You are on page 1of 1

ადამიანი გაზეთის სვეტში (შინაარსი)

ნაწარმოები იწყება ალუზიით, რომელიც მოშველიებულია მათეს სახარებიდან, ერთ-


ერთი უფლის იგავიდან. გმირი ამ შემთხვევაში თბილ ხნულზე დავარდნილი
მარცვალია. საუბარია სიკვდილის სიკვდილზე და მის წინაშე ადამიანის სისუსტეზე.
თვალებზე მას ბუნდი ეკვრება და ვეღარ არჩევს ადამიანებს უსულო საგნებისგან.
ადამიანი იმ ქვეყანას ჰგავს სადაც ის ცხოვრობს და მხოლოდ ნამდვილი ადამიანები
გაწირავენ თავს სამშობლოსთვის. მონობა არის სულის სიმძიმე და არა სხეულის, ის
ადამიანიც მონაა ვინც სხვას თავისუფლებას ართმევს. ბედნიერია ის ვინც სიმართლეს
ხედავს.. ხიმენესი სისხლის გუბეში წევს და თითქოს ხიდივითაა გადებული
დასასჯელებს და დამსჯელებს შორის, ეს ალბათ სიკეთის და სიბოროტის ხიდია.
ჯარისკაცის ცხოვრება მალე დასრულდება.. სიკვდილის წინ სიცოცხლე ყველაზე მეტად
სწყურია, ენატრება დედა და თავისუფლება მისი კალთვის ქვეშ. ხიმენესი ბედნიერია თუ
მისი სიკვდილით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაარჩინა. მისი სიკვდილის
ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ის არის რომ სხვისი სიცოცხლე დაგაერჩინა. ის მოწყდა
ქვეყანას რადგან მისი სულიერი ფასეულობები არ შეესაბამებოდა სამხედრო
წესდებას.ნაწარმოების გმირი კვდება მხოლოდ ერთი იმედით, რომ ბოროტის გვერდით
არის კეთილიც, რომ ბოლო ჟამს სიკეთემ და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო
მისი სიკვდილი, მხოლოდ გმირული თანადგომაა პანამელ პატრიოტთა და იმედი აქვს,
რომ ეს საქციელი სამაგალითო იქნება სხვათათვის, მათ აზრზე მოიყვანს და
გამოაფხიზლებს.

You might also like