You are on page 1of 11

N at i o n a l A r c h i v e s o f G e o r g i a

გიორგი გველესიანი
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

ნიკოს კაზანძაკისის „უკანასკნელი ცდუნების“ ანალიზი და


მისი მიმართება სახარებისეულ უწყებასთან

დიდი შემოქმედი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ნიკოს კაზანძაკისი დაიბადა


1883 წლის 18 თებერვალს ჰერაკლიონში მაშინ, როდესაც ეს მხარე ოტომანთა
იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო გარდაიცვალა 1957 წლის 26 ოქტომბერს.
მშობლიურ მხარეში არსებულმა ვითარებამ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა,
რაც შთამბეჭდავად აღწერა თხზულებაში „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948 წ.),
რომელშიც თურქი ფაშასა და თავად ბერძენი დიდებულების უღელქვეშ მყოფი
ბერძენი ხალხის მძიმე ყოფა წარმოადგინა.
ნ. კაზანძაკისი ახალგაზრდობაშივე განიცდიდა ნიცშეს გავლენას, რაც
გამოიხატა მის თხზულებაში – „ასკეზა“ (1927 წ.); აქვე იყენებს ტერმინს „ზე­
კაცი“1, მაგრამ (ამ სიტყვით იგი აღწერდა თეოლოგიურ და ფილოსოფიურ იდე­
ას ადამიანში, მაგრამ როგორც ნიცშე ამას არ იყენებდა, თუმცა ეს ტერმინი ამ
უკანასკნელმა დაამკვიდრა) თავად შემოქმედი დაინტერესებული იყო თეო­
ლო­გიითა და ფილოსოფიით, კერძოდ ღმერთთან ზიარების იდეით, თუ როგორ
იბრძვის ადამიანის შინაგან სამყაროში ღვთაებრივი და მიწიერი. აღსანიშნავია,
რომ მის ყველა თხზულებას ლაიტმოტივად გასდევს დაუნდობელი დაპირისპი­
რება სულსა და სხეულს (ღვთაებრივსა და ადამიანურს) შორის.
რთულია ნიკოს კაზანძაკისის შემოქმედება მიაკუთვნო რომელიმე ლი­
ტერატურულ მიმდინარეობას, რადგან ის ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდად
გვევლინება მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ ეპოქებს
შორის. მწერლის განსხვავებული ხედვა, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური
და ფილოსოფიური სიღრმე საშუალებას გვაძლევს დავეყრდნოთ ლიტერა­ტუ­
რათ­მცოდნე ქამუშაძის შეფასებას და მის შემოქმედებით გზას თავისუფლად
ვუწოდოთ ჭეშმარიტების მაძიებლის ოდისეა [ქამუშაძე, 1998: 112].
ნიკოს კაზანძაკისის ლიტერატურულ ოდისეაში განსაკუთრებული ადგილი
უჭი­
რავს „უკანასკნელ ცდუნებას“, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გა­
1
ნიკოს კაზანძაკისი ორჯერ ახსენებს ტერმინს ზეკაცს (ზეადამიანს): „საიდან მოდის ის ზეადამიანური
ძალა, თავს რომ გვაცხრება ჯერ არგაჩენილსაც და უკვდავშობილსაც...“ (შესავალი, გვ. 8); „ჩვენვე
შევქმნათ ერთი ტვინი და ერთი გული დედამიწისა და ადამიანური აზრი მივცეთ ზეადამიანურ
ბრძოლას“ (ვალი მეორე, გვ. 16) - იხ. კაზანძაკისი ნ., „ასკეზა“ [თარგმ. თ. მესხი], მეცნიერება, თბილისი,
1997. კაზანძაკისისეული ზეკაცი ეყრდნობა ადამიანის მორალური განვითარებისა და მოყვასისათვის
თავდადების იდეას, რაც ნიცშესაგან განსხვავდება. ამ უკანასკნელისთვის უპირველეს ადგილზე
ადამიანის მისწრაფებები იდგა.

231
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი არქი ვი

მო­იწვია სასულიერო პირთა შორის. შემოქმედმა ეს ნაწარმოები 1955 წელს


დაწერა და წაუმძღვარა წინათქმა, რომელშიც ავტორი ცდილობს განმარტოს
თავისი მოსაზრება და იუწყება, რომ ქრისტეს საიდუმლო მხოლოდ ერთი
რელიგიის საიდუმლო არ არის, არამედ ის ზოგადსაკაცობრიოა. რა იყო წიგნის
დაწერის მიზანი? ამ კითხვაზე პასუხს თავად ავტორი იძლევა. კონკრეტულად
იგი აღნიშნავს, რომ თავად ყოველთვის აფიქრებდა ქრისტეს საიდუმლოება და
მისი სახით სურდა აღეწერა არამარტო მისი ცხოვრება, რაც ისედაც მოცემულია
ოთხთავში, არამედ აფიქრებდა (კვლავინდებურად) ადამიანის ფსიქოლოგია,
მისი განცდები და ემოციები, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების მა­
რადიული თემა და „უკანასკნელ ცდუნებაში“ ქრისტეს პიროვნებით მოგვითხრო
მებრძოლი კაცის აღსარება. ნიკოს კაზანძაკისი ხაზს უსვამს, რომ ეს ნაწარმოები
თავისუფალმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, რადგან სხვა (შემთხვევაში) მის არსს
ვერ ჩაწვდება, მხოლოდ გაღიზიანდება და საბოლოოდ მისი ლიტერატურულ-
თეოლოგიური იდეა გაუაზრებელი დარჩება [Kazantzakis, 1960: 4]2. თხზულების
განხილვის დასაწყისში ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ქრისტე მთელი თავისი
ცხოვრების განმავლობაში განიცდიდა შინაგან ბრძოლას, როგორც ადამიანი,
რითაც ჩვენც მაგალითს გვაძლევს. შესავალის დასასრულს შემოქმედი
გვაუწყებს: „დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თავისუფალი ადამიანი,
რომელიც წაიკითხავს ამ წიგნს, შეუყვარდება ქრისტე უფრო ძლიერ, ვიდრე
უწინ“ [Kazantzakis, 1960:7].
წიგნი 33 თავისგან შედგება და ეს რიცხვი არ არის შემთხვევითი, ამით
ავტორმა სიმბოლურად მიუთითა ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების წლების რა­
ოდენობაზე. ნაწარმოების ფაბულა აგებულია იმაზე, რომ იესოს სურდ ცოდვისგან
გათავისუფლება და ამ გზაზე მასში ხშირად იჩენს თავს შიში, ეჭვი, სევდა, ასევე ის
ვნების სუბიექტიცაა. ასე მწერალს მის ადამიანურ სისუსტეზე გადააქვს აქცენტი.
ქრისტე, როგორც ადამიანი, ცდილობს გაიგოს, თუ რა არის თავისი ცხოვ­
რებისეული საზრისი. მწერლისთვის ყმაწვილი იესო მაძიებელი ახალგაზრდაა,
რომელსაც ესმის საღვთო მოწოდების ხმები, „ვითარცა ფრინველის ფრთების ხმა
კამარაში“. მისი ოჯახური მდგომარეობაც არასახარბიელოა, რადგან დედამისს,
მარიამს, არ სურს მისი დაკარგვა და ურჩევს ცოლის მოყვანას. მამამისი – იოსები
– დამბლადაცემული მოხუცია, რომელიც ღმერთმა დასაჯა, რადგან სურდა
მარიამთან ცოლქმრული კავშირი.
პირველივე თავში ყმაწვილი სიზმარს ხედავს, რომ ჟღალწვერა კაცი (ნა­

2
ნიკოს კაზანძაკისი უახლესი დროისათვის დამახასიათებელი აზროვნების გამო ხშირად განკიცხვის
საბაბი გამხდარა. ამ ნაწარმოების მიხედვით მარტინ სკორსეზეს ეკრანიზებული ფილმი („ქრისტეს
უკანასკნელი ცდუნება“) კი – აკრძალული. ამიტომაც აკონკრეტებს ავტორი, რომ რელიგიურად
ფანატიკოსი თუ სხვა ნებისმიერი სახის აკრძალვების მქონე ადამიანისთვის ეს გაუგებარი
აღმოჩნდება; ამით ჩვენც ვხვდებით, რომ ავტორმა წინასწარ იცის, მისი ეს შეხედულება აზრთა
სხვადასხვაობას გამოიწვევს, თუმცა ამას არ უშინდება და ასრულებს თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
და სახასიათო ნაწარმოებს.

232
N at i o n a l A r c h i v e s o f G e o r g i a

გულისხმებია იუდა ისკარიოტელი) დანარჩენ 11 თანამგზავრთან ერთად ეძებს


მესიას. როდესაც სიზმარში იპოვიან იესოს, თომა შეეკითხება იუდას: ნუთუ ახლაც
უნდა დაეჭვდნენ, რომ ესეც არაა მესია თავიანთი უწინდელი ძიებების მსგავსად?
რაზეც იუდა მტკიცედ უპასუხებს, რომ სწორ გზას ადგანან. ეს კი ერთგვარი
კონტრასტია სახარებასთან, რომ ქრისტემ კი არ გამოირჩია მოციქულები (იოან.
15:16), არამედ პირიქით.
ყმაწვილ იესოს ხელობა ნაწარმოებშიც დურგლობაა, თუმცაღა თავისი სა­
მუშაოს გამო იგი ხალხის ზიზღს იმსახურებს, რადგან აჯანყებული ზილოტის3
დასასჯელად ჯვარს დაამზადებს, რაზეც სხვა ოსტატებმა ამაზე უარი განაცხადეს.
მწერალი ერთგვარად გვეუბნება, რომ მსგავს გარემოში ყმაწვილი დათრგუნული
და მიუღებელიც კია. იესო ჯერ მიემგზავრება განდეგილებთან, სადაც თავის
ბიძას, რაბინ სიმეონს4 უმხელს თავის განცდებს, ცდუნებებს, შიშებს. ნაწარმოების
კონტრასტულობაც ისაა, რომ ეს სწორედ ის სახარებისეული მართალი
სიმეონია, რომელიც მესიის მოსვლას ელოდა. ნ. კაზანძაკისი ამ შემთხვევაში
სახარებისგან განსხვავებით ამ კეთილ მოხუცს სამოქმედო არეალიდან არ
რიყავს და ეს პერსონაჟი თითქმის ნაწარმოების ბოლომდეც კი მოქმედ გმირად
რჩება. მოხუც რაბინთან საუბრისას იესოს თვალწინ წარმოუდგება მარიამ
მაგდალინელი თავისი მწყობრი ნაბიჯითა და სხეულით, მაგრამ, მეორე მხრივ,
ეცხადება გენესარეთის ტბა და მის გარშემო ათასობით ადამიანი მზის სხივით
გაბრწყინებული ბედნიერი ზეაწეული სახეებით, თუმცა ჩვენებაში იხილვება, რომ
ეს ნათება მზისგან კი არ მოდიოდა, არამედ თავად იესოსგან. კაზანძაკისისეული
შეპირისპირება შემდეგშია: მისია თუ ცდუნება?
ნაწარმოების მთავარი თემაა ქრისტე, როგორც ადამიანი, რომელიც მთე­
ლი ცხოვრების განმავლობაში ებრძვის ცდუნებებს და გამარჯვების მწვერვალს
გოლგოთაზე აღწევს. აღსასრულებელი მისიის ცდუნებასთან დაპირისპირება
უშუალოდ იდგა ნიკოს კაზანძაკისის წინაშე; ცნობილია, რომ იგი 1919 წელს
საგანგებო მისიით ეწვია ბათუმს, რათა პონტოელი ბერძნების დაბრუნება
უზრუნველეყო. მის ნაწარმოებში – „აღსარება გრეკოსთან“ – ერთი მთლიანი
თავიც კი ეძღვნება ბათუმში გატარებულ დღეებს და ტრფობის ამბავს ბათუმელ
ქალ ბარბარესთან, ეს უკანასკნელი ერთად გაქცევას სთავაზობდა შემოქმედს,
როდესაც კაზანძაკისი საგანგებო მისიით იმყოფებოდა საქართველოში. ბარ­
ბარეს შეთავაზებაზე ნიკოსმა უპასუხა:
„და მერე მოვალეობა, ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემგან
რომ ელის შველას?“
ნაწარმოებში «მისია თუ ცდუნება» ავტორმა ერთმანეთს შეუპირისპირა

3
ნაწარმოებში ზილოტთა მეთაური აუჯანყდა რომს და, როგორც დამამცირებელი სასჯელი, მას
ჯვარცმა განუსაზღვრეს.
4
სახარებიდან ცნობილია სიმეონ მართალი „მირქმის“ ეპიზოდიდან (ლუკ. 2:25-35), ავტორს კი ის
იესოს ბიძად ჰყავს გამოყვანილი, რასაც სახარება არ იუწყება.

233
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი არქი ვი

ხორციელი ტკბობა და მოვალე­ობა. წინ დააყენა მიზანი, იდეა და მოყვანილი


ციტატიდანაც ნათლად ჩანს, რომ ავტორმა თავისი ცდუნება განაზოგადა
იესოსთან და „უკანასკნელ ცდუნებაში“ ერთგვარი ალტერ ეგო შექმნა. იესო
უკუაგდებს ცდუნებას (რომელიც ადამიანურ სიხარულშია: ცოლი, ოჯახი,
შვილები), რათა მიზანი აღასრულოს, გამოიხსნას მრავალი.
ნაწარმოებში სახელოვან რაბინს ყმაწვილი (იესო) ასევე უმხელს, რომ მას
დემონმა შთააგონა: „შენ არ ხარ ხუროს ძე, დავით მეფის ძე ხარ, შენ ადამიანი არ
ხარ, არამედ – ძე კაცისა, ვისზეც დანიელი წინასწარმეტყველებდა, უფრო მეტიც,
შენ ხარ ძე ღვთისა და თავადაც ღმერთი“ [Kazantzakis, 1960:260].
ყმაწვილი იესო რაბინ სიმეონთან საკუთარ სისუსტეებსაც აღიარებს და ამ
საუბრით განიწმინდება. მართალი სიმეონი ურჩევს, რომ ღმერთს აღარ გაუწიოს
წინააღმდეგობა, მიჰყვეს მის ნებას, ბაგე გახსნას და მას უფალი აამეტყველებს.
ნ. კაზანძაკისისეული იესო ებრძვის ცდუნებებს, რომლებსაც თითქოს
სურთ მისი მოწოდებიდან ჩამოცილება. იესო ტოვებს სახლს, რათა უდაბნოში
მარტოობაში შეიცნოს თავისი გზა, მაგრამ გზად მავალს გამომცხვარი პურის სუნი
მადას აღუძრავს და მოსავლის დანახვისას ოჯახური ცხოვრება გაახსენდება და
მაგდალინელთან კაცობრივ ცხოვრებაზე ფიქრი წარმოუდგება, ამიტომ მსწრაფლ
გაეცლება იქაურობას და ცდუნებებს განერიდება.
ყმაწვილი იესო ნაწარმოებში გამოყვანილია ჩამოუყალიბებელ პიროვნებად,
რასაც მრავალი ასპექტი ადასტურებს, მაგალითად, მასზე დიდ გავლენას ახდენს
სამი ადამიანი:
1) მარიამ მაგდალინელი (მას ჩაქოლვისაგან დაიხსნის იესო და იმ დროს
იქადაგებს სიყვარულს და კაცთა შორის თანასწორობას. მისი მოწოდება არ
მოეწონათ მდიდრებს, ხოლო ღარიბები ჩათვლიან, რომ ძალადობით შეძ­ლებ­
დნენ შეძლებულთა სიმდიდრის მიტაცებას);
2) იოანე ნათლისმცემელი (რომელიც მას მახვილის გზას ურჩევს);
3) ესაია წინასწარმეტყველი (თავგანწირვის გზას ურჩევს).
გარდამოცემის თანახმად, მაცხოვარმა ნათელიღო ოცდაათი წლის ასა­
კში, თუმცა ეს თარიღი წმინდა წერილში არ არის დასახელებული, ასევე არ
ასა­ხე­ლებს მას ნიკოს კაზანძაკისიც. ნათლისღების შემდგომი პერიოდის აღ­
წერა მის თხზულებაში ემთხვევა ბიბლიურ მსვლელობას. იგულისხმება ქრის­ტეს
გამოცდის ეტაპები და მისი გასვლა უდაბნოში. ეს გამოცდა მწერლის აზროვ­
ნებაში გადმოიცემა შემდეგნაირად: იესო დაინახავს მკვდარ განტევების ვაცს
და გაიფიქრებს, რომ მისი გზაც ესაა, ღმერთმაც სწორედ ეს დაანახა. მარტო
დარჩენილ ყმაწვილს აღმოხდება, რომ მოშივდა; ამ დროს დაინახავს ქვას და
პური მოუნდება, მაგრამ ღმერთზე იწყებს ფიქრს და შიმშილიცა და წყურვილიც
ავიწყდება.
ყმაწვილი შემოხაზავს წრეს, მასში ჩადგება და უნდა მანამდე იდგეს იქ, ვიდრე

234
N at i o n a l A r c h i v e s o f G e o r g i a

ღმერთი არ განუცხადებს თავის ნებას. პირველად იესოს ქალის სახით ეცხადე­ბა


გველი და ეტყვის, რომ მისი სულია და ურჩევს დაივიწყოს სამყაროს გამო­ხსნა,
რადგან საკუთარი ცოდვებიც ბევრი აქვს. მაცდური სთავაზობს გადაარჩინოს
მაგდალინელი. იესო მის ნათქვამზე დაფიქრდება და წარმოიდგენს ოჯახურ
კერას, მაგრამ, როდესაც მაღლა აიხედავს, დაინახავს სახეებს, რომლებიც
მიუთითებენ, რომ არ დასთანხმდეს მას. ყმაწვილიც განურისხდება გველს და
გააგდებს. თუმცა მისი ეს წარმოსახვა იმდენად ძლიერია, რომ დიდხანს იტირებს
იმ ცოლ-შვილისთვის, რომელიც არ ჰყავდა და ასეთ ტანჯვაში ჩაეძინება.
მისი მეორე გამოცდა ხდება ლომის სახით, რომელიც აჯერებს მას, თითქოს
მისი გულია, მასში ღრიალებს და აუწყებს, რომ დროა, როგორც მეფემ, სადავეები
ხელში აიღოს. ლომი მას თავის 4 თათზე მიუთითებს, რომ ესენია:
1) ბაბილონი;
2) იერუსალიმი;
3) ალექსანდრია;
4) რომი.
ყმაწვილი მის შემოთავაზებას სთანხმდება და ფიქრობს, დროა, უარი თქვას
საკუთარ ტანჯვაზე, თავშეკავებაზე და ძალაუფლების სადავეები ხელში აიღოს.
მაგრამ ანგელოზისაგან პასუხად ეუწყება, რომ ამ 4 დიდ ქალაქს განადგურება
უწერია ღვთისაგან. იგი ატირდება და ისევ უდაბნოს ქვიშაში ჩაეძინება.
მესამედ გამოეცხადება ყვითელფრთებიანი ანგელოზი წარბებს შორის
ვარსკვლავით. იგი აუწყებს, რომ მან დააძლევინა გველიც და ლომიც, რადგან
ის უფრო დიადი საქმისთვისაა მოწოდებული. ანგელოზი გაახსენებს იესოს
ბავშვობისდროინდელ ნატვრას, თუ როგორ სურდა მას, ღმერთი ყოფილიყო.
ნათლისღებაზე კი ეტყვის, რომ ველურმა მტრედმა5 კი არა, მთავარანგელოზმა
გაბრიელმა წარმოთქვა უფლის სიტყვები: „შენ ხარ მხოლოდშობილი ძე ჩემი“...
და ორივე ფრთით ეხება იესოს. ამის შემდეგ მას ფიქრები აღეძრება, რომ
დაჯდებოდა მამის მხარმარჯვნივ ხალხის განსასჯელად, ამ დროს კი შემოესმება
სიცილის ხმა და ეშმაკი ჰპირდება, რომ მომავალ წელს პასექზე ნახავს.
იესოს უდაბნოში გამოცდა სინოპტიკურ სახარებებშია აღწერილი (მათ.
4:1-14; მარკ. 1:12-13; ლუკ. 1-13). წმ. წერილში სატანა სთავაზობს: 1) პუ­რით
დანაყრებას; 2) ტაძრიდან თავის გადმოგდებას, რათა შეემოწმებინა, დაი­
ხსნი­და თუ არა მას ანგელოზი და 3) თაყვანისცეს ეშმაკს ამქვეყნიური დი­
დე­ბის სანაცვლოდ. ეს სამი გამოცდა მიემართება 1) ჰედონიზმს (შიმშილი/
კმა­ყო­ფილება), 2) ეგოიზმს (სანახაობრივი გადმოგდება/ ძალმოსილება), 3)
5
ნათლისღების აღწერისას მწერალს ერთგვარი ინტრიგა შემოაქვს – იოანე, როდესაც მოემზადება,
წარმოთქვას: „ნათელს იღებს მონა ღვთისა“... შეჩერდება, რადგან არ იცის იესოს სახელი, მაშინ
გარდამოხდება ზეციდან ფრინველი („ველური მტრედი“) თუ ანგელოზი და განუცხადებს იოანეს
მის სახელს. იესოსთვის კი დაფარული დარჩება, რასაც ჩაიჩურჩულებს ნათლისმცემელი: „დღეს
ნათელსიღებს უფლის მსახური, ძე ღვთისა, კაცობრიობის იმედი“. იხ. Kazantzakis N., The last temptation of
Christ [Tr. P.A. Bien], New York, 1960, p. 240.

235
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი არქი ვი

მატერიალიზმს (სამეფოები/დიდება). ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატე, სულს


სამ ნაწილად ჰყოფდა. თხზულება „სახელმწიფოს“ IV თავში პლატონი გვაუწყებს,
რომ სულის პირველი ნაწილით შევიმეცნებთ, მეორით ვმრისხანებთ, მესამით კი
სიამოვნებას ვეძიებთ. პროფ. ბუაძის შეფასებით: „პლატონი სულის სამნაწილიან
კონცეფციას გადმოსცემს „სახელმწიფოს“ IX თავში. აქ იგი სულის უმდაბლეს,
აპეტიტურ ნაწილს სიხარბეს უკავშირებს, რადგან სიმდიდრე, კერძოდ ფული,
ჩვენი სურვილების დაკმაყოფილების უმთავრესი საშუალებაა. ტიმოთური ნა­
წილი ესწრაფვის ძალაუფლებას, გამარჯვებასა და რეპუტაციას, ამიტომ პლა­
ტონი მას პატივმოყვარული ამბიციების წყაროდ მიიჩნევს. სულის გონიერი ნა­
წილი ჭეშმარიტების შეცნობისკენაა ორიენტირებული და ამ მიზნით სწავლას
ეტანება“... [ბუაძე, 2016: 87].
სტატიაშივე მკვლევარი გვაუწყებს, რომ ქრისტეს შემთხვევაშიც სულის
სამივე ნაწილი გამოიცადა: 1. აპეტიტური (ნდომითი) ნაწილი, როცა ეშმაკი სთა­
ვაზობდა პურით დანაყრებულიყო; 2.ლოგოსური (გონიერი) - აიტაცებდა თუ არა
ანგელოზი ხელში, რათა ფეხი არ წამოეკრა ქვაზე (ფს. 90:11-12); 3. თიმოტური
(გულისწყრომითი) – ჰქონოდა სამეფო დიდება და ძალაუფლება.
კაზანძაკისისეულ გამოცდაშიც სწორედ ამ სამი ნაწილის გამოცდა ფიგუ­
რი­რებს 1) აპეტიტური, როდესაც გველი სთავაზობს არ გამოიხსნას სამყარო,
არამედ მხოლოდ მაგდალინელი და ამით გაუჩინოს სიყვარულით ტკბობის
განცდა; 2) თიმოტური, როდესაც ლომი სთავაზობს ხელთ იგდოს სამეფო დი­დება
და ძალაუფლება; 3) მაცდური ხილვაში ახსენებს ბავშვობის დროინდელ ფი­
ქრებს, რომ ღმერთი გახდეს, რაც თითქოს პარალელს ავლებს ადამისა და ევას
გამოცდასთანაც განღმრთობის შესახებ. ამ შემთხვევაში ქრისტე, როგორც ჩვენი
მსგავსი სრული კაცი, როგორც მეორე ადამი, მთელი ცხოვრების განმავლობაში
გადის იმ ცდუნებებს, რომლებიც უნდა დაძლიოს, რათა სულიერად ამაღლდეს.
კაზანძაკისის ქრისტეს თავდადება და მსხვერპლშეწირვა ისაა, რომ მისეულ
ქრისტეს სურს ცოლ-შვილი, ტიპური ადამიანური ბედნიერება, მაგრამ ამ ყვე­
ლაფერზე უარს ამბობს ადამიანთა გამოხსნის, ანუ მოვალეობის გამო.
ავტორს გადაფასებული აქვს იუდას როლიც. სახარებაში აღწერილი მო­
ღალატე პერსონაჟი მხოლოდ რამდენიმე პასაჟში ჩანს (მათ. 3:19; ლუკ. 6:16;
იოან. 12:3-5; იოან. 13:29; იოან. 13:21-26; მათ. 26:14-16; მარკ. 14:10...); იუდა ისკა­
რიოტელის როგორც გამორჩეული მოწაფის წარმოჩენა პარალელს ხანულობს
აპოკრიფულ მწერლობასთან, კერძოდ, „იუდას სახარებასთან“, რომელშიც იუდა
კაზანძაკისისეული ხედვითაა დანახული. შემოქმედის მიერ დახასიათებულ იუ­
დას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს იესოსთან და მისი დამოკიდებულებაც
განსხვავებულია იუდას მიმართ – თითქოს მოვალეა, მხოლოდ მას აუხსნას
ყვე­
ლაფერი. ისკარიოტელი აჯანყებული ზილოტია, რომელსაც რომაელები
სძულს. იესოს კი დაეჭვებით მიჰყვება, არ იცის დანამდვილებით, არის თუ არა

236
N at i o n a l A r c h i v e s o f G e o r g i a

ის აღთქმული მესია. ზილოტებს სურთ, იუდამ იესო რომთან თანამშრომლობის


გამო6 მოკლას და სწორედ ამ მიზნითაც მიჰყვება თავიდან ისკარიოტელი მას.
არამხოლოდ იუდაა იესოს მესიობაში დაეჭვებული, არამედ სხვა მოწა­ფე­
ებიც. მე-19 თავში აღწერილია, რომ მოციქულები დუქანში (რომელიც სიმონ
კვირინელს ეკუთვნოდა) შეკრებილები ორჭოფობენ, არის თუ არა ის მესია და
თითქმის დარწმუნებულებს სურთ მისი მიტოვება, მაშინ ახალგაზრდა იოანე
ამბობს, რომ ჰგონია ის მესია. მისი გამოსვლა იმდენად დამაჯერებელია, რომ
ყველა ერთხმად გადაწყვეტს, აღარ მიატოვონ მოძღვარი, თუმცა გაბრაზებული
იუდა ისკარიოტელი მიუგებს მათ, რომ ერთ დღეს ყველანი მიატოვებენ მას,
ხოლო თავად – არა.
იესო მხოლოდ იუდას გაანდობს, რომ მას წინასწარმეტყველი ესაია წარ­
მოუდგა, როცა მარტო იყო გოლგოთის ქიმზე; მას ხელში ეჭირა თხის ტყავზე
დაწერილი უწყება – მესიანური წინასწარმეტყველება, რომ მას კრავივით დას­
ჯიდნენ და ის იტვირთავდა კაცთა ცოდვებს (ეს. 53). ეს სწორედ ის განტევების
ვაცი იყო, იესომ უდაბნოში რომ იხილა. ამით ქრისტეს წინასწარმეტყველისგან
ეუწყა თავისი მისიის არსი, რაც გულისხმობდა საბოლოო, ყველაზე რთულ
ცხოვრებისეულ მესამე ეტაპს – თავგანწირვას.
იესო უკვე მზადაა იტვირთოს ნათლისმცემლის მიერ გაცხადებული მახვილის
გზა, მაგრამ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში („კაციჭამია მხეცში“)7დიდებით
შედის, დაინახავს, რომ კაიაფა რომაელ ჯარისკაცებთან ერთად მახეში მოი­
მწყვდევს და ტაძრის ქიმზე უამრავი შეიარაღებული მეომარი ელოდება. მიმდევ­
რები უცდიან მის ნიშანს და ჰგონიათ, მესია გამეფდება იერუსალიმში და
მოციქულებიც დიდებას ეზიარებიან, მაგრამ ქრისტე უკან დახევას ამჯობინებს.
იესო გადამწყვეტ მომენტში შეიმეცნებს თავის მისიას, რომელიც აღარ მდგო­
მარეობს ნათლისმცემლისეულ „მახვილის გზაში“. აქაც გამორჩეულ ად­ გილს
იკავებს იუდას პერსონაჟი. იესო მოიხმობს იუდას, რომ მან გაამხნევოს:
დაიღალე, მოძღვარო?
დიახ, დავიღალე.
ღმერთი გაიხსენე და დაღლილობა გადაგივლის [Kazantzakis, 1960:410].
კაზანძაკისი სახარებაში გაჟღერებულ საშინელ სიტყვებს, რომ ფუჭად
დაიკარგა კეთილსურნელება და შეიძლებოდა მისი გაყიდვა გაჭირვებულების
დასაპურებლად, იუდას კი არ მიაწერს, არამედ თომას, რომელსაც მიანდო ავ­
ტორმა ყულაბა.
ქრისტე იუდას გაუმხელს, რომ ღმერთმა მას უფრო ადვილი მისია განუ­
საზღვრა, რომ იყოს ჯვარცმული:

6
იგულისხმება აჯანყებული ზილოტის დასასჯელად ჯვრის დამზადება.
7
ასე უწოდებს ტაძარს ავტორი იესოსა და პილატეს პირველი ფარული შეხვედრის დროს - იხ.
Kazantzakis N., The last temptation of Christ [Tr. P.A. Bien], New York, 1960, p. 382, თავად ქალაქ იერუსალიმსაც
„კაციჭამიას“ უწოდებს 27-ე თავში.

237
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი არქი ვი

ჩვენ ორმა უნდა გადავარჩინოთ სამყარო, დამეხმარე!..


შენ რომ გიწევდეს მოძღვრის ღალატი, აღასრულებდი?..
არა, ვფიქრობ, ვერ შევძლებდი, ამიტომაც ღმერთმა შემიბრალა და
განმისაზღვრა მე უფრო ადვილი მოვალეობა – ვიყო ჯვარცმული [Kazantzakis,
1960:420].
იუდას ამგვარად წარმოჩენა აშკარა მსგავსებას პოულობს აპოკრიფული
ტექსტის „იუდას სახარების“ ნარატივთან:
„შენ ყველას აჯობებ, რამეთუ გაწირავ კაცს, რომელიც მმოსავს მე“ [კოუბერნი,
2013: 42-43].
ნ. კაზანძაკისის სახარებისაგან განსხვავებული შეხედულება იმაში ჩანს, რომ
იუდასა და სიმონ კვირინელის ფიგურები წინ წამოსწია, მწერალი მკითხველს
აჩვენებს დამფრთხალ მოციქულებს, რომლებიც ქრისტეს უკანასკნელ გზაზეც
კი არ აცილებენ და მათ უპირისპირებს ქრისტეს სიტყვის ერთგულ იუდას და
ტავერნის მფლობელს, სიმონ კვირინელს, რომელიც ბოლომდე იესოს გვერდით
იყო8.
იესოს საბოლოო ცდუნება ელის ჯვარზე, როდესაც ის ცდილობს წარმოთქვას:
„ელი, ელი“... ტანჯვისგან დაღლილი გონებას დაკარგავს და მის ფიქრებში ხდება
გამოცდა; თითქოს ანგელოზად გარდასახული მაცდური აუწყებს, რომ უფალმა
შეიწყნარა მისი ვნება და, როგორც აბრაამს, არ შეაწირვინა საკუთარი ძე, ასევე
მამაღმერთსაც არ სურს იესოს მოკვდინება. შემდგომ თხრობა გვამცნობს, რომ
იესოს ცოლად მოჰყავს მაგდალინელი, რომელიც, მაცდურის უწყებით, უფალმა
მალევე მოაკვდინა. დაცემული ანგელოზის უწყებით: „მხოლოდ ერთი ქალი
არსებობს ამქვეყნად, ერთია დაუსრულებელ სახეებში. ერთი სახება ქრება,
მეორე ჩნდება. მოკვდა მარიამ მაგდალინელი, მაგრამ ცოცხალია მარიამი,
ლაზარეს და, ის გელოდება. ის მაგდალინელია, მაგრამ სახეცვლილი“. მსგავსი
დამოკიდებულება ჩანს გრიგოლ რობაქიძის ნოსტალგიურ თხზულებაში „გველის
პერანგი“, რომელშიც არჩიბალდ მეკეში (არჩილ მაყაშვილი), როცა დაკარგავს
საცოლეს – ოლგას – ურჩევენ გველის მსგავსად მოიცილოს ძველი სამოსელი
(პერანგი) და ახალი ცხოვრება დაიწყოს ახალ სატრფოსთან.
შემდეგ იესო ჩადის ბეთანიაში, წარუდგება მართასა და მარიამს. ნიკოს
კაზანძაკისი იმეორებს პატრიარქ იაკობის ცხოვრებას იესოზე9, რომელსაც
მარიამი სურს ცოლად მოიყვანოს, მაგრამ მართა სთხოვს კალთა გადააფაროს,
როგორც ბოყაზმა რუთს. მაცდური იესოს გარეგნობას და სახელს შეუცვლის,

8
ერთგვარი მსგავსებაა ტომ სტოპარდის პიესასთან „როზენკრანცი და გილდენსტერნი დაიხოცნენ“
(1996 წ.), ავტორი წინა პლანზე აყენებს ჰამლეტის მოსაკლავად მიგზავნილ ორ პერსონაჟს:
როზენკრაცსა და გილდენსტერნს, როდესაც შექსპირისეულ „ჰამლეტში“ მათ სულაც არ აქვთ
მთავარი მოქმედი გმირის პოზიციები. პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი
სწორედ ესეცაა, რომ „გმირის“ კულტი დაარღვიოს და მეორეხარისხოვანი ან თუნდაც უარყოფითად
მიჩნეული პერსონაჟი წინ წამოსწიოს და მკითხველს სხვა თვალით დაანახოს.
9
პატრიარქ იაკობს ცოლად ჰყავდა ორი და: ლეა და რაქელი (დაბ. 29-30).

238
N at i o n a l A r c h i v e s o f G e o r g i a

რათა მოსახლეობამ ვერ იცნოს, იესოც ლაზარეს დაირქმევს და დებს სთავაზობს


ოჯახში ლაზარეს10 ფუნქციის შესრულებას. სახელისა და სახის შეცვლა აშკარა
მსგავსებას აჩენს ჰომეროსის უკვდავ პოემა „ოდისეასთან“, როდესაც შინ
დაბრუნებული ოდისევსი ჰერას მეოხებით ფიზიკურ იერსა და სახელს შეიცვლის.
„უკანასკნელ ცდუნებაში“ იესოს ჯერ – სიმონ კვირინელი, შემდეგ პავლე
მოციქული არწმუნებს, რომ მან საკუთარ მისიას გადაუხვია. ბოლო XXXIII
თავში სასიკვდილო სარეცელზე მხცოვან იესოზე იმოქმედებს იუდა, რომელიც
საშინლად გაკიცხავს, რომ არ უნდა გარიდებოდა სიკვდილს და თავისი ჯვარცმით
ისრაელი უნდა გამოეხსნა. რეალურად კი იგი ქალების კალთას ამოეფარა ოჯა­
ხურ გარემოში. არცერთი მოციქული აღარ დაუდგება საბოლოოდ იესოს, როცა
ის გაანალიზებს, რომ სიკვდილი ადამიანური ცხოვრებით კი არ დაამარცხა,
არამედ მისგან (სიკვდილისაგან) გარიდებით შეცდა. მოწაფეებიდან მხოლოდ
თომა ეტყვის: „ბედისწერის ბორბალი ბრუნავს, შენთან ვიქნები, დაველოდები,
თუ როდის შემობრუნდება ბედისწერის ბორბალი შენკენ“...
იესო თვალს ახელს და საკუთარ თავს მარტოს აღმოაჩენს, აღარ შემოესმის
საშინელი სიტყვები: „გამცემო, მხდალო, მოღალატე“! ის კვლავ ჯვარზეა გაკრუ­
ლი, არ გადაუხვევია თავისი მისიისგან და უდიდესი სიხარულით შეძრულს
აღმოხდება შემაძრწუნებელი ხმა: „ლამა საბაქთანი“!.. შემდეგ კი „აღსრულდა“,
რაც ყოველივე ახლის დასაწყისს ნიშნავს.
ნიკოს კაზანძაკისის შემოქმედების ძირითადი თემები ჩვეული საგნების,
დოგმების, წეს-ჩვეულებების ახალი რაკურსით წარმოჩენაა, მათი თავდაყირა
და­ყენება, ხოლო „უკანასკნელ ცდუნებაში“ ერთგვარი „პეპლის ეფექტის“ შემო­
ღება და იუდას როლის გადაფასებაა.
იესო გადის 3 გზას: 1) სიყვარულის, 2) მახვილისა და 3) ჯვარცმის.
საბოლოოდ ქრისტე წარემატება რწმენაში როცა გააანალიზებს, რომ უნდა
გაიმარჯვოს არა სამხედრო ძალით, არამედ ჯვარცმით. ჯვარზე კი უკანასკნელი
ცდუნება მოელის.
რა სურდა ავტორს მკითხველისთვის ეთქვა? – ცდუნებაც და სიკვდილიც
შეიძლება დამარცხდეს ჯვარცმით.
ქრისტიანული თეოლოგიის თანახმად, ქრისტეს თავგანწირვა ემყარება
კენოტიკურ11 ეთიკას12, რაც გულისხმობს ღმერთის განკაცებით საკუთარი თავის
დამდაბლებას. კაზანძაკისის ქრისტეს შემთხვევაში ადამიანურ ბედნიერებაზე
უარის თქმა წარმოადგენს თავგანწირვას. ნაწარმოებში წარმოჩენილია ქრისტე
– როგორც მაძიებელი ადამიანი და არა ღმერთკაცი, რომელსაც აქვს ერ­
10
ნაწარმოებში ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ ბარაბას მეთაურობით ყაჩაღები იესოს
სასწაულის მისაჩქმალად პასექის დღესასწაულზე ლაზარეს მოკლავენ.
11
Κένοω ზმნა ითარგმნება როგორც დაცარიელება, ჴუება, სიღრმე - ყაუხჩიშვილი ს., ბერძნულ-
ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტ. III, თბილისი, 2005, გვ. 326.
12
„არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა
ვითარცა კაცი“ (ფილ. 2:7).

239
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი არქი ვი

თი ჰიპოსტასი (პიროვნება), რომელმაც შეიერთა ადამიანური ბუნება და არა


პიროვნება. ქრისტეს ორი პიროვნება რომ ჰქონოდა, მსგავსი კონფლიქტი
სახარებაშიც იქნებოდა ასახული. ლიტერატურული პერსონაჟი კი სწორედ ამ­
გვარ კონფლიქტს განიცდის: ადამიანურის ღვთიურთან.
ქრისტიანულ კონფესიათა ნაწილისთვის ნაწარმოები შეფასებულია უარყო­
ფითად, თუმცა გამოკვეთილი პოზიცია კაზანძაკისის შესახებ არ არსებობს. დი­
დი შემოქმედი დაკრძალულია ჰერაკლიონში და საფლავის ქვას თავისი თხზუ­
ლებიდან ცნობილი ციტატა აწერია:
„არაფერს ვიმედოვნებ, არაფრის მეშინია, თავისუფალი ვარ“!13

ლიტერატურა:
1. ბუაძე თ. 2016, ფილოსოფიურ-რელიგიური შეხედულებები სულისა და მისი
უკვდავების შესახებ (69-97), თბილისი: გული გონიერი.
2. ეკო, უ. 2011, ვარდის სახელი [მთარგმ. ცხადაძე ხ.], თბილისი: „დიოგენე“.
3. კაზანძაკისი, ნ. 1997, ასკეზა [თარგმ. თ. მესხი], თბილისი: მეცნიერება.
4. კაზანძაკისი, ნ. 2015. ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის, [თარგმ. მ. კაკაშვილი],
თბილისი:„ლოგოსი“.
5. „ლიტერატურული გაზეთი“. (2015), #18 (154), 12-13.
6. ქამუშაძე, მ. 1998, ლიტერატურული მიმდინარეობები ბერძნულ მწერლობაში
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. თბილისი: „ლოგოსი“.
7. ყაუხჩიშვილი ს. 2005, ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი,
ტ. III, თბილისი.
8. Kazantzakis, N. 1960, The last temptation of Christ [Tr. P.A. Bien], New York.
9. Middleton I. N. 2005, Scandalizing Jesus?: Kazantzakis The last temptation of Christ fifty
years on.
10. კოუბერნი ე. 2013, იუდას სახარება (გვ. 36-53), თბილისი: National Geographic.

13
„ახლა ვიცი – არაფერს ვიმედოვნებ, არაფრის მეშინია, გავთავისუფლდი გონებისა და გულისაგან,
ავედი უფრო მაღლა, თავისუფალი ვარ. ეს მინდოდა, სხვა არაფერი მსურს, თავისუფლებას ვეძებდი“
- კაზანძაკისი ნ., „ასკეზა“ [თარგმ. თ. მესხი], მეცნიერება, თბილისი, 1997, გვ. 20.

240
N at i o n a l A r c h i v e s o f G e o r g i a

GIORGI GVELESIANI
Tbilisi Theological Academy and Seminary (TSAS)

ANALYSIS OF NIKOS KAZANTZAKIS’S NOVEL “THE LAST TEMPTATION”


AND ITS CONNECTION TO THE NARRATIVE OF GOSPELS

Summary the temptations that seem to try to erase


In the history of world literature, his mission. There are three people who
many writers devoted a place of Christ’s have an influence on the world outlook of
figure in their works and in this case Jesus: 1. When he saves Mary Magdalene
Nikos Kazantzakis is not an exception from stoning, He begins to preach love
also. He was a well-known Greek writer among men, 2. After meeting with John
and philosopher. The most important the Baptist he chooses the way of the
detail in his work is the unconventional sword, 3. When the scribe introduce
understanding of religious dogmas. In the Isaiah’s prophecy about the suffering
present article, his work will be discussed Messiah, then He says it to Judas Iscariot
“the last temptation” (published in 1955). that this is God’s burden and that He
The central thesis of the book is that Jesus, should save the mankind. The article will be
who was a sinless in the Gospels, but we topical for the Georgian readers because
find in Kazantzakis’ work a different Christ, the author himself had been in Georgia
who is a subject of fear, doubt, sadness three times and he had a friendship with
and temptation. The writer emphasizes Georgian writers (T. Tabidze, P. Iashvili, G.
the desire of Christ to be elevated from Robakidze, G. Leonidze, M. Javakhishvili)
human to divine. The book describes his and he always mentions Georgia and
spiritual struggle, which is the defeat of Georgian people in his works.

241

You might also like