You are on page 1of 4

თავისუფლება ისე არ მოდის

… კვირა უკვე ბინდმა მოიცვა,ქვეყნიერება მზად არის დააგვირგვინოს კიდევ ერთი


რთული დღე და განტვირთვას მიეცეს. ყველაფერი აქეთკენ მიდის.იგვლივ სიჩუმეა.
სიბნელემ ყველანაირი ნიშანწყალი მოსპო სიცოცხლის.თითქოს ხალხს ნაბრძანები აქვს
დუმილი,ვითომც მათი გაბეჩავებული ხმა ამ მადლიან დედამიწას წარღვნას მოუტანდეს.

- გაიგე ?! თბილისში მიტინგი სასტიკად დაურბევიათ! - გამაყრუებელ მდუმარებას არღვევს


გიორგი- გამაგიჟებს ეს ხალხი, ყოველდღე თავს რად აკვლევინებენ?! მაგათ არ
გაუგიათ,რომ ,,ძალა ხნავს აღმართსა ”, დრო მოვა და ისეთს ყვავილობას ნახავს ქვეყანა...
ეგენი კი ,ვისღა ემახსოვრება?!

Შვილის ეს ნათქვამი სწყინსო,გამომეტყველება ეცვლება ერეკლეს,მაგრამ შვილთან


აზრსმოკლებულ კამათს დუმილი ურჩევნია.

- Ზვიად, იცი რა არის თავისუფლება? - სიჩუმეში მეხივით გავარდება ჭარმაგი ერეკლეს


გრძნობიანი ნათქვამი . იმ მეხივით კი არა ცაზე რომ გაიკლაკნება და მერე გაქრება, უფრო
ისეთივით ვიღაცის გულში მარადიულ ცეცხლს რომ გააჩენს.

Შვილიშვილი უცნაურად იმანჭება, სახეზე გაურკვევლობის გამომეტყველება დასთამაშებს.


ცეცხლს მიშტერებია, გულწრფელი სურვილი აქვს ბაბუას საამაყო პასუხი გასცეს , მოხუცს
გულს რომ აუჩვილებს ისეთი, თუმა დუმს... არ იცის...

- საიდან უნდა იცოდეს? სკოლაში მაგისთანას არავინ ასწავლის?! -ისევ დასცდა გიორგის,
ზვიადის მამას - მაგისთვისვე სჯობს,არც ჩვენგან გაიგოს... ხომ იცი ერთი კრინტი დაა … -
წყვეტს, თითქოს დანარჩენი უკვე ნათქვამიაო. უცებ დგება, ხვალისთვის უნდა დავისვენოო
ამბობს და სხვა ოთახში გადის.

- მაგისთვისვე სჯობს არ იცოდეს, მაგისთვისვე სჯობს ... - ჩურჩულით იმეორებს შვილის


სიტყვებს ერეკლე -- განა სჯობს კიი?! Მაშ ტყუილადა სთქვა იმ დალოცვილმა ,, სჯობს
სიცოცხლესა ნაძრახსა,სიკვდილი სახელოვანიო?!” ...

უცებ მოხუცი დგება, თაროსთან მიჩანჩალებს, წელში ისეა მოხრილი მნახველი


აუცილებლად იკითხავს : უღელში იყო შებმული თუ რაო ?! ... იმართება,ხელებს შლის,
ვითომ ისეთს რამეს ეპოტინება , მთელი ერი რომ ვერ შემსწვდარა.ერთ მტვრიან წიგნს რის
ვაი ვაგლახით იღებს, დახედავს , სიამაყით კითულობს: ,,სიბრძნე ნათქვამი ყოველთა
ქართველთა”, თავის სავარძელს უბრუნდება, ცეცხლს შეშას უკეთებს, ზვიადს ახლოს უხმობს
და წიგნს შლის. ბიჭი ცნობისმოყვარე თვალებით აცხრება გაცრეცილ,ყვითელ ფურცლებს.
ერეკლე ხელის ნელი მოძრაობით ჯერ ერთ ფურცელს გადაშლის, გაჭირვებით ამოიკითავს:
აკაკი წერეთელი -,, განთიადი”, სევდა აწვება და ღიღინებს:,, შენი ვარ, შენთვის
მოვკვდები,შენზედვე მგლოვიარეო!… შემდეგი ფურცლები ილია ჭავჭავაძეს
ეძღვნება,მოხუცს შუბლი ეხსნება, იპოვა რასაც ეძებდა.შვილიშვილს გადახედავს. Ზვიადი
გულმოდგინედ უცქერის ბაბუას და ელის …

რბილი,დამარწმუნებელი ხმით იწყებს მოხუცი:- თავისუფლება განძია,რომელიც ბაზარში


დახლზე არ იყიდება. ადამიანისთვის უფალია, თევზისთის წყალი, ჩიტისთვის ჰაერი,
ჩემთვის,შენთვის და ათასობით ქართველისთვის - მიზანი. მაგრამ ჭეშმარიტად მიზნები
შრომით მიიღწევა და არა ლოდინით.

მოხუცი გამალებით ეძებს წიგნში რაღაცას,თითს აყოლებს უკვე მრავალჯერ გადანაკითხ


სიტყვებს,უეცრად ჩერდება და კითხულობს : ,, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის,ჩემო
თერგო, ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი’’. Ზვიადის სახეზე უცნაური ღიმილი
თამაშობს, ვინ იცის ეს პატარა ბიჭი გულში ფიქრობდეს, მდინარემ ქვეყანა როგორ უნდა
გააძლიეროსო.მაგრამ არაუშავს, გაზაფხულზე ნათესი ხორბალი ,როგორც წესი,
შემოდგომაზე მოიმკის.

დაღლილი ერეკლე დაუღალავად აგრძელებს: - უხ, ვენაცვალე ამის დამწერს, როგორი


სიტყვებია,როგორი?! კაცს,რომ მიახვედრებს: გეყო მხოლოდ ფიქრი და ოცნება
თავისუფლებაზე,ადექი, გარეთ გადი,თოფით თუ არა სიბრძნით შეიარაღდი და იმ თვისტომს
მაინც გამოადექი, ღმერთი რომ გაუბნება გიყვარდესო.

ბაბუ, - მოულოდნელად წამოიძახებს ზვიადი - აკი ამასწინათ მითხარი ყველაფრის


დამბადებელმა უფალმა ყველანი თავისუფლებად შეგვქმნაო?მაშ, ბრძოლა რად არის საჭირო
მისთვის?

- აგრე კი შეგვქმნა,მაგრამ ის არ გაურიგებია ძლიერი სუსტს ნუ დაჩაგრავსო, ბატონი გლეხს


ნუ იყმობსო, დიდი ერი პატარას ნუ დაიპყრობსო, ამიტომაც ზოგი მონობაში იბადება და
თავისუფლების სხივებს მოკლებული აგრევე იღუპება. საბედნიეროდ ადამიანთა ცოდვების
გამომხსნელმა,ძემ ღვთისამ გვასწავლა რწმენა , მოთმინება და სიმხნევე.გვაჩვენა მაგალითი
გაჭირვებასთან გამკლავების,ბრძოლის,რომელიც იმთავითვე შეიძლება მარცხისვთის იყოს
განწირული,მაგრამ ამავე დროს მყარ საძირკველს უმზადებდეს მომავალ თაობებს.მაგრამ ამ
ბრძოლას თითო-ოროლა ქართველი ვერ მოიგებს ,ჩემო ბიჭო, მთელი ქვეყანა ერთი
იდეით,ერთი რწმენითა და სურვილით უნდა გადაიჯაჭვოს,რათა მტერმა ბარებითა და
ნიჩბებითაც კი ვერ მოახერხოს მისი დამარცხება.

ერეკლემ სიტყვა დაამთავრა თუ არა ზვიადს გადახედა,ვაითუ თავი მოვაბეზრე და უკვე


ჩაეძინაო,მაგრამ ჰოი საოცრებავ,ბიჭი ისეთი მონდომებით უსმენს,როგორც ქართველი კაცი
ღვინოს დაეწაფება ხოლმე.

- მეც მინდა რომ ვიბრძოლო თუ ამით ქვეყანას თავისუფლებას მოვუტან! - პასუხობს ბაბუას
მზერას ზვიადი - მასწავლი ბრძოლას ბაბუ ?

შენ კი გენაცვალე მაგ ლამაზ თვალებში ჩემო ბიჭო, როცა დრო მოვა პაპაჩემის ხმალსაც
მოგიძღვნი,მაგრამ მანამდე კარგად უნდა ისწავლო . დაიხსომე ,,უწიგნოდ თვალთახედვის
ისარი მოკლეა”,ამიტომაც ყმაწვილობა შენის თამადობით სწავლაში უნდა შრომობდეს და
იბრძოდეს, ეს არის თქვენი ახლანდელი ასპარეზი.მომავალი თაობების აღზრდას
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.ახალგაზრდა ვაზს ჰგავს,რომელსაც გვერდით
საყრდენი უნდა,სანამ სუსტია, მიმართულების მიცემა უნდა,რომ სწორ გზაზე
გაიზარდოს,ყოველ წელიწადს სხვლა და წინდვა აუცილებელია ,რათა არ გაფუჭდეს და
გადაგვარდეს. - ამ დროს ერეკლე თითქოს თავისი სიტყვის ბოლო აკორდებს ეძებსო,ხელის
ნელი მოძრაობით კვლავ ფურცლავს წიგნს მარჯვნიდან მარცხნივ,სადაც ქართული სიტყვა
ლექსად არის დაწერილი,სადაც რითმები სიბრძნეს ჰღაღადებენ.მოხუცი კითხულობს: ,,მაშინ
იხარებს მწიდნავი ,ოდეს მოისთვლის მტევნებსა” …

- მაშ, თავისუფლება ისე არ მოდის,მისთვის შრომა,სწავლა და ბრძოლაა საჭირო! არა ბაბუ?

-სწორად მიმიხვდი ჩემო თვალის ჩინო, გახსოვს ფარნავაზზე,ვახტანგ გორგასალზე,დავით


აღმაშენებელსა და გიორგი ბრწინვალეზე რომ გიყვებოდი? განა მათ მემკვიდრეობით ერგოთ
დამოუკიდებელი ქვეყანა?! ისტორია საუკეთესო მაგალითია მომავლისთვის ჩემო
ზვიად.წინაპრების შრომა და სისხლისღვრა წყალს არ უნდა მიეცეს.ეს კი იცოდე,ქართველთა
წყურვილი თავისუფლებისადმი დაუცხრომელია,ეს არის ჩვენი ერის ბუნება. - ერეკლე
ამასღა ამბობს,ზვიადს შუბლზე კოცნის,ქოჩორს უჩეჩავს,უკვე გვიანიაო ამბობს და
დასაძინებლად მიემართება.წიგნს კი,როგორც ანდერძს, წარსული(ერეკლე) უტოვებს
მომავალს(ზვიადს)...

ზვიადს მართლაც არაერთხელ სმენოდა ამბები ქართული მწიგნობრობის


შემოქმედზე,სახელოვან მეფეზე,რომლის წინაშე მთებიც კი იდრიკებოდნენ,ნიკოფსიიდან
დარუბანდამდე გადაჭიმულ საქართველოზე.გაეგონა პატარა კახის,ქაქუცა ჩოლოყაშვილისა
და კოტე აფხაზის შესახებაც. და ახლა ზვიადი ნამდვილად გრძნობდა მათ
არსებობას.სწორედ იგია ვაზი,ეს ხალხი კი მის გვერდით მდგარი საყრდენი,მისი
მწიდნავი,რომელიც მიმართულებას უჩვენებს. და ზვიადს ესმის მისი დანიშნულება,ესმის
წინაპართა ძახილი : ,, მამულისათვის,მამულისათვის,ძმებო,სიკვდილი ან გამარჯვება”.

ბიჭი იაზრებს,რომ თავისუფლება ისე არ მოვა,იგი უნდა მოვიპოვოთ,უნდა


დავიმსახუროთ,შრომითა და საქმით უნდა ვაჩვენოთ,რომ ღირსნი ვართ.ვის უნდა ვაჩვენოთ?
ამაზე ზვიადი გიპასუხებთ - უფალს,ყოვლის შემოქმედს,ვინაც განაგებს ქვეყნიერებას.

განათლებით,შრომით,ბრძოლით,,ერთობით,მონდომებით,რწმენითა და იმედით მოვა


თავისუფლება.

- ,,მამულისათვის” - გონებაში გაგონილს ჩურჩულით იმეორებს,დანატოვარ წიგნს ხელს


სტაცებს,ფურცლავს და კითხვას იწყებს...

გამთენიისას მიმქრალი ბუხრის წინ ჩაძინებულ ზვიადს გიორგი პოულობს ,ბიჭს გულ-
მკერდზე გადაშლილი წიგნი აქვს მიკრული.გიორგი წიგნს ნელა გამოაცურებს,დახედავს და
ამოიკითხავს:ვაჟა-ფშაველა ,,კაი ყმა”.მამის თვალები ერთიანად მომავლის რწმენით ივსება...

… აღმოავლეთით ცა იწვის,მზე ნელ-ნელა უსწორდება მთების სიმაღლეებს,ნახშირივით შავი


საღამო ფერმკრთალდება.მიყუჩებული ბუნება ისეთ ხმაურობას იწყებს,თითქოს საუკუნეა
სძინავსო..ჩიტები სამალავებიდან გამოდიან და გალობით მაღალ ცას შეჰხარიან,ყვავილები
კოკრებს შლიან და ირგვლივ ათასნაირ სურნელებას აფრქვევენ. ქვეყანაზე სიცოცხლის
არსებობა იგრძნობა... თენდება... მზიანი დღე დგება.

You might also like