You are on page 1of 39

1) რუსთველოლოგები

ვეფხისტყაოსნის შესწავლას საფუძველი მე-18 სუკუნის 10 იანი


წლებიდან ჩაეყარა,როდესაც 1712 წელს თბლისში ვახტანგ მე-6 სტამბაში
დაიბეჭდა პოემა. ვახტანგმა კრიტიკულად დაადგინა ტექსტი, გაცხრილა
ის ინტერპოლატორთა ჩანართებისა და გაგრძელებებისაგან, ამასთან
დაურთო ვრცელი თარგმანი ანუ კომენტარები.მან ჩუყარა საფუძველი
ვეფხისტყაოსნის შინაარსის რელიგიურ-მისტიკურ განმარტებას.ასე რომ,
ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი შეიძლება მინიჩნიოთ პირველ
მეცნიერულ-კრიტიკულ გამოცემად.
პეტერბურგში მარი ბროსეს, ზაქარია ფალავანდიშვილისა და დავით
ჩუბინაშვილის მიერ მეორედ გამოიცა პოემა. გამოცემას საფუძვლად
დაედო ვახტანგის შემუშავებული მოკლე რედაქცია. მას ასევე დართული
ჰქონდა მარი ბროსეს შესავალი ნაწილი, რომელშიაც მეცნიერი ვეფ-ის
სიუჟეთის პრობლემისა თუ იდეური შინააარსის განხილვისას,
თეიმურაზ ბატონიშვილის შეხედულებებს იზიარებადა.
დავით ჩუბუნაშვილმა 1841 წლის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოსცა
ვეფხისტყაოსანი.( 1846, 1860)
მე-19 საუკუნის 40 იან წლებში, როდესაც ფართოდ გაშალა ფრთები
ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ, ქართველ მწერალთა
ჯგუფმა გადაწყვიტა პოემის გამოცემის მომზადება. ამ წამოწყების
ინიციატორები იყვნენ რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა
მეუნარგია. შეიქმნა პოემის ტექსტის დამდგენი კომისია, რომელშიაც
ზემოთ ხსენებულ პირებთან ერთად შედიოდნენ: აკაკი წერეთელი,
გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი,
ნიკო დადიანი, გაბრიელ ქიქოძე, გიორგი წერეთელი... კომისიამ 20-ზე
მეტი ძველი ხელნაწერი შეისწავლა და დასაბეჭდად მოამზადა ახალი
რედაქცია. (1888 წ. დამსურათებელი მიხაი ზიჩი) ეს გამოცემა მეცენათ
გიორგი ქართველიშვილის სახელს ატარებს.
ამის მიუხედვად, რუსთველოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი,
გასული საუკუნის პირველ მეოთხედში ჩამოყალიბდა. ვინაოდან დაიწყო
ცალკეულ საკითხთა მეცნიერული კვლევა. ამ თვალსაზრისით
აღსანიშნავია ნიკო მარს ღვაწლი, თუმცა მისი მოსაზრებები რუსთველის
მაჰმადიანური აღმსარებლობისა თუ რუსთველსა და ჩახრუხაძის
იგივეობის შესახებ მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.
ვეფხისტყაოსნის ტექსტის დათარიღებას იკვლევდა იუსტინე აბულაძე.
მან ორჯერ, (1914, 1926) გამოსცა პოემა, ვრცელი შესავლითა და
ლექსიკონით. ვეფხისტყაოსნის და ვისრამიანის შედარებით მეცნიერმა
გამოკვეთა ამ ძეგლების, როგორც საერთო, (მხატვრული მეტყველება,
აფორისტული სტილი, პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს ფსიქოლოგიური
გააზრება) ისე განმასხვავებელი ნიშნები ( სიყვარულის პრინციპულად
განსხვავებული იდეურ-მორალური ხასიათი)
1913 წელს სარგის კაკაბაძემ გამოაქვეყნა ვეფხისტყაოსნის ვრცელი
რედაქციის ტექსტი, რომელიც ეყრდნობოდა პოემის ძველ, მე-17
საუკუნის ხენაწერებს. შეიცავდა ჩანართ და გაგრძელებულ სტროფებს,
რაც არც ვახტანგის და არც პეტერბურგის გამოცემაში არ იყო.
1953 და 1971 წელს პავლე ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა ვეფხისტყაოსანი.
მან თავისი თეორიები მონოგრაფიაში "რუსთველიანა" 1926 წელს
დააფიქსირა, რაც მეცნიერებმა არ გაიზიარეს.
1934 წელს კონსტანტინე ჭიჭინაძის რედაქციით გამოიცა პოემის ვრცელი
თექსტი. ის ამტკიცებდა პოემის გაგძელებების კუთვნილებას.
1937 წელს აღინიშნა ვეფხისტყაოსნის ტექსტის 750-ე წლისთავი,
რომელზეც გამოქვეყნდა აკაკი შანიძის მიერ აღდგენილი
ვახტანგისეული რედაქცია. (მან დაადგინა, რომ ვახტანგი არა მარტო
ინიციატორი იყო თავისი გამოცემისა, არამედ რედაქტორიც.) შანიძემ
შექმნა პოემის ლექსიკონი და ვეფხისტყაოსნის სიმფონია.
ვეფხისტყაოსნის შემოქმედებას გასული საუკუნის 50 იან წლებში
ფუნდამენტური ნაშრომი მიძღვნა ალექსანდრე ბარამიძემ. ასევე პოემის
კვლევაში წვლილი შეიტნეს ემიგრანტებმა: ვიკტორ ნოზაძემ, ზურაბ
ავალიშვილმა, მიხაკო წერეთელმა.
1962 წ. სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან დაარსდა
ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია, გამოიცა
დანართი ტექსტები, განმართებებითა და ლექსიკონით.
1966 წელს, რუსთველის 800 წლის იუბილეზე გამოიცა 2 გამოცემა
პოემისა. ......................................................................................................
.............................................. .................................................................
............ 22) შაირობის თეორია პროლოგში
პროლოგი ვეფხისტყაოსნის ერთგვარი თეორიული ნაწილია.აქ
განვითარებული თვალსაზრისი პოემაში მხატვრულად არის
ასახული.რუსთველის ლიტერატურულ ესტეტიკურ ქვეკუტხედს
წარმოადგენს თეორია შაირობასა და მიჯნურობაზე. რუსთველი
თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრავს შაირობის რაობას და საერტოდ
სპეციფიკის ბუნებას. შაირობა ანუ პოეზია მიჩნეულია სიბრძნის დარგად
და ხაზგასმულია მისი შემეცნებითი მნიშვნელობა.მას სჯერა რომ
პოეზიას აქვს საზოგადოებრივი გამოყენებიტი ღირებულება. პოეზიას
აქვს საამქვეყნო დანიშნულება.პოეზიის საერთო ბუნებისა და
დანისნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთველი განმარტავს მის
სპეციფიკას: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად
კარგი.პოეზიის,როგორც მეტრული ჩარჩოებით განსაზღვრული
სიტყვაკაზმული ხელოვნების,ნიშანდობლივ თვისებად თვლის
რუსთველი სიტყვის ეკონომიურობას,აზრის მოკლედ და სხარტად
გამოთქმას.რუსთველი მოითხოვს აზრიანი და გამომსახველობითი
სიტყვების შერჩევას და მასში დახელოვნებას.პოეტი ავითარებს
შინაარსისა და ფორმის ერთიანობის პრინციპს:პოეტური სიტყვა უნდა
იყოს მოკლე,მოქნილი,გამომეტყველი,აზრიანი,მუსიკალური. სიტყვას
აქვს ორი მხარე:ევფონიური და სემანტიკური,თუმცა პოეტის
მოძღვრებით პოეტურ სიტყვაში ,ეს ორივე მხარე ჰარმონიულად უნდა
იყოს შეხამებული.პოეტური ხელოვნება ,ლექსის
თხზვა,ძნელი,თავისებურად საგმირო საქმეა.პოეტს მოშაირეს თავის
დარგში ისეთივე გაწაფულობა და დახელოვნება სჭირდება,როგორც
სპორტის ოსტატს,მობურთალს.პოეტის შე მოქმედებით ძალ-ღონეს ისევე
გამოცდის დასამუშავებლად აღებული ტემა როგორც ბედაურს
გამოცდის შარა გრძელი და დიდი რბოლა.პორტური შრომა ბრძოლა
მკაფიოა,მისი იარაღია განათლებული გონება,დახვეწილი გემოვნება
ფაქიზი გემოვნება ,სრულყოფილი პოეტური ტეკნიქა.ვაი იმ
პოეტს,რომელსაც შემოქმედებიტი შუაგზაზე უმტყუნებს ძალა, „სიტყვა
მცირობა“დაეტყობა და ლექსი დაუძვირდა „მაშინღა ნახე მელექსე და
მისი მოსაირობა,“თუ მას ლექსმან დაუწყო ლევა“თუ ქართული
გამოელია,სიტყვა დაუჩლუნგდა,აზრი გაეფანტა ,ვერ დაიმორჩილა
თავისი პოეტური ცხენი,ასეთი მოშაირე ჯაბანია.პოეტური სარბიელი არ
არის მისი სამოღვაწეო ასპარეზი.პოეტი სიტყვის ფალავანია, ხოლო მისი
საქმე საგმიროსამამაცო,სასახელო საქმეა. რუსთველიაღიარებს,რომ
თავისი პოემის სრულყოფისათვის მას სჭირდება ენა,,გული,ხელოვნება
და გონება.რუსთველს ლექსის ყველა მთხზველი მას პოეტად არ მიაჩნია
და ასახელებს მელექსეთა სამ კატეგორიას, რომელთაც შაირობაში წილი
ან სრულიად არ უძევთ,ან უძევთ ნაწილობრივ.კარგი მოშაირის სიტყვას
უნდა ჰქონეს გულის გამგმირავი ზალ. სიტყვის ბრძენი ოსტატი
დახელოვნებული მონადირეა,რომელსაც შეუძლია დიდ ნადირტა
ხოცა.“მონადირე არა ჰქვიან,ვერას იტყვის ვინცა
გრძელად“რუსთველოლოგიური პოეტიკის აღნიშნულმა მოტივმა ერთ
დროს გაუგებრობა გამოიწვია მკვლევართა შორის. ზოგიერთი
რუსთველოლოგის აზრით, შაირობის თეორიის განმსაზღვრელი
სტროფები თითქოს აზრობრივ წინააღმდეგობას
შეიცავს.კერძოდ;1)გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, საირია ამად
კარგი.2)მოსაირე არა ჰქვიან,ვერას იტყვის ვინცა
გრძელად.ფიქრობდნენ,ვითომც შაირობის ღირსებად რუსთველი ერთ
შემთხვევაში თვლიდა სიმოკლეს,მეორე შემთხვევაში კი სიგრძეს.აქ
განვითარებულია მწყობრი,თანმიმდევრული,
თვალსაზრისი,თავდაპირველად განმარტავს პოეზიის სპეცფიკის
ხასიატს,ხოლო შემდეგ ლაპარაკობს შემოქმედებიტს თემაზე და არკვევს
პოეტური ჟანრის საკიტხს.რუსთველი უპირატესობას ანიჭებს ეპიკურ
ჟანრს.მისი შეხედულებიტ, დიდი თემის გაშლა, დიდი პოეტური ამბის
დამუშავება შესაძლებელია ეპიკური ჟანრის ფარგლებში .გრძელი ამბავი
პოეტს ჩამოყალიბებული აქვს სრულყოფილი გარეგნული
ფორმით,აფორიზმების სახით.ორივე შემთხვევაში ხურავს და კრავს
შაირობის შემცველ სტროფს.კარგი მოსაირის დახასიათებასთან ერთად
რუსთველი ახასიათებს საჭვო ნაწილობრივმოშაირეთა სამ წრეს, სამ
კატეგორიას.პირველ კატეგორიაში ჩარიცხულია უნაყოფო,ბაქია,ყოყოჩა
მელექსე,რომელიც რათქმა უნდა ვერ ინება მელექსეთა კარგთა სწორი.
მეორე კატეგორიის მელექსე მხოლოდ „ნაწილია მოსაირეთა .მას შესწევს
უნარი შეთხზას ლექსი ცოტაი . ავტორს არშეუძლია გულის გასაგმირი
სიტყვის შექმნა.დიდ პოეტურ საქმეს ის ვერ მოერევა.მესამე კატეგორიის
ლექსი კარგია „სანადიმოდ სამღერელად, სააშიკოდ,სალაღობოდ
მეგობართა სათრეველად.ამ კატეგორიის ლექსები გამოსადეგია დროის
გასატარებლად.პოეტი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო
ლექსების მნიშვნელობას,თუ ისინი ატარებენ ნამდვილი პოეზიის
დაღს.რუსთველი უარყოფითად ახასიათებს ლირიკული ჟანრის
ლექსებს,ის ლირიკის პოეტებს ცხადი ათვალისწინებიტ
უყურებს.რუსთველი გმობს უნიჭო ლირიკოსების ყბედობას.მაგრამ
შემწყნარებლობითია სატრფიალო და სალაღობო ლექსთა ავტორების
მიმართ.რუსთველი ასახელებს სამი სახის მელექსეებს მარტო
ლირიკული ჟანრის სფეროდან,რაც იმას ნიშნავს რომ იმ დროინდელი
ქართული პოეზია მეტად მდიდარი უნდა ყოფილიყო.მაშინ ჩვენში
ადგილი ჰქონია შემოქმედებით შეჯიბრებას. შაირობის თეორიას
უშუალოდ უკავშირდება მიჯნურობის თეორია. მოშაირის სასახელო
მოვალეობად მიჩნეულია მიჯნურის ქება .რუსთველს მიჯნურობა მეტად
საძნელო საქმედ მიაჩნია ,ის მკაცრად ასხვავებს ერთმანეთისაგან
მიჯნურობასა და შიშველ ხორციელ წადილს. მიჯნურობასა და სიძვას
შორის ძევს დიდი უფსკრული.ტურფა ამაღლებული
გრძნობაა,საცოდნელად ძნელი გვარი.სიძვა კი მდაბიო ჟინის
აყოლაა.ზნეობრივი ცხოვრებისთვის შეუფერებელი და
დამამცირებელი.პოეტი აღიარებს,რომ ნამდვილი მიჯნურობა პოეზიის
საგანია და პოეტური შთაგონების წყარო. მიჯნურობა პოეზიის
საგანია,მას სხვადასხვა სახეობა აქვს.მიჯნურობის უმაღლეს სახეობას
პოეტი უწოდებს საღმრთოს,მაგრამ თვითონ ემიჯნება მიჯნურობის ამ
სახეობას.რუსთველს თავისი შემოქმედების საგნად აღებული აქვს არა
მისტიკური,არამედ საამქვეყნო მიწიერი,ხორციელი,ანუ ადამიანური
გრძნობა.რუსთველი გმობს მიჯნურობის მესამე სახეობას,უსულგულო
ხორციელ წადილს.რუსთველი ზრახავს სიყვარულის საკითხში
ზერელობა,სულწასულობას.პოეტი კატეგორიულად მოითხოვს ერთის
თაყვანისცემას,რუსთველის მიერ მოწონებული მიჯნურობა ზნეობრივი
საამქვეყნო გრძნობაა,რომელსაც ბუნებრივად ამკობს,როგორც
სულიერი,ისე ხორციელი თვისებები. თავისი სამიჯნურო თეორიით
რუსთველიგარკვეულად ემიჯნება აღმოსავლური პოეზიის
ტრადიციებს.პოეტს ჩამოყალიბებული აქვს მიჯნურტა ზეობის
დამახასიათებელი ნისნები.აქვე ვხვდებით გარკვეულ წრეს რომელსაც
რაინდთა წრე ეწოდებოდა.მიჯნურობა რუსთაველს დაუსახავს,როგორც
საზოგადოებრივი ინსტიტუტი,თავისი მკაცრად განსაზღვრული
სავალდებულო წესებითა და ნორმებიტტ.რუსთველს ვეფხისტყაოსანი
თვლიდა იმ თხზულებად, რომელსაც ‘ძალ-უც სრულქმნა სიტყვიტა
გასაგმირეთა“.და ამ ყველაფერმა აქცია ვეფხისტყაოსანი მსოფლიო
პოეზიის უკვდავ
ძეგლად. .....................................................................................................
................
12) კურტუაზიული სიყვარულის ელემენტები
აკაკი წერეთელი "ბაში-აჩუკში" წერს, რომ სამღველოება ტყუილად არ
სჩიოდა ძველად ვეფხისტყაოსანი სახარებაზე უფრო გაუტკბა ხალხსო.
ყველა, დიდი თუ პატარა პოემის გმირებს ბაძავდენენ. თუმცა
ავთანდილი განსაკუთრებით შეიყვარა საქართველომ. პირველი
უცხოელი მკითხველი , რომელმაც უარყოფითი დამოკიდებულება
გამოამჟღავნა პოემისადმი და აღიზიანებდა ავთანდილის "სიცივე და
ცბიერება" იყო ჟ. მურიე. ოლივერ
უორდროპის შენიშვნით, მორალური პოზიციიდან გამომდინარე,
მიუღებელია გმირთა მოქმედების რამდენიმე ეპიზოდი:
ავთანდილისაგან ჭაშნაგირის მოკვლა, ფატმანთან გამიჯნურება და
ტარიელუს მიერ სასიძოს მოკვლა.
უცხოელთა მოსაზრებანი ქართულ ლიტერატურაში გაზიარებული არ
არის და რადიკალურად საპირისპიროდაა შეფასებული, ის აზრიცაა
გამოთქმული თითქოს ავთანდილმა ჭეშმარიტი სიყვარულით შეიყვარა
ფატმანი. რუსთაველი არ გმობს ფატმანისა და ავთანდილის სამიჯნურო
ეპიზოდს, მაგრამ არც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ავთანდილს ქალი
შეუყვარდა. პოეტი კარს ასე არქმევს: "ფატმანისაგან ავთანდილის
გამიჯნურება" და არა პირიქით. ავთანდილს ფატმანის უსტარის
წაკითხვისას მაშინვე თინათინი გაახსენდება და იგი ასეთ სიტყვებს
ამბობს ფატმანთან დაკავშირებით : " რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა
წიგნი მოუწერია" და განსაზღვრა თავისი გეგმა: ფატმანის დახმარებით
მიაკვლიოს ნესტან-დარეჯანს. ასე რომ, ავთანდილს ფატმანი არ
ჰყვარებია, მაგრამ ფატმანთან მის სამიჯნურო ინტრიგაში თითქოს
მართლაც არის ერთგვარი ადიულტერი. ასე შეაფასა ბეინენმა
ვეფხისტყაოსანი და ის პოემას განიხილავს, როგორც კურტუაზიული
სიყვარულის მოდელს.მკვლევარი რუსთველურ კურტუაზიულ
სიყვარულში გამოყოფს 2 მოდელს. პირველი პროლოგშია- (თამარი და
პოეტი შოთა) მეორე მოდელი საკუთრივ პოემის ფაბულისეულია.
ბეინენის აზრით, ვეფხისტაოსნის ეპილოგში ჩანს საკარო სიყვარულის
სამპიროვანი მოდელი,( შოთა, თამარი, დავით სოსლანი) რასაც
ხინთიბიძე არ ეთანხმება. ხინთიბიძის აზრით, ვეფხისტყაოსანში ჩანს
კურტუაზულ სიყვარულთან ერთგვარი მიმართება , მაგრამ პოემის
შეყვარებულ წყვილთა ურთიერთობაში კურტუაზიული სიყვარულის
ტიპური მოდელის დანახვა სწორი არ უნდა იყოს. პოემაში არ არის
სასიყვარულო სამკუთხედი, რაინდებს არავინ ეცილება სიყვარულში.
ბეინენის აზრით, ავთანდილის ეპიზოდი ფატმანთან ეწინააღმდეგება
კურტუაზიულ სიყვარულს.მისი აზრით, ამეპიზოდის ახსნა იმით არ
შეიძლება, რომ ეს ავთანდილის მიზნის მიღწევის საშუალება იყო. თან
ადიულტერი მას შემდეგ მოხდა, რაც ფატმანმა ყველაფერი უამბო.
მკვლევარის აზრით ავთანდილს ახასიათება პოზიტიული გადახრა და
ნეგატიური გადახრა. საერთოდ ეს ეპიზოდი ძნელი გასააზრებელია.
ამიტომ ბეინენსაც უჭირს.ევროპელი კურტუაზიული ლიტერატურის
გმირებისაგან მკითხველი ანალოგიურ სიტუაციაში ამგვარ ქმედებას არ
ელის. კურტუაზილი სიყვარულის
ნამდვილი მოდელი ლანსელოტია, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა,
რომ საყვარელი ქალის სითბო მიიღოს, თუნდაც მისმა საქციელმა მისი
რაინდული რეპუტაცია შელახოს.
ლანსელოტი თავისი დათყვევებული სატრფოს და ქალბატონი,
გვინივერას გამოსახსნელად მიდის, მიადგება ჯადოსნურ სასახლეს და ამ
სასახლეში ხვდება ქალს, რომელიც მასთან დაწოლას სთხოვს.
ავთანდილის მსგავსად ლანელოტიც ხვდება ამგვარ სიტუახციაში.
ლანსელოტი სასტიკ უარს ამბობს , მაგრამ სხვა გზა არ აქვს და დაწვება
ქალთან დღის ტანისამოსით. ქალი ბევრს ცდილობს, მაგრამ ვერაფერს
გახდება და სხვა ოთახში გავა.
ლანსელოტის უამრავ თავგადასავალთა შორის აღსანიშნია ამავე
თვალსაზრისით ერთი, რმელიც ეკუთვნის კრეტიენ დე ტრუას
"ლანსელოტი ანუ ურმის რაინდის" გაგრძელებათა ციკლს. ამის
მიხედვით, იგი გვინივერას თხოვნით მიდის რაინდთა დიდ ტურნირში,
მაგრამ სურს , რომ იქ შეცვლილი სახით წარსდგეს, რაშიც მას მოხუცი
ბარონი და მისი ვაჟები დაეხმარებიან. ბარონის ქალიშვილს
თავდავიწყებით შეუყვარდება ლანსელოტი. რაინდი ტურნირში
მონაწილეობის შედეგად დაიჭრება, ელეინა კი არ შორდება და უვლის.
ქალმა მას ცოლობა შესთავაზა. ლანსელოტი რომ არ დაეთანხმა
საყვარლობა სთხოვა. რაინდმა ეს ვერ იკადრა და
განერიდა.სასოწარკვეთილი ელეინა კი დაღუპა.აქედან გამომდინარე,
ლანსელოტი მიჯნურობაში არ თანაუგრძნობს არც ერთ ქალს, იმიტომ,
რომ კურტუაზიული სიყვარულის წესებს ემორჩილება.
თუ დავაკვირდებით ამ თვალსაზრისით, ავთანდილი და ლანსელოთი
მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ავთანდილი თითქმის
მსგავსს სიტუაციაში სხვაგვარად მოიქცა. თანაუგრძნო ფატმანს და
მიუხედავად იმისა, რომ მასთან ფიზიკური კავშირი მისი სიყვარულით
არ იყო განპირობებული, ღამე ქალთან მაინც გაატარა.მაგრამ ავთანდილს
წამითაც კი არ უფიქრია, რომ ამით სატრფოს უღალატა. ავთანდილისა
და ლანსელოტის სიყვარული განსხავვებულია. ავთანდილი არ რჩება
საკარო სიყვარულის ცარჩოში, მისი ქცევა ტავისუფალია, სატრფოსადმი
სიყვარული კი უკოპრომისო. ავთანდილი მაღლდება არა თუ საკარო ,
არამედ საზოგადოდ სიყვარულის ნებაზე. მისი ქცევა უშუალოდ ერთ
კონკრეტულ მიზანს ემსახურება.( რომ დაწვრილებით გაიგოს
გულანშარს ამბები) მისი ამგვარი ქცევა მაღალი ადამიანური
იდეალებისკენ სწრაფვითაა განპირობებული, ავთანდილი
თანაუგრძნობს ფატმანს, როგორც ადამიანს. ამიტომაცაა რომ,
განსხვავებით ელეინასაგან ფატმანი სასოწარკვეთილი და უიმედო არაა.
ავთანდილისსაქციელით ყველა ბედნიერი რჩება. მას ტკივილი
არავისთვის მიუყენებია. მისივე ქმედება ამ ეპიზოდში თანხმობაშია
მისივე კრედოსთან: "რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუსდევ წადილთა
ნებასა" ავთანდილი აკეთებს იმას, რაც არ სურს, ლანსელოტი კი -
პირიქით. ამ საქციელით ლანსელოტი უფრო დაბლდება, რადგან მის
გამო ადამიანი იღუპება. ამრიგად, ამ ორ
გმირს შორის დიდი რადგან ერთი კურტუაზიულ სიყვარულს
წარმოადგეს, მეორე კი არა. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ კრეტიენ დე
ტრუას და რუსთაველს სხვადასხვა ლიტერატურული წყაროები
ჰქონდათ. ვეფხისტყაოსანი ახლოს დგას სპარსულ ეპიკასთან ,
ნაწილობრივ ძველ ბერძნულ ეპოსთან. კრეტიენ დე ტრუა კი ანტიკურ
ლათინურ ლიტერატურას ეყრდნობა.
.....................................................................................................................................
........................................
10) ხასიათის პრობლემა ( პერსონაჟები ) ვეფხისტყაოსანი
საგმირო და სამიჯნურო ეპიკის ტრადიციაზე აღმოცენებული
ნაწარმოებია. ის შუასაუკუნეების ლიტერატურული ჟანრებისგან იმით
განსხვავდება, რომ უფრო დიდ მნიშვნელობას პერსონაჟებს ანიჭებს,
ვიდრე - ამბავს. რუსთველს პერსონაჟი აინტერესებს , როგორც რალური
ადამიანი, სხვებისგან განსხვავებული პიროვნული თვისეებით.
ფატმანის სახე სრული და მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი
პირველი რომანისტის ხელით დახატული ხასიათია, რომელიც ყველა
დეტალით ინდივიდუალურია. ფატმანის ფიზიკური პორტრეტი
ზომიერი სილამაზის წარმოდგენას ჰქმნის: ("თვალად მარჯვე", "ნაკვთად
კარგი" "შავგრემანი") კმაცრადაა გადმოცემული ფატმანის
ფსიქოლოგიურად ტიპური თვისებები ( "მზმელი", "ღვინის მსმელი"
"მხიარული") ეს უდარდელი ვაჭრის ქალი, რომელიც ისედაც არ
სჯერდება თავის ქმარს და ამისი არ რცხვენია, უმიჯნურდება იდეალურ
გმირს. ხიფათში ჩავარდნილი ფატმანი არ უშვებს შემთხვევას, რომ
ავთანდილს თავისი თავდადება შეახსენოს. მისი სიყვარული
სიადვილეცაა და სიმსუბუქეც. მისი გრძნობები პოემაში ყოველგვარი
ჰიპერბოლიზაციის გარეშეა აღწერილი. ერთი სიტყვით, ფატმანი
სავსებით რეალური ადამიანია,მის ნამდვილობას უფრო აძიერებს
დიაცის გუნების ზუსტად ზუსტად გადმოცემული უმიზეზო
ცვალებადობა. ანალოგიურადაა დახატული პოემაში ვეზირის
სახეც, რომელიც რბილი იუმორის იერს ატარებს. ის ეშმაკი, სათნო,
ოქროსმოყვარე, დარბაისელი ე.ი რეალური პერსონაჟია. ასეტივე
რეალური ელემენტი მეორდება თვით ინდოთ მეფის ზნე-ჩვეულებებში.
რუსთველი დასახელებული პერსონაჟების ხატვისას , ხაზს უსვამს მათ
ნამდვილობას. რეალიზმს ავტორი სრულყოფილად ფლობს და იყენებს
ზოგი პერსონაჟის ხატვისას. მაგრამ მოხსენიებული პერსონაჟები
მხოლოდ ცალკეულ დეტალს შეადგენენ პოემისას და არ ამთლიან
დედააზრს. რუსთველის პოეტური გზნების ნამდვილ საგანს სულ სხვა
რამ წარმოადგენს- ესაა იდელური გმირები და მათი ბედი. ამათ ხატვაში
სხვა სიუჟეტებია გამოყენებული.
იდეალურ გმირთა გმირთა სახით რუსთველი მხოლოდ სინამდვილის
გადმოცემას კი არ ესწრაფვის, არამედ მის შექმნას თავისი
წარმოდგენებისა და სურვილების შესაბამისად. მისი დამოკიდებულება
პერსონაჟებისადმი გმირის განდიდებას ისახავს. მაგრამ სიახლე,
რომელიც მან შემოიტანა, ისაა, რომ მისთვის განდიდების საგანია არა
კონკრეტული გმირი, არამედ სრულყოფილი ადამიანის , ზოგადად
მოყმე-რაინდის ეს იდეალი, რომელიც მისმა დრომ და მისმა ფანტაზიამ
შექმნა და მეფე ქალის ის იდეალი, რომელლის ჩამოყალიბებას მის
ცნობიერებაში საზრდო მისცა თამარის განუმეორებელმა პიროვნებამ.
სრულყოფა პოეტისათვის ორი საწყისის: რეალიზმისა და
ჰიპერბოლიზმის ერთობლიიობას წარმოადგენს. როგორც ქალისთვის ,
ისე კაცისთვის სრულყოფა უპირველეს ყოვლისა უზადო სილამაზეს
ნიშნავს. იგი ამის გამოსახატავად იყენებს ფაქიზ ეპითეტებს , მათ
ჩაცმულობას, მიხვრა-მოხვრას. მათი ზებუნებრიობა, გამორჩეულობა
ჰიპერბლურადაა დახატული.
ვეფხისტყაოსანში სამხედრო ქველობა, გმირობა, მამაკაცის უპირველესი
ღირსებაა, მისი სრულყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ადამიანის სრულყოფაში მაღალი სოციალური მდგომარეობას
იგულისხმება, იმ სხვა ღირებულებებთან ერთად, რომელსაც ავტორი
პროლოგში ჩამოთვლის : თვალად სიტურფე, ენე, გონება, დათმობა,
მძლეთა მებრძოლთა მძლეობა, სიყრმე, მოცალეობა,სიუხვე, სიბრძნე,
სიმდიდრე. ვეფხისტყაოსნის იდეალური გმირები უფრო მეტიც არიან,
ვიდრე პროლოგში ჩამოთვლილი მცნებები მოითხოვს. ისინი
არისტოკრატიის უმაღლეს ფენას ეკთვნიან. ეს მაღალი მდგომარეობა
იდეალურ გმირს ანიჭებს სოციალურ სიამაყეს და პასუხისმგებლობას.
იდეალურ გმირებს ახასიათებთ ასევე , მგრძნობიარე გული- ძლიერი
განცდის უნარი, რომელიც მათ ჭმუნვას "სისხლის ცრემლებად" აქცევს,
ხოლო მათ სიხარულს "ნათლის სვეტად" აამაღლებს.
რუსთველის იდეალურ გმირთა სახეებს ახასიათებთ სხვა თვისებაც ,
რომელიც მათ ცოცხალ ადამიანებად ხდის. ესაა სრული ფსიქოლოგიური
სიმართლე და სიზუსტე, რომელიც მათ ყველა მოქმედებაშია დაცული.
ამგვარად, პოემის მთავარ გმირთა სახეები რეალურნიც არიან და
იდეალურნიც. ეს არის მსოფლიო ლიტერატურაში უნიკალური მიღწევა,
რომელშიაც რუსთველის გენიიის გარდა, ქართველი ხალხის
მსოფლმხედველობაც აისახა. პოემის იდეალური პერსონაჟები იმით
ხობლავენ მკითხველს, რომ რუსთველი მათ შენატრის და დღეს ჩენც
სწორედ ისე შევნატრიტ მათ სიმაყეს, თავმოყვარეობას, სიყვარულს,
თავდადებას, და სხვ. როგორც შუა საუკუნეების მკითხველი. სწორედ
ამიტომ ენიჭება ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებს უკვდავება.

33)ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტრუქტურა და ე.წ


გაგრძელებების პრობლემა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ცნობილმა რუსთველოლოგებმა პოემის
კვლევის წრე გააფართოვეს რელიგიურ-ფილოსოფიური,სოციალურ-
ეთიკური და ლიტერატურულ-პოეტიკური ინტერპრეტაციების
მრავალფეროვნებით.პოემის საკითხებზე გამოთქმული მოსაზრების
უმრავლესობა ეყრდნობა სუბიექტურ მსჯელობას, თუმცა მაინც დიდი
მნიშვნელობა ენიჭება სწორ მეთოდურ კვლევას.განსაკუტრებით სწორი
მეთოდური მიდგომაა საჭირო, როცა ვსაუბრობთ ე.წ გაგრძელებების
რუსთველისადმი კუთვნილების საკითხზე. ტექსტის კრიტიკულად
წაკითხვა ნათლად აჩვენებს,რომ ეს ორი ამბავი ერთი ციკლია,რომელიც
აგრძელებს წინამავალ ამბავს და სხვა ავტორის ხელიდან
გამოდის.კერძოდ, გაგრძელებათა ამ ციკლში აშკარად შეინიშნება ერთი
პროლოგი და ერთი ეპილოგი,რომლებიც შეიცავს ისტორიულ-
ლიტერატურული ხასიათის ცნობებს. ეს არის ხვარაზმელთა
ამბავი,რომელიც გაულექსავი დარჩა სარგისს და მას რუსთველისთვის
წერს ვინმე მესხი მელექსე. უფრო რთულადაა საკითხი ინდო-ხატაელთა
ამბის რუსთველისადმი მიკუთვნების საკითხთან დაკავშირებით.ამ
საკითხზე რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში სამგვარი გადაწყვეტა
ჩანს: 1) რუსთველის პოემა უნდა დაესრულებინა დაახლოებით
იმგვარად,როგორც შეამოკლა ვეფხისტყაოსნის ძველი ხელნაწერებით
მოღწეული ტექსტი ვახტანგ მეფის ცნობილმა გამოცემამ,ე.ი „ინდო-
ხატაელთა ამბის გარეშე.2) რუსთველს პოემა უნდა დაესრულებინა
დაახლოებიტ იმგვარად,როგორც გამოსცაიგი კომისიამ 1937 წელს.ე.ი
ინდო-ხატაელტა ამბით. თუმცა მთლიანი ვეფხისტყაოსნის პრობლემის
გადაწყვეტა შესაძლებელია არეოპაგიტული ფილოსოფიის ამგვარი
განვითარებითაც:მოპოვებულ ბედნიერებას ისევ სიავე მოსდევს,ქაჯეთის
ციხის დამხობიტ გამოხატულ სიკეთის გამარჯვებას ბოროტების სხვაგან
დამკვიდრება.“ინდო-ხატაელთა“ამბის კვალი ქართულ მწერლობაში
საკმაოდ ადრე შეინიშნება.3)საკითხის მესამე გადაწყვეტა
კომპრომისულია. ითვალისწინებს ორივე მოსაზრებას და თვლის რომ
ინდო-ხატაელთა ამბავი სიუჟეტურად რუსთველ ეკუთვნის და და იგი
სიუჟეტის კანონზომიერი დასრულებაა.ხოლო სიუჟეტის მიხედვიტ
ინდო-ხატაელტა ამბავი ვეფხისტყაოსნის ნაწილია რამდენდაც მასში
მოთხრობილი ამბავი პოემის წინა ეპიზოდებში ნაგულისხმები. ამავე
ეპიზოდში იკითხება სამი ისეთი სტროფი რომელიც შეუზლებელია
არარუსთველურობაში ეჭვის შეტანა. მხატვრული სტრუქტურა ძალზე
მომცველი ცნებაა. მიმბაძველი სწორედ მისაბაძის მხატვრული
სტრუქტურის მიბაძვას ცდილობს,ამიტომაცაა,რომ ხშირად მკვლევარებს
უჭირთ განასხვაონ ერთმანეთისგან რომელია მიმბაძვე;ლი და რომელი
ნამდვილი ავტორი.როდესაც განვიხილავტ რვეფხისტყაოსნისა და ინდო-
ხატაელთა ამბის მხატვრული სტრუქტურის მსგავსებაზე პირველი უნდა
ავღნიშნოთ ერთმანეთის მსგავსი ლექსთწყობა.რუსთველის ლექსმა
მოიცვა მთელი აღორძინების ეპოქის ქართული პოეზია.თუმცა
ერთმანეთისგან გასამიჯნად ხშირად ასეთ კრიტერიუმსაც იყენებენ : რც
კარგია მხატვრულად რუსთველისაა , ხოლო სუსტია არარუსთველურია,
თუმცა ამგვარი მიდგომა არასწორია. კარგი და ცუდი ლექსი
სუბიექტური კატეგორიებია. ასევე ძნელია რუსთველისა და
ინტერპოლატორის ნაღვაწის გამიჯვნა ენობრივი ნორმებით:
ლექსიკა,სიტყვათწარმოება,მორფოლოგია და სინტაქსური
წყობა.რუსთველის ვეფხიტყაოსანი არის ნორმ, რომლის საფუძვლზე
დგას მთელი ქართული პოეზია თვით მე-18
საუკუნემდე.ვეფხისტყაოსნის მხატვრული ელემენტები როგორებიცაა:
ლექსწყობა,ტროპიკა,ენობრივი სტრუქტურა ,თვით ამბავი რუსთველისა
და მიმბაძველის განმასხვავებლად არ გამოდგება. ისინი ორი
მიმართულებით უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან; 1) ესაა
ვეფხიტყაოსნის მხატვრული სტრუქტურის უფრო ფარული, შინაგანი
ნიუანსები,რომლებიც ინტერპოლატორის მიბაძვის საგნად ვერ იქცეოდა
და მე-2 ინტერპოლატორის საკუთარი მხატვრული სტრუქტურა.ის
ბოლომდე ინარჩუნებს საკუტარ სამყაროს,რაც უპირველეს ყოვლისა
შეიცნობა მისი მსოფლმხედველობით.თუმცა მნისვნელოვანი მაინც
ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტრუქტურის ფარული,
შინაგანინიუანსების გამგრძელებლის მიერ ვერ დანახვაა:1)
გამგრძელებელი ვერ ხედავს და ვერ ბაძავს პერსონაჟის რუსთველისეულ
პრინციპს.რუსთველი ზოგჯერ პერსონაჟს ხატავს მხოლოდ გარკვეული
კუთხით, რომლითაც ის არის საინტერესო პოემის ძირითადი
სიუჟეტური რკალის შეკვრისათვის.2)რუსთველოლოგიურ
ლიტერატურაში შენისნულია,რომ ინდო-ხატაელტა ამბავი დასაწყისშივე
სვამს საკითხს იმის შესახებ,თუ რა ენაზე დაამყარეს კონტაქტი
არაბეთიდან ინდოეთისკენ მიმავალმა გმირებმა ინდოეთიდან მომავალ
ვაწრებთან.ეს კიტხვა არასდროს დაუსვამს რუსთველს.პოემის
პერსონაჟები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ ამაღლებულის
ესთეტიკურის ფენომენის ენაზე,თუმცა ამას გამგრძელებელი ვერ
ხვდება.3)რუსთველი ერთგულია მეტყველების მხატვრული სტილის
საკუტარი კონცეფციისა“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად
კარგი“თუმცა გამგრზელებელს არ ესმის ეს კონცეფცია და ერთხელ
თქმულს რამდენჯერმე უბრუნდება, რასაც არ ვხვდებით
რუსთველთან.4)ვეფხისტყაოსნის ძირითადი იდეა ძ სიყვარულია, ამას
ნატლად გვიჩვენებს პროლოგი.და სწორედ ეს არის სიუჟეტური რკალის
დახურვა.რუსთველი ძირიტადი სიუჟეტური ხასიათიდან არასდროს
უხვევს, არ მიყვება მკითხველის ინტერესის მოთხოვნებს.
ვეფხისტყაოსნის სტრუქტურა ინდო-ხატაელთა გაგრძელებას ვერ
იგუებს.რუსთველი სიუჟეტის განვითარებას არაბეთში შეყვარებულ
წყვილთა შეუღლებით ასრულებს,ამის შემდეგ გაგრძელება
ეწინააღმდეგება საკუთრივ ვეფხისტყაოსნის სტრუქტურას.
24) ფატანისა და ავთანდილის სამიჯნურო ეპიზოდი
ნესტან-დარეჯანის საძებნელად წასულ ავთანდილს გზად ვაჭართა
ქარავანი შეხვდა, რომლებიც შიშითა და ჭმუნვით იყვნენ შეპყრობილი,
რადგან ზღვაში მეკობრეები დაენახათ. ავთანდილმა გადაიცვა
ვაჭრულად და მათ დაეხმარა, მარტომ ამოხოცა მეკობრეები. ასე მომხვდა
ის გულანშაროში. მასაც ეს უნდოდა, რადგან ვაჭრები კიდით-კიდემდე
დადიან და უამრავ ხალხს ხვდებიან ამიტომ შესაძლებელია ნესტანზე
რამე სცოდნოდათ. ვაჭართა უხუცელი იყო უსენი, მისი ცოლი ფატმანი-
ხათუნი. ის კარგი გარეგნობის, შავგრემანი, პირმსუქანი და არც ისე
ახალგაზრდა გახლდათ. მუტრიბთა და მომღერალთა, მოქეიფეთა
მოყვარული იყო. მან პატივით მიიღო ავთანდილი და დიდი სუფრაც
გაუწყო. მალე ფატმანი ავთანდილს სიყვარულში გამოუტყდება და
სანიჯნურო წერილდ მისწერს. ქალმა გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა
ვაჟისთვის, რადგან შეიძლება ისიც დათანხმებულიყო:
"მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს"
ავთანდილმა როგორც კი მისი უსტარი მიიღო მაშინვე თქვა:
" უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლეა მით ოხერია,
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია"
თუმცა კარგად რომ დაფიქრდა თავისი გეგმა დასახა, რომ აჰყოლოდა
დიაცს, რადგან მის გარდა დამხმარე არავინ ეგულებოდა. ფატმანი ბევრ
ადამიანს ხვდებოდა და შეიძლება ნესტან-დარეჯანზე რამე
სცოდნოდა.მით უმეტეს, რომ შეყვარებულ ქალს ყველაფერს
დააცდენინებდა. ამიტომ როგორც მიჯნურს სჩვევია შათანადო უსტარით
უპასუხა. მათ შეხვედრის დროც დათქვეს მაგრამ გზაში ფატმანმა უთხრა
უკან გაბრუნდი დღეს ვერ მიგიღებო. ავთანდილს ეს ეწყინა და ქალთან
მაინც წავიდა. ჭაშნაგირმა მათ შეუსწრო და ქალს დაემუქრა შვილებისა
და ოჯახის ამოწყვეტით. მტირალ ფატმანმა სთხოვა ავთანდილს ახლა
არაფერი მკითხო, ეს კაცი ჩუმად მოკალი თუ გინდა გადაგვარჩინოო და
მერე გიამბობო. მართლაც ავთანდილს გზა მიასწავლა და ჭაშნაგირი
მძინარე მალვით მოკლა. ფატმანს კი საბუთად მისი ბეჭდიანი თითი
მიუტანა. დაბრუნებულ ავთანდილს მადლობითა და სიხარულით
მიეგება ქალი. ამის შემდეგ კი ფატმანი იწყებს ნესტან-დარეჯანის ამბის
მბობას. ნავროზობა დღეს როგორ შეამჩნია ორი ზანგი მონა და დაიხსნა
მათგან, შემდეგ მოიყვანა სახლში და მის ქმარს შეეხვეწა არაფერი თქვაო,
შემდეგ როგორ გაამხილა უსენმა უსამის წინაშე ნესტანი და როგორ
წამოიყვანე იგი ფატმანის სახლიდან. ქალმა ტყვეობიდან თავი მაინც
დაიხსნა, მაგრამ შემდეგ ქაჯების ხელში აღმოჩნდა. ფატმანს ნესტან-
დარეჯანი დედაზე უფრო უტკბესს უწოდენდა, რადგან იგი გადაარჩინა.
ქაჯებთან მოხვედრილ ნესტანს თავისი სატრფოსთვის წერილის
მიწერაშიც კი დაეხმარა. ასე რომ, იმ ციხედან დახსნა უკვე ვაჟკაცების
საქმე იყო.

34)როგორ ავედრებს საკუთარ პერსონას რუსთველი


ღმერთს ("სახე ყოვლისა ტანისა")
ვეფხისტყაოსნის პირველ სტროფში რუსთველი მოგვიტხრობს ღმერთის
მიერ სამყაროს შექმნაზე,ხოლო მეორე სტროფში პოეტი მიმარტავს
რმერთს და საკუთარ პიროვნებას, სულს ავედრებს,ეს ვედრება კი იწყება
სიტყვებით“ჰე ღმერთო ერთო სენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა“ეს
სტრიქონი რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში სხვადასხვაგვარადაა
გააზრებული.ამ საკითხთან დაკავშირებითმეტად საინტერესოა მოსე
გოგიბერიძის თვალსაზრისი.მისი აზრით,ამ სტრიქონში სახე ნიშნავს
ფორმას, ხოლო ტანი -მატერიას.ამდენად,რუსთველი ღვთაებას
მიმართავს:“ღმერთო,შენ შეჰქმენი ყოველი მატერიის ფორმა.“ეს
დებულებამ.გოგიბერიძემ არისტოტელეს და არაბულ
არისტოტელიზმს,კერძოდ,ავიცენას დაუკავშირა.რამდენადაც სწორედ
არაბული არისტოტელიზმი აღიარებდა,რომ ღმერთმა შექმნა,მხოლოდ
მატერიის ფორმა, ხოლო საკუთრივ მატერია ყოველთვის
არსებობდა.ესწმინდა არისტოტელური დებულებაა. შოთას ეპოქაში
არაბულ ფილოსოსფიას ესმოდა ნამდვილი არისტოტელე და იცოდა,რომ
ტანი არ იყო შექმნილი ღმერთის მიერ,არამედ მარად არსებული,ღმერთს
მიეწერებოდა მხოლოდ მატერიის ფორმის,3“ე.იყოვლისა ტანის სახის“
შექმნა.ამ გაარებას ერთგვარ გაუგებრობამდე მივყავარ,რადგან ისეთი
გაგებით ერთმანეთს ეწინააღმდეგება პროლოგის პირველი და მეორე
სტროფში გამოტქმული მოსაზრებები:კერძოდ: პირველ პირველ
სტროფში საუბარია ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე.სამყაროში კი
იგულისხმება როგორც მისი ფორმა,ასევე მატერია.მეორე სტროფში კი ეს
მოსაზრება დართვეული ჩანს.

თავის მხრივ,შ. ნუცუბიძე რუსთველის „სახეში“მართალია ფორმას


ხედავს,მაგრამ ‘ტანში“მოიაზრებს არა საზოგადოდ მატერიას,არამედ
კონკრეტულ საგანს.შემდგომში შ.ნუცუბიძემ ამ ტაეპის სულ სხვაგვარი
გააზრება შემოგვთავაზა.“სახე,რომეზედაც ლაპარაკია,არ ნიშნავს
გამოსახვას,საგნის ფორმას.ი.ლოლაშვილმა ახლებურად განმარტა, მისი
აზრით რუსთველის „სახე ყოვლისა ტანისა“ნიშნავს ყოველი სახის
ცხოველის პირველ გვამს და აქედან გამომდინარე: ამ სტრიქონში

მოცემულია „პირველ-სახეტა სექმნის ქრისტიანულ-თეოლოგიური


წარმოდგენა.“თუ ამ მოსაზრებას სწორად მივიცნევთ და რუსთველის
„ტანს“გავიგებთ გვამად, მაშინ პოეტი ამბობს:ღმერთმა შექმნა ყოველი
გვამის სახე“ამგვარი წაკითხვით,ესსტრიქონი შეუთანხმებელია პოემის
პირველ სტროფთან.

ი.ლოლაშვილის მსჯელობა გააგრძელა და განავითარა ზვიად


გამსახურდიამ.მისი აზრიტაც,ამ კონტექსტში სახე ნიშნავს
არქეტიპს.პროტოტიპს,მაგრამ ამავე დროს იგი მოიცავს
პერსპექტივასაც,მომავლის იდეალსაც.იგი ასკვნის რომ“სახე“შეიძლება
ნიშნავდეს „პროტოტიპსაც“და „მომავლის იდეალსაც“

იმისათვის რომ სწორად გავიგოტ ეს დებულება,პირველ რიგში უნდა


დაზუსტდეს რუსთველის ცნებების“სახე“და „ტანის“მნიშვნელობა.სახე
ქართულში მრავალი ერთმანეთის მონათესავე მნიშვნელობიტ
იხმარება.თუმცა მათგან
ძირითადია:11)გარეგნობა.2)პირისახე.3)მაგალითი ,ნიმუში ანუ
პარადიგმა.4)ნიშანი,დამახასიათებელი
თვისება.5)მიზეზი,6)გამოხატულება.

მეორე საკითხია,რა არის ცოცხალი სხეულის ფორმა,თუმცა


არისტოტელემ ნათელი პასუხი გასცა:სული არისარსი,პოტენციური
სიცოცხლის მქონე ბუნებრივი სხეულის ფორმა.თუმცა სულის რაობის
შესახებ ზველ საბერძნეთში სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული.მაგ,
ანაქსიმანეს აზრიტ,სული მატერიალურად არსებობდა და შედგებოდა
ჰაერისაგან.ჰერაკლიტეს აზრით,სული წყლისა და ცეცხლის ნაერთს
წარმოადგენდ.პითაგორა სულს ჰარმონიად მიიჩნევდა,ხოლო სოკრატე
ებრძოდა ამ აზრს და ამტკიცებდა რომ ჰარმონია,რამდენადაც არის
რთული,სული-მარტივია.იგი მიიჩნევს რომ სული არსებობდა სხეულის
დაბადებამდე და იარსებებს სიკვდილის შემდეგაც.არისტოტელეს
აზრით,საგნის ფორმა და საგნის სახე ერთი და იგივეა.ხოლო სულის
რაობის შესახებ არისტოტელეს დებულება ასთია: სული არის სხეულის
ფორმა,ანუ სახე.რუსთველის სიტყვები „სახე ყოვლისა
ტანისა“გულისხმობს სულს.მაშასადამე რუსთველი იზიარებს
არისტოტელეს დებულებას სულის რაობაზე.არისტოტელე ასახელებს
ჭეშმარიტად არსებობის ოთხ მიზეზს.!მატერია- ის,რაც რარაცად უნდა
გარდაიქმნას.2)ფორმა-საგნის გარკვეულობა-ის რა განხორციელებაც აქვს
მატერიას.3)მოქმედი მიზეზი-ის რაც მატერიას აქცევს ამა თუ იმ
გარკვეულობად,ფორმად.4)მოქმედების მიზეზი-ის,რისთვისაც ხდება,ან
არის რაიმე.

რუსთველის დებულებაში-ღმერთმა შექმნა ყოველი ტანის სახე-ტანი


არისტოტელეს მატერიალური მიზეზია,სახე- მეორე მიზეზი, ხოლო
ქრისტიანული შემოქმედი ღმერთი სტრუქტურულად გააზრებულია
შემოქმედებით მიზეზად,რაც თავის მხრივ არიტოტელეს
პირველმიზეზის ქრისტიანობაში შემოსული ნეოპლატონური
სახეცვლილებააამგვარად,პროლოგის მეორე სტროფის პირველი
სტრიქონი დამყარებულია სულის რაობის თავისებურ გაგებაზე.მხოლოდ
პლატონის იდეათა თეორიის მიხედვიტ განიმარტება მართებულად „ჰე
ღმერთო ერთო შენ შჰქმენ ყოველი საგნის იდეა“რუსთველი,როგორც მე-
11 მე-13 საუკუნეების სქოლასტიკა, იზიარებს სულის არისტოტელესულ
დეფინიციასდა შემოაქვს იგი ქრისტიანულ
თეოსოფიაში.ამრიგად,მეორესტროფის პირველ ტაეპში რუსთველი
მიმართავს ღმერთს:ღმერთო,შენა ხარ ყოველი სულის,ანუ ყოველი
სულის ანუ ყოველი სხეულის ფორმის შემქმნელი.ხოლო პოეტი
ევედრება ღმერთს :მისი სული შეინდოს,დაიფაროს,ბოროტი
დაათრგუნვინოს დაცოდვები შეამსუბუქებინოს.

29) ვახტანგისეული გამოცემა


1712 წლის გამოცემა, რომელსაც დართული აქვს სათანადო კომენტარები
და ლექსიკონი, ეკუთვნის ვახტანგ მე-6. ეს რედაქცია შეიცავს 1587
სტროფს. ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი უნაკლოდ აღადგინა და
სპეციალური გამოკვლევით შეამკო აკაკი შანიძემ 1936 წელს.იგი წერს,
რომ ჩვენ დრომდე მოღწეული ა პირველნაბეჭდი პოემა 18 ცალი. ამათ
გარდა ერთი ლენინგრადის, ხოლო მეორე პარიზის ბიბლიოთეკაშია
დაცულიო. მოღწეული ცალები ნაკლულია, რადგან მაშინ უცდიათ მათი
განადგურებაო. აღსანიშნავია, რომ ტიმოთე გაბაშვილმა ნიშანში ამოიღო
ვახტანგის რედაქცია.
ამიტომ გასარკვევი იყო ვახტანგმა კრიტიკულად გამოსცა ეს ტექსტი,
ხელოვნურად შეამოკლა თუ მოკლე რედაქციის შემცველი ტექსტი
დაბეჭდა. თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობდა, რომ რუსთველის ტექსტზე
ინტერპოლატორებს ჩანართები მიუმათებიათო, სინამდვილეში კი ის
1587 სტროფს შეიცავსო. მაგრამ ამატებს 4 სტროფს, რომელიც ვახტანგს
გამორჩა და ამბობს რომ ისინიც ვეფხისტყაოსანს ეკუთვნისო.
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები ექვთიმე თაყაიშვილმა განიხილა. ის
დარწმუნდა, რომ ვახტანგს პოემა მე-17 საუკუნის დანართებისგან
გაუცხრილავს. თუმცა დ.კარიჭაშვილის თქმით, ვახტანგს ხელთ ჰქონია
ხელნაწერი დედანი, რომელსაც მოწიწებით მოჰკიდებია და არც
შესწორებია მასში არაფერიო. ამიტომ ვახტანგის გამოცემის დედანი
უძველესად მიგვაჩნიაო. მას ეთანხმება ი. აბულაძეც და აკრიტიკებს
თაყაიშვილის აზრს 1914 წლის მისივე რედაქციით გამოქვეყნებულ
ვეფხისტყაოსანში.
პავლე ინგოროყვას აზრით, ვახტანგ არავითარი შესრორებები არ
შეუტანიაბდედანში და მას უცვლელად დაუბეჭდავს რომელიღაც ძველი
ხელნაწერი. სარგის კაკაბაძეც თვლის, რომ ვახტანგისეული რედაქცია
ხელნაწერთა შორის უნდა ვიგულისხმოთ.
ვახტანგისეული რედაქციის კრიტიკულად შემუშავების თვალსაზრისს
იცავდა რუსთველოლოგი კ. ჭიჭინაძე და კ.კეკელიძე.
ივ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ დაუჯერებელია ვახტანგ მე-6
თვითნებურად აღედგინა შოთას ქმნილების ტექსტი, მას მის ხელთ მყოფ
ხელნაწერებს შორის ვეფხისტყაოსნის ისეთი რედაქცია ჰქონია,
რომელშიაც აღნიშნული ყოფილა, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი და
შემდგომი თავები შოთას პოემის გაგრძელებებს ეკუთვნოდაო.
ჯავახიშვილის აზრით, ვახტანგს გულდასხმით უწარმოებია კვლევა-
ძიება , შეუსწავლია ხელნაწერები და შემდეგ იქ დაცული ცნობების
ნიადაგზე ამოუღია ინრეტპოლატორთა ტექსტი.
მართლაც, ზუსტად ასეთი ხელნაწერი გახლდათ Q ფონდის ე.წ
ზაზასეული ხელნაწერი. რომელიც იოსებ თბილელს გადაუწერია მე-17
საუკუნის 60 იან წლებში. ზაზასეულ ხელნაწერში გამოყოფილია ნანუჩას
ჩანართები, ასევე ზოგი რამ ჩაუმატებია იოსებ თბილელსაც. მასაშსადამე,
ამ ცნობებს დაყრდნობის ვახტანგი, როცა ტექსტი გაუცხრილავს.
შანიძის დაკვირვებით, ვახტანგმა კომენტარები დაურთო პოემის ვრცელ
და არა მოკლე რედაქციას. საქმე ისაა, რომ ვახტანგის გამოცემული
ტექსტი არ ემთხვევა კომენტარებს. სავარაუდოა, რომ როცა ტექსტი
იბეჭდებოდა ვახტანგი ირანში იყო, ან იქნებ სხვებს მიანდო ტექსტის
დამზადება,ეს საკითხი გაურკვეველია.
ის მკვლევრები, რომლებიც თვლიან, რომ ვახტანგმა ბეჭდურად
გაიმეორა , ვითომც მის დროს არსებული მოკლე რედაქცია
ვეფხისტყაოსნისა, ეყრდნობიან U ხელნაწერს. ( ისე გამოდის, რომ ამ
ხელნაწერის გადამწერს ხელთ ჰქონია ვახტანგისეული რედაქციის
მსგავსი დედანი) U ხელნაწერი შეისწავლა სარგის ცაიშვილმა. მან
გამოარკვია, რომ:
1) U ხელნაწერი გადაწერილია არა მე-17 საუკუნეში, არამედ მე-18
საუკუნის პირველ ნახევარში. 1712 წლის გამოცემის შემდეგ.
2)ხელნაწერის თავ-ბოლო ნაწილი გადმოწერილია მე-17 საუკუნის
ჩვეულებრივი ტიპის ვრცელი ხელნაწერიდან, ხოლო მეორე ნაწილი
თავად ვახტანგის გამოცემიდან.
ამით დამტკიცდა შანიძის ნააზრევიც: "ვახტანგს გაუცხრილავს პოემის
ტექსტი. პირველი გამოცემა ვეფხისტყაოსნისა არის ხელოვნურად
შემოკლებული თექსტი და არა უცვლელად დაბეჭდილი რომელიმე
ხელნაწერი. ვახტანგის ვეფხისტყაოსანი არის შეძლებისდაგვარად
კრიტიკულად დადგენილი ტექსტი"
კეკელიძის გამოკვლევით, პოემის კომენტარები ვახტანგისგან
დამოუკიდებლად არის დაწერილი, ამით ხსნის ის იმ უზუსტობას
პოემასა და შენიშვნებს შორის. ამდროს ირანში იყო მეფე, სავარაუდოდ.
შესაბამისად კეკელიძე გამოცემის რედაქტორობის პატივს ვახტანგის
სტამბის მოღვაწეს კარის დეკანოზიშილ მიქელს მიაწერს. მესტამბე
მიქაელს მიეწერება ამავე 1712 წლის სტამბაში დაბეჭდილი "დავითნი"
და "კურთხევანი"
მაგრამ პოემის გამოსაცემად არ კმაროდა სასტამბო საქმიანობაში
დახელოვნება, ცხადია, ვახტანგი შესაფერის თანამშრომლებს შეარჩევდა
და საჭირო დავალებებსაც მისცემდა, მაგრამ, საქმის თაოსნობა თვითონ
უნდა ეკისრა. მას თავად უნდა დაედგინა ტექსტის ინტერპოლაციურობა
თუ ნამდვილობა. ის შეუმოწმებლად ვერ დატოვებდა სხვის
ნამუშევარს.ამიტომ მიქაელი მხოლოდ თანაშემწე გამოდის.
თავფურცელის ნაწერის მიხედვით, პოემა დაუბეჭდავთ ვახტანგის
მპყრობელობის ჟამს, მისივე საფასით. ანუ ის დროა, როცა ქვეყნის
ფაქტიური მპყრობელია ვახტანგი, მაგრამ მეფობის პატივი მას ჯერ არ
აქვს. როცა ვახტანგი ირანში იყო, პოემის ბეჭდვა მიქაელის ხელში
გადავიდოდა. ვახტანგის რედაქციაში იყო გარკვეული ტექნიკური
შეცდომები, მის ლექსიკონშიც მოიპოვება გაუგებრობები, მაგრამ შანიძე
აღნიშნავს, რომ დიდია საბოლოოდ ვახტანგის ღვაწლი და მისი
ვეფხისტყაოსნის მნიშნელობა.

46)ავთანდილი და ლანსელოტი
ვეფხისტყაოსანმა ბიბლიასთან ერთად ქართველი ხალხის
მსოფლშეგრძნებისა და ზნეობის ფორმირებაში რომ განუზომელი
წვლილი შეიტანა ამაზე მეტყველებს უამრავი წერილობითი ძეგლი
ძეგლი/ავთანდილი პოემის ერთ-ერთ გამორჩეული პერსონაჟია თავისი
გონიერებითა მეგობრისადმი ერთგულებით.ქართველმა მკითხველმა ის
ძალიან შეიყვარა,თუმცა ანალოგიურ დამოკიდებულებას ვერ ვხვდებით
ევროპულ ლიტერატურაში.პირველი უცხოელი რომელმაც უარყოფითი
დამოკიდებულება გამოთქვა ავთანდილის პერსონაჟსადმი იყო
ჟ.მურიე.მას პოემის მხატვრულ სახეებთან ერთად
აღიზიანებდა,ავთანდილის“სიცივე და ცბიერება“. მეტად საინტერესოა,
ავთანდილის მხატვრული სახის მიმართ გამოთქმული ოლივერ
უორდროპის შენიშვნები სადაც ის აღნიშნავს,რომ მორალური
პოზიციიდან მიუღებელი, ყოველ სემთხვევაში ინგლისელი
მკითხველისთვი,პოემის გმირთა მოქმდების რამდენიმე
ეპიზოდი,კერძოდ, ავთანდილისაგან ჭაშნაგირის მოკვლ,ფატმანტან
გამიჯნურება და ტარიელის მიერ სასიძოს მოკვლა.ავთანდილის
ფატმანთან გამიჯნურების ეპიზოდი სხვადასხვაგვარადაა გააზრებული
სხვადსხვა მეცნიერის მიერ.არის გამოთქმული მოსაზრება რომ
ავთანდილმა ჭეშმარიტი სიყვარულით შეიყვარა ფატმანი და თინათინის
სიმაღლეზე აიყვანა.ასე რომ ავთანდილს ფატმანი უყვარს და „არსად
არცერთ სიტუაციაში ისეთი გულწრფელი არ არის,როგორც ფატმანთან
ურთიერთობის დროს.რუსთველი არ გმობს ავთანდილისა და ფატმანის
მიჯნურობის ეპიზოდს,მაგრამ არც არსად მიუთითებს რომ ავთანდილს
ფატმანი შეუყვარდა.კურტუაზიული ლიტერატურის ტიპური
პერსონაჟია ლანსელოტი.მას თავდავიწყებით უყვარს თავისი მეფის
მეუღლე გვინივერა.ლანსელოტი თავისი დათყვევებული სატრფოს და
ქალბატონი, ის მზად არის შეასრულოს ქალის ყველა სურვილი.მათ
შორის ისეთიც,რომელიც მის რაინდულ რეპუტაციას ვნებს.კერძოდ, არ
იბრძოლოს ტურნირზე და მოწინააღმდეგეებს მისცეს წარმატების
შესაძლებლობა.ლანსელოტის სამიჯნურო თავგადასავლები მეტად
საინტერესოა.გვინივერას გამოსახსნელად მიდის, მიადგება ჯადოსნურ
სასახლეს და ამ სასახლეში ხვდება ქალს, რომელიც მასთან დაწოლას
სთხოვს. ავთანდილის მსგავსად ლანელოტიც ხვდება ამგვარ
სიტუახციაში. ლანსელოტი სასტიკ უარს ამბობს , მაგრამ სხვა გზა არ
აქვს და დაწვება ქალთან დღის ტანისამოსით. ქალი ბევრს ცდილობს,
მაგრამ ვერაფერს გახდება და სხვა ოთახში გავა.
ლანსელოტის უამრავ თავგადასავალთა შორის აღსანიშნია ამავე
თვალსაზრისით ერთი, რმელიც ეკუთვნის კრეტიენ დე ტრუას
"ლანსელოტი ანუ ურმის რაინდის" გაგრძელებათა ციკლს. ამის
მიხედვით, იგი გვინივერას თხოვნით მიდის რაინდთა დიდ ტურნირში,
მაგრამ სურს , რომ იქ შეცვლილი სახით წარსდგეს, რაშიც მას მოხუცი
ბარონი და მისი ვაჟები დაეხმარებიან. ბარონის ქალიშვილს
თავდავიწყებით შეუყვარდება ლანსელოტი. რაინდი ტურნირში
მონაწილეობის შედეგად დაიჭრება, ელეინა კი არ შორდება და უვლის.
ქალმა მას ცოლობა შესთავაზა. ლანსელოტი რომ არ დაეთანხმა
საყვარლობა სთხოვა. რაინდმა ეს ვერ იკადრა და
განერიდა.სასოწარკვეთილი ელეინა კი დაღუპა.აქედან გამომდინარე,
ლანსელოტი მიჯნურობაში არ თანაუგრძნობს არც ერთ ქალს, იმიტომ,
რომ კურტუაზიული სიყვარულის წესებს ემორჩილება.

თუ დავაკვირდებით ამ თვალსაზრისით, ავთანდილი და ლანსელოთი


მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ავთანდილი თითქმის
მსგავსს სიტუაციაში სხვაგვარად მოიქცა. თანაუგრძნო ფატმანს და
მიუხედავად იმისა, რომ მასთან ფიზიკური კავშირი მისი სიყვარულით
არ იყო განპირობებული, ღამე ქალთან მაინც გაატარა.მაგრამ ავთანდილს
წამითაც კი არ უფიქრია, რომ ამით სატრფოს უღალატა. ავთანდილისა
და ლანსელოტის სიყვარული განსხავვებულია. ავთანდილი არ რჩება
საკარო სიყვარულის ცარჩოში, მისი ქცევა ტავისუფალია, სატრფოსადმი
სიყვარული კი უკოპრომისო. ავთანდილი მაღლდება არა თუ საკარო ,
არამედ საზოგადოდ სიყვარულის ნებაზე. მისი ქცევა უშუალოდ ერთ
კონკრეტულ მიზანს ემსახურება.( რომ დაწვრილებით გაიგოს
გულანშარს ამბები) მისი ამგვარი ქცევა მაღალი ადამიანური
იდეალებისკენ სწრაფვითაა განპირობებული, ავთანდილი
თანაუგრძნობს ფატმანს, როგორც ადამიანს. ამიტომაცაა რომ,
განსხვავებით ელეინასაგან ფატმანი სასოწარკვეთილი და უიმედო არაა.
ავთანდილისსაქციელით ყველა ბედნიერი რჩება. მას ტკივილი
არავისთვის მიუყენებია. მისივე ქმედება ამ ეპიზოდში თანხმობაშია
მისივე კრედოსთან: "რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუსდევ წადილთა
ნებასა" ავთანდილი აკეთებს იმას, რაც არ სურს,მაგრამ ამ საქციელს
ავალებს მაღალი ადამიანური იდეალი, ლანსელოტი კი -
პირიქით,აკეთებს იმას რაც უნდა,ამ საქციელით ლანსელოტი უფრო
დაბლდება, რადგან მის გამო ადამიანი იღუპება.

ამრიგად, ამ ორ გმირს შორის დიდი განსხვავებაა,რადგან ერთი


კურტუაზიულ სიყვარულს წარმოადგეს, მეორე კი არა. ამის მიზეზია
თუნდაც ის, რომ კრეტიენ დე ტრუას და რუსთაველს სხვადასხვა
ლიტერატურული წყაროები ჰქონდათ. ვეფხისტყაოსანი ახლოს დგას
სპარსულ ეპიკასთან , ნაწილობრივ ძველ ბერძნულ ეპოსთან. კრეტიენ დე
ტრუა კი ანტიკურ ლათინურ ლიტერატურას ეყრდნობა.
ძვ.ქართულმამწერლობამ არ იცის სიყვარულის სამკუთხედური
მოდელი,რაც ბუნებრივია ევროპულ კურტუაზიულ რომანში.

23) პოვნა დაბნედილი ტარიელისა ავთანდილის მიერ და


მათი საუბარი
ავთანდილს ძალიან უჭირდა თინათინისა და სამეფოს დატოვება, მაგრამ
განსაცდელში ჩავარდნილ მიჯნურს ვერ მიატოვებდა, მას უნდა
დახმარებოდა და გვერდში დადგომოდა. ამიტომ როსტევანს გამოეპარა
და მეორედ გაემართა ტარიელის შესაყრელად, მაგრამ ასმათთან მისულს
ქალმა ტიელით უთხრა, რომ ტარიელმა დიდი ხანია რაც გამოქვაბული
დატოვა და არაფერი ვიცი მასზეო. დაღონებული ავთანდილი გაემართა
მის საძებნელად. შამბში შავი ტაიჭი შენიშნა და მიხვდა რო ის
იქნეოდა.მაგრამ როცა ტარიელი დაინახა, ეს სიხარული ჭმუნვამ
შეცვალა, რადგან მას თავი სასიკვდილოდ გადაედო, ამ ქვეყნის
აღარეფერი ესმოდა. ერთ მხარეს მოკლული ლომი და სისხლიანი ხმალი,
მეორე მხარეს კი უსულო ვეფხვი ეგდო. ტარიელი გონება დაკარგული
იყო, თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. ძახილი ვერ გააგონა
ავთანდილმა და ახლოს მივიდა ცრემლები შეუშრო აკოცა და მოეხვია
ძმობილს.ტარიელმა უთხრა რომ დამეხსენ და სიკვდილი მაცადე,
ოღონდ მხეცებს ნუდააჯიჯგნინებ ჩემს თავსო. ავთანდილმა უპასუხა,
რომ მიჯნური ვინ არ ყოფილა, ვის ცეცხლი არ მოჰკიდებია, მაგრამ
შენსავით არავინ მოქცეულა,სატანას დაუმორჩილებიხარ. ხომ იცი, რომ
გაჭირვების დროს უნდა გამაგრდე, რადგან ვარდი უეკლოდ არავის
მოუკრეფია. შემდეგ ვარდზე იგავს მოუყვება ტარიელს და ეტყვის, რომ
როდესაც მას ჰკითხეს ასე ეკლიანი რატომ ხარო, მან მიუგო: რადგან
სჯობს ის, რაც ძნელად მოიპოვება: "ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს
არცა ჩირად" ავთანდილი ნუგეშად მოევლინა განსაცდელშ მყოფ
მიჯნურს და კვლავ არ დანებდა ისევ ეუბნება, რომ თავის ნებას არ უნდა
მიჰყვე და გააკეთო ყოველთვის ის რაც არ გსურსო. ეს არის სწორედ
ავთანდილის ცხოვრებსეული პრინციპი. მაგრამ ტარიელი პასუხობს,
რომ ის არ არის გონებაზე, გახელებულს სწორად აზროვნება არ შეუძლია
და მთავარია მისთვის მიენდოს თავის გულს: "ჰკითხე ასთა ჰქმენ
გულისა, რაგინდა ვინ გივაზიროს" მიუხედავად ამისა, ძმობილი არ
ნებდება და სთხოვს რომ ცხენზე შეჯდეს, რადგან ავთანდილმა იცის,
რომ ეს უდიდესი წამალია სევდის გასაქარვებლად და
დასამშვიდებლად.მართლაც ტარიელი მინდორში გაიყვანა და
ენაწყლიანი საუბრით მიხდილი გონება დაუბრუნა. სწორედ ამიტომ,
რუსთველი თავის პერსონაჟს შემდეგი ეპითეტებით ამკობს: "სევდის
მუფარახი" და "ცნობიერთა დასტაქარი" შემდეგ ავთანდილი
უსაყვედურებს, რომ ასმათი სულ დაივიწყა, ის დობილი, რომელიც მისი
და ნესტან-დარეჯანის სიყვარულის შუამავალი იყო და ურჩია, რომ მას
დაბრუნებოდა. სრულიად დაემორჩილა ტარიელი მის გონიერ სიტყვებს,
რომელიც მალამოდ ედებოდა და გაემართნენ ასმათისკენ. გზაში კი
ტარიელმა უამბო თავს რაც გადახდა, როგორ დაინახა შეჭიდებული
ლომი და ვეფხვი. როგორ შეიპყრო ვეფხვი, რომელიც თავის საყვარელს
მიამსგავსა და მისი კოცნა მოუნდა. მაგრამ ის იერიშზე გადმოვიდა და
ლომთან ერთად ისიც მოკლა. ამის გამო ტარიელს ეგონა თითქოს
საყვარელ ადამიანს შეეჭიდა და იქვე დაეცა და ცრემლად დაიღვარა. ასე,
რომ ამ მგდომარეობაში ჩავარდნილი ტარიელი ავთანდილმა
გადაარჩინა. გული მოულბო და სასოწარკვეთილი გონს მოიყვანა.
8) ვეფხისტყაოსნის დაწერის დრო, პროლოგის
მიხედვით
რუსთაველის ადრეულ თხზულებებს ჩვენამდე არ მოუღწევია, ისევე
როგორც ამავე ეპოქის ბევრ სხვა ლიტერატურულ ძეგლს, რომელთა
არსებობაზე შემონახულია საკმაო რაოდენობის დოკუმენტური ცნობები.
ყველაფრიდან ჩანს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველის ერთადერთი
ნაწარმოები არ არის. „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ვნახავთ, დაახლოებით
30 – 40 წლის ასაკში უნდა შეექმნა პოეტს, ვითარცა დიდი პოეტური
წრთობის შედეგი. თამარის ეპოქის შემდეგ ჩვენ ქვეყანას საშინელმა
ქარიშხლებმა გადაუარეს და, ალბათ, „ვეფხისტყაოსნისადმი“ უდიდესი
სიყვარული რომ არა, იქნებ სრული სახით არც მას მოეღწია ახალ
საუკუნეებამდე
სხვადასხვა ისტორიულ-ლიტერატურული წყაროები თუ ხალხური
გადმოცემები „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს სხვა თხზულებებსაც მიაწერენ.
მაგრამ ყველაზე სანდო მაინც თვით პოემის ავტორის ცნობაა.
„ვეფხისტყაოსნამდე“ მას დაუწერია თამარისადმი მიძღვნილი სამქებრო
პოემა (ან იქნებ ლირიკული ხასიათის ოდები), რაზეც პროლოგში
პირდაპირ არის საუბარი. პოეტს ერთი რამ უნდა იტაცებდეს, ერთი უნდა
იყოს მისი ქების საგანი. მეც მხოლოდ ერთს ვუძღვნი ჩემს ქებას (თამარს
ვაქებ) და მასზე ადრეც მითქვამს ქების სიტყვებით („ჩემი აწ სცანით
ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია“). გვ. 39
ნ.მარი ერთ დროს ფიქრობდა, რომ პოეტის ეს ადრეული ნაწარმოები, ანუ
თამარის ქება არის ჩვენამდე მოღწეული სახოტბო კრებული
„თამარიანი“, მაგრამ ეს მოსაზრება შემდეგში არ იქნა გაზიარებული.
„თამარიანი“ იმავე ეპოქის პოეტს ჩახრუხაძეს ეკუთვნის, ხოლო
რუსთაველის სამქებრო თხზულებას, როგორც ჩანს, ჩვენ დრომდე ვეღარ
მოუღწევია. ანტონ კათალიკოზი (1720 – 1788 წწ.) რუსთაველს მიაწერდა
თამარის ცხოვრების ისტორიის დაწერას. დღეს არ არის ზუსტად
გარკვეული თუ, კერძოდ, რომელი ისტორია ეკუთვნის შოთა
რუსთაველს (თამარის ეპოქას აღწერს რამდენიმე მემატიანე). რუსთაველს
მიეწერება აგრეთვე რამდენიმე სასულიერო შინაარსის ჰიმნი. ფიქრობენ,
აგრეთვე, რომ მასვე ჰქონია რომანტიკული ხასიათის პოემა მსოფლიოში
საკმაოდ გავრცელებულ სუჟეტზე იოსებ მშვენიერის შესახებ (პ.
ინგოროყვა).ხალხური გადმოცემით, შოთას ნათქვამია შესანიშნავი
მუნასიბი (ექსპრომტი), რომელშიც განდიდებულია კაცის პირადი
ღირსება (ეს ლექსი ჩვენ ზემოთ მოვიტანეთ). აღსანიშნავია, რომ ამ
ლექსის ავტორად (სტილზე დაკვირვებით და მასში გამოთქმული
შეხედულების გამო) რუსთაველი მიაჩნდათ დიდ ქართველ პოეტს აკაკი
წერეთელს, აკად.ნ. მარს და სხვა ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს.
„ვეფხისტყაოსნის“ დათარიღების საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია
პოეტის ცხოვრების ქრონოლოგიის აღდგენის შემდგომ. იგი თამარის
თანამედროვეა, მის მშვენიერ ღირსებათა თაყვანისმცემელი და
გადატანით (ანუ, როგორც პოეტი ამბობს, „შეფარვით“) პოემაც სწორედ
თამარისადმია მიძღვნილი. ზოგადად ამასვე ადასტურებს პოემაში
წარმოდგენილი სინამდვილეც. გმირთა მოქმედების ასპარეზი ძალზე
ფართო გეოგრაფიულ არეებს მოიცავს. გვ. 40 აქ ნახსენებია აზიისა და
ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა სახელმწიფო, მაგრამ ერთი
სიტყვაც არ არის დაძრული ისტორიის ახალ დიდ ტალღაზე, მონღოლთა
უზარმაზარ სახელმწიფოზე, რომელთა სახელს ჩვენი მატიანეები 1220-
იანი წლებიდან უკვე კარგად იცნობენ. ამ სახის ისტორიული
ანალოგიები სხვაც არის, მაგრამ უფრო დამაზუსტებელ ცნობებს ჩვენ
თვით პოემის პროლოგი გვაწვდის. პოეტის ცოცხალ თანამედროვეთა
შორის თამართან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი.
თამარისა და დავითის ზეობის ხანა მოდის 1189 – 1207 წლებზე (დავითი
და თამარი შეუღლდნენ 1189 წელს, დავითი გარდაიცვალა თამარზე
ადრე, 1207 წელს). უფრო ზუსტად კი „ვეფხისტყაოსნის“ დაწერა ამ
თარიღის ბოლო წლებზე მოდის, რადგან უნდა გავიხსენოთ, რომ
ზემომოხსენიებულ საგმირო-საფალავნო რომანს „ამირან-დარეჯანიანს“
და სარგის თმოგველის „დილარგეთიანს“ იცნობს ჩახრუხაძის
„თამარიანი“. ამავე თხზულებათა პერსონაჟებს ახსენებს თამარის
ისტორიკოსი („ისტორიანი და აზმანის“ავტორი), მაგრამ არცერთი ეს
თხზულება არ ასახელებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს. უკანასკნელი
გამოკვლევებით, „თამარიანი“დაწერილი უნდა იყოს 1205 წლისათვის,
რადგან აქ თამარის დროის უკანასკნელ ამბავთაგან ასახულია
რუქნადინის დამარცხება ბასიანის ომში (იხ.ივ.ლოლაშვილის
გამოკვლევა).მაშასადამე, „ვეფხისტყაოსანი“ დასრულებული უნდა
ყოფილიყო 1205 – 1207 წლისათვის. ასე რომ, სრულ სიმართლეს შეიცავს
პოემაზე დართული ბიბლიოგრაფიული ხასიათის სტროფი, სადაც
„ვეფხისტყაოსანი“ ქრონოლოგიურად კლასიკური ხანის ერთ-ერთი
უგვიანესი ნაწარმოებია. გვ. 41
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი იცნობს ნიზამი
განჯელის პოემას „ლეილი და მაჯნუნი“, რომელიც დაიწერა 1188 წელს.
ამასვე უჭერს მხარს ის გარემოება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა
სახელები უკვე XIII საუკუნის 30-იან წლებიდანვე პოპულარულნი
ხდებიან. მაგალითად, ნ.მარმა აღნიშნა, რომ სახელი ტარიელი ერთ-ერთ
ეპიგრაფიკულ წარწერაში გვხვდება ამავე საუკუნის შუა წლებში.
შემდეგში, „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარობის ზრდასთან ერთად,
არაჩვეულებრივად გავრცელდა „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სახელები და
უპირველესი ადგილი დაიკავა ქართულ ონომასტიკონში

11) მეგობრობის კონცეფცია ("შემომხედნ მოვეწონე")


ტარიელი და ფრიდონიერთი შეხედვისთანავე მოიხიბლნენ
ერთმანეთით, ასევე პირველი შეხვედრისთანავე დამეგობრდნენ
ტარიელი და ავთანდილი: "მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ
დაჰრიდეს". დიდი სიყვარულით შეუყვარდათ ერთმანეთი ერთი ნახვით
ფრიდონსა და ავთანდილსაც. ასე ერთბაშად აღიძრა ვეფხისტყაოსნის
გმირთა ის დიდი მეგობრობა, რომელიც ყოვლისშემძლებელ ძალად იდა
მაღალი ადამიანობის გამოვლინების უდიდეს გამოვლინებად იქცევა.
მაგრამ მეგობრობის იდეალიზაციით ვეფხისტყაოსანი უკიკალურიძეგლი
არ არის. გილგამეშის და ანქიდუს მეგობრობას უმღერის დღემდე
ლურსმული წარწერები.ასევეა ბერძნულლ ეპოსსშიც პატროკლესა და
აქილევსის შემთხვევაში.ინდური ეპოსი "რამიანაც" ამკობს სამი
დიდგვაროვანი გმირის მეგობრობას. ამ მხრივ აღსანიშნავი დასავლეთ
ევროპული საგმირო ეპოსიც ("როლანდის სიმღერა")
ვეფხისტყოსნის მეგობრობას მსოფლიო ლიტ. დსხელებულ შედევრებს
შორის ბევრი სერთო აქვს. ავთანდილი ტრიელისთვის, ისე როგორც
ლაქშმანა რამასთვის, ტოვებს სასახლეს და მეგობრის მსგავსად ტყე-
ღრეში ხეტილს ირგუნებს. ტრიელი , ვთნდილი და ფრიდონო მსგავსდ
როლანდისა დაოლივიესი უთანსწოროო ბრძოლაში გამოცდიან თავიანთ
მეგობრობას.ავთანდილი ტრიელის მესიდუმლე და მრჩეველი, ისევე
როგორც ჰორაციო ჰამლეტისა. ეს პარლელები იმას ამტკიცებს, რომ
რუსთველის გმირთა მეგობრობა ის მაღალი მორალური კატეგორია,
რომელიც სხვადასხვა ხალხის ლიტერატურულ შედევრებსა და
განსხვებულ ეპოქებში გამოვლინდა.
ტარიელის, ავთნდილისა დ ფრიდონის მეგობრობას უპირველეს ყოვლის
ქართულ ძმადნფიცობაში აქვს საფუძველი. "ამირანის ეპოსის" მიხედვით
სამი ძმა: ბადრი უსუპ და ამირანი გაემართნენ კოშკში ჩაკეტილი
მზეთუნახავის გამოსახსნელად. პოემაში საზოგადოდ შეინიშნება რიცხვი
სამისადმი ყურადღების გამახვილება. (ავთანდილს უცხო მოყმე სამი
წელი უნდა ეძებნა, ავთანდილსა და როსტევანს შორის ნადირობაში
დამარცხებულს თავშიშველი სამ დღეს უნდა ეარა, ნესტანის ხილვით
დაბნედილი ტარიელი სამი დღე უსულო იყო...) აქ პარალელი უნდა იყოს
ბიბლიურ სამებასთან.
ძმობილთა გვერდით ვეფხისტყაოსანი აყენებს დობილობას, კერძოდ,
ბესტანი და თინათინი ერთმანეთის დობილებად არიან წარმოდგენილნი.
ძნელია სხვაგან მოიძებნოს მაგალითი ასმმათისა და ტარიელის
მეგობრობისა, და-ძმად გაფიცვის ჩვეულებისა.
როცა რუსთველის მეგობრობის წყაროებს ვეძებთ, უპირველესად
ყურადღება უნდა შევაჩეროდ ქრისტიანული ეთიის "მოყვასის
სიყვარულზე" ქრისტიანულმა იდეალმა ორი უდიდესი მცნება
გამოარჩია: ღმერთის სივარული და მოყვასის სიყვარული. მოყვასი
ფართო ცნებაა, იგი არ უდრის მეგობარს თანამედროვე გაგებით. მოყვასია
ყველა ადამიანი განირჩევლად რასისა, ეროვნებისა, რელიგიური
აღმსარებლობისა.ვეფხისტყაოსნის გმირთა ურთიერთობა
ითვალისწინებს იმ ზნეობრივ კოდექსს, რომელიც ქრისტიანულმა
ეთიკამ მოიტანა. ქრისტიანული სწავლების კვალი ჩანს ავთანდილის
ქცევაში დატოვოს თავისი სატრფო და სამშობლო და გასაჭირში
ჩავარდნილ მეგობარს დაეხმაროს.
ვეფხისტყაოსნის მეგობრობადამოკიდებულებას ამჟღავნებს რაინდობის
ინსტიტუტთან. რაინდობა მე-12 საუკუნის საქართველოს
საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო. ნიკო
მარმა დაამტკიცა, რომ ტერმინი "მოყმე" მე-12 საუკუნეში გამოყენებულია
რაინდის აღსანიშნავად. ყრმა იყო ისეთი ვაჟკაცი, რომელიც სახელს
გაუთქვამდა პატრონს მამაცობით, ცხენოსნობით და ა.შ.
მეგობრობა პოამაში აშკარად შტაგონებულია ანტიკური
ფილოსოოფიური გააზრებითაც.როგორც შენიშნულია, პოემაში
იგრძნობა პლატონისეული ფილოსოფიური თეზა: მეგობრები არიან
ისინი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ. ასევე უნდა შევნიშნოთ
არისტოტელეს მეგობრობის ფილოსიფია. მეგობრობის პრობლემას მის
თხზულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ზოგადად
რუსთველოლოგიაში შენიშნულია, რომ არისტოტელეს მეგობრობის
კონცეფციასა და რუსთველის მეგობრობის კონცეფციას შორის
მსგავსებაა.
როგორ შეიძლება ჭეშმარიტი მეგობრის შეძენა? ფილოსოფოსის აზრით,
მეგობრობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ერთნაირ აღზრდას, ასაკს,
მდგომარეობას, ერთნაირ თვისებებს. არ შეიძლება ჭეშმარიტი მეგობრობა
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. რუსთველის გმირები არა მხოლოდ ასაკით, აღზრდით
და საზოგადოებრივი მდგომარეობით არიან ერთმანეთის თანასწორნი,
არამედ ისინი ერთმანეთის მსგავსნი არიან. ქცევით, მისწრაფებებით,
ინტერესით, შეხედულებით.
ვეფხისტყაოსნის მიხედვით მეგობრობის გამოვლენის ფორმები
სხვადასხვაა:
"სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა,
პირველ მდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთბენა ,
მიცემა და არა შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა."
ასევეა არისტოტელესთანაც ეს სამი თვისება ჭეშმარიტ მეგობრობაზე
მიუთითებს.
ამრიგად, რუსთველისეული მეგობრობის კონცეფცია ქართულ ეროვნულ
ძირებზე შენდება (ძმადნაფიცობის ინსტიტუტი) ითვალისწინებს
გვიანდელი შუასაუკუნეების ფეოდალური და სამხედრო
არისტოკრატიის ახალ ზნეობრივ იდეალს (რაინდული ეთიკა) ეყრდნობა
ანტიკურ ფილოსოფიას (არისტოტელეს მოძღვრება მეგობრობაზე)
მეგობრობა და სიყვარული რუსთველის მიერ იმ ერთიან იდეალადაა
ქცეული, რაც ღვთაებრივ ამაღლებულობას ანიჭებს ადამიანის
ამქვეყნიურ ყოფას. არსი ადამიანური ყოფისა, მისი შემეცნებითი
სიცოცხლე ადამიანურ ურთიერთობაში-მეგობრობასა და სიყვარულშია
დანახული.

9)ვეფხისტყაოსნის ავტორი
ვეფხისტყაოსნის ავტორობის საკითხზე,ისე როგორც პოემის სხვა
ძირითად ისტორიულ-ლიტერატურულ საკითხებზე სანდო წყაროს
წარმოადგეს თვითონ პროლოგ-ეპილოგი,განსაკუტრებიტ
პროლოგი.ღვთისა და მეფე პატრონის ქების შემდეგ პოეტი ლაპარაკობს
თავისტავზე და თავის თავის შემოქმედებით საგანზე. რუსთველი ან
რუსთაველი არც სახელია და არც გვარი არც ფსევდონიმი.იმ ხანაში
როცა ნაწარმოების ავტორი მოღვაწეობდა რუსთველი ნიშნავდა
რუსთავის პატრონს,მფლობელს.რუსთველს სახელად რქმევია შოთა.ამის
თაობაზე პირდაპირ ცნობას გვაწვდის მე-17 საუკუნის პოეტი თეიმურაზ
პირველი.რუსთველის სახელ შოთასთან დაკავშირებით ყურადღებას
იქცევს ერთი ლიტერატურული დოკუმენტი წმ.გიორგის ქება.
ვეფხისტყაოსნის ავტორია მე-12-13 საუკენეების მიჯნაზე მოღვაწე შოთა
რუსთაველი. საქართველოში რამდენიმე რუსთავია ცნობილი ამათგან
ავტორის სახელს უკავშირდება ორი:მესხეთის რუსთავი და თბილისის
რუსთავი.რუსთველის მესხობას იცავს ნ.მარი და შალვა ნუცუბიძე. მარი
გულმოდგინედ ეძებდა ენობრივ მესხიზმებს.თავის მხრივ მკვლევარი
პ.ინგოროყვა, რომელიც რუსთველს მიიჩნევს ჰერეთის ერისთავთა
საგვარეულოს წარმომადგენლად,პოემაში პოულობდა ჰერეთიზმებს.
მ.ჯანაშვილმა თითქო გამოუნახა ინგილოური ენობრივი
ელემენტები.აღსანიშნავია,რომ ისტორიკოსთა დასკვნით ,თბილისის
მახლობლად მდებარე რუსთავი ჰერეთის პროვინციაში არ შედიოდა და
ჰერეთის ერისთავტა მფლობელობაში არ იმყოფებოდა.შოთა
რუსტაველის ვინაობაზე ქართულ საისტორიო წყაროებს ცნობები არ
შემოუნახავს.მონღოლების დროინდელი მოღვაწე, ჰერეთის ერისთავი
შოთა კუპრი ვერ იქნებოდა შოტა რუსტაველი, იმ მარტივი მიზეზის
გამო,რომ იგი არ ყოპილა რუსთავის მფლობელი.შოტა რუსთაველს
უკავსირებენ იერუსალიმის ქართველტა მონასტერს.ტიმოთეს დროს
ჯვარის მონასტერსი მტკიცე ყოფილა ტრადიცია პოეტ შოთა
რუსთაველისა და შოტა მეწურჭლეთუხუცესის იგივეობაზე.ეს
ტრადიცია ალბათ ემყარებოდა მონასტერშივე დაცულ შესაფერის
საბუტებს.როგორც ცნობილია ტიმოტე გაბაშვილი რუსთველის მოზულე
იყო.ნ.მარმა იერუსალიმში იპოვა და გამოაქვეყნა აღაპა წიგნი,სადაც
მოხსენიებული შოთა მეჭურჭლედუხუცესი,რომელიც სააღაპო
მოსახსენიებელი მე-14 საუკუნეზე უადრესი არ უნდა ყოფილიყო.1960
წელს იერუსალიმში გაემგზავრა და წარადგინეს ოფიციალური დასკვნა.
მათ არმოაცინეს „მუქი მწვანე ფერის ზეტის საღებავის სქელი ფენიტ
დაფარული შოტას პორტრეტი. ნახატზე აღმოჩენილია წარწერა,
რომელიც ყოველგვარი ცილობის გარეშე გვიმტკიცებს ,რომ ჯვრის
მონასტრის სვეტზე გამოსახულია შოტა რუსთაველი. მკვლევართა
განკარგულებაშია იერუსალიმის აღაპთა წიგნის დედნის
მიკროფილმი.ჯვარის მონასტრის სვინაქსარის შოთასეული აღაპი
დაწერილია მე-12-13 საუკუნეთა მიჯნაზე, ხოლო სესწავლის
საფუზველზე დადგინდა რომ პორტრეტი შესრულებულია მე-13
საუკუნის დამდეგს.შოთას სააღაპო მოსახსენიებელის თარიღის გარკვევა
უდიდესი მიღწევაა რუსთველოლოგიაში.სავსებით სარწმუნოა შოთა
მეჭურჭლეთუხუცესისა და შოთა რუსთაველის იგივეობა.შოთა
რუსთაველი ყოფილა თამარის დროინდელი
მეჭურჭლეთუხუცესი,რომელსაც შეუკეთებია ჯვარის მონასტერი და
მოუხატვინებია მისი სვეტები.ამ ღვაწლისთვის ჯვარის მონასტერში
განუწესებიათ მოსახსენიებელი და სვეტზე გამოუსახავტ სურატი
სათანადო წარწერით.მოსახსენებელი და სურათის თავდაპირველი სახე
უნდა ეკუთვნოდეს მე-12-13 საუკუნეების მიჯნა,ე.ი შოთა რუსთაველის
სააღაპო მოსახსენიებელი განუწესებიათ და მისი სურათი გამოუსახავთ
ჯვარის მონასტრის სვეტზე პოეტის სიცოცხლეში ან მისი
გარდაცვალებიდან უმალვე.ასვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება
იყო რუსთველის სახელტან დაკავშირებითაც ,თუმცა ისეთი ავთენტური
დოკუმენტის აღმოჩენის შემდეგ როგორიცაა რუსთველისეული
იერუსალიმური პორტრეტი.შოთა რუსთაველი ყოფილა
მეჭურჭლეთუხუცესი, თტამარის სამეფო კარის მოხელე,ვაზირი
თამართან და დავირ სოსოლანთან დაკავშირებული პირი,ასე რომ ეს
გარემოებები ნათელს ფენს ნაწარმოების პროლოგ-ეპილოგის
ისტორიულ რეალიებს.ვეფხისტყაოსნის პროლოგში ამბობს „ჩემი აწ
ცანიტ ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია“აკ.მ.ბროსე თვლიდა რუსთველი
უნდა ყოფილიყო თამარისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსის
თამარიანის ავტორი.ასე შეიქმნა ჰიპოტეზა ჰიპოთეზა რუსთველისა და
ჩახრუხაძის იგივეობაზე,ამ შემთხვევაში ჩახრუხაძე მიჩნეულია
რუსთველის გვარადამ ორი პიროვნების იგივეობის დასამტკიცებლად
შემდეგი საბუთები მოჰყავდა:1)რუსთველს უნდა შეეთხზა სახოტბო
ლექსი,როგორც ეს პროლოგიდან ჩანსო.2)მეხოტბე ჩახრუხაზე და
ვეფხისტყაოსნის ავტორი ყოფილან მესხები.3)თამარიანსა და
ვეფხისტყაოსანს ახასიათებტთ დიდ მსგავსება პოეტური
სახეებისა,ცალკეული გამოთქმების, რითმებისა და ა.შ.თამარიანის
სამისტროფი 16 მარცვლიანი შაირითაა დაწერილი.4)რუსთველი
დაცახრუხაზე რომ სხვადასხვა პიროვნებები ყოფილიყვნენ
აუცილებლად იქნებოდა ტამარიანის ავტორიც მოხსენიებული ე.წ
ფსევდორუსთველურ სტროფში,რადგან ეს სახოტბო ნაწარმოები
ქრონოლოგიურად უსწრებდა ვეფხისტყაოსანს. თუმცა ეს თვალსაზრისი
თვითონ მალევე უარყო ერთ მარტივი მიზეზის გამო, ამგვარი მსგავსება
სრულად ბუნებრივი,ა რადგან რუსთველიცა და ჩახრუხძე ერთი და
იგივე ეპოქის წარმომადგენლები არიან.ბევრი მკვლევარი ფიქრობდა და
ფიქრობს, თითქოს ვეფხისტყაოსნის საშუალებით რუსთველმა
გააამხილა პირადი გრძნობები თამარისადმი. ამ მოსაზრებას იზიარებდა
სერაპიონი საბაშვილი-კედელაური ასევე თეიმურაზ 1. 
პოეტი ნამდვილად ასხამს ხოტბას თამარს, აღფრთოვანებულია მისი
მოკრძალებითა და სილამაზით, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულება
სრულად ბუნებრივია, რადგან ამ პერიოდში თამარი ყველასთვია
მისაღები პიროვნება იყო, რომლის შესაძლებლობები ყველა ადამიანის
მოწონებას იწვევდა, ამიტომ გამონაკლისი არც შოთა იქნებოდა თანაც
მაშინ ტრადიციასავით იყო მეფისთვის ხოტბის შესხმა და განდიდება.
თანაც პოეტმა თავისი აღტაცება გამოხატა, არა მარტო თამარის მიმართ,
არამედ მან ხოტბა შეასხა დავიდ სოსლანსაც, და მას უწოდებს ლომს და
ამბობს რომ სიტყვებს ვერ პოულობს მის შესაქებად ის ფაქტი რომ
პოემაში ვხვდებით რუსთველის აღტაცებას თამარის მიმართ ეს იმას არ
ნიშნავს რომ რუსთველს მოსწონდა თამარი როგორც ქალიჩვენ არვიცით
რუსთველის დაბადების ზუსტი თარიღი თუმცა ვიცით ვეფხისტყაოსნის
დაწერის დრო მე-12-13 მიჯნა არაფერი ვიცით რუსთველის სიცოცხლის
ბოლო წლებზე. ხალხური გადმოცემით მან სიცოცხლე სამშობლოსგან
შორს, ჯვარის მონასტერში გააატარა ასევე არ ვიცით სად აღესრულა და
სადააა დაკრძალული. ის ჩვენამდე რუსთველის სამი სურათია
მოღწეული 1. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სადაც რუსთველი უკვე
ღრმად მოხუცებულია თეთრი წვერით პირველად აღწერა ტიმოტე
გაბაშვილმა. მეორე პორტრეტი დაუცავს უძველეს თარიღიან
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერს რომელიც 1646წელს გადაწერა მამუკა
თავაქალაშვილმა მესამე პორტრეტი შემოუნახავს ე.წ ზაზასეულ
ხელნაწერს რომელიც მე-17 საუკუნის 60-იან წლებში გადაუნახავს იოსებ
თბილელს
27) არეოპაგეტული ფილოსოფია
poemaSi Cans Taviseburi sinTezi
areopagelidan momdinare neoplatonizmisa da aristoteles
metafizikuri azrovnebisa. sinamdvilis Semecnebis
rusTveluri meTodi, erTi mxriv, emsgavseba WeSmariti,
namdvili aristotelas xazs – racionalur-logikuri da
intuiciuri azrovnebis harmoniul sinTezs da, meore mxriv, ar gamoricxavs
neoplatonizmsac, romelic upiratesad intuiciur azrovnebas emyareba.
areopagituli moZRvreba Tavisi arsiT
gaqristianebuli neoplatonizmia. V_VI saukuneTa mijnis
ucnobi avtori, erTi mxriv, aviTarebs plotinisa da
prokles neoplatonizms da, meore mxriv, kapadokielTa
qristologias. safiqrelia, rom amgvari
arsis gamo areopagitul filosofiaSi Tavis sazrdos
poulobda, erTi mxriv, orTodoqsuli qristianobac, xolo,
meore mxriv, aRar eteoda ra tradiciuli dogmatikis
farglebSi, gviandeli Suasaukuneebis sqolastikuri
azrovneba imave areopagitikaSic eZiebda sayrdens.
areopagituli neoplatonizmi XII saukunis qarTuli
azrovnebis erT-erTi ZiriTadi Semadgeneli nawili iyo.
areopageli qarTulad XI saukunis meore naxevarSi
Targmna da orTodoqsulad ganmarta efrem mcirem.
azrovnebis neoplatonuri xazi qarTul originalur
filosofiur mwerlobaSi yvelaze metad ganaviTara ioane
petriwma. SeniSnulia isic, rom petriws zogjer imave gziT
mihyavs prokles filosofiis komentireba, ra gziTac ufro
adre midioda areopageli.
ვეფხისტყაოსანში fsevdo dionise areopagelis gziT
momdinare neoplatonizmis nakadis Sesaxeb specialur
samecniero literaturaSi bevri ram Tqmula. savsebiT sworad SeniSna Salva
nucubiZem, rom rusTveli `brZeni divnosis~ (an `brZen dionosis~) saxiT asaxelebs
fsevdo dionise areopagels da
mohyavs misi azri keTilisa da borotis urTierTmimarTebaze:
am saqmesa dafarulsa brZen dionos gaacxadebs:
"RmerTi kargsa moavlinebs, av-borotsa ar dahbadebs,
avsa wam-erT Seamoklebs, kargsa xan-grZlad gaakvladebs,
Tavsa missa ukeTessa uzado-hyofs, ar azadebs"
keTilisa da borotis mimarTebis areopageliseuli
თვალსაზრისი ვეფხისტყაოსანში გაზიარებული და არაერთხელ
განმეორებულია.
swored es areopagituli debuleba keTilisa daborotis mimarTebaze, borotis
uarsobis anu substanciurad
ararsebobis Tezisi, keTilis, rogorc arseba grZelis, garduvali gamarjveba borotze
aris ვეფხისტყაოსნის mTavari mamoZravebeli RerZi. marTlac, poemis
dasawyisSive siuJetis mamoZravebel xazad daisaxeba borotis arsebobis, Tu ar
arsebobis Ziebis problema.
rostevanma ar icis ra moevlina mas ucxo ymis saxiT:
`viTa eSma damekarga, ar kacurad gardamkocna,
jerTca ese ara vici, cxadi iyo, Tu meocna~
TinaTini imTaviTve borotis uarsobas amtkicebs:
`rad daswameb simwaresa yovelTaTvis tkbilad mxedsa?
borotimca rad Seeqmna keTilisa Semoqmedsa!~
sainteresoa, rom am aSkarad areopagitul debulebas rusTveli
ayalibebs qarTuli patristikidan motanil wyaroze, kerZod basili
didze damyarebiT. basili didis ,,swavlanis” qarTuli Targmanis erTi
sakiTxavis saTauria: ,,ara ars RmerTi mizezi borotTaA”. xolo
masSi, iseve rogorc rusTvelTan, kiTxviTi formiT amgvari debuleba
ikiTxeba: ,,...ukueTu dabadebulni yovelni RmrTisagan arian,boroti
keTilisaganmca viTar iyo”
ucxo ymis unayofo Zebnis Semdeg rostevani ufro
rwmundeba Tavis eWvSi:
`vnaxe rame eSmakisa sicude da sibilweo,
Cemad mterad wamosruli, gardmoWrili zeciT zeo~

TinaTinis mier avTandilis ucxo ymis saZebnelad gagzavna


imave interesiTaa Cagonebuli:
`yma genaxa ucxo vinme, rome cremli moexoca?
mas ukaniT gonebaman misman asre damamxo-ca~
`rome damxsna SeWirveba, eSma bilwi asapyare~
avTandilis mier tarielis povniT TinaTinis azri mtkicdeba –
rostevans ar unaxavs
`eSmakis sicude,~ misad`mterad wamosruli, gardmoWrili zeciT
ze.~ magram ამქვეყნიური ბოროტების winaaRmdeg brZola
poemaSi
grZeldeba. qajeTis cixis saxiT gmirTa winaSe aRimarTeba
borotebis citadeli, romlis damxoba, poemis mixedviT,
keTilis borotze saukuno gamarjvebis simboluri saxea. warmodgenili, ar aris is
uxorco, zeciT gardmoWrili boroti arsi, romlis ar arsebobas umtkicebda TinaTini
rostevans:

`ar qajnia, kacniao, mihndobian kldesa salsa


`qajni saxelad miT hqvian, arian erTad krebulni
kacni, grZnebisa mcodnelni, zeda gaxelovnebulni,
yovelTa kacTa mavnebni, igi vervisgan vnebulni;
maTni Sembmelni wamovlen dambrmalni, dawbilebulni’’

amgvarad, borotis uarsobis areopageliseuli


Teoria ara marto damowmebulia poemaSi, aramed
ვეფხისტყაოსნის siuJetis ganviTarebis filosofiuri
motivirebacaa.
rusTveli eyrdnoba
areopagituli filosofiis meTodsac, katafatika-apofatikas.
ვეფხისტყაოსანში am meTodis gamoyenebis mxolod erTeuli
SemTxvevebi ar dasturdeba, igi rusTvelis saazrovno
stilia. marTalia, es meTodi sazogadod damaxasiaTebeli
iyo Zveli religiuri da filosofiuri sistemebisaTvis,
magram misi srulyofili, dasrulebuli saxiT Camoyalibeba
dakavSirebulia mainc fsevdo dionise areopagelis
saxelTan . rusTvelis mier sazogadod damyareba
areopagitikaze miuTiTebs, rom am SemTxvevaSic poetis
ZiriTadi wyaro swored fsevdo dionise areopagelia.
neoplatonuri filosofia rusTvelTan mxolod
areopagelis gziT ar midis. rusTavelisaTvis axlobeli iyo
prokles filosofiis qristianulad damuSavebis qarTuli
cdac ioane petriwis komentarebis xasiT. sikeTis monizmi,
romelic rusTvelis filosofiis erT-erTi ZiriTadi Temaa,
originaluri naazreviT sabuTdeboda petriwTan. arc imis
uaryofa SeiZleba, rom rusTvels SeeZlo sakuTriv
misuliyo neoplatonizmis did berZen warmomadgenlebTan.

rusTvelis filosofiur wyaroebSi


Tavisi adgili unda mieCinos sakuTriv platonizmsac.
marto is faqti rad Rirs, rom rusTveli asaxelebs platons da misi saxeliT debulebac
mohyavs : `me sityvasa
erTsa gkadreb, platonisgan swavla-Tqmulsa:
`sicrue da orpiroba avnebs xorcsa, merme sulsa~
paralelis gavleba SeiZleba rusTvelsa da dantes Soris:
dantes filosofiuri Sexedulebebi emyareba aristotelesac,
platonsac, fsevdo dionise areopagelsac amave dros, poeti (dante) pirvel adgils
filosofosTa sakrebuloSi mainc aristoteles uTmobs rogorc SeniSnulia neoplatonuri
elementi aSkarad Zalze mniSvnelovan rols asrulebs dantes filosofiur
SexedulebebSi. miuxedavad amisa WeSmaritad mainc is Tezisia
miCneuli, rom gadamwyveti gavlena danteze, yovel
SemTxvevaSi misi socialuri filosofiis mimarT, iqonia
Suasaukuneobrivi aristotelizmis, pirvel rigSi laTinuri
averoizmis, ideebma.

You might also like