Professional Documents
Culture Documents
ცნობიერების ნაკადი კაპერნაუმიდან - FINAL
ცნობიერების ნაკადი კაპერნაუმიდან - FINAL
ცალკე ფენომენია ტექსტთან შეხვედრა. უცნობ ტექსტს მანამ ეზომები, სანამ ასო-ასო
ჩაკითხვას დაიწყებ. წაკითხვა ხომ ძირითადად დასტურს ემსახურება - საკონტროლო
გასროლასავითაა, ან შიგნეულის დაგემოვნებასავით, მას შემდეგ, რაც შორიდან უკვე
მოკალი ნადირი...
ზეინის ასაკი უცნობია, არც მან, არც მისმა მშობლებმა, არც სახელმწიფომ იცის, როდის
დაიბადა. აჯოჯოხეთში ადამიანი არ აინტერესებთ. ჯოჯოხეთი ადამიანის და
სიცოცხლის არსობრივი უარყოფაა. ამიტომ, არავის არაფერი აინტერესებს ადამიანის
შესახებ გარდა იმისა, თუ რა შეიძლება წაგლიჯო, მოპარო, ან სხვაგვარად იხმარო და
გამოიყენო. გარშემო დაავადებული სამყაროა, გახრწნილი, ბინძური, აყროლებული.
სიკვდილს შერეული სიცოცხლეა ირგვლივ, ზღვარიც გადღაბნილა მათ შორის.
არაფრად ფასობს ადამის მოდგმის ბედი და ბედნიერება. სიცოცხლის უფლება
იყიდება, ყველგან მონობა და სიკვდილია ჩასაფრებული. აქ ვერავის მოხიბლავ
ღიმილით და უმანკოებით. ადამიანი საკუთარი ხორცის წონად ფასობს მხოლოდ.
აგერ, ზეინიც ამბობს: „ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, ისე ვიწვი, როგორც ხორცის ნაჭერი“. კი,
ნამდვილად კაპერნაუმია!