You are on page 1of 11

თანდებული

• თანდებული არის დამხმარე მეტყველების ნაწილი, რომელიც ახლავს სახელს


ამა თუ იმ ბრუნვაში.
• მას კითხვა არ დაესმის და წინადადებაში წევრი არ არის. ქართულში თანდებული
დაერთვის ხუთ ბრუნვას; მოთხრობითსა და წოდებით ბრუნვებს თანდებული არ
აქვს.
• თანდებული ჰქვია დამოუკიდებელი მნიშვნელობის უქონელ სიტყვას ან ბგერათა
კომპლექსს, რომელიც დაერთვის ამა თუ იმ ბრუნვის ფორმას და აღნიშნავს
მდებარეობას, მიმართულებას, დანიშნულებას, მსგავსებას და ა.შ.
• თანდებული ამყარებს მიმართებას სახელებს შორის ან სახელსა და ზმნას შორის.
• ქართულში თანდებული სახელს ყოველთვის ბოლოში ერთვის.
1
თანდებული

სახ. -ვით
მოთხ. X
მიც. -ვით,-თან,-ზე,-ში,\შორის,\შუა
ნათ. -თვის,-გან,-კენ,-თანავე. \წინ,\უკან,\მიერ,\გამო,\შესახებ,
\მიმართ,\ქვევით, \ზევით,\წინააღმდეგ.
მოქ. -დან,-ურთ
ვით. -მდე
წოდ. X

2
-ვით თანდებული
(აღნიშნავს მსგავსებას)
• ვით თანდებული სახელობითში გვხვდება მხოლოდ თანხმოვანფუძიანებთან.
მაგალითად: ლომ-ი-ვით, ძაღლ-ი-ვით.
• მიცემითში იგივე -ვით თანდებული გვხვდება მხოლოდ ხმოვანფუძიანებთან.
მაგალითად: მაგიდა-ს-ა-ვით, ია-ს-ა-ვით.
• მაგიდა (ფუძე) + ს (მიცემითი ბრუნვის ნიშანი) + ა (სავრცობი+ ვით (თანდებული)
• სავრცობი ოთხ ბრუნვაში ერთვის სახელს: მიცემითში, ნათესაობითში,
მოქმედებითსა და ვითარებითში!
• სწორია: ცხენ-ი-ვით და არა ცხენ-ს-ა-ვით
ბავშვ-ი-ვით და არა ბავშვ-ის-ა-ვით
3
-თან თანდებული
(აღნიშნავს ადგილს, სიახლოვეს)
• როდესაც -თან დაერთვის ხმოვანფუძიან სახელს, მაშინ მიცემითი ბრუნვის
ნიშანი
• -ს შენარჩუნებულია:

ხე-ს-თან; ტბა-ს-თან;
• როდესაც -თან დაერთვის თანხმოვანფუძიან სახელს, მიცემითი ბრუნვის ნიშანი
-ს იკარგება:

სახლ-ს-თან - სახლ-თან; მეგობარ-ს-თან - მეგობარ-თან

4
-ზე და -ში თანდებულები
(აღნიშნავენ ადგილს, მდებარეობას)

• ამ ორი თანდებულის დართვისას მიცემითი ბრუნვის ნიშანი -ს იკარგება ყველა


არსებით სახელთან:

სახლ-ს-ზე, მაგიდა-ს-ზე, წიგნ-ს-ზე, ამხანაგ-ს-ზე


• -ზე და -ში თანდებულების დართვისას მიცემითი ბრუნვის ნიშანი -ს მხოლოდ ორ
ნაცვალსახელშია შენარჩუნებული:

მა-ს-ში, ვი-ს-ში, მა-ს-ზე, ვი-ს-ზე.

5
შორის და შუა
(აღნიშნავენ ადგილს, მდებარეობას)

• მიცემითის თანდებულები: შორის და შუა იხმარება:


• ორ სახელთან: მთასა და მთას შორის/შუა
• მრავლობითში დასმულ ერთ სახელთან: მთებს შორის/შუა
• მხოლობითში დასმულ სახელთან, რომელსაც ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის
გამომხატველი სიტყვა მსაზღვრელად: ორ მთას შორის/შუა
• იგი მოითხოვს მიცემითი ბრუნვის ნიშანს ყველგან, გარდა ნაცვალსახელებისა:
ნივთებს შორის, სახლებს შუა, თაროებს შორის, ხეობებს შუა და ა.შ.

მ ა გ რ ა მ: ჩვენ შორის, მათ შორის, თქვენ შუა და ა.შ.


6
შორის და შუა ცალკე მდგომი თანდებულები
ორ ნაცვალსახელთან ერთად
• თუ ორი პირის ნაცვალსახელის გამოყენებას ვაპირებთ და მათგან ერთ-
ერთი მე ნაცვალსახელია, პირველ ადგილს ვუთმობთ პირველი პირის
ნაცვალსახელს. 
ერთადერთი სწორი გამოთქმაა: მე და შენ შორის, მე და მას შუა.
• თუ პირველი პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა, ამ შემთხვევაში მე-ს
ჩაენაცვლება ჩემ.
• შესაბამისად, სწორია:
• მე და შენ შორის/შუა ( და არა ჩემ და შენ შორის/შუა)
• მე და მას შორის/შუა ( და არა მას და ჩემ შორის/შუა)
• შენ და ჩემ შორის/შუა ( და არა შენ და მეს შორის/შუა)
7
ნაცვალსახელი და თანდებული ერთად
• თუ ნაცვალსახელი გამოხატავს კუთვნილებას, გამოიყენება მსაზღვრელად,
ამ დროს – ს საჭიროა!
• თუ ნაცვალსახელი პირისაა და მას მოსდევს თანდებული ( ცალკე მდგომი ან
შეერთებული), -ს საჭირო არაა!
• თანდებულიან პირველ და მეორე პირის ნაცვალსახელებს -ს ნიშანი არ
დაერთვის. შესაბამისად, სწორია:
• ჩემსკენ კი არა, ჩემკენ  
• შენსკენ კი არა, შენკენ  
• შენსგან კი არა, შენგან 
• ჩემს შესახებ კი არა, ჩემ შესახებ  
• ჩვენს გამო კი არა, ჩვენ გამო    
8
• -კენ ნათესაობითი ბრუნვის თანდებულია და მიცემითი ბრუნვის -ს ნიშანი ვერ
გამოვლინდება.
მართლწერა

• თუ ფუძე მთავრდება თ-ზე და მას ემატება -თან თანდებული ორი თ მოიყრის


თავს. მაგალითად: თითთან, კალათთან, საათთან;
• თუ ფუძე მთავრდება ზ-ზე და -ზე თანდებული ერთვის, ორი ზ მოიყრის თავს.
მაგალითად: ვაზზე, იალბუზზე, კოვზზე;
• თუ ფუძე მთავრდება შ-ზე და ემატება -ში თანდებული, ორი შ მოიყრის თავს.
მაგალითად: კომშში, ქიშმიშში, შიშში, ჯიხაიშში;

9
მართლწერა

არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოთ შეცდომად სავრცობიანი თანდებული ან


უსავრცობო - ორივე დაწერილობა სწორია!

სახლისთვის = სახლისათვის.
სახლისკენ = სახლისაკენ.
სახლისგან = სახლისაგან.

10
მართლწერა

• თუ წინადადებაში რამდენიმე სიტყვას ერთნაირი თანდებული ახლავს, მაშინ და კავშირის


წინ სახელს ექნება მხოლოდ ბრუნვის ნიშანი (სავრცობით) და ბოლო სახელს -
თანდებული.
მაგალითად: ქუთაისში,თბილისში და ბათუმში წვიმაა გამოცხადებული.
სწორია: ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში წვიმაა გამოცხადებული.

11

You might also like