You are on page 1of 15

ანა ლომიძე IV კურსის სტუდენტი (ბაკალავრი)

სიყვარულის ანტიკური-რენესანსული გაგება(პლატონი-შ.რუსთაველი)

პლატონური სიყვარული დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. იგი იყო და არის


აღიარებული, როგორც სიყვარულის იდეალური ფორმა.ადამიანთათვის იგი ბაძვის
ობიექტია. უძველეს ანტიკურ დროში და დღემდე ლეგენები დადიოდა პლატონურ
სიყვარულზე. მასზე წერდნენ რომანებს, პოემებს.წყვილს უსურვებდნენ, რომ ასე
ყვარებოდათ, რადგან მხოლოდ ეს იყო ჭეშმარიტი მისაბაძი სიყვარულის გზა.
პლატონური სიყვარულის იდეა ჩაქსოვილია შ. რუსთაველის ,, ვეფხისტყაოსანში“.
თავად ნამდვილ ეროსზე საუბარია პლატონის ,, ნადიმში“. ახალგაზრდა ტრაგიკოსი
აგათონი ნადიმს იხდის გამარჯვების აღსანიშნავად. ამ ნადიმზე იკრიბებიან და
სიყვარულზე საუბრობენ. ნადიმზე არიან ფედროსი, სოფისტი პავსანია, ექიმი
ერიქსიმახოსი, კომედიოფრაფი არისტოფანე, ტრაგიკოსი აგათონი, სოკრატე და
ალკიბიადე.პლატონის აზრით სიყვარული სამყაროს ერთიანობის მთავარი
პრინციპია, ჰარმონიის, სიკეთისა და მშვენიერების წყარო. ,, ერთი მრავალია და
სიყვარულის წყალობით მრავალი ერთიო“ (გვ 13 პლატონი, ,,ნადიმი“ 1964)
სიყვარული წარმართავს ყოველივე სასრულს უსასრულოსა და
წარუდინებელისაკენ.სიყვარული წყურვილია უკვდავებისა.ეუბნება დიოტიმე
სოკრატეს.იგი სამყაროს სასიცოცხლო იმპულსია. პარ ,, უსიყვარლოდ არ არსებობს
არც სილამაზე, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ’’. სამყაროს
ამოძრავებს ეს ძალა. ნადიმში საუბარია ნამდვილ მიჯნურობაზე, ეროსზე.,, ეროსი
დიდი ღმერთია და მრავალ მიზეზთა , უპირველეს ყოვლისა კი მისი წარმოშობის
გამო, ყველაზე საოცარიც ღმერთთა და კაცთა შორის“(გვ 17
პლატონი , ,,ნადიმი’’1964). ეროსი უძველეს ღმერთთა რიცხვს ეკუთვნის, იგი
უდიდეს სიკეთესაც გვანიჭებს. მიჯნურის ჭვრეტა უსათუოდ ბედნიერების
მომნიჭებელია. შ. რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანში’’ წერს: ,,შორით ბნედვა, შორით
დაგვა, შორით კვდომა“.,,ჰესიოდეს თანახმად ეს ორი იშვა პირველად მიწა და
ეროსი’’.(პლატონი ,,ნადიმი’’ 1964, გვ 17)პარმენიდე ამბობდა, რომ უკვდავთა შორის
მან ეროსი შექმნა პირველად. სიყვარულს ადამიანი ჭეშმარიტ გზამდე
მიჰყავს(პლატონი ,,ნადიმი’’ 1964) ყველაზე უფრო ჯაბანსაც გმირულ სულს
შთაბერავს ხოლმე. მიჯნური ათასწილ არჩევდა ბრძოლაში დაცემულყო ვიდრე
მარტო დაეგდო სატრფო გასაჭირში ,, ხამს მიჯნურთათვის ველად გაჭრა“.ეროსი
საგმირო საქმეებისკენ აღაგზნებს მიჯნურს.მხოლოდ შეყვარებულებს შეუძლიათ
ერთმანეთისთვის თავი დადონ. ეროსი ადამიანებს ყველაფერს ავიწყებს,
აკეთებინებს ენით აღუწერელ ქმედებებს, ,,მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავთა
გრძნობის გამოთქმა“.ალკესტიდამ, პელეასის ასულმა არჩია სიკვდილი მეუღლის
გულისთვის მას მეუღლე საკუთარ მშობლებზე მეტად უყვარდა. უმისოდ ლხინი
ჭირად გარდაექცა. შოთა წერდა, რომ დავუძლუედი მიჯნურთათვის, სხვა წამალი
არსით არის, ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი.ალკესტიდას საქციელმა ისე
მოხიბლა უკვდავები, რომ პელასის სულის თავდადებით აღფრთოვანებულმა
ღმერთებმა გამოიწვიეს ჰადესიდან იგი.(გვ 19 პალტონი ,,ნადიმი’’1964) ჩნდება
კითხვა: რატომ უჩნდებათ მიჯნურთ, ან ცოლ-ქმარს სიკვდილის სურვილი, თუ მათი
მეორე ნახევრები კვდებიან? ამის პასუხს ისევ ,,ნადიმში’’ უნდა
ვეძებდეთ.თავდაპირველად ადამაინი იყო ერთი არსი.დედა-კაცი და მამა-კაცი არ
არსებობდა უბრალოდ არსებობდა კაცი, რომელიც ღმერთის უნიკალური ქმნილება
იყო.ადამიანებს ცოდვებმა უწიათ, ამიტომ ღმერთმა ისინი გააცალკევა ორ სქესად და
ამის მერე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი შრომით ეპოვნა საკუთარი მეორე
ნახევარი.მას მერე ადამიანები დაძრწიან რათა შეიერთონ თავისი ,,მეორე“. ზოგო
პოულობს მას ზოგი ვერა ვკითხულობთ:,, იქნებ თქვენ გსურთ ერთარსად ქცევა, რათა
ვერც დღემ ვერც ღამემ ვეღარ გაგყაროთ?,,(პლატონი, ,,ნადიმი’’1964 გვ 2).ორი
არსებიდან ხდება ერთი არსების მიღება.ორ სხეულში ერთი სული სუფევს,ასეც
შეიძლება ითქვას ვითარცა ერთი სული ორ სხეულში.ასეთ წყვილს ჰადესიც ისე
მიიღებს , როგორც ერთ აჩრდილს. სურვილს ამ მთლიანობისას და მისკენ ლტოლვას
სიყვარული ჰქვია სახელად.ეურჩო ეროსოს ნებას ნიშნავს ღმერთის რისხვა დაიტეხო
თავს.ვინცა ღმერმა შეაერთოს , კაცნი ნუ განაშორებენ.თითოეული ჩვენგანი
ქამაბალასავით შუალ გაჭრილი კაცის ქსიმბობლონს წარმოვადგენს
პლატონის ,,ნადიმი“ მიხედვით. იგი მთელის ნახევარია და ამიტომაც დაეძებს
გამუდმებით თავისივე ქსიმბობლონს.გამოდის, რომ სანამ ადამიანთა მეორე ნახევარი
ცოცხალია , ისინი თავს კარგად გრძნობენ, მაშიაც კი თუ არ უპოვიათ და არ
იცნობენ.როდესაც მათი ე, წ ,,ვაშლის’’ მეორე ნაწილი მოკვდება მათ ეუფლებათ
სიცარიელის გრძნობა. წარმოიდგინე ეს ისეთი შეგრძნებაა, როგორც უხერხემლო
ადამიანი. მათ უჩნდებათ დანაკარგის გრძნობა, თითქოს საყრდენი წაართვეს,
რომლითაც ისინი ცოცხლობდნენ, სუნთქავდენენ. მათი არ არსებობის შემთხვევაში
შეუძლებელია სიცოცხლე, რადგან ის ადამაინთა ფაზლის ნაწილია. თუ ნახევარს
დამჭერი, შემავსებელი არ ეყოლება, იგი დაიწყებს გაუარესებას, რეგრესს.ყველას
სჭირდება საკუთარი საყრდენი.მისი სიკვდილით კვდება ადამიანთა გული,
სული.როგორც ავღნიშნე წყვილთა შეერთების შემთხვევაში ორ სხეულში ერთი
სულია. თუ ერთი ცალი ნახევარი მოკვდება, მას თან მიაქვს სული.უსულო ადამინის
სიცოცხლე წარმოუდგენელია , იგი თითქმის მკვდარია, ამიტომ მიჯნურნი ირჩევენ
სიკვდილის გზას, რათა გაექცნენ ამ საშინელ, ცარიელ რეალობას.სიკვდილი მათთვის
ტანჯვისგან განსვენების გზაა.ადამიანი უსულოდ ვერ იციცხლებ, ასეთი სიცოცხლე
ნამდვილი ჯოჯოხეთია ამიტომ ისინი თავს წირავენ საკუთარი
სიყვარულისთვის.მშვენიერების ქალღმერთი არის აფროდიტე.ნადიმის თანახმად
არსებობს ორგვარი აფროდიტე.ერთი არის ნამდვილი , უბიწო , მარადიული
სიყვარულის ქალღმერთი.მეორე არის ხორციელი ვნებებზე აყოლილი სიყვარულის
ღმერთი.(პლატონი ,,ნადიმი’’ 1964 გვ 21) ეროსი მოგვიწოდებს ვესწრაფვოთ წმინდა
სიყვარულის გზას.ასეთი სიყვარული მარადიულია, რადგან ხდება ადამიანის სულის
შეყვარება, ხორციელი სილამაზე წარმავალია.ნამდვილი სიყვარული ადამიანს უნარს
აძლევს განსჭვრიტოს იდეათა სამყარო. სულის სიყვარული არის დიდი სათნოება
უმშვენიერესი რამ. რუსთაველი ამბობდა: ,,იგი სხვაა სიძვა სხვაა“.ნამდვილის
მიჯნურობა სულის თვისებაა და იგი აღწევს უკვდავებას.ვნებებზე დაფუძვნებულ
სიყვარული ხანმოკლე სიანოვნებაა, უცბად ქრება და მას მხოლოდ ცოდვები მოაქვს,
რომელიც ავნებს სულს.,, ეროსი მიწიერი აფროდიტესი მართლაც რომ მიწიერია და
აღვირახსნილი. სწორედ ეს ეროსი მეფობს მიწიერ კაცთა
შორის“( პლატონი ,,ნადიმი’’1964 გვ 21) ეროსის ხორციელი ბუნება თავის თავში
შეიცავ ორ ეროსს. სხეულის ჯანსაღი და სნეული ელემენტები ურთიერთშორის და
არამსგავს ელემენტებს წარმოადგენენ, არამსგავსი ყოველთვის არამსგავს ეძებს და
ეტრფის.გამოდის სხვაა სიყვარული ჯანსაღი სხეულისა და სხვაა-სნეულისა.ეროსს
შეუძლია სიყვარული შთაბეროს იქ სადაც ის არ არის.ვინც ეროსს შთაბერავს იგი არის
უდიდესი დემიურგოსი, რადგან მან მოახერხა სხეულების ყველაზე მტრული
ელემენტების დაკავშირება. ჰარმონია და რიტმი ასევე მნიშვნელოვანია ეროსში.
ჰარმონიულობა და რიტმულობა ქმნის ეროტიკულს.მუსიკაც რიტმულია ანუ მასშიც
დევს გარკვეული ეროტიკულობა.(პლატონი ,,ნადიმი“ 1964გვ23)სიყვარული,
რომელიც პოლიმნიასაგან მომდინარეობს, მიწიერი სიყვარულია მასთან ფრთხილად
უნდა ვიყოთ, რადგან მისგან მონიჭებული სიხარული. აღვირახსინილობაა.ნადიმში
ნახსენებია, რომ თავიდან სამი სქესი არსებობდა კაცთა.ესენი იყო დედაკაცი, მამაკაცი
და ორივესთვის საერთო სქესი , ანდროგენიონ რქმევია ფორმითაც და სახელითაც
ე.წ ,,აკუმას’’.(პლატონი ,, ნადიმი’’ 1964გვ33 )ნახსენებია, რომ თითოეული კაცი
სფეროს ფორმის იყო.მრგვალი ფერდები და ხელები ჰქონდა, ოთხი ხელი, ოთხი ფეხი
,ორი სახე ერთ თავზე , ოთხი ყური და ა.შ.როცა გაქცევას დააპირებდა ბურთის
ფორმას იღებდა და ოთხივე კიდურით მიგორავდა.ნადიმის თანახმად, ამ სამი სქესის
არსებობის მიზეზი ის იყო, რომ მზემ მისცა დასაბამი მამრობითს, მდედორბითის
საძირკველი იყო მთვარე, ხოლო აკუმას დასაბამი იყო მთვარე.ისინი გაბატონდნენ და
გადაწყვიტეს ღმერთებს შებრძოლებოდნენ, რათა მათი ადგილიც
დაეკავებინათ.მოკლედ, მთვარემ, მზემ და დედამიწამ გადაწყვიტეს ღმერთებზე
გაბატონება.ზევსმა კი ასე მოიფირა , რომ კაცთა ძლიერების შემუსვრით ისინი მათ
დაღუპვისაგან გადაარჩენდნენ და მათ თავისუფლებასაც გაანადგურებდნენ.ამიტომ
ორივე სქესი ორად გაყვეს, გახლიჩეს. მათი ძალა შემცირდებოდა, შესაბამისად ვეღარ
შეეწინააღმდეგებოდნენ და ადამინთა რიცხვიც გაიზრდებოდა, რაც მომგებიანი
იქნებოდა. ღმეთმა აპოლონს ადამიათა განკურნება უბრძანა ანუ სახეთა
შეტრიალება.აპოლონმა მოჭიმა კანი მუცლისკენ და მუცლის შუაში გამოსკვნა იგი ასე
წარმიქმნა ჭიპი.(პლატონი ,,ნადიმი“1964 გვ35.)მას მერე ,რაც ეს ნახევრები ერთმანეთს
ხვდებოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, თავს იტანჯავდნენ ოღონდ ერთად
ყოფილიყვნენ, მათ ერთმანეთი სწყუროდათ უერთმანეთოდ ვერც კი ცოცხლობდნენ.
სწორედ ამ ლტოლვას ჰქვია სიყვარული.როდესაც ერთი ნაწილი მოკვდებოდა,
მარტოდ დაშთენილი საბრალო ერთი ნაწილი იწყებდა სხვისი ნაწილის ძებნას,
ცდილობდა მას მიტმასნოდა, ყველანაირად ცდილობდა მაგრამ ეს მისი ნაწილი არ
იყო. საბოლოოდ, მაინც საკუთარი მეორე ნაწილის გარეშე დარჩენილი ნახევარი
კვდებოდა.ამან გამოიწვია, ფაქტობრივად, კაცთა მოდგმის განადგურება. ზევსს
შეეცოდა მარტოდ დარჩენილი ადამიანები და არ მოსწონდა ხალხის კვდომა, რადგან
მას უნდოდა მათი გამრავლება.საბოლოოდ ასე მოიფიქრა.სასირცხვილო ადგილი წინ
გადმოუნერგა, აქამდე ადამიანები ერთმანეთს კი არ ანაყოფიერებდნენ არამედ
მიწააში დებდნენ თესლს.ამის შედეგად შესაძლებელი გახდა ადამიანთა ურთიერთ
განაყოფიერება. ამით ზევსმა აბსოლუტურად მიაღწია თავის მიზანს.ადამინებმა
გამრავლება და შეერთება დაიწყეს. როდესაც ისინი კავშირს ამყარებდენ ერთნი
ხდებოდნენ ,ხოლო განშორებისას ისევ უბრუნდებოდნენ საკუთარ
ყოფიერებას.სწორედ აქედან გაჩნდა კაცთა გულებში სიყვარული, რომელიც
პირვანდელ სახეს უბრუნებს ადამიანს ანუ თავს აგრძნობინებს თითქოს ,, აკუმა’’
გახდნენ.სწორედ მიღებული სიამოვნება, გრძნობა, ლტოლვა არის სიყვარული,
რომელიც ,,შეერთებულის’’ არსს ქმნის და ასევე გამრავლების საშვალებაა.იმისთვის,
რომ რაღაც შეგიყვარდეს მის მიმართ უნდა დამყარდეს ესთეტიკური მიმართება.ეს
სუბიექტი უნდა აღიქვას მშვენიერად.თუ მას შევიმეცნებთ როგორც მშვენიერ
არსებას, მასში ნაკლს ვეღარ დაივინახავთ და სიყვარულის სუბიექტად იქცევა. ეს
სიყვარული, პლატონის თანახმად, ადამიანს ღმერთს აზიარებს, და იდეათა
სამყაროში დაამკვიდრებს. მშვენირება არის სიკეთე სიყვარულის ობიექტად ქცეული,
შესაბამისად, როცა გიყვარს ნაკლს ვეღარ ხედავ. ეროსი სამართლაინია ღმერთთა და
ადამინთა მიმართ და იგივეს მოითხოვს უკან. მას ძალა არ სჭირდება, ყველა
ნებაყოფლობით ემონება ეროსს.მის კანონებსაც ასევე ემონებიან ადამიანები. ,,
უფალნი სახელმწიფოსი’’ უმაღლეს კეთილგონიერებასაც ახასითებთ.
კეთილგონიერება განცხრომის დაურვებაში მდგომარეობს. ეროოსს კი ყველაზე
დიდი ოდენობით აქვს ვნება.ვნებები ეროსზე ქვევით დგანან ამიტომ
კეთილგონიერება უფრო მძლავრია ვიდრე ვნებები.ეროსს სიმამაცეში არესიც კი ვერ
აჯობებს.- ეროსი არის ბრძენი. შ. რუსთაველის ,, ვეფხისტყაოსანში’’ მიჯნურობაზე
წერია შემდეგი.ზოგადად პლატონური სიყვარულის კანონებზეა
მთლიანი ,,ვეფხისტყაოსანი’’ აგებული. ,,მას სიციცხლე ნუ ელევის, რაცა პირველ
შეუყვარდეს, ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს, მისთვის დათმოს
ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს.“(შ. რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანი“
მერიდიანი 2006), ,,კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა“, ,,არს პირველი
მიჯნურობა არ-დარჩენა, ჭირთა მალვა’’.მოკლედ, ნამდვილი ეროსი ნამდვილად
ღვთაებრივია. იგი მოითხივს სიბრძნეს, სიმამაცეს, მშვენიერებას, ჭირთა
დათმენას,საგმირო საქმეების კეთებას, ასევე ეთიკური ქმედებების ჩადენას
ე.წ ,,მიჯნურსა’’ თვალად სიტურფე ჰმართებს,მართ ვითა მზეობა“.თუ გავიხსენებთ
ზემოთ აღნიშნულ იგავს, მზე არის მდედრობითი სქესის წარმომქმნელი ანუ
მდედრობითი სქესი არის მშვენიერების ქალღმერთი იგივე აფროდიტე. მიჯნური
უნდა იყოს კეთილი ,,კალოკაღათია’’ პრინციპი უნდა გააჩნდეს.,, ვისაცა ეს სრულად
არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.პლატონის ,,ნადიმის’’ თანახმად ეროსი
შეიძლება მახინჯი იყოს.რადგან ნამდვილი ეროსი არის საშუალება მოკვდავთა და
უკვდავთა შორის. იგი სულის თვისებაა თუ სული მშვენიერიია მაგრამ გარეგნულად
მახინჯია, იგი შეიყვარება ,მაგალითად, კვაზიმოდო.სიყვარულის მარადიული
მიზანი სიკეთეა.სიყვარული არის იმის სიყვარული რაც მაკლია. იგი არის
მარადიულობაში გადასვლის წყურვილი.ზოგი ცდილობს საკუთარი შემოქმედებით
უკვდავყოს საკუთარი თავი. სიყვარული არის იმის სიყვარული, რაც მაკლია.
სიყვარული არის იმის სიყვარული, რაც მშვენიერია.მშვენიერება არის სიკეთე
სიყვარულის ობიექტად ქცეული.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. პლატონი ,,ნადიმი“- ბაჩანა ბრეგაძის თარგმანი , თბილისი 1964

,,ნადიმი’’ -სტატია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1994

შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანი“ გამომცემლობა მერიდიანი 2006

-‘

You might also like