You are on page 1of 3

აფხაზური კონფლიქტი

ზოგადად აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენ ომის შედეგები, რადგან ეს


დაგვეხმარება იმის დანახვაში თუ რამდენად მტკივნეული თემაა აღნიშნული,
აღნიშნულის ცოდნა პასუხს ცემს იმ კითხვებზე რატომ არ უნდათ აფხაზებს
იყვნენ საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.


სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან
ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1000-მდე მშვიდობიანი
მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა
და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული
გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ
შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად
ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ. კამანი,
სოფ. შრომა, სოფ. ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი
კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ. მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების
განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1000-მდე სოხუმელი
გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 10
ათასიდან 30 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რათქმა უნდა
მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით შეპყრობილმა მცირერიცხოვანმა
აფხაზმა ხალხმაც, მათ 3000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა
ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

 დაიწყო ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;

 აფხაზეთი თითქმის დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან, რის შედეგად 350 ათასზე


მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ
სამშობლოში დევნილად იქცა;

1996 წელს გალის რაიონში ჩამოყალიბდა პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმები“, ხოლო


მოგვიანებით – „თეთრი ლეგიონი“.[3]
აფხაზების მტკიცებით, 300 ქართველი პარტიზანი შეიჭრა გალის რაიონში და იქაურ
მოსახლეობას, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს, ურჩია გასულიყვნენ რეგიონიდან, რადგან
დიდი შანსი იყო, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაწყებულიყო.
18 მაისს, ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა მიიტანეს სოფელ რეპში
განლაგბულ აფხაზურ მილიციის საგუშაგოზე. 17 აფხაზი მილიციელი მოკლულ იქნა, ამ
ყველაფერს კი მოკლედ რომ ვთქვათ მოჰყვა კონფლიქტი რომელმაც 6 დღე გასტანა და ათი
ათასობით ეთნიკური ქართველის გამოდევნა მოჰყვა.

ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ იგივენაირად მ

ვისაუბრეთ ამ მტკივნეულ შედეგებზე, მაგრამ უნდა გავიაზროთ ის ფაქტორიც რომ აფხაზ


მოსახლეობისთვისაც იგივენაირად მტკივნეულია ეს მსხვერპლი,
და ახლა კი აუცილებლობა მოითხოვს იმას, რომ ყოველიდღის წესრიგში ქართველებისთვის
იყოს აფხაზებთან დაახლოება პრიორიტეტი, რადგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე
საქართველოს სახელმწიფოებრიობა კითხვის ქვეშ დგება.
რა თქმა უნდა გვინდა წარმოგიდგინოთ მომავლის ხედვა და უნდა მოვახდინოთ არსებული
პრობლემების იდენტიფიცირება.

ერთი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ

ქართულ მედიაში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ძალიან „ძუნწად“ ან, შეიძლება


ითქვას, რომ ხშირად საერთოდაც არ შუქდება. წლების განმავლობაში
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიები და
კონკრეტულად აფხაზეთი მედიაში უფრო სიმბოლური, ისტორიული თარიღებისა და
მოვლენების შეხსენების ფორმით აქტიურდება და მაყურებელმაც უკვე წინასწარ
იცის, რომ კონკრეტულ დროს მას შეახსენებენ აფხაზეთის ომის დაწყებას, სოხუმის
დაცემას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა თუ დაღუპული გმირების ხსოვნის
დღეებს და ა.შ., თუმცა რა ხდება აფხაზეთში უშუალოდ დღეს და რა სოციალურ-
პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს თავად აფხაზურ საზოგადოებაში, ამის
შესახებ ქართველი მკითხველი თუ მაყურებელი ინფორმაციას ძალიან იშვიათად
იღებს.

არადა ამ პროცესების გაშუქებას, ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა


მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის გაცნობის კუთხით,
არამედ აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და შერიგების სამომავლო
პერსპექტივების ძიების თვალსაზრისითაც.

რეკომენდაციები
მედიის კუთხით რადგან წავიყვანეთ საუბარი ასევე ჩვენი აზრით ერთ-ერთი
ძალზეედ მნიშვნელოვანი საკითხი ისიც არის, რომ აღნიშნულ ვითარებაში როცა
ინფორმაციული ზეწოლა საქართველოზე ჩრდილიოეთიდან ხორციელდება,
აუცილებელია რუსულენოვანი ტელე-რადიო არხის სასწრაფოდ შექმნა და
ამოქმედება, ამგვარი არხის ამოცანა არის პირველ რიგში აგრესიული რუსული
პროპაგანდის განეიტრალებაა, რადგან ფაქტია რომ ძალიან დიდ ზიანს აყენებს ის
საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ასევე მნიშვნელოვანია კონფლიქტური
რეგიონების მცხოვრებთათვის და მეზობელი ქვეყნების რუსულენოვანი
აუდიტორიებისთვის ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს შექმნა, რომელიც
ადეკვატურად ასახავს საქართველოს ცხოვრებას.

კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი საზოგადოებები ერთმანეთისაგან


ფიზიკურად
არიან იზოლირებული, ამავდროულად ისინი სხვადასხვა მიმართულებებით
მოძრაობენ:
აფხაზები - რუსეთის, ხოლო საქართველო - დასავლეთისაკენ. მშვიდობის
დამკვიდრების
საქმეს მნიშვნელოვნად აბრკოლებს პოლარიზაციის ზრდის, დაძაბულობისა და
პოზიციების გამკაცრებისაკენ მიმართული ტენდენცია. ევროკავშირი ამ რეგიონში
მნიშვნელოვან დონორსა და პოლიტიკურ მოთამაშეს წარმოადგენს, რომელიც
თავისი
საზღვრების პერიმეტრზე სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებით
არის
დაინტერესებული, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგი დიდი
წარმატებით
შუამავლობდა ცეცხლის შეწყვეტის პროცესს. მას შემდეგ ევროკავშირი ერთ-ერთ
შუამავალ მხარეს წარმოადგენს ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და მას
რეგიონშიც ჰყავს სადამკვიდრებლო მისია (EUMM). ევროკავშირის სპეციალურ
წარმომადგენელს (EUSR) რეგიონში კონფლიქტებზე მუშაობის განსაკუთრებული
მანდატი გააჩნია. ასე რომ, ევროკავშირს რეგიონში არსებული დინამიკის
დადებითი
მიმართულებით წარმართვის ყველა საშუალება აქვს. შესაბამისად, ყველა
დაინტერესებულ სუბიექტთან სტაბილური ურთიერთობების დამყარებამ და
კონფლიქტის მხარეთა შორის საერთო პოზიციის მოძებნამ შეიძლება
გრძელვადიანი
სამშვიდობო პროცესისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას.
ასე რომ

მნიშვნელოვანია კონფლიქტებისა და მათ შედეგად დაზარალებული


მოსახლეობის პრობლემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციების აქტივობების კოორდინაცია და ინფორმაციის სისტემატურად
გაცვლა გამოცვლა, მათ მიერ მომზადებული, დოკუმენტების ხელმისაწოვდობისა
და გავრცელების უზრუნველყოფა.

You might also like