You are on page 1of 5

კომპლექსური დავალების პირობა:

რამდენიმე წლის წინ ეთიოპიაში ვულკანმა ერტა ალემ


გამოიღვიძა და აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში 60 კმ-
იანი ნაპრალი გააჩინა, რასაც მეცნიერთა დიდი
დაინტერესება მოჰყვა. წარმოიდგინეთ.რომ ხართ იმ
გეოლოგიური ექსპედიციის წევრი,რომელიც ვულკან
ერტა ალეს შეისწავლის და დაგევალათ კვლევის
შედეგები პრეზენტაციის სახით გააცნოთ საკითხით
დაინტერესებულ საზოგადოებას.

თქვენს მიერ წარმოდგენილ ნაშროში ხაზგასმით


წარმოაჩინეთ (სწორედ ამ ორი უმთავრესი
კრიტერიუმის მიხედვით გასწორდება ნაშრომები.
გთხოვთ, მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და
დაიცვათ თანმიმდევრობა):
• რატომ მიმდინარეოს აფრიკის აღმოსავლეთ
ნაწილში სეისმურად აქტიური პროცესები
• როგორ აისახება რღვევის ზოლთან
დაკავშირებული სეისმოლოგიური პროცესების
გავლენა აფრიკის კონტინენტის სახეცვლილებაზე;

I ნაბიჯის კითხვები და დამატებითი


რესურსები (შეგახსენებთ, რომ ქვემოთ
ჩამოთვლილ კითხვებს უნდა უპასუხოთ
წერილობით (ვორდის ფაილში ან ფურცელზე) და
წარმოადგინოთ გაკვეთილზე, ასევე, გაეცნოთ
ყველა მითითებულ რესურსს. ასევე, შეგახსენებთ,
რომ ეს არის მოსამზადებელი ნაბიჯები საბოლოო
პროდუქტამდე, რომელიც იქნება პრეზენტაციის
სახით. წინ კიდევ II ნაბიჯი იქნება დასამუშავებელი):

კითხვები:
• როგორია დედამიწის შინაგანი აგებულების
სტრუქტურა?
• რა ქმნის ლითისფეროს?
• რა არის რელიეფი?
• რომელია რელიეფის ძირითადი ფორმები?
• რა არის ტექტონიკა?
• რა არის მიწისძვრა, ვულკანი?
• რას უწოდებენ ენდოგენურ პროცესებს?
• რომელი რელიეფის ფორმები გვხვდება
აფრიკაში?
• რა არის ჰიპოთეზა?
• რა იცი ლითისფეროს ფილების შესახებ?
• რა ერქვა უძველეს კინტინენტს და როგორ
იცვლებოდა მილიონობით წლის განმავლობაში?
• როგორ წარმოიშვა თანამედროვე კონტინენტები?
• რატომ გვხვდება სეისმურად აქტიური ზონები
დედამიწაზე?
• რომელია აფრიკის სეისმურად აქტიური ზონა?
• რა არის რიფტი?
• რა არის გრაბენი?
• სად მდებარეობს აფრიკის რიფტული რღვევის
ხაზი?
• რელიეფის რომელ ფორმებთან არის
დაკავშირებული სეისმურად აქტიური ზონა?
• რას უწოდებენ მინერალურ რესურსებს?
• რა არის ტბა?
• როგორ იყოფა ტბების ქვაბულები წარმოშობის
მიხედვით?
• როგორი წარმოსობისაა აფრიკის რიფტული
რღვევის ზოლში არსებული ტბების ქვაბულები?
• რატომ ემთხვევა ვულკანების გავრცელება
სეისმურად აქტიურ ზონას?
• რამ განაპირობა აღმოსავლეთ აფრიკის
რიფტული რღვევის წრმოქმნა?
• როგორ გამოიყენებ მიღებულ ინფორმაციას
პრეზენტაციის შექმნის დროს?

რესურსები:
სახელმძღვანელო
ნაწილი პირველი.
• § 10, გვ. 44-50
ნაწილი მეორე
• § 27 (გვ. 7-10)
• § 29 (გვ. 16-21)
1) https://www.youtube.com/watch?v=CmCi-Ef3FTE
2) https://www.youtube.com/watch?v=JZc-dGnEK4Q
(დანარჩენი 2 ფაილი ცალკეა გადმოგზავნილი)

II ნაბიჯი
რესურსი:
https://www.youtube.com/watch?v=JZc-dGnEK4Q

კითხვები:
• აფრიკის რომელი ნაწილი შეიძლება
გამოეყოს კონტინენტს?
• დღევანდელი აფრიკის კონტინენტის
რომელ ქვეყნებს მოიცავს ეს ტერიტორია?
• როგორ ცვლის სეისმური პროცესები და
დედამიწის ქერქის მუდმივი რყევა
გეოგრაფიულ გარემოს?
• როგორ შეიძლება შეიცვალოს აფრიკის
კონტინენტის რელიეფი ?
• როგორ ასახავ პრეზეტაციაში აფრიკის
კონტინენტის სახეცვლილებას?

You might also like