You are on page 1of 3

საკუთარი სახელების ბრუნება

ადამიანის სახელები არ იკუმშება და არ იკვეცება.

ვაბრუნოთ სახელი - მარიამი :

მხოლობითი
სახელობითი მარიამ-ი
მოთხრობითი მარიამ-მა
მიცემითი მარიამ-ს
ნათესაობითი მარიამ-ის
მოქმედებითი მარიამ-ით
ვითარებითი მარიამ-ად
წოდებითი მარიამ

1. თანხმოვანფუძიანი სახელები არ იკუმშება, ხმოვანფუძიანი სახელები არ იკვეცება.


მაგ: ნესტან-დარეჯანის და არა ნესტან-დარეჯნის.

2. ადამიანის სახელს წოდებით ბრუნვაში არ აქვს ბრუნვის ნიშანი. წოდებითი


მიმართვის ფორმაა...

3. ადამიანის სახელს არ აქვს მრავლობითი ფორმა.

გვარის ბრუნება
ხმოვანფუძიანი ქართული გვარები, რომლებიც „ე“-ზე მთავრდება ნათ. და მოქ.
ბრუნვებში იკვეცება. მაგ:

მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი კობახიძე კობახიძე-ებ-ი
მოთხრობითი კობახიძე-მ კობახიძე-ებ-მა
მიცემითი კობახიძე-ს კობახიძე-ებ-ს
ნათესაობითი კობახიძ-ის კობახიძე-ებ-ის
მოქმედებითი კობახიძ-ით კობახიძე-ებ-ით
ვითარებითი კობახიძე-დ კობახიძე-ებ-ად
წოდებითი კობახიძე კობახიძე-ებ-ო

ხმოვანფუძიანი ქართული გვარები, რომლებიც „ა“-ზე მთავრდება მიც. და ნათ.


ბრუნვებში ერთნაირი იქნება(ს). მაგ:

მხოლობითი
სახელობითი დარჩია
მოთხრობითი დარჩია-მ
მიცემითი დარჩია-ს
ნათესაობითი დარჩია-ს
მოქმედებითი დარჩია-თი
ვითარებითი დარჩია-დ
წოდებითი დარჩია

თანხმოვანფუძიანი ქართული გვარები არ იკუმშება ანუ უკუმშველია. მაგ:


მხოლობითი
სახელობითი მამინაშვილ-ი
მოთხრობითი მამინაშვილ-მა
მიცემითი მამინაშვილ-ს
ნათესაობითი მამინაშვილ-ის
მოქმედებითი მამინაშვილ-ით
ვითარებითი მამინაშვილ-ად
წოდებითი მამინაშვილ-ო

გამონაკლისი
თანხმოვანფუძიანი ქართული გვარები არ იკუმშება გარდა 4 გვარისა : წერეთელი ,
მაჩაბელი, ახმეტელი, ამილახვარი.

მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი მაჩაბელ-ი მაჩაბლ-ებ-ი
მოთხრობითი მაჩაბელ-მა მაჩაბლ-ებ-მა
მიცემითი მაჩაბელ-ს მაჩაბლ-ებ-ს
ნათესაობითი მაჩაბლ-ის მაჩაბლ-ებ-ის
მოქმედებითი მაჩაბლ-ით მაჩაბლ-ებ-ით
ვითარებითი მაჩაბლ-ად მაჩაბლ-ებ-ად
წოდებითი მაჩაბელ-ო მაჩაბლ-ებ-ო

თუ საკუთარი სახელია მაგ: ახმეტელის თეატრი და არა ახმეტლის.

ქუჩის შემთხვევაში გამონაკლისი მოქმედებს : წერეთლის N2 და არა წერეთელის N2.

უცხოური სახელები
ხმოვანფუძიანი უცხოური სახელები „ე“-ზე არ იკვეცება და მიც. და ნათ ბრუნვებში
ერთნაირია.

მხოლობითი
სახელობითი მბაპე
მოთხრობითი მბაპე-მ
მიცემითი მბაპე-ს
ნათესაობითი მბაპე-ს
მოქმედებითი მბაპე-თი
ვითარებითი მბაპე-დ
წოდებითი მბაპე
სახელისა და გვარის ერთად ბრუნება
სახელი რჩება ფუძის სახით და გვარი იბრუნება. მაგ:

მხოლობითი
სახელობითი მარიამ კობახიძე
მოთხრობითი მარიამ კობახიძე-მ
მიცემითი მარიამ კობახიძე-ს
ნათესაობითი მარიამ კობახიძე-ის
მოქმედებითი მარიამ კობახიძე-ით
ვითარებითი მარიამ კობახიძე-დ
წოდებითი მარიამ კობახიძე

You might also like