You are on page 1of 6

DEUTSCHE

GRAMMATIK
ALPHABET
Aa ა
Bb ბე
Cc ცე
Dd დე
Ee ე
Ff ეფ
Gg გე
Hh ჰა
Ii ი
Jj იოტ
Kk ქა
Ll ელ Ää a umlaut
Mm ემ Öö o umlaut
Nn ენ Üü u umlaut
Oo ო ß eszet
Pp პე
Qq ქუ
Rr ერ
Ss ეს
Tt თე
Uu უ
Vv ფაუ
Ww ვე
Xx იქს
Yy იპსილონ
Zz ცეტ
წერისა და წარმოთქმის წესები
უცხო ენის დაუფლებისათვის აუცილებელია: ლექსიკის, გრამატიკის და
ფონეტიკის შესწავლა.
გერმანულ ენაში 40 სამეტყველო–ბგერითი ერთეული ანუ ფონემაა; მათ
გრაფიკულად გამოსახატავად გამოიყენება 26 ასო. რადგან ლათინურის
26 ასო არ არის საკმარისი გერმანული ფონემების აღსანიშნავად,
ამისათვის ზოგიერთი თანხმოვნის გამოსახატავად იყენებენ
ასოთშეთანხმებებს. ასეთებია:

ch – a , o, u ხმოვნების შემდეგ იკითხება როგორც „ხ“.


მაგ: das Buch - წიგნი, hoch - მაღალი;

„i“-სა და „e“-ს მეზობლობაში კი წარმოითქმის როგორც „ჰ“


Ich მე , die Milch რძე , das Mädchen გოგონა

ig – სუფიქსი სიტყვის ბოლოს იკითება როგორც „იჰ“


მაგ: lebendig - ცოცხალი, fertig - მზად, Zwanzig - ოცი, wenig - ცოტა

ck – იკითხება როგორც „კ“


მაგ: die Ecke - კუთხე , die Decke - ჭერი

chs – იკითხება როგორც „ქს“


მაგ: wachsen - ზრდა , sechs - ექვსი

sch – იკითხება როგორც „შ“


მაგ: die Schule - სკოლა, schon - უკვე, schnell - სწრაფად,

tsch - იკითხება როგორც „ჩ“


მაგ: das Deutsch -გერმანული das Deutschland – გერმანია

sp - იკითხება ფუძის დასაწყისში როგორც „შპ“ , ხოლო ფუძის შუაში


როგორც „სპ“
მაგ: spielen - თამაში , die Sprache - ენა, der Sport - სპორტი
der Aspirant - ასპირანტი die Wespe - ბზიკი

st - ფუძის დასაწყისში იკითება, როგორც „შთ“ , ხოლო ფუძის შუაში და


ბოლოში როგორც „სთ“
მაგ: stehen - დგომა , der Stuhl - სკამი , die Angst- შიში
th - იკითხება, როგორც „თ“. მაგ: das Thema, das Theater
tz - იკითხება, როგორც „ც“. მაგ: sitzen-ჯდომა, trotzig–ჯიუტი

pf - იკითხება, როგორც „პფ“.

მაგ: pflegen-მოვლა , die Pflanze–მცენარე, das Pferd–ცხენი

ph - იკითხება, როგორც რუსული „ф”. მაგ: die Phonetik, die Philologie

tion - გვხვდება ლათინური წარმოშობის სიტყვებში, იგი იკითხება,


როგორც „ციონ“. მაგ: die Delegation, die Revolution

qu - იკითხება, როგორც „კვ“.


მაგ: das Quadrat-კვადრატი , die Quitte–კომში , der Quark–ხაჭო ,
die Qual–ტანჯვა ,das Quartett –კვარტეტი

ng - იკითხება როგორც „ნგ“.


მაგ: die Zeitung-გაზეთი , jung–ახალგაზრდა , eng–ვიწრო

nk - იკითხება, როგორც „ნქ“.


მაგ: krank-ავად ,der Dank–მადლობა , der Onkel –ბიძა

h – იკითხება ფუძის დასაწყისში როგორც „ჰ“ , ხოლო ფუძის შუაში და


ბოლოში არ წარმოითქმის და წამოადგენს წინა ხმოვნის სიგრძის ნიშანს.
მაგ: haben-ქონა, ყოლა, das Haus–სახლი, das Haar–თმა
der Hund–ძაღლი, das Ohr–ყური , die Uhr–საათი ,

S - ფუძის დასაწყისში ან ორ ხმოვანს შორის იკითება როგორც „ზ“,


სიტყვის ბოლოს ან თანხმოვნებს შორის როგორც „ს“

მაგ: die Sonne-მზე, lesen–კითხვა, suchen-ძებნა , das Salz–მარილი


die Maus–თაგვი, das Eis–ყინული , Das Gras–ბალახი, das Obst–ხილი

ss - იწერება ორი ხმოვნის შუაში და იკითხება როგორც „ს“


მაგ: das Wasser–წყალი , wissen–ცოდნა , die Klasse–კლასი

R - წარმოითქმის როგორც „ღ“ სიტყვის თავში თუ მის წინ დგას


თანხმოვანი ან ორ ხმოვანს შორის
მაგ : Der Rock ქვედაბოლო Die Frage შეკითხვა ,
თუ „R“ ს წინ დგას ხმოვანი და ის სიტყვის შუაშია იკითხება როგორც
ყრუ „რ“ ანუ გამოკვეთილად არ წარმოითქმის
მაგ: Die Antwort პასუხი antworten პასუხობა

თუ „R“ ს წინ დგას ხმოვანი და ის სიტყვის ბოლოშია იკითხება


როგორც„ა“
მაგ: die Mutter დედა, der Bruder ძმა, die Tür კარები .

ß (ესცეტი) – იკითხება როგორც „ს“. მას არასდროს არ ვწერთ სიტყვის


დასაწყისში, ß ხშირად იწერება სიტყვის ბოლოში ss- ის მაგივრად
მაგ: die Straße-ქუჩა süß–ტკბილი

V (ფაუ) –გერმანულ სიტყვებში იკითხება როგორც რუსული „ф“.


მაგ: der Vater–მამა der Vogel– ჩიტი

ხოლო უცხოური წარმოშობის სიტყვებში იკითხება როგორც „ვ“


მაგ: das Verb-ზმნა, die Vase–ვაზა der Vulkan–ვულკანი, die Ovation–
ოვაცია

გერმანული ხმოვნები გრაფიკულად გამოიხატება ასოებით: a, e, i, o და u,


გარდა ამისა გერმანულში არის უმლაუტიანი ხმოვანი ფონემები ä, ö ,ü
და დიფტონგები ( ორხმოვანა ) ei, eu , äu და au

ä - წარმოითქმის როგორც „ე“.


მაგ: der Bär–დათვი die Ärztin ექიმი ქალი

ö – წარმოითქმის როგორც რუსული „ë“


მაგ: schön–ლამაზი die Lösung–ამოხსნა, der Löwe–ლომი

ü – წარმოითქმის როგორც რუსული „ю“.


მაგ: die Übung-სავარჯიშო , über–ზევით , überal– ყველგან .

გერმანული ხმოვნები სხვადსხვა პოზიციაში შეიძლება იყოს გრძელი და


მოკლე. ხმოვანთა სიგრძე–სიმოკლეს სიტყვათაგანმასხვავებელი
მნიშვნელობა აქვს. მაგ:
die Stadt-ქალაქი der Staat - სახელმწიფო

das Bett-საწოლი das Beet-ბოსტნის კვალი


füllen-ავსება(ავსებს),შევსება fühlen–გრძნობა,შეგრძნება

die Mitte-შუა, შუა ადგილი die Miete-ქირა

bitten-თხოვნა,(ითხოვს) bieten-შეთავაზება

ei - წარმოითქმის როგორც „აი“.


მაგ: mein-ჩემი , die Meinung-აზრი, შეხედულება

au - წარმოითქმის როგორც „აუ“.


მაგ: die Frau-ქალი , der Raum - სივრცე, ადგილი, ფართობი

eu - წარმოითქმის როგორც “ოი“.


მაგ:heute–დღეს euer–თქვენი

äu - წარმოითქმის როგორც „ოი“.


მაგ: die Bäume-ხეები , das Gebäude–შენობა

You might also like