You are on page 1of 9

დისგრაფია და დისლექსია 3.12.

2016

დისგრაფია და დისლექსია
ავტორი: რუსუდან გონაშვილი

2016 წელი

http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

შესავალი
თქვენი ბავშვი წერისას ბევრ შეცდომას უშვებს? ვერაფრით ახერხებთ
ასწავლოთ გამართული კითხვა? გამოსავლის მოძებნამდე ყურადღება
მიაქციეთ შეცდომების მახასიათებლებს.
რა არის ეს: ორთოგრაფიული შეცდომები, რომლებიც გამოწვეულია
მართლწერის წესების უცოდინრობით თუ „სულელურად“ ასოების
გამოტოვება, ერთი ასოს შეცვლა სხვა ასოთი და ა. შ. ან იქნებ, წესს
სწავლობს, სწავლობს, მაგრამ პრაქტიკულად ვერ იყენებს?...
ბევრ სირთულეს, იმედგაცრუებასა და პრობლემებს ხვდებიან ასეთი
მოსწავლეების მშობლები. ხშირად მშობლები და მასწავლებლებიც კი
დაბალ აკადემიურ მოსწრებას მოსწავლეთა სიზარმაცეს მიაწერენ და
ამბობენ: „ არ ინდომებს, არ უნდა სწავლა“, მაგრამ სპეციალისტები თვლიან,
რომ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების 80% სულაც არაა
გამოწვეული სიზარმაცით. მაშ რისი ბრალია?
შევეცადოთ გარკვევას!

http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

მშობლებსა და მასწავლებლებს აშფოთებთ წერითი მეტყველების (ე. ი. წერა


და კითხვა) დარღვევა, რადგან ისინი პირდაპირ ზემოქმედებენ
მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. ასეთ დარღვევებს ეწოდება
დისგრაფია (წერისას დაშვებული შეცდომები) და დისლექსია (კითხვისას
დაშვებული შეცდომები). მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს
მეტყველების ცალკეული კომპონენტის ან ყველა კომპონენტის დარღვევა,
რომლებიც არაა დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალურ
შესაძლებლობასთან.
ეს რომ ასეა და ასეთი ბავშვების ინტელექტი ნორმაშია, თვალნათლივ
დავინახავთ იმ უამრავი ცნობილი ადამიანის გახსენებით, რომლებიც
სკოლაში ამავე პრობლემით იტანჯებოდნენ. მაგალითად:
შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჯორჯ ბუში. ის ურევს სიტყვებს
<ტაქტილური> და <ტაქტიკური>, <ბარიერი> და <ტერიერი>... ექიმები
თვლიან, რომ დისლექსიის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ამერიკაში
ასეთ ბავშვებს, ასევე ცაციებს, უბრალოდ თავს ანებებენ. (ძალიანაც ნუ
დაღონდებით, თუ გამართულად ვერ წერთ: მეცნიერები ამბობენ, რომ
დისლექსია, როგორც წესი, რომელიმე სხვა სფეროში გენიალურობის
მაჩვენებელია) 
ლეონარდო და ვინჩი წერდა და ხატავდა მარცხენა ხელით და დატოვა 7
ათასზე მეტ ფურცლიანი დღიური, რომელიც დაწერილია სარკისებური
მეთოდით, რომლის ნორმალურად წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ
სარკესთან მიტანით ან სინათლის საშუალებით.
შვეციის მეფე კარლ გუსტავი არასდროს ამზადებს წინასწარ საჯარო
გამოსვლის ტექსტს, რადგან უბრალოდ არ შეუძლია მისი დაწერა და ეს
სულაც არაა სიზარმაცის ბრალი.
ჰანს ქრისტიან ანდერსენი - თავდაპირველად რედაქტორები უკან
უბრუნებდნენ მას ხელნაწერებს ისე, რომ ბოლომდეც არ კითხულობდნენ
და კოპენჰაგენში დიდხანს დადიოდა ხმები „ ბრწყინვალე გაუნათლებელ
ავტორზე“. ერთ გაზეთში წერდნენ: „ადამიანი , რომელიც ასე უდიერად
ეპყრობა საკუთარ ენას, შეუძლებელია იყოს მწერალი“. ეს თითქმის
სიმართლეა - ზოგადად დისლექტიკები ირჩევენ ისეთ პროფესიას,
რომელიც კითხვასთან და წერასთან არ არის დაკავშირებული.
http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

ინგვარ კამპრადი ( შვეციის მოქალაქე) : დამოუკიდებლად შექმნა ( არ


შეეძლო ნორმალურად წერა და კითხვა) შემოსავლის წყარო: კომპანია «Ikea»
შემოსავალი: 31 მილიარდი დოლარი
თომას ალვა ედისონი (1847 - 1931), გამომგონებელი.
მასწავლებლებს ის სულელად მიაჩნდათ, რადგან ცუდად საუბრობდა,
ცუდად წერდა და ვერაფერს იმახსოვრებდა. მიაჩნდათ, რომ მას საერთოდ
არ შეეძლო მათემატიკის სწავლა. თომას ედისონი 12 წლის ასაკში გარიცხეს
სკოლიდან. ამის შემდეგ ის სულიერად რომ დაცემულიყო, ვერასოდეს
გამოიგონებდა ფონოგრაფს, მსოფლიოში პირველ ხმის ჩამწერ ხელსაწყოს.
აგატა კრისტი (1890-1976), დეტექტივების ავტორი.
ცნობილი ინგლისელი მწერალი, რომელმაც 80 წიგნზე მეტი დაწერა.
ყველასთვის ცნობილია, რომ პატარა აგატას ვერაფრით ასწავლეს წერა. ის
იმდენ შეცდომას უშვებდა და ისე ნელა წერდა, რომ მშობლებმა სკოლიდან
გამოიყვანეს და მან სახლში გააგრძელა განათლების მიღება, სიცოცხლის
ბოლომდე აგატა კრისტმა ვერ ისწავლა გამართული წერა და უშვებდა
უამრავ ორთოგრაფიულ შეცდომას.
ალბერტ ეინშტეინი (1879 - 1955), ფიზიკოს - თეორეტიკოსი, თანამედროვე
ფიზიკის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ის მთელი
ცხოვრება ცუდად წერდა და დიდი გაჭირვებით კითხულობდა, მაგრამ ამას
მისთვის ხელი არ შეუშლია, აშშ-ს პრეზიდენტისთვის მიეწერა წერილი,
რომლითაც აფრთხილებდა იმ საშიშროებაზე, რასაც გამოიწვევდა
ფაშისტური გერმანიის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა.
ლინდონ ჯონსონი (1908-1973), აშშ-ს ოცდამეთექვსმეტე პრეზიდენტი.
ჯონსონი გამოირჩეოდა სხარტი გონებით, დიდი ცოდნითა და ცუდი წერის
უნარით. გადმოცემის მიხედვით, ჯონსონი მის მიერ წაკითხულ
ანგარიშებზე წერდა О.К.-ს, რაც აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც
«ყველაფერი სწორია». გამართულ ინგლისურ ენაზე ეს სიტყვა იწერება ასე -
«All correct». დღემდე ეს «О.К!» დარჩა და მიღებულია, როგორც
ამერიკანიზმის პირველი ნიშანი.
პეტრე I აბსოლუტურად გაუმართავად წერდა. როგორ არ ეცადნენ მისი
მასწავლებლები, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიეს. პეტრე I საერთოდ არ
აქცევდა ყურადღებას დაწერილ სიტყვაში გამორჩენილ ასოებს.
http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

ბევრი ნიჭიერი ადამიანი ასეთი ნაკლის გამო ბავშვობაში სულელებად


მიაჩნდათ. ელექტრონული ნათურის გამომგონებელი თომას ედისონი და
ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსი მაიკლ ფარადეი ერთდროულად იყვნენ
დისლექტიკებიც და დისგრაფიკებიც. ედისონი სკოლიდანაც კი გარიცხეს
12 წლის ასაკში... ალბერტ ეინშტეინსაც კი სულელად თვლიდნენ სკოლაში
მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდად წერდა და კითხულობდა...
ცნობილი სამოსნები
ისააკ ნიუტონი (1643-1727) - უდიდესი ფიზიკოსი, მიზიდულობის კანონის
აღმომჩენი, ყველაზე ცუდად სწავლობდა კლასში, ვიდრე ამხანაგმა არ
სცემა. ამის შემდეგ ნიუტონმა მისი დამარცხება დაისახა მიზნად სწავლაშიც
და ჩხუბშიც და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ის კლასში პირველი
მოსწავლე იყო.
ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821) - ფრანგი იმპერატორი და დიდი
მთავარსარდალი. მათემატიკის გარდა ყველა საგანს ცუდად სწავლობდა.
ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898) - გერმანიის იმპერიის კანცლერი.
გააერთიანა გერმანია, მაგრამ ბავშვობაში ძალიან ცუდად სწავლობდა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827) - ცნობილი კომპოზიტორი. სწავლობდა
ცუდად, წერდა შეცდომებით. ცხოვრების ბოლომდე ვერ ისწავლა მიმატება
და გამოკლება, გამრავლება და გაყოფა.
ალექსანდრე დიუმა-მამა (1802-1870) - დიდი ფრანგი მწერალი. ვერაფრით
ისწავლა გამრავლება და გაყოფა.
სერგეი კარალიოვი(1906/07-1966) - მეცნიერი და კონსტრუქტორი. მისი
ხელმძღვანელობით გაკეთდა ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები,
პირველი თანამგზავრი, კოსმოსური ხომალდები "Восток" და"Восход". იყო
სამოსანი მოსწავლე.
ვლადიმირ მაიაკოვსკი (1993-1930) - პოეტი. ისე ცუდად სწავლობდა, რომ „
ანა კარენინა“ ბოლომდეც კი ვერ წაიკითხა, რითაც ამაყობდა კიდეც
სხვადასხვა შეცდომებს წერისას ის ბავშვებიც უშვებენ, რომლებიც არ არიან
დისგრაფიკები. მაგრამ მხოლოდ დისგრაფიკების შეცდომები ატარებენ
განმეორებით ხასიათს.
ყველაზე მეტი დისგრაფიკული შეცდომები გვხვდება კარნახში. ეს შეიძლება
გადაწერითაც იყოს გამოწვეული.
http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

დისგრაფიკული შეცდომები ლოგოპედიური ბუნებისაა, რომელიც უნდა


გამოასწოროს სპეციალისტმა. მაგრამ ვიყოთ რეალისტები: ლოგოპედები არ
გვყავს ყველა სკოლაში. ამიტომაც ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა
და რეკომენდაციას, რომლებიც გამოგადგებათ ასეთ ბავშვებთან
მუშაობისას.
დისგრაფიკული შეცდომები და დისგრაფიკი-ბავშვის დახმარება.
(სამახსოვრო მშობლებისათვის)
როგორ მოვიქცეთ?
განვავითაროთ მეტყველების ფონემური მხარე.
გამოვასწოროთ ოპტიკური შეცდომები, რომლებსაც საფუძვლად უდევს
მხედველობითი აღქმის დარღვევა. ბავშვები ურევენ ასოებს, რომლებიც
ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად: ბავშვი ვერ ხედავს ვერანაირ განსხვავებას :
ს – ხ, ხ – ძ, შ – წ, ჭ – ჯ-ს წერისას .
როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები? ბავშვს განვუვითაროთ სივრცეში
ორიენტაცია და მხედველობითი ანალიზატორი. თუ ბავშვი ჯიუტად
ურევს ერთმანეთში ბგერებს, რთულად იმახსოვრებს ასოებს, მაშინ
შეიძლება , პრობლემური ასოები გამოვძერწოთ პლასტილინისაგან,
კონსტრუქტორ „ლეგოს“ დახმარებით ავაწყოთ სიტყვები, ამოვქარგოთ,
დავხატოთ ქაღალდსა და თოვლზე და ა. შ. აუცილებელია, ამის შემდეგ
მიღებული შედეგები შევადაროთ ასო-ბგერებს. შეიძლება, დახუჭული
თვალებითა და ხელის შეხებით ამოვაცნობინოთ ასოები, ასევე
ხელისგულზე მოხაზვით დაწერილი ასოების გამოცნობა შევთავაზოთ.
ვთხოვოთ, აღწერონ რომელიმე ასო გარეგნულად (მასწავლებელი აღწერს-
ბავშვები ცდილობენ ამოცნობას, შემდეგ თავად აღწერენ რომელიმე ასო-
ბგერას). ჩავრთოთ თამაშში „ ვაქციოთ სხვა ასოდ“, რამდენიმე არასწორად
დაწერილი ასოებიდან ვაპოვნინოთ ერთი სწორად დაწერილი,
მოვაძებნინოთ სხვადასხვა სურათებში, გეომეტრიულ ფიგურებში
დამალული ასო-ბგერები...
რამდენიმე სავარჯიშო, რომელიც ბავშვს დისგრაფიისგან თავის დახწევაში
დაეხმარება:
1. ყოველდღიურად 5 წუთის განმავლობაში ( მეტი დაუშვებელია)
ნებისმიერი სახის ტექსტში ( საგაზეთო სტატიის გარდა) გაუხაზეთ ასოები.
http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

უნდა დაიწყოთ ერთი რომელიმე ხმოვნით, შემდეგ გადახვიდეთ


თანხმოვანზე. ვარიანტი უამრავი შეიძლება იყოს. მაგალითად: ასო-ბგერა ა
გაუხაზეთ, ხოლო ასო-ბგერა ო შემოუხაზეთ, შეიძლება მისცეთ წყვილი
თანხმოვნები ან ის ასო-ბგერები, რომლის წარმოთქმისასაც მოსწავლეს
პრობლემები ექმნება. მაგალითად: რ-ლ, ს-შ და ა. შ.
ასეთი 2–2,5 თვიანი მეცადინეობის შემდეგ (მაგრამ პირობით –
ყოველდღიურად და არაუმეტეს 5 წუთისა! ) წერის უნარი უმჯობესდება.
2. ყოველედღიურად აწერინეთ კარნახი ფანქრების გამოყენებით. პატარა
ტექსტები არ დაღლის ბავშვს და ის ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს (რაც
ძალიან გაახარებს). აწერინეთ 150- 200 სიტყვიანი ტექსტები და შეუმოწმეთ.
ტექსტში ნუ შეასწორებთ შეცდომებს. უბრალოდ მონიშნეთ რვეულის
მინდორზე მწვანე, შავი ან იისფერი ფანქრით (არავითარ შემთხვევაში
წითელი ფანქრით!), შემდეგ ნაწერი დაუბრუნეთ მოსწავლეს
შესასწორებლად. ბავშვს ექნება შესაძლებლობა, რომ კი არ გადახაზოს
შეცდომით დაწერილი ასოები, არამედ წაშალოს და მართებულად
დაწეროს. მიზანი მიღწეულია: შეცდომებს თავად მოსწავლე ნახულობს,
ასწორებს და ტექსტიც უშეცდომოდ გამოიყურება.
3. მიეცით ბავშვს ნელა, ხმამაღლა გამომეტყველებით წასაკითხად და
გადასაწერად პატარა ტექსტი.
როდესაც ბავშვს ამეცადინებთ, გახსოვდეთ რამდენიმე ძირითადი წესი:
o მეცადინეობის განმავლობაში ბავშვისთვის აუცილებელია
კეთილგანწყობილი ატმოსფერო და დამოკიდებულება. უამრავი
ცუდი ნიშნის, მშობლების მხრიდან არასასურველი საუბრების შემდეგ
მან უნდა მიიღოს თუნდაც პატარა, მაგრამ წარმატების განცდა.
o უარი თქვით ბავშვის სწრაფად კითხვის უნარის შემოწმებაზე.
o გახსოვდეთ, არასოდეს მისცეთ ბავშვებს სავარჯიშოდ ისეთი
ტექსტები,
რომელშიც შეცდომებია დაშვებული.
4. მიდგომას «მეტი კითხვა და წერა» შედეგი არ მოაქვს.
უმჯობესია ცოტა, მაგრამ ხარისხიანად. ნუ წააკითხინებთ დიდ ტექსტებს
და დააწერინებთ დიდ კარნახებს. დასაწყისში უნდა იმუშაოთ ზეპირი
მეტყველების გაუმჯობესებაზე. დიდი კარნახების წერისას დაშვებული
http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

უამრავი შეცდომა მხოლოდ უარყოფით გამოცდილებად დაფიქსირდება


ბავშვის მეხსიერებაში.
5. ზედმეტად ნუ შეაქებთ პატარა მიღწევებისთვის. უმჯობესია, არ
უსაყვედუროთ და არ დაადარდიანოთ, როდესაც რაღაც არ გამოუვა.
6. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ემოციები ბავშვისთვის
შეუმჩნეველი უნდა დარჩეს: არ გაბრაზდეთ, არ გაღიზიანდეთ, ზედმეტად
არ გამოხატოთ სიხარული.

პ. ს. ამ პრობლემამ დამაფიქრა მუშაობის დაწყებისთანავე. მეგონა,


მოსწავლის ცუდად წერისა და კითხვის უნარი გამოწვეული იყო მისივე
სიზარმაცით და თავის დროზე (დაწყებითებში) მასწავლებლისა და
მშობლის არასათანადო მუშობით (რა თქმა უნდა, ზოგიერთ კონკრეტულ
ბავშვთან დაკავშირებით ეს ასეც არის, ყველა არაა დისგრაფიკი და
დისლექტიკი), ჩემზე გამოცდილი პედაგოგებიც მიიჩნევდნენ, რომ ცუდად
კითხვისა და წერის უნარი ბავშვების სიზარმაცის ბრალი იყო, მეც დავიწყე
სავარჯიშოების მიცემა საკითხავად და საწერად, მაგრამ შედეგს ვერ
მივაღწიე, უფრო გავაუარესე სიტუაცია: არაფრით აღარ უნდოდათ კლასში
ხმამაღლა კითხვა და სკოლაში მოსვლაც კი. ამასთან ვამჩნევდი, რომ
ჩვეულებრივ საუბარში უპრობლემოდ მეტყველებდნენ თანატოლებთან და
სხვა საგნებსაც მშვენივრად ითვისებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც სხვა
იყო მიზეზი და გამოსავალი სხვაგან უნდა მეძებნა. ამ ძებნამ „აღმომაჩენინა“
ეს ფენომენები: დისგრაფია და დისლექსია...
უამრავი სამეცნიერო სტატის გაცნობის შემდეგ მინდა, გითხრათ
ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც:

http://portpolio1.blogspot.com/
დისგრაფია და დისლექსია 3.12.2016

უპირველეს ყოვლისა ნუ შეგეშინდებათ ნურც სიტყვის (დისგრაფიის) და


ნურც იმის, რაც მის უკან დგას. არავინაა დამნაშავე იმაში, რომ თქვენი შვილი
ისეთი არაა, როგორიც ყველა. მით უფრო, რომ დღეს მოდური აღარაა იყო
ისეთი, როგორიც ყველა  . დისგრაფია ავადმყოფობა არაა. ეს წესია.
სხვანაირად - გამონაკლისი. ეფექტია და არა - დეფექტი. ეფექტი უკვე კარგად
დავიწყებული შიშისა მასწავლებლის, სქელი წიგნის, გადაჯღაბნილი
რვეულის და 24 ხაზიანი საზეპირო ლექსის მიმართ, რომელიც აუცილებლად
უნდა გესწავლა ზეპირად მეორე დღისთვის.
ჩემგან რჩევა:
დაწყნარდით და მოემზადეთ ხანგრძლივი და სისტემური მუშაობისათვის.
ეს სამუშაო რთულია ბავშვისთვის, მაგრამ მარტივია დიდისთვის, უფროსი
ასაკის ბავშვებთან მუშაობა გაცილებით ადვილია, მაგრამ სისწრაფე აქაც
არაა საჭირო.
გისურვებთ წარმატებებს! დაუძლეველი არაფერია!

http://portpolio1.blogspot.com/

You might also like