualmente. ( მეც, ასევე).
-¿ A que te dedicas? (რას საქმიანობ)?
- ¿Soy Abogado y tú? (მე ადვოკატი ვარ და შენ) ?
- Yo soy Periodista. ( მე ჟურნალისტი ვარ).
- Que guay, quiero desearte mucha suerte. ( რა მაგარია, მინდა გისურვო ბევრი
წარმატება).
- Gracias tu también, ha sido un placer hablar contigo (გმადლობ, შენც ასევე,
სასიამოვნო იყო შენთან საუბარი).
- Adiós. (ნახვამდის).
- Hasta Luego. ( შეხვედრამდე).

სამეტყველო მონოლოგი (ტექსტი)


(UN DÍA DE JOSÉ)

¡Hola soy José, y quiero contar un poco sobre mi vida! Me levanto a las ocho de la
mañana. Primero lo que hago es duchar, lavar los dientes y después tomo el café.
Después de esto a las nueve, mi mujer y yo nos vamos al trabajo. Mi mujer es doctora y
soy abogado. Cuando acabo de trabajar, voy a la tienda, para comprar un poco de
comida: el pan, la mantequilla, el queso, la leche, la carne, y el pescado y un poco de
vino blanco, lo cual me gusta mucho. Al final del día estoy cenando con mi mujer y
luego nos vamos a dormir.

თარგმანი
(TRADUCCIÓN)
გამარჯობა, მე ვარ ხოსე და მინდა მოგიყვეთ ცოტა ჩემი ცხოვრების შესახებ.
ვდგები დილით რვა საათზე, რათა მოვასწრო ყველაფერი, პირველ რიგში
ვბანაობ, კბილებს ვიხეხავ და შემდეგ ყავას მივირთმევ. ამის შემდეგ, ცხრა
საათზე ჩემ მეუღლესთან ერთად სამსახურში წასასვლელად ვემზადები. ჩემი
მეუღლე პროფესიით არის დოქტორი, ხოლო რაც შემეხება მე, ადვოკატი ვარ.
როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, მაღაზიაში მივდივარ, რათა შევიძინო
პროდუქტები: პური, კარაქი, ყველი, რძე, ხორცი, თევზი და ცოტაოდენი
თეთრი ღვინო, რომელიც ძალიან მომწონს. დღის ბოლოს, ჩემ ცოლთან
ერთად ვვახშმობ და შემდეგ დასაძინებლად მივდივართ.

და ბოლოს, გამონათქვამები უცხოური ენების შესახებ…

1. “Aprender otro idioma es como convertirse en otra persona “


“ისწავლო სხვა ენა, ნიშნავს გახდე სხვა ადამიანი”.
Haruki Murakami

2. “El idioma es el mapa de carreteras de una cultura. Te dice de dónde


viene su gente y hacia dónde va”
“ენა - ეს გზების რუკაა,რომელსაც მიყავხარ კულტურამდე. ეს
რუკა გეუბნება თუ საიდან მოდის ეს ხალხი და საით მიდის.

Rita Mae Brown

3. ‘’Si hablas a una persona en una lengua que entiende, las palabras
irán a su cabeza. Si le hablas en su propia lengua, las palabras irán a
su corazón’’.
“თუ ადამიანს ესაუბრები იმ ენაზე, რომელიც ესმის, მაშინ
სიტყვები გონებას მისწვდება , თუმცა თუ მას ესაუბრები მის
მშობლიურ ენაზე - სიტყვები გულამდე მიაღწევენ”.

Nelson Mandela

არასოდეს დანებდე!
დაიმახსოვრე, თომას ედისონმა 10 ათასჯერ სცადა, რათა
საბოლოო მიზნისთვის მიეღწია.

მე მჯერა შენი ! 

You might also like