You are on page 1of 1

მომავალს შეწირული სიცოცხლე

თავგანწირვა, ეს არის ის რისი გამბედაობაც ყველას არა აქვს. არავინაა იდეალური ,


ადამიანი რაც არ უნდა წმინდა და კეთილი იყოს, მასში მაინც არის რაღაც ეგოიზმის
მარცვალი, იშვიათია ისეთი პიროვნება ვინც საკუთარ თავზე წინ ვინმე სხვას დააყენებს .
თვითგადარჩენის ინსტიქტი თანდაყოლილი რამ არის, თუმცა არსებობს ხალხი , ვისაც
შეუძლიათ გარკვეული ღირებულებების გამო საკუთარი სიცოცხლე დათმონ, სწორედ ეს
არის უდიდესი ძალა და შესაძლებლობა.

ეს თემა მკაფიოდ იკვეთება მოცემულ ნოველაში. მოქმედ გმირებად თეთრჩოხიანი


მეომარი და შავჩოხიანები გვევლინებიან, მათი ჩაცმულობა თითქოს სიმბოლურ
დატვირთვას ატარებს და წინასწარ გვექმნება წარმოდგენა მათ შინაგან სამყაროზე .
თეთრი ფერი სიწმინდესთან, სიკეთესთან ასოცირდება, ხოლო შავი_სიბნელესთან ,
ბოროტებასთან. ტექსტში ასახულია მათ ბრძოლა, ისინი ორი დღის განმავლობაში
იბრძოდნენ, მანამ სანამ თეთრჩოხიანი არ დანებთა მათ, თავისი სურვილით , და მეტად
გასაოცარია რამ მიაღებინა მას ეს გადაწყვეტილება. შერკინების ბოლო დღს ის
აღმოაჩენს, რომ თავისი თოფის ლულაზე მერცხლებმა გაიკეთეს ბუდე, ისინი ხომ
სიყვარულით აკეთებდნენ ამას. მებრძოლი კი ამ ქმედებაში დაინახახვს ახალ სიცოცხლეს ,
იგი თავს უფლებას არ მისცემს, რომ მის გამო სხვების ცხოვრება დაინგრეს და გადაწყვეტს
თავი გაწიროს მომავლისათვის. ის ხომ მთელი ამ დროის განმავლობაშიც მომავლისთვის
და სიცოცხლისთვის იბრძოდა. თეთრჩოხიანის თავდაპირველი ბრძოლის მიზანი არსით
იგივე იყო რაც საბოლოო გადაწყვეყილების, ეს ორი რამ მხოლოდ მასშტაბურად
განსხვავდებოდა.

მსგავსი შემთხვევები რათქმაუნდა მხოლოდ ლიტერატურაში არ გვხვდება , რეალურ


ცხოვრებაშიც ხშირია, თანაც უმეტეს შემთხვევაში ადამიანების ეს ქმედება უფრო დიდ და
მასშტაბურ მიზანს ემსახურება. შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი გმირი საქართველოს
ისტორიიდან, მაგალითად ცხრა ძმა ხერხეულიძე, რომლებმაც მარაბდის ბრძოლაში თავი
გმირულად გაწირეს ქვეყნის მომავლისათვის. ყველა მეომარი ვინც სიცოცხლის ფასად
იბრძვის სამშობლოს გადარჩენისთვის, ეს ნიშნავს რომ ისინი იბრძვიან ახალი
სიცოცხლისთვის და მომავლისთვის.

სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები იშვიათია დღევანდელ რეალობაში , ადამიანები


თითქოს უფრო ეგოისტები არიან. იცვლება ეპოქა და იცვლება ღირებულებებიც.
თანამედროვე მოსახლეობის უმრავლესობა, აწმყო სიამოვნებთ ცხოვრობს და რა
მოხდება მერე ამაზე არ ფიქრობს. მათ ავიწყდებათ რომ ირგვლივ მყოფებზე ზრუნვა
აუცილებელია და მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლა პიროვნული პასუხისმგებლობაა .
თუმცა დღესაც არის რამდენიმე გამონაკლისი ადამიანი ვინც მზად არის
თავგანწირვისთვის. სწორედ ეს ხალხი გვაძლევს მომავლის იმედს .

You might also like