You are on page 1of 29

ქართული ენის სინტაქსი

ლექცია 4
რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge
სალექციო საკითხები
წინადადების მთავარი წევრები:
ქვემდებარე
შემსამენელი
პირდაპირი დამატება
ირიბი დამატება
შემასმენელი

• მარტივი შემასმენელი გადმოცემულია ზმნის პირიანი


ფორმით:

წერს, კითხულობს, ხატავს, ვდგავარ, გავზრდილვარ...

• შედგენილია შემასმენელი შედგება ზმნის პირიანი ფორმისა


და ბრუნებადი სიტყვისგან:

მოჭედილი იყო, მთა არის..


შედგენილი შემასმენლის სტრუქტურა
• სახელადი ნაწილი + ზმნური ნაწილი

• ზმნურ ნაწილად ძირითადად გვხვდება მესველი


გარდაუვალი ზმნები: არის, ჩანს, ჰყავს, აქვს, გახლავს, ღირს,
ბრძანდება, დაჯდა, ჰგონია...

• მე მასწავლებელი ვარ.
• ვაჟკაცი პირდაპირი უნდა იყოს.
• სათავეში ქართველია < ქართველი არის
• შედგენილი შემასმენელი შეიძლება გართულდეს დამხმარე
სიტყვებით, ნაწილაკებით, სიტყვათა შეკავშირებით:

• იგი შეწუხებული უნდა ყოფილიყო.

• შენ ლაჩარი ნუ იქნები.


უნდა გაირჩეს შედგენილი შემასმენელი
პერიფრასტული (აღწერითი) ვნებითისგან
შდრ.
• შედგენილი შემასმენელი:
ძმა ქალაქში გაგზავნილი არის / იყო / იქნება

• პერიფრასტული
ძმა ქალაქში გადაყვანილ იქნა / იქნება
ქვემდებარე

• ქვემდებარე ზმნის სუბიექტის ფარდი სახელია

• გამოიხატება სხვადასხვა სახელით: არსებითი, ზედსართავი,


რიცხვითი, ნაცვალსახელი, საწყისი, მიმღეობა.
ქვემდებარის სინტაქსური კონსტრუქცია ქართულში

1. ქვემდებარის ბრუნვები ქართულში

სახელობითი
მიცემითი
მოთხრობითი
გაიხსენეთ: როგორ ნაწილდება სუბიექტის ბრუნვები სერიების
გარდამავალი და გარდაუვალი ზმნებისთვის სერიების მიხედვით
ქვემდებარის სინტაქსური კონსტრუქციები
გარდამავალი ზმნის კონსტრუქციები
• ნომინატიური - ქვემდებარე სახელობითშია
მშენებელ-ი აშენებს სახლს

• ერგატიული - ქვემდებარე მოთხრობითშია


მშენებელ-მა ააშენა სახლი

• დატიური - ქვემდებარე მიცემითშია


მშენებელ-ს აუშენებია სახლი
ქვემდებარე გარდაუვალი ზმნის კონსტრუქციაში
ერთპირიანი ან ორპირიანი პასივები
ერთპირიანი ან ორპირიანი მედიოაქტივები

• ვნებითი გვარის მე-3 პირის ფორმასთან შეწყობილი ქვემდებარე


ყოველთვის სახელობითშია სამივე სერიაში - სესაბამისად,
კონსტრუქცია მხოლოდ ნომინატიურია.
იმალება კაც-ი
დაიმალა კაც-ი
დამალულა კაც-ი
• მედიოპასივის (საშუალ-ვნებითის) მე-3 პირის ფორმასთან შეწყობილი
ქვემდებარე ყოველთვის სახელობითშია ანუ კონსტრუქცია
ნომინატიურია:

ბავშვ-ი დგას

ბავშვ-ი დადგა

ბავშვ-ი მდგარა
მედიოაქტიური ზმნის ქვემდებარის კონსტრუქცია:

• მე-3 პირის ფორმასთან სეწყობილი ქვემდებარე დგას

I სერიაში - სახელობითში --------- ნომინატიური კონსტრუქცია


II სერიაში - მოთხრობითში--------- ერგატიული კონსტრუქცია
III სერიაში - მიცემითში -------------- დატიური კონსტრუქცია
• ამგვარი კონსტრუქციები გვაქვს იმ ზმნებთანაც, რომელთაც
დაკარგული აქვთ პირდაპირი ობიექტი:

• ბავშვ-ი შეხედავს დედა-ს


• ბავშვ-მა შეხედა დედ-ს
• ბავშვ-ს შეუხედავს დედისთვის

დატიური კონსტრუქცია სამივე სერიაში


უყვარს, მოსწონს, სძულს ტიპის ზმნების ინვერსიულობას გავიზიარებთ თუ არა,
ამაზეა დამოკიდებული მათი კონსტრუქციული გაგებას: არის დატიური თუ
არის ნომინატიური.

• ინვერსიულად გაგების შემთხვევაში კონსტრუქცია დატიურია


უყვარს დედას შვილი
შეუყვარდა დედას შვილი
შეჰყვარებია დედას შვილი

• თუ არ დავუშვებთ ინვერსიას, კონსტრუქცია ნომინატიურია


უყვარს შვილი დედას
შეუყვარდა შვილი დედას
შეჰყვარებია შვილი დედას
იცის და უწყის ზმნების თავისებური კონსტრუქცია

• წარმოშობით II სერიის ფორმებია, ამიტომ სუბიექტი / ქვემდებარე დგას


მოთხრობითში, ობიექტი- სახელობითში.

• ძველ ქართულის მეორე ხოლმეობითის (მე-2 სერია) კონსტრუქციამ


უცვლელად გადმოინაცვლა პირველში და შეიძინა აწმყოს გაგება.

• მე-2 სერია არა აქვს

• მე-3 სერიაში ენაცვლება: სცოდნია (ცოდნა) ზმნა


სინტაქსური ურთიერთობა ქვემდებარესა და
შემასმენელს შორის

• გარდამავალ ზმნასთან შეწყობილი ქვემდებარე ბრუნვაცვალებადია,


ამიტომ ზმნა მართავს ქვემდებარეს ბრუნვაში

• ქვემდებარე მართავს სემასმენელს პირში/ პირების მიხედვით ცვლის მას.

გარდამავალი ზმნით გამოხატულ ქვემდებარესა და შემასმენელს შორის


არის კოორდინაცია. ქვემდებარე კოორდინატია.
• გარდაუვალი ვნებითი გვარის ზმნებთან შეწყობილი ქვემდებარე
მართავს შემასმენელს პირში, მაგრამ თავად არ იმართვის ბრუნვაში-
უცვლელი რჩება.

ბავშვ-ი იმალება - ცალმხრივი მართვა ანუ სუბორდინაცია

• მედიოაქტივის შემთხვევაში კოორდინაციაა:

წყალ-მა იდუღა, წყალ-ს უდუღია


პირმიმართი დამატება
• პირდაპირი და ირიბი დამატებები - ზმნასთან შეწყობილი ობიექტების
ფარდი სახელი.

• პირმიმართი დამატებები ზმნაში აისახება შესაბამისი მარკერით.

• უპირისპირდება პირმიუმართავ დამატებას - უბრალო დამატებას,


რომელიც ზმნური აქტანტის გარეთ არის.

• პირდაპირი დამატება სინტაგმაში შედის ზმნასთან (უბრალო ამატება


ზმნიზედასთანაც).
პირდაპირი დამატება -
• ზმნის პირდაპირობიექტური პირის ფარდი სახელი
• სინტაგმაში შედის გარდამავალ ზმნასთან
• ბრუნვაცვალებადია
I სერია - მიცემითი, II და III სერიები - სახელობითი

მაგალითი:
განთიადი სლიდა ფრთებ-ს
განთიადმა გაშალა ფრთებ-ი
განთიადს გაუშლია ფრთებ-ი
პირდაპირი დამატება - დიდი კოორდინატია

კოორდინაცია - ორმხრივი მართვა


• პირდაპირი დამატება მართავს ზმნა-შემასმენელს პირში
• ზმნა-სემასმენელი მართავს პირდაპირ დამატებას ბრუნვაში
• პირდაპირი დამატება ნიშანს აჩენს მხოლოდ I და II პირსი, მე-III-ში
იმართება უნიშნოდ (პოტენციურად)

ის მ-აქებს მე
ის გ-აქებს შენ
ის 0-აქებს მას
მესამე სერია

• მესამე სერიაში პირდაპირი დამატება მართავს ზმნას


რეალურად, რადგან ზმნის წყობა ინვერსიულია და
პირდაპირი ობიექტი გამოიხატება სუბიექტის ნიშნით.
ირიბი დამატება
• ზმნის ირიბობიექტური პირის ფარდი სახელია

• ზმნას შეეწყობა ირიბობიექტურ პირად.

• ირიბ დამატებას უსუალოდ არ ეხება ზმნით გამოხატული მოქმედება

• ბრუნვაუცვლელია - ყველა სერიაში მიცემითშია.

• ირიბი დამატება შეეწყობა ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან


გარდამავალ ზმნა-შემასმენელს.
მაგალითები:

• ორპირიანი გარდაუვალი
ემალება დამნაშავე პოლიციელ-ს
დაემალა დამნაშავე პოლიციელ-ს
დამალვია დამნაშავე პოლიციელ-ს

• სამპირიანი გარდამავალი
უმალავს კაცი დამნაშავეს პოლიციელ-ს
დაუმალა კაცმა დამნაშავე პოლიციელ-ს
დაუმალავს კაცს დამნაშავე პოლიციელისთვის (უბრალო დამატება)

ირიბი დამატება მესამე სერიაში არ გვაქვს


• დამატება ქმნის ორგვარ ონსტრუქციას - ნომინატიურს
(სახელობითბრუნვიანს) და დატიურს (მიცემითბრუნვიანს).

• ირიბი დამატება ყოველთვის კოორდინატია

• ზმნა მართავს ირიბ დამატებას ბრუნვაში, ის ყოველთვის მიცემითშია,


მაგრამ საწყისი ბრუნვიდან გამოყვანილია.

• ირიბი დამატება მართავს ზმნას პირში.


ირიბი დამატების ბრუნვა საზიაროა პირდაპირი დამატებისა და
ქვემდებარის ბრუნვებთან, მაგრამ გარჩევა ადვილია

• ქვემდებარე მიცემითში მაშინ დგას, როცა შეეწყობა გარდამავალ ზმნას III


სერიაში. ამ დროს ირიბი დამატება ზმნის ფორმით არ არის
წარმოდგენილი.

• მიცემითში ერთმანეთს ხვდება პირდაპირი და ირიბი დამატება პირველ


სერიაში. მათ გასარჩევად ზმნა გადადის II სერიაში.
მსგავსება და განსხვავება ქვემდებარესა და დამატება-
ობიექტებს შორის

მსგავსება:

• ორივე მთავარი წევრია, წყვილის ცალებია, ზმნაში პირის ნიშნით არის


წარმოდგენილი, კოორდინატებია.

• გადმოიცემიან ერთი და იმავე მეტყველების ნაწილით

• დაესმით ერთი კითხვა.

• საერთო აქვთ ორი ბრუნვა (სახელობითი და მიცემითი).

• ზმნაში ასახულია თითოეული მათგანის პირიცა და რიცხვიც.


განსხვავება:

• ქვემდებარე - სუბიექტური პირის ფარდი სახელია, დამტებები - ობიექტური


პირებისა.

• ქვემდებარე შეეწყობა 1, 2 და 3-პირიან ზმნებს, დამატებები 2 და 3-პირიანებს.

• მოთხრობითი მხოლოდ და მხოლოდ ქვემდებარის ბრუნვაა.

• რამ კითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ ქვემდებარე მიუგებს.

• შედგენილი შემასმენელი მხოლოდ ქვემდებარესთან არის დაკავშირებული.

• ზოგადად, ქვემდებარის სინტაქსური ძალა აღემატება დამატებისას.


ლიტერატურა:

ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, მეხუთე გამოცემა,


2010.
ლ. გეგუჩაძე, ქართული ენა, სინტაქსის საკითხები, 2010.
ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის სინტაქსი. 1996.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge

You might also like