You are on page 1of 2

წინადადების ტიპები- types of sentence

წინადადება აგებულების მიხედვით იყოფა 3 ნაწილად: მარტივი ( მარტივი გაუვრცობელი და


მარტივი გავრცობილი), შერწყმული, და რთული ( რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი)
1.1 მარტივი გაუვრცობელი წინადადება შედგება მხოლოდ მთავარი წევრებისგან: ქვემდებარე
და შემასმენლისგან. ქვემდებარე -
წინადადებაში შეიძლება იყოს: არსებითი სახელის ან ნაცვალსახელის სახით: a girl, Anna, a
mother, water, he, somebody, nothing…….. შემასმენელი
შეიძლება იყოს: მარტივი ან შედგენილი: Nino sings.
Dato runs. They can dance. Somebody is crying. Mother has arrived.

1.2 მარტივი გავრცობილი - მთავარ წევრებთან ერთად შეიცავს თითო მეორეხარისხოვან


წევრებს: 1. დამატებას: ( პირდაპირი, ირიბი, წინდებულიანი- მათ დაესმით კითხვა: ვინ-who, ვის-
whom, რა , რას -what- იწერებიან შემასმენლის შემდეგ.), 2. განსაზღვრება ( დაესმის კითხვა:
როგორი/ვისი/რამდენი/რომელი) და 3. გარემოება ( ადგილის - დაესმის კითხვა: სად- where და
დროის დაესმის კითხვა: როდის- when).
Nino is writing a test. Nino- ქვემდებარე is writing- შემასმენელი a test- დამატება.
Saba is a good student. Saba- ქვემდებარე is- შემასმენელი a good student- განსაზღვრება.
They went to school. They-ქვემდებარე went- შემასმენელი to school- ადგილის გარემოება.
Gio came yesterday. Gio-ქვემდებარე came-შემასმენელი yesterday- დროის გარემოება.

დაიმახსოვრე წინადადებაში თითოეული წევრის ადგილი:

ქვემდებარე შემასმენელი დამატება გარემოება


არსებითი მარტივი ან ა) პირდაპირი ა)ადგილის გარემოება
სახელი ან შედგენილი ბ) ირიბი+ პირდაპირი ბ) დროის გარემოება
ნაცვალსახელი გ) პირდაპირი + to/for ირიბი გ) ადგილის გარემოება +
დროის გარემოება
Mr. Black sends ა) a letter ა) to London
ბ) Nino a letter ბ) on Monday
გ) a letter to/for Nino გ) to London on Monday
დამატება( პირდაპირი/ირიბი/წინდებულიანი)

1. თუ წინადადებაში 1 დამატებაა ის პირდაპირია. პირდაპირი დამატება წინადადების ის წევრია,


რომელსაც უშუალოდ ეხება მოქმედება და რომლის ამოგდებით წინადადება დაკარგავს აზრს.
წინადადებაში პირდაპირი დამატება გვხვდება:

ა) არსებითი სახელით ან ნაცვალსახელით ; I have known Nino/her. She reads a good book.
ბ) ინფინიტივით ან გერუნდით: I want to sleep. Dato likes reading.

2. ირიბი დამატება, წინადადების ის წევრია, რომელსაც უშუალოდ არ ეხება მოქმედება, მისი


ამოგდებით წინადადება არ კარგავს აზრს. ირიბი დამატება მოსდევს შემასმენელს , მის შემდეგ კი
იწერება- პირდაპირი დამატება.( ირიბი დამატება არ არსებობს პირდაპირი დამატების გარეშე).
წინადადებაში ირიბი დამატება გვხვდება- არსებითი სახელით ან ნაცვალსახელით ;

Granny often tells children a tale. ( children- ირიბი დამატებაა a tale-პირდაპირი)


Nick seldom borrows me a pen. ( me- ირიბი დამატებაა a pen-პირდაპირი)
ზოგი ზმნა, შინაარსის შესავსებად მოითხოვს დამატებას წინდებულებით. სწორედ ასეთ დამატებას
ვუწოდებთ- წინდებულიან დამატებას: Nana
was angry with her son. I am pleased at you.
იმ შემთხვევაში თუ პირდაპირი დამატება წინ გაუსწრებს ირიბ დამატებას, მაშინ ირიბის წინ
იწერება to ან for.
I often give my friends gifts. ---------------- - I often give gifts to/for my friends.
A teacher explains us grammar rules -------- a teacher explains grammar rules to / for us.

2.1 შერწყმული წინადადება შესდგება ერთ საერთო წევრთან დაკავშირებულს ორ ან მეტ


რამდენიმე წევრს.
ა) რამდენიმე ქვემდებარე + თითო-თითო დანარჩენი წევრები:
Nino, Nana, and Nick are writing a test now. Lizi and Barbare are my siblings.
ბ) რამდენიმე შემასმენელი + თითო-თითო დანარჩენი წევრები:
Yesterday, I got up, put on a red dress and went to the cinema.
გ) რამდენიმე დამატება+ თითო-თითო დანარჩენი წევრები:
Salo likes playing the piano and singing Georgian songs.
დ) რამდენიმე განსაზღვრება+ თითო-თითო დანარჩენი წევრები:
This beautiful tall slim girl is my daughter.
ე) რამდენიმე გარემოება + თითო-თითო დანარჩენი წევრები:
Saba went to Tbilisi last week. My son is watching TV in the living-room now.

3.1 რთული თანწყობილი წინადადება ორი ან მეტი დამოუკიდებელი წინადადებისაგან,


რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან: ა) მაერთებელი კავშირით: (and - და, but -
მაგრამ,ხოლო. Or - ან. ), ან სასვენი ნიშნით: მძიმით ან წერტილ-მძიმით.
My mother is a pretty woman and she teaches her students well.
Yesterday Anna visited me and we went for a walk .
Gio knows Georgian but/,/;/ his sister speaks German well.

3.2 რთული ქვეწყობილი წინადადება შედგება ერთი მთავარი და ერთი ან ორი მასზე
დამოკიდებული წინადადებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან
მაქვემდებარებელი კავშირებით: when, while, after, as soon as, before, if, …. ( კავშირით
დაწყებული წინადადება დამოკიდებული წინადადებაა, მას დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა არ
შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ დავიწყებთ წინადადებას მთავარით თუ
დამოკიდებულით, მხოლოდ თუ მთავარით ვიწყებთ მაშინ მის შემდეგ სასვენი ნიშანი არ იწერება,
ხოლო თუ დამოკიდებულით დავიწყებთ მაშინ მის შემდეგ ვწერთ სასვენ ნიშანს- მძიმეს.

When I came, children had already slept. --------- Children had already slept when I came.
While mum was making dinner, the guests arrived.- The guests arrived while mum was making dinner.
She had published her first poem by the time she was eight.
When the police arrived, the thief had escaped.

You might also like