You are on page 1of 2

ძირი,ფუძე, ფლექსია

სიტყვის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია : ძირი, ფუძე და


ფლექსია.ლექსიკური მნიშნელობის გამომხატველ მორფემას, რომელიც
აღარ იშლება მასზე უფრო მცირე მორფემად, ძირი ეწოდება. სიტყვა
შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ძირისგან,მაგალითად : ქართულში-ძმა,
და, ცა; რუსულში-брат, стол, конь; ინგლისურში-dog, cat, table. მაგრამ
ყველა სიტყვა მხოლოდ ძირით არ გამოიხატება.ლექსიკური მორფემა
ორგვარია- ბაზისური და დერატივი. ბაზისური ლექსიკური მორფემა
ძირად განიხილება, ხოლო მისი დერიგატი ფუძედ. დერატივი
ყოველთვის გულისხმობს სადერივაციო საშუალებებს,ანუ დერივაციულ
მორფემებს,ისინი კი ბაზისური ლექსიკური მორფემებისგან ახალი
ლექსიკური მნიშვნელობის მქონე დერივატებს აწარმოებენ. ( ფული-
ფულიანი, ცხენი-ცხენოსანი).როგორც ძირეული მორფემები,ისე მათი
დერეივებიც დაირთავენ ფლექციას,ანუ რელაციურ მორფემას,რომლებიც
სიტყვას უცვლის არა ლექსიკურ ,არამედ გრამატიკულ მნიშვნელობას
( მაგ.: კაც-ი, კაც-მა, კაც-ს და ასე შემდეგ).
დერივაციული და რელაციური მორფემები გრამატიკული მორფემებია.
დერივაციულ მორფემებს ახალი ლექსიკური ერთეულების წარმოებას
გარდამავალი საფეხური უკავია სემანტიკისა და მორფოლოგიის შერის:
თვითონ დერივაციული მორფემები განიხილება მორფოლოგიაში,ხოლო
მათ მიერ წარმოქმნილი ლექსიკური ერთეულები-სემანტიკაში. ამრიგად
გამოიყოფა მორფემთა სამი ტიპი: ლექსიკური,დერივაციული და
რელატიური. აქედან დერივაციული და რელატიური გრამატიკული
მორფემებია,საერთოდ გრამატიკულ მორფემას აფიქსს უწოდებენ. აფიქსი
გაირჩევა მდებარეობის, ადგილის და დანიშნულების მიხედვით.
ადგილის მიხედვით გაირჩევა: პრეფიქსები, სუფიქსები, ინფიქსები.
• პრეფიქსები ეწოდება ისეთ აფიქსს,რომელიც წინიდან დაერთვის
ძირს. მაგალითად პირის ნიშნები ქართულში: ვ-ხატავ, გ-წერ,მ-წერ
და სხვა.
• სუფიქსები ეწოდება ძირის შემდეგ მოთავსებულ
აფიქსებს,მაგალითად: ხატ-ავ-ს, ქალაქ-ურ-ი.
• ინფიქსი ეწოდება აფიქს,რომელიც ძირის შიგნით არის ჩართული,
მაგალითად: კლ-ვ-ა კ-ვ-ლ-ა. ინფიქსის უფრო რთული
სახეობებიც არსებობს ,მაგალითად:
• ტრანსფიქსები,ასე უწოდებენ,რადგანაც გამსჭრალავენ მთელ ძირს
თავიდან ბოლომდე.განსაკუთრებით გავრცელებულია
არაბულში.მაგალითად, ktl – “კვლა“თუ აკტივია ,პერფეკტში katala
იქნება,თუ პასივი, მაშინ kutila.
• ცირკუმფიქსი საერთოდ ცალკე გამოიყოფა,ეს ისეთი
აფიქსია,რომელიც სიტყვის ძირზე ირგვლივ არის
შემოხვეული,საკმაოდ გავრცელებილია ქართულში,მაგალითად:
სა-ქათმ-ე, მე-ღვინ-ე.
აფიქსთა კლასიფიკაცია ადგილმდებარეობის მიხედვით
(ა.ჩიქობავას მიხედვით)
აფიქსთა სამი ტიპი გამოიყო აფიქსთა დახასიათებისას ფუნქციის
მიხედვით. აფიქსები შეიძლება შეიძლება დავახასითოთ
ადგილმდებარეობის მიხედვითაც. განზაზღვრავენ პრეფიქს, სუფიქსსა
და ინფიქსს.
აფიქსის ადგილმდებარეობის გასარკვევად დაგვეხმარება მარტივი
ფუძე(ძირი) და არა ნაწარმოები ფუძე.
1. პრეფიქსი (ლათ. Praefixum; „წინ დართული“)რომელიც ძირს წინ
უძღვის. მაგალითად: ვ-მუშაობ, გ-თხოვთ.
2. სუფიქსი ( ლათ.suffixum; „ბოლოს დართული“)- აფიქსი,რომელიც
ძირს იქეთ მდებარეობს. მაგალითად: ვმუშა-ობ, გთხოვ-თ.
მაგრამ როგორც ავტორი ამბობს ეს არასწორია,რომ სუფიქსი სულ
ბოლოს დაერთვის ძირს და სინამდვილეში ძალიან ხშირად
ბოლოში არ არის
3. ინფიქსი ( ლათ.infixum; „შიგ ჩართული“)-აფიქსი,რომელიც შიგ
ჩაერთვის მარტივ ფუძეს(ძირს), მაგალითად: ხვნა, კვლა, დაძვრა.
ინფიქსი ვ ფონეტიკური მიზეზების გამო ძირეულ თანხმოვნბის
შორის მოქცეული დარჩა.
სიტყვაში შეიძლება გვქონდეს: მხოლოდ ერთი პრეფიქსი,მხოლოდ ერთი
სუფიქსი( ამხანაგ-ს,წიგნ-მა)... ერთი პრეფიქსი და ერთი სუფიქსი( ვ-არ-
თ, ხ-არ-თ, ვ-მუშა-ობ)... ერთზე მეტი პრეფიქსი და სუფიკსი: სა-თა-ურ-ი,
და-სა-თა-ურ-ებ-ა და სხვა. ხშირად პრეფიქსებად თვლიან მხოლოდ
პირველ აქფიქს და სუფიქსად-უკანასკნელს და რაც დარჩა
კლასიფიცირდება,როგორც ინფიქსი,რაც არაა სწორი. როდესაც აფიქსებს
ვახასიათებთ ადგილმდებარეობის მიხედვით საორიენტაციო წერტილი
უნდა იყოს მარტივი ფუძე(ძირი),მხოლოდ მის მიმართ უნდა გაირკვეს,რა
უძღვის წინ, რა მოსდევს მას და რა არის მის შიგნით ჩართული.

You might also like