You are on page 1of 2

მხოლობითი და

მრავლობითი რიცხვი
არსებითი სახელი მხოლობით რიცხვშია მაშინ,  თუ ის არისი თვლადი და
გამოხატავს მხოლოდ ერთ საგანს. მაგ: a chair (სკამი), a child (ბავში) , a computer
(კომპიუტერი)

მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელი  უნდა იყოს თვლადი და


გამოხატავდეს ერთზე მეტ საგანს. მაგ. chairs (სკამები), children (ბავშვები),
computers (კომპიუტერები).

ინგლისურში მრავლობითი რიცხი იწარმოება სხვადასხვანაირად:

1,  მხოლობითი რიცხვის ფორმას ემატება “s”                                                              


მაგ: girl- girls, ball-balls, pen- pens

2. თუ არსებითი სახელი ბოლოვდება  s, ss, sh, ch, x, z o , მაშინ მხოლობითი


რიცხვის ფორმას ემატება “es”.      მაგ: box- boxes, bench- benches, class- classes

გამონაკლისი, როცა  “o” -ზე დაბოლოებულ სიტყვას ემატება “s” და არა “es”      
video- videos, photo-photos, radio-radios, zoo – zoos, stereo – stereos, kangaroo –
kangaroos, casino-casinos, piano-pianos, kimono-kimonos.

3. თუ სიტყვა ბოლოვდება “y” ზე და მის წინ არის თანხმოვანი, მრავლობითი


რიცხვის წარმოებისას “y” შეიცვლება “i”-თი და დაემატება “es” – გექნება “ies”
დაბოლოება.                      მაგ: baby– babies;  lady- ladies.

მაგრამ თუ “y” -ს წინ ხმოვანია, მაშინ მას ჩვეულებრივ “s” დაემატება.                  


მაგ: boy-boys, day- days.
4. თუ სიტყვა ბოლოვდება “f” ან  “fe” -ზე, მრავლობითი რიცხვის წარმოებისას
“f”, “fe” შეიცვლება “v”- თი და დაემატება “es” – გვექნება  “ves” დაბოლოება.      
მაგ:  wolf- wolves, wife- wives                                                                                            
გამონაკლისი, როცა “f” არ იცვლება და ისე ემატება “s”. ესენია : chief (უფროსი)
– (უფროსები) , roof (სახურავი) – roofs (სახურავები), cliff (კლდე) –  cliffs
(კლდეები), handkerchief (ცხვირსახოცი) –  handkerchiefs (ცხვირსახოცები), safe
(სეიფი) – safes (სეიფები)

5. ინგლისურ ენაში გვაქვს არაწესიერი არსებითი სახელები, რომლებიც


მრავლობით რიცხვს აწარმოებენ ან ფუძისეული ხმოვნის შეცვლით, ან “en”
სუფიქსის დართვით. ასეთი არაწესიერი არსებითი სახელები საზეპიროა.
ესენია:

man (კაცი) -men (კაცები) , woman (ქალი) – women (ქალები), goose (ბატი) -geese
(ბატები), foot (ფეხის ტერფი) -feet (ფეხის ტერფები) , tooth (კბილი) – teeth
(კბილები), mouse (თაგვი) -mice (თაგვები) , louse (ტილი) -lice (ტილები) , penny
(პენი, ფულის ერთეული) – pence (პენსი, ფულის ერთეული),  person- people, ox
(ხარი) -oxen (ხარები), child (ბავშვი) – children (ბავშვები)

ინგლისურ ენაში ფორმას არ იცვლის 3 სიტყვა :


fish –fish
sheep-sheep
deer – deer
და თუ მაინც გვხვდება fishes ეს ნიშნავს თევზთა ნაირსახეობას და არა
მრავლობითობას.

You might also like