Professional Documents
Culture Documents
Compress
Compress
ალბერ კამიუ
იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილს მიწეულ სიზიფეს არაგონივრულად გაუჩნდა სურვილი მის
ცოლს დაემტკიცებინა მისადმი სიყვარული. მან უბრძანა ცოლს, სიკვდილის შემდეგ მისი
სხეული გაუსუდრავად დაეგდო სახალხო ადგილას. ასე, სიზიფე აღმოჩნდა მიწისქვეშეთში,
საშინლად გაბრაზებული ცოლის დამჯერობაზე, რომელიც ადამიანური სიყვარულისგან ასე
განსხვავდებოდა. მან მიიღო ნებართვა პლუტონისგან დაბრუნებულიყო დედამიწაზე, რათა
დაესაჯა თავისი ცოლი. საკმარისი იყო დაენახა ამ ქვეყნიერების სახე, გაესინჯა წყალი და
მზე, ეგრძნო ცხელი ქვები და ზღვა, რომ სიზიფეს აღარ მოესურვა მიჰბრუნებოდა
ჯოჯოხეთის სიბნელეს. გაფრთხილებებმა, უკან გაწვევებმა თუ სიბრაზემ სიზიფეზე ვეღარ
იმოქმედა. კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა მორკალულ ყურეში, მოციაგე ზღვითან,
მომღიმარ ხმელეთზე. საჭირო იყო ღმერთების შეჩერება. მალე მერკური დაეშვა, რომ
შეეწყვიტა მოკვდავის სითავხედე, საყელოში ჩაავლო სიზიფეს, მოსწყვიტა საამქვეყნო
სიამეებს და ძალით წაიყვანა ისევ მიწისქვეშეთში, სადაც მისთვის ლოდი უკვე
გამზადებული იყო.
უკვე გავიგეთ, რომ სიზიფე აბსუედის გმირია. ის აბსურდის გმირია, როგორც ვნებებით, ისე
თავისი ტანჯვით. მისი ამრეზა ღმერთებისადმი, სიძულვილი სიკვდილისა და სიყვარული
სიცოცხლისადმი, მოუტანს იმ გამოუთქმელ წამებას, სადაც ყველა სხვა მუშაობს რომ
არაფერი შეწყდეს.. ეს არის საზღაური, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი, ამ მიწის
სიყვარულისთვის. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან სიზიფეს ჰადესში ყოფნაზე. მითები ისეა
შექმნილი რომ წარმოსახვამ ისინი გააცოცხლოს. ამ მითში ჩანს მხოლოდ სხეულის მთელი ის
ძალისხმევა, რომელმაც უნდა აზიდოს უზარმაზარი ლოდი. მიაწვეს და ააგოროს, რათა
აიტანოს აღმართზე, რომელსაც მეასეჯერ თავიდან შეუდგა. ვხედავთ დაძაბულ სახეს,
ლოდის საპირისპიროდ მიჭყლეტილ ლოყას, მხრის რელიეფს, რომელიც იჭერს ტალახით
დაფარულ მასას. ფეხს, რომელიც ამ ლოდს შეყრდნობია, კვლავ და კვლავ დაწყებისას
მკლავებში ძალის განახლებას, ადამიანის მთელი უშიშროება ორი ტალახში ამოსვრილი
ხელის გულის. საწყისი მომენტიდან ეს გრძელი სატანჯველი გაზომილია სივრცით სადაც არ
არის ცა და დროით, რომელსაც არ გააჩნია სიღრმე, მიზანი მიღწეულია.. სიზიფე ახლა
უყურებს ქვას, ჩაგორებულს მიწისქვეშეთისკენ, საიდანაც საჭიროა ამოიტანოს ისევ
მწვერვალისკენ. სიზიფე ისევ ქვევით ჩადის.
თუკი ეს მითი ტრაგიკულია, მხოლოდ იმიტომ რომ მისი გმირი არის მოაზროვნე. სად
შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ტანჯვა თუ მის ყოველ ნაბიჯს, მიზნის მიღწევის იმედი არ
გაამაგრებდა.
ისე ვერ აღმოაჩენ აბსურდს რომ არ წაგიცდეს ხელი დაწერო ბედნიერების სახელმძღვანელო.
„რა?... ასეთი ვიწრო გზებით?“ მაგრამ აქ არის მხოლოდ ერთი სამყარო. აბსურდი და
ბედნიერება ორი სხვადასხვა ძეა ერთი ნიადაგისა. ისინი განუყოფლები არიან. შეცდომა
იქნებოდა გვეთქვა, რომ ბედნიერება დაბადებულია აუცილებლად იმისთვის, რომ
აღმოვაჩინოთ აბსურდი. ის მოდის იმავე მომენტში, როცა აბსურდის შეგრძნება იბადება
ბედნიერებიდან. „მე ვთვლი რომ ყველაფერი კარგადაა“ ამბობს ოიდიპოსი და ეს სიტყვა
საკრალურია. ის გაექოვდება გამოყრუებულსა და ადამიანებისთვის ზღვარდადებულ
სამყაროში. ის ასწავლის, რომ ყველაფერი არ არის, ყველაფერი არ ყოფილა განლეული. ის
დაეძებს ამ სამყაროში ღმერთს, რომელიც აქ მოვიდა ფუჭი ტანჯვის მომხრე და
უკმაყოფილო. ის აქცევს ბედისწერას ადამიანის ხელსაქმედ, რომელიც უნდა დამკვიდრდეს
ადამიანებს შორის.
მთელი მდუმარე ბედნიერება სიზიფესი სწორედ აქ არის. მისი ბედი მასვე ეკუთვნის. ლოდი
მისი პირადი საქმეა. მსგავსად აბსურდის ადამიანისა, როდესაც ის ჭვრეტს თავის ტანჯვას,
აჩუმებს ყველა იდოლს. საკუთარ სიჩუმეში უეცრად აღდგენილ სამყაროში, ათასობით
პაწაწინა, სასწაულებრივი ხმა მოისმის. არაცნობიერი, საკრალური რეკვა, მოწვევა ყველა
გამოსახულებისგან, ისინი არიან საფასური გამარჯვებისა და საჭიროების მეორე მხარე. არ
არსებობს მზე ჩრდილის გარეშე, და საჭიროა შეიცნო ღამე. აბსურდის ადამიანი ამბობს კი-ს
და მისი ძალისხმევა აღარასოდეს შეწყდება. თუკი არსებობს პერსონალური ბედისწერა, არ
არსებობს წერტილი აღმატებითი ბედისა, ან ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ერთია, რომელსაც
ის მოიაზრებს გარდაუვალად და საზიზღრად. დანარჩენისთვის, მან შინაგანად იცის, რომ
უნდა იყოს ოსტატი თავისი დღეებისა. ამ წმინდა მომენტში, როდესაც კაცი უბრუნდება
თავის ცხოვრებას, სიზიფე მიმავალი თავისი ლოდისკენ, ხედავს ამ ტიპის ქმედებას
მაკავშირებელი ხაზების გარეშე, რომელიც ხდება თავისი ბედისწერა, შექმნილი მის მიერ,
შეკავშირებული მეხსიერების თვალსაწიერის ქვეშ და მალე დალუქული თავისივე
გარდაცვალებით. ამდენად, დარწმუნებული ადამიანის მთელ წარმომავლობაში რაც არის
თვითონ ადამიანი, ბრმა მოსურნე დანახვისა, რომელმაც იცის რომ ღამეს არ აქვს
დასასრული, ის ყოველთვის მზადაა.. ლოდი ისევ მიგორავს .
მე ვტოვებ სიზიფეს მთის ძირში, სადაც ის ყოველთვის იპოვნის თავის ტვირთს. მაგრამ
სიზიფემ იცის ერთგულება, რომელიც უარყოფს ღმერთებს და ეზიდება ლოდს. ის ზუსტად
ისევე თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს უპატრონო უნივერსუმი მისთვის არც
სტერილურია და არც ფუჭი. ამ ქვის თითოეული მარცვალი, ამ მთის მინერალების
თითოეული გაბრწყინება, მას მხოლოდ უყალიბებს საყმაროს. ხოლო მწვერვალებთან
ჭიდილი თავისთავად საკმარისია, რომ აავსოს კაცის გული.
სიზიფე უნდა წარმოვისახოთ ბედნიერი.