You are on page 1of 11

ID: 681 266 1697

შესავალი რესტავრაციის ლიტერატურაში

რესტავრაციის პერიოდი იუმორით აღსავსე პერიოდია ლიტერატურის ისტორიაში,


თუმცა ეს იუმორი იყო უხამსი, სექსუალური მინიშნებებით სავსე.

ამ პერიოდის ლიტერატურაზე გავლენა მოახდინა ინგლისში მონარქიის


რესტავრაციამ 1660 წელს. ადრე ინგლისს მართავდა ჩარლზ პირველი, რომელსაც
თავი მოჰკვეთეს და 1649 წელს ინგლისის რესპუბლიკა ჩამოყალიბა და მონარქიას
ბოლო მოეღო. ამ წყობილებით ყველა არ იყო კმაყოფილი და მონარქიას ბევრი
უჭერდა მხარს, ამ ადამიანებს როიალისტებს უწოდებენ და სწორედ მათ შეძლეს და
1660 წელს აღადგინეს მონარქია.

ამას მოჰყვა პურიტანიზმის უარყოფაც. პურიტანელები იყვნენ ინგლისელი


პროტესტანტები, რომლებსაც რელიგიის რეფორმაცია სურდათ და მათი მიზანი იყო
რომ ყველას ეცხოვრა პატიოსნად. და როდესაც მონარქია კვლავ აღდგა და ჩარლზ
პირველის ვაჟი გამეფდა, პურიტანები კრიტიკის ქარცეცხლსი გაეხვნენ, რადგანაც ეს
ჯგუფი ჩარლზ პირველის სიკვდილით დასჯას უჭერდა მხარს. შესაბამისად,
რესტავრაციის პერიოდში პურიტანებს მეტად უჭირდათ. მათ დევნიდნენ, უტევდნენ
და მათ რწმენას დასცინოდნენ. რესტავრაციის მწერლები, რომელთა დიდი ნაწილიც
როიალისტი იყო, პურიტანულ იდეალებს უარყოფდნენ და მათ დასცინოდნენ.

ლიტერატურას რაც შეეხება, არ შეიძლება არ ვახსენო ფრანგული ლიტერატურა,


რადგან ჩარლზ მეორე საფრანგეთში ყოფნისას ფრანგული კულტურის ქვეშ იყო
მოქცეული და მოსწონდა კიდეც. და საფრანგეთის გავლენა ინგლისის სამეფო კარზე
რესტავრაციის ლიტერატურაშიც აისახა. მწერლები ფრანგი მწერლების
ლიტერატურას კითხულობნენ და მათ ბაძავდნენ, განსაკუთრებით დრამაშ.
რესტავრაციული ლიტერატურის მახასიათებლბებს წარმოადგენს: მანერების
კომედია, ეს იყო თეატრალური ჟანრი. კომედიები, როგორც უკვე აღვნიშნე იყო
უხამსი და ზოგჯერ ისსეთი რომ მთელ სოციალურ კლასს დასცინოდა.

ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს ასევე სატირა, ასევე საგმირო კუპლეტი, ანუ


ორი ათ მარცვლიანი სტრიქონი ერთ სტროფში, რომელიც ირითმება. საგმირო
კუპლეტებს ინგლისურ ლიტერატურაში ჯეფრი ჩოსერმა გაუკვლია გზა, თუმცა ეს
ტიპი რესტავრაციის პერიოდში გავრცელდა და ჯონ დრაიდერის დამსახურებით.

მახასიათებელია ასევე სოციალური ცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდროინდელი


მწერლები ბუნებითა და გრანდიოზული ფილოსოფიური კითხვებით არ იყვნენ
დაინტერესებულნი, მათ აინტერესებდათ დრამა, რომელიც საზოგადოებაში
არსებობდა, სოციალური ქცევა, მანერები, ანუ ლიტერატურა ორიენტირებული იყო
ინტრიგაზე.

პოლიტიკას რაც შეეხება, რესტავრაცია რესტავრაციის ლიტერატურაში პოლიტიკურ


მოვლენას უკავშირდება, ანუ ბრიტანეთში მონარქიის აღდგენას 1660 წელს. რაც იმას
ნიშნავს რომ ამ პერიოდის ლიტერატურაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია
პოლიტიკურ ლიტერტურას.

ასევე როგორც უკვე ვთქვი რელიგიურ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთ ერთი
მნიშვნელოვანია ჯონ მილტონის დაკარგული სამოთხე, ასევე ჯონ ბანიანის
„პილიგრიმების მოგზაურობა“.

განმანათლებლობა

რაც შეეხება განმანათლებლობას, რომელსაც ზოგჯერ მიზეზის ხანასაც უწოდებენ, ეს


იყო იდეებისა და საქმიანობის შერწყმა, რომელიც მე-18 საუკუნის განმავლობაში
მიმდინაორებდა დასავლეთ ევროპაში, ინგლისსა და ამერიკის კოლონიებში.
განმანათლებლობის მთავარი იდეა არის: „გაბედე ცოდნა“, ეს გულისხმობს იმას, რომ
ადამიანი უნდა იყოს უფრო ჭკვიანი, არ უნდა დაემორჩილოს სხვების მიერ მოხვეულ
აზრებს, რადგან ადამიანი არის მოაზროვნე ინდივიდი და შეუძლია საკუთარ
გადაწყვეტილებაზე თავადვე აგოს პასუხი, ამით იგი თავად მივა ცოდნამდე და
გამოცდილებამდე. „გონებას შეუძლია ყველაფერი“. ამ პერიოდში, როგორც ვხედავთ
გაბატონებული იყო გონის პრიმატი, „გაბედე ცოდნა“.

ეკლესიას რაც შეეხება, ეკლესიას თვლიდნენ რომ გამოირჩეოდა როგორც


დმაამცირებელი ადამიანური გონების წინსვლისა.

ჯონ მილტონი - დაკარგული სამოთხე

ჯონ მილტონი (კრომველს ემხრობოდა, პურიტანი იყო და უნდოდა დაეწერა


ეპიკური პოემა, კლასიკური ეპოსითა (ჰომეროსი, ვერგილიუსი და დანტე) და
ქრისტიანული ტრადიციის შერწყმით (ეპიკური აღწერს ბრძლებს, რომელიც ძალიან
დიდ მაშტაბიანია, ამ შემთხვევაში კი არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის,
მამა ღმერთს აუჯანყდა სატანა)) იყო გენიალური ინგლისელი პოეტი, რომელსაც
შექსპირის სემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ პოეტად იხსენიებენ. ამბიციური
ადამიანია იგი და ეს ფაქტიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ დაწერა წიგნი, პოემა,
რომელიც დღემდე განხილვის საგანია. ზოგაგად, ჯონ მილტონი რელიგიასთან
ერთად პოლიტიკურ ამბებსაც აღწერდა, სწორედ მსგავსად არის დაწერილი
დაკარგული სამოთხეც, სადაც გაერთიანებულია რელიგია და პოლიტიკა, ასე
ვთქვათ.

დაკარგული სამოთხე აერთიანებს მილტონის დროინდელ პოლიტიკურ


დაძაბულობას - ის წერდა ინგლისში სამოქალაქო ომების დროს და მის შემდეგ,
როდესაც მეფე ჩარლზ I სიკვდილით დასაჯეს და ქვეყანა დროებით
კონტროლდებოდა რესპუბლიკური მთავრობის მიერ, ოლივერ კრომველის
მეთაურობით, სანამ ჩარლზ II დაბრუნდ ტახტზე - მაგრამ კომპლექსურად ეხება
როგორც რესპუბლიკანიზმს, ასევე მონარქიას. როიალისტმა მკითხველებმა,

აირჩიეს ეჩვენებინათ სატანა, როგორც კრომველის ფიგურა, რომელიც დანახული იყო


ანტირესპუბლიკური თვალით: ადამიანი, რომელიც მხოლოდ ვითომ სწამდა
თანასწორობის, რომელსაც ნამდვილად სურდა ძალაუფლება თავისთვის და რომლის
პროექტი განწირული იყო მარცხისთვის.

ამ ნაწარმოებში აღწერილია როგორ აუჯანყდა სატანა ღმერთს, შედეგ როგორ


მოითათბირეს განდეგილმა ანგელზებმა შური რომ უნდა ეძათ ღმერთზე, ჩვენ
ვხედავთ როგორ მოემართება სატანა დედამიწისკენ და როგორ ემზადება ღვთისთვის
ყველაზე საყვარელი ქმნილების ანუ ადამიანის საცდუნად. აქ აღწერილია ყველაფერი
დეტალურად, ანუ გაძლიერებული და გაღრმავებულია ყველაფერი და სწორედ ამაში
ვლინდება ავტორის გენიალურობა რადგან თითოეული დეტალი საოცრადაა ანუ
აღწერილია ბრძოლა ღმერთსა და სატანას შორის, ასევე აღწერილია ორი
ურთიერთსაწინააღმდეგო რამ, ბედნიერება მორჩილებით ანუ ღვთიური ბედნიერება
და სატანური ბედნიერება ანუ ბედნიერება დაუმორჩილებლობით, სატანაც ხომ
სწორედ ამას ამბობს რომ მირჩევნია ჯოჯოხეთის მეფე ვიყო ვიდრე უფლის
მსახურიო.

ტექსტი პირდაპირ აჯანყებული ანგელოზების სიუჟეტით იწყება და არა ყველაფრის


თავიდან და ქრონოლოგიურად აღწერით და ვფიქრობ საკმაოდ უცნაური მეთოდია
წიგნის ამგვარი დაწყება, თუმცა ძალიან საინტერესო.

ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია სატანა, რომელიც ამ ნაწარმოებში ყველაზზე


კარგადაა აღწერილი და მრავალპლანიანი პერსონაჟია. იგი იყო პირველი, რომელსაც
სამოთხეში დაებადა მზაზკვრული გეგმები, რომელმაც იგრძნო შური, ღვთის ძეს
მიმართ, რადგან უფალმა თავისი ძე გაამეფა, სწორედ ეს იყო მთავარი გამომწვევი
მიზეზი სატანის ამობეხებისა. იგი იყო ის ვინც თავისი თავიდან შობა ცოდვა,
რომელელიც ულამაზეს ქალად წარმოუდგა და ამ თავისი ცოდვით იმდენად
მოიხიბლა, რომ გაამრავლა კიდევ და შეიქმნა უსასრულო წრიული ჯააჭვი.

სატანა საკმაოდ ამმბიციური პერსონაჟია, ის თავისუფლებისა და დიდების


მოყვარულია, მას აქვს უზარმაზარი გამბედაობა, ღმერთს რომ აუჯანყდა ეს
ნამდვილად უდიდეს გაბედაობას მოითხოვს. სატანა ამასთანავე არის გონიერიც, ეს
გამოიხატება თუნდაც მაშინ ჯოჯოხეთის კარიბჭის ძალის გამოყენებით რომ
ცდილობდა გაღებას და შემდეგ რომ გაიგო რომ მცველი მისი შვილი, რომ იყო უკვე
სხვაგავრად მიუდგა რომ თავისი ნებით გაეღოთ. გონიერება იმაშიც გამოიხატება,
რომ იგი ადამიანის ცოდვას არა ძალის გამოყენებით ცდილობს, არამედ გონიერი
მოქმედებებით, ცდუნებით.

საინტერესო ფაქტია ის, რომ როგორც მილტონი გადმოგვცემს ჯოჯოხეთში ყველას


აქვს თანაბარი უფლებები, თანასწორობაა მათში, სამოთხეში კი ყველაფერს უფალი
განაგებს, თუმცა მთლად ასეც არაა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ
ჯოჯოხეთში ყველა თანასწორია სატანა მაინც ყველაზე უფროსია ასე ვთქვათ. თუმცა
სიმართლე გითხრათ მილტონს სატანა ისე აქვს აღწერილი, მისი გრძნობები და ა.შ
რომ ზოგჯერ სინანულის გრძნობა დამეუფლა, რადგან ზოგ მონაკვეთი სატანას
სინანულის გრძნობა აქვს სამოთხისადმი და მინდოდა რომ მოენანია.

ამ ნაწარმოებში ღმერთი ნაკლებადაა წარმოჩენილი. როგორ თავდაპირველად ვთქვი


ეს წიგნი რელიგიური წიგნია, თუმცა პოლიტკურიც და იმ საკიტხს რაც შეეხება ჰგავს
თუ არა უფლის ქმედებები მონარქსიისას, რეალურად რომ აღვწეროთ მოვლენები
უნდა ითქვას, რომ უფალმლმა განსხვავებული აზრის გამო დასაჯა ეშმაკი და მისი
თანამოაზრეები თუმცა მეორე მხრივ უფალი იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას
რადგან არცერთი მოკვდავი არ შეეგუება იმას რომ მისმა ხელქვეითმა მასთან
გატოლება მოინდომოს. ჩვენ ასევე უფალს გადაჭრით ვერ გამოვაცხადებთ მონარქად,
რადგან ის ბოლომდე ინარჩუნებს დემოკრატიულობას და თავის ძესთან საუბრისას
ამბობს, რომ ის შანსს უტოვებს ადამიანებს, რათა თავიანთი ცოდვები მოინანიონ.

ღმერთმა ყველაფერი იცოდა რა როგორ მოხდებოდა, რომ სატანა ადამიანს


აცდუნებდა და ა.შ. მაგრამ ღმერთი არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ თვლის რომ
ადამიანს აქვს იმდენი გონება რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს ანუ თავისუფალი
ნება ვლინდება სწორედ აქ. ბედნიერების ღვთიური რეჟიმი აღიარებს რომ ადამიანი
თავისუფალია აირჩიოს თავისი გზა ბედნიერებისა ღვთის საზღვრებში. სატანური
ბედნიერების მეთოდი ცნობს, რომ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ იგი
ღვთის საზღვრებით შემოფარგლული არ არის. მილტონისთვის ეთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს იყო, საიდან ამბედნ სიბოროტე დედამიწაზე? ეს
სწორედ თავისუფალი ნებითაა გამოწვეული.

ჯოჯოხეთის კარს როცა მიადგა სატანა დაინახავს რომ იქ უზარმაზარი და უშნო


არსება დგას და კამათში ერთი ქალი გამოხტება და ამბობს: შეჩერდი მამავ გინდა
საკუთარი ძე დაღუპო? ეს ქალი ძალიან ლამაზია თუმცა წელს ქვემოთ ძაღლები
არიან ანუ მუდმივად მშობიარობის პროცესშია უნდა ითქვას. საქმე რაშია რომ როცა
სატაან სამოთხეში იყო სწორედ მაშინ დაებადა ცოდვა რომელიც დღითი დღე
იზრდებოდა და ერთხელაც გონებიდან გადმოსკდა და ულამაზეს ქალად მოევლინა
ეს ცოდვა და სატანა იმმდენად აღივსო ვნებით და შვილი შეეძინათ, უფორმო არსება
რომელიც დარაჯობს ჯოჯოხეთის კარს რომელსაც ჰქვია სიკვდილი. რომელმაც
დედასთან დაამყარა სქესობრივი ურთიერთობა და ამის შემდეგ დაიბადნენ ეს
ძაღლები რომლებიც შიგნეულობას უგლეჯენ ამ ქალს. ეს არის ერთგვარი წრე, სატანს
გზა ამ სამყაროში. სატანა წრეზე ტრიალებს. თავიდან თუ სატანა ხმლით აპირებდა
და ძალის გამოყენებით აპირებდა ჯოჯოხეთის კარის გაღებას და ახლა უკვე
სხვანაირად მოიქცა და ეუბნება რომ გამიშვი, მე ისეთ საქმეზე მივდივარ რომ
ტქვენთვისაც კაიაო და მშიერი სიკვდილი გამოიკვებებაო.

ქაოსი და ღამე რომლებიც დედამიწისკენ მიმავალ სატანას ელაპარაკებიან და ისინიც


გაბრაზებულები არიან ღმერთზე რადგან ღმერთმა ორივეს დიდი ტერიტორია
წაართვა ღმერთმა და მათაც შურის ძიება სურდათ.

ღმერთმა ყველაფერი იცოდა რა როგორ მოხდებოდა მაგრამ ღმერთი არაფერს არ


აკეთებს, იმიტომ რომ თვლის რომ ადამიანს აქვს იმდენი გონება რომ
გადაწყვეტილება თავად მიიღოს ანუ თავისუფალი ნება ვლინდება სწორედ აქ.
ბედნიერების ღვთიური რეჟიმი აღიარებს რომ ადამიანი თავისუფალია აირჩიოს
თავისი გზა ბედნიერებისა ღვთის საზღვრებში. სატანური ბედნიერების მეთოდი
ცნობს, რომ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მაგრამ იგი ღვთის საზღვრებით
შემოფარგლული არ არის.

პილიგრიმების მოგზაურობა - ჯონ ბანიანი

ჯონ ბანიანი იყო პურიტანი ადამიანი, რომელიც მკაცრ რელიგიურ ფორმებში


ცხვრობდა, ისევე როგორც სხვა პურიტანები. მას ჰქონდა ხილვები და ყოველთვის
ფრთხილად ეკიდებოდა იმ სიტყვების გამოხატვას, რაც ღმერთის მიერ იყო
შთაგონებული. ბანიანს ერთი პერიოდი მას ჯადოქრად და ყაჩაღადაც კი თვლიდნენ
და დააპატიმრეს კიდეც და ბრალი დასდეს ლიცენზიის გარეშე ქადაგებაში. მისი ეს
წიგნი „პილიგრიმების გზა“ ერთ დროს ყველაზე წაკითხვად წიგნად ითვლებოდა და
იმდენად ცნობილი იყო ეს წიგნი, რომ მშიბლები შვილებს მის წაკითხვას ისევე
ურჩევდნენ როგორც სხვა ბიბლიური ნაწარმოებებისა.
მანამ სანამ ნაწარმოების განხილვაზე გაავალ ვიტყვი იმას, რომ ჯონ ბანიანს საკმოდ
თავისუფალიდა მარტივი ენით წერს, გასაგები ენით და ცდილობს რომ მარტივი
სიტყვებით გადმოსცეს ბიბლიაში რთულად აღსაქმმელი ამბები, ასე ვქვათ.

ნაწარმოებში ვხედავთ, რომ ეს არის სიზმარი, სადაც ვხვდებით ძალიან ბევრ


პერსონაჟს და აღწერილია საკმაოდ სახიფათო მოგზაურობა, ეს არის ქრისტიანის
მოგზაურობა დაღუპვის ქალაქიდან ზეციურ ქალაქში. რომ ნწარმოები არის
ალეგორიული ხასიათის, თითოეული დიალოგიც კი რაღაც ღრმა შინაარსზე
მიგვითითებს. მთავარი გმირის სახელი- ქრისტიანიც კი ალეგორიული ხასიათისაა,
რადგან ეს როგორც სახელს, ასევე რელიგიასაც აღნიშნავს და ამით ჯონ ბანიანი
მხოლოდ ერთ ადამიანს სახელად ქრისტიანს კი არ გულისხმობს, არამედ
მორწმუნეებს.

ჩვენ ვხვდებით ბევრ პერსონაჟს, რომლებსაც შესაბამისი სახელები ჰქვიათ, „ჯიუტი“,


„დამყოლი“, „კეთილი ნება“, „მოთმინება“, „მოუთმენლობა“ და ა.შ. ერთი შეხედვით
თითქოს ჩვეულებრივი მოგზაურობაა, რეალურად კი ეს ასე არაა, ეს არის ადამიანის
სულიერი მოგზაურობა, ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად. ტაძარში
მოსიარულეებმა ყველამ ვიცით, რა ხდება ადამიანის სულში, გონებაში, როცა
უფალთან დაახლოებას ვცდილოთ, ამ დროს ძლიერდება ცდუნებებიც და ეშმაკი
გვებრძვის, ჩვენც ვვარდებით სასოწარკვეთის ჭაობში, შემდეგ ამოვდივართ, ზოგი
ვერც ამოდის და ა.შ. ანუ ეს ყველაფფერი არის სულიერი მოგზაურობა და არა
ფიზიკური.

კეთილი ნება არის მართლაც კეთილი ნება, რომელიც ქრისტიანს აჩვენებს


ყველაფერს, გაანათლებს.

სიმბოლოებს რაც შეეხება, აქ ყველაფერი სიმბოლოა.

ზურგზე მოკიდებული ტვირთი არის ცოდვების, რომელიც ადამიანს მაშინ


შეაწუხებს, როცა გაეცნობა უფალს, ასე ვთქვათ, ანუ როცა ეცდება რომ უფალს
დაუახლოვდეს და ა.შ. მანამდე ადამიანს ცოდვა არ აწუხებს, იმიტომ რომ არ იცის
რომ ეს ცოდვაა.

ასევე ისრები, რომლებსაც ეშმაკი ისვრის როცა კეთილი ნების კარს მიუახლოვდება,
ისრები სიმბოლოა ცდუნებისა, რომ ადამიანმა უკან დაიხიოს და ა.შ.

მტვრიანი ოთახი სიმბოლოა ადამიანის ცოდვებით დამძიმებული გონებისა, ცოცხი


არის კანონი, ხოლო წყალი რომელიც ოთახში მოაპკურეს არის სახარება.

ძილი არის

დრაიდენი, პოუპი, პიპსი და ივლინი

ჯონ დრაიდენი იყო პოეტი, იგი იყო მთვარი ფიგურა ლიტერატურის პერიოდ

რესტავრაციის ეპოქა რომელსაც დრაიდენის ეპოქასაც უწოდებენ. დრაიდენის


ტექსტები აბსოლიტურად განსხვავეულია და შეიძლება ითქვას რომ ცოტა რთულად
აღსაქმელია ჩვენთვის. მისი ტექსტები საკმაოდ მაღალმხატვრულად და რთული
ენითაა დაწერილინ და იგი წერდა ისეთ თემებზე როგორიცაა რესტავრაცია და
კლასიციზმი. რესტავრაციის პერიოდი გარკვეულწილად ემთხვევა კლასიციზმის
პეიროდს. ჰეროიკულ ნაწარმოებებს ქმნიდა. ჯონ დრაიდერი იყო პირველი
ინგლისელი კრიტიკოსი.

კლასიციზმი არსია რის ის რომ დაესესხო ყველაფერი ანტიკურ სამყაროს. (?)


რენესანსის ეპოქაში ხელახლა აღმოაჩინეს ანტიკური პერიოდის ლიტერატურა და
ხელოვნება და საკმაოდ პოპულარული გახდა ეს თემები. ანტიკურ პერიოდზე
საუბრისას უნდა გავითვალისწიინოთ ორი სამყარო: ძველი ბერძნული და ძველი
რომი.
სამუელ პიპსი და ჯონ ივლინი იყვნენ არაჩვეულებრივი დაიარისტები, რომლებიც
დაკავებულები იყვნენ დიურების წერით. პიპსი, რომელიც ლონდონში დაიბადა
წერდა ისეთ თემებზე როგორებიცაა: 1665 წლის ჭირი, ლონდონის დიდი ხანძარი,
(რომელმაც გაანადგურა 13 000 სახლი) და ჩარლზ მეორის გამეფება. (უკვე ახსენეს
მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ) პიპსი მხედველობის დაკარგვის შიშმა აიძულა 1669 წელს
შეეწყვიტა დღიურის წერა, თუმცა იგი არასდროს დაბრმავებულა.

უპირველეს ყოვლისა პიპსი ფლობდა ჟურნალისტურ და მხატვრულ ნიჭს.


დღიურში ჩანს, რომ ის საკმაოდ მხიარულიც იყო, რადგან მოსაწყენი მომენტები არ
აქვს. მის დღიურებში გადმოცემულია კრიტიკული ისტორიულიმოვლენების
დეტალური აღწერა, მაგრამ ასევე შევხვდებით მე-17 საუკუნის ყოველდღიურობას
ლონდონში. ამ ყველაფერთან ერთად გულწრფელად და დაწვრილებით აღწერს
თავის პირად ცხოვრებასაც. დღიურის წერას იწყებს 1660 წლის პირველ იანვარს, იმ
დროის უახლესი მოვლენების შეჯამებით. დღიურებიდან ვიგებთ იმას თუ როგორი
იყო პიპსი პიროვნულად, იგი იყო ძუნწი, რაც გამოიხატება იმაში რომ მიუხედავად
გაზრდილი რეპუტაციისა და შემოსავლებისა ცოლს ეუბნება, რომ ამდენ ფულს არ
უნდა ხარჯავდნენ, რაც აშკარად მიუთითებს მის სიძუნწეზე, ასევე ის იყო ძალიან
მოღალატე ადამიანი, რადგან დღიურში თავის არაერთ ურთიერთობაზე საუბრობს.
ღღიურში ჩანს ქალთა მიმართ არსებული დამამცირებელი დამოკიდებულება,
რომელიც იმ პერიოდში გავრცელებული იყო. პიპსის თვალსაზრისით მეუღლე არის
ვალდებული იზრუნოს სახლზე და ა.შ. თუმცა მისი მეუღლე ელიზაბეთი, ვერ
აკმაყოფილებს მის სტანდარტებს და ამიტომ ის ქირაობს დამხმარეებს. სამუელს არ
ჰქონდა განზრახული ამ დღიურების გამოქვეყნება. მისი დღიურები პირველად XIX
საუკუნეში დაიბეჭდა. იგი დღიურში ერთმანეთს უთავსებს როგორც პირად
გულახდილობას ასევე ისეთი დიდი მოვლენების თვითმხილველთა ჩვენებებს,
როგორებიცაა დიდი ჭირიანობა ლონდონში, ჰოლანდიის მეორე ომი და სხვა. პიპსი
თავის დღიურში სასულიერო და საერო ცხოვრებას აღწერდა. აღსანიშნავია, რომ მისი
ჩანაწერები ინგლისის მეფის, ჩარლზ II-ის მმართველობის ამსახველ ერთ-ერთ
ყველაზე ინფორმაციულ დოკუმენტს წარმოადგენს. პიპსის დღიური რამდენჯერმე
გადაიბეჭდა და ითარგმნა მრავალ ენაზე. იგი გახდა შეუცვლელი ისტორიულ წყარო.
დღიური გაცილებით მეტია ვიდრე მისი მწერლის აზრებისა და ქმედებების
ჩვეულებრივი ჩანაწერი, ეს არის ხელოვნების ნიმუში. დღიური ინახებოდა
მაგდალინელის კოლეჯის ბიბლიოთეკაში ორი საუკუნის განმავლობაში, მანამ სანამ
იგი ჯონ სმიტმა არ გაშიფრა XIX საუკუნის დასაწყისში.

1630 წელს დაბადებულმა ჯონ ივლინმა დაწერა 30 წიგნი სახვითი ხელოვნების,


სატყეო და რელიგიური თემების შესახებ. მისი დღიური ითვლება ინფორმაციის
ფასდაუდებელ წყაროდ XVII საუკუნის ინგლისის სოციალურ, კულტურულ,
რელიგიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ივლინის დღიური ხელნაწერის სახით არ
გამოქვეყნებულა 1818 წლამდე. მოცულობით საკმაოდ დიდია (დაახლოებით 700
გვერდი) და მოიცავს 1641-1697 წლებს შორის პერიოდს. ივლინმა 11 წლის ასაკში
დაიწყო დღიურის წერა და 40 წლის განმავლობაში წერდა. როგორც უკვე აღვნიშნე
მას არაერთი ნაწარმოები ეკუთვნის, თუმცა დღიურმა ყველა დაჩრდილა. დღიურში
შევხვდებით საინტერესო ანეგდოტებს, სხვადასხვა განცხადებებს და სამეცნიერო
კვლევებს. იმის გამო, რომ ამ პერიოდში რეგულარულად არ გამოიცემოდა გაზეთები
და ჟურნალები, რომლებიც იმდროინდელ ცხოვრებასა და მოვლენებს აღწერდნენ,
ივლინის დღიურებმა ბევრად უფრო დიდი ყურადღება მიიიქცია, ვიდრე გვიანი
პერიოდის მსგავსმა ნაშრომებმა.

კასრის ზღაპარი

You might also like