You are on page 1of 3

„შესავალი“(ისტორიული)

90-იან წლებში რუსეთმა თავის ხელწერას არ უღალატა და კვლავ შეეცადა ეთნიკური


დაპირისპირების გაღვივებას როგორც ქართველ და აფხაზ ასევე ქართველ და ოს
ხალხს შორის. სეპარატისტული განწყობა 1991 წლის იანვარში უკვე ომში
გადაიზარდა. ქართველი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა.
ამ კონფლიქტიდან 1 წლის შემდეგ დაიდო ‘’სოჭის’’ ხელშეკრულება, რომლის
მიხედვითაც შეიქმნა საკონტროლო კომისია, რომელიც შედგებოდა ქართული,
რუსული და ოსური სამხედრო ძალებისგან, რომლებმაც დაიკავეს ოსეთის
ტერიტორია და შეეცადნენ მშვიდობის უზრუნველყოფას.

საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა კონფლიქტის


მშვიდობიანად მოგვარებას, მათ ფარტო ავტონომიის სტატუსი, ხელისუფლების
გადანაწილება, ეკონომიკურ განვითარება, საერთაშორისო უსაფრთხოების
გარანტიები და ჩართულობაც კი შესთავაზეს ოსეთს, თუმცა კრემლის გეგმებში ეს არ
შედიოდა და ამ პროცესს ყველანაირად შეუშალა ხელი და დაიწყო უკანონო
პასპორტიზაცია, დემილიტარიზაცია არ ხორციელდებოდა, ძალადობის დონე კი
იწევდა.

ყველაზე ცუდი მდგომარეობა 2008 წლიდან ფიქსირდება, როცა აგვისტოს ომის დროს
რუსეთმა ორი ფრონტი გახსა აფხაზეთში და ოსეთში, შემდგომ კი ამ მხარეების
‘’დამოუკიდებლობის’’ დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.

დღესდღეობით ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარია, კრემლის მიერ დადენილია


‘’ახალი’’ საზღვრები რომლებიც გაყვანილია მავთულხლართებით, არის
უკიდურესად ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა. ამით დარღვეულია 2008 წელს,
ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
ხელშეკრულება, რომელიც აიძულებს რუსეთს რომ ჯარები გაიყვანოს.

ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებას მხარს უჭერს მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და


ნაურუ. საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ, საქართველო 2008 წლის ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებებს ძალის
გამოუყენებლობის შესახებ, ცეცხლის შეწყვეტაზე, დევნილთა დაბრუნებაზე,
დემილიტარიზაციაზე და ბორდერიზაციის პროცესის შეჩერებაზე. მეტიც,
საქართველოს, ცალმხრივად აქვს აღებული ცეცხლის შეწყვეტის ექვს პუნქტიანი
ვალდებულება, რაც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციით არის გამყარებული.
კრემლს კი კვლავ არადიპლომატიური პოზიცია უჭირავს, მან ყველა საერთაშორისო
ორგანიზაციას და ეუთოს შეუშალა ხელი ოსეთში სამშვიდობო მისიის შესრულებაში,
რის შემდეგ ის ცნეს აგრესორად, სწორედ ამისდა გათვალისწინებით საქართველომ
მიიღო კანონი ‘’ოკუპირებული ტერიტორიების’’ შესახებ და განისაზღვრა მათი
სამართლებრივი რეჟიმი.

რაც შეეხება გეგმას, რომლითაც ქართველები ვაპირებთ ე.წ სამხრეთ


ოსეთთან(ცხინვალთან) შერიგებას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის
ბორდერიზაციის პროცესი, რაც მაუწყებელია ყველა იმ პრობლემის საწყისისას,
რომელზეც ვისაუბრებ. გამომდინარე იქიდან, რომ ცხვინალში არის 4
ადმინისტრაციული რაიონი:ზნაური, ახალგორი, ცხინვალი და ჯავა, რთულია
პროცესების მართვა, როგორც საქართველოს მხრიდან, ისევე სამხრეთ ოსეთის დე
ფაქტო მთავრობისგან. ე.წ სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში ისტორიულად
მრავალი ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრბოდნენ(ქართველები, ოსები, სომხები,
ებრაელები). 1989 წლის მონაცემებით 98,000 ადამიანი ცხოვრობდა ე.წ სამხრეთ
ოსეთში, სადაც 66% ოსები, ხოლო 29%-ს ქართველები შეადგენდნენ. 1990 წლის
დასაწყისში რუსულმა სეპარატისტულმა ძალებმა იქ მყოფი ელიტების დახმარებით,
სეპარატისტული ძალების პოლიტიკა გააძლიერა.

1991 წლის იანვარში, კონფლიქტი გაღვივდა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს


შორის.

1992 ში ეუთომ დაიწყო პროცესის შესწავლა, 70-80 ათასი დევნილი გააძევეს, ამ


მდგომარეობით 15-20 ათასი მოსახლეობა ცხოვრობს.

1992 წლის 24 ივნისს იდება სოჭის ხელშეკრულება(რუსეთს, საქართველოს, ოსეთს


შორის) და მათ განალაგეს ჯარები ამ ტერიტორიებზე.

2008 წლამდე სამხრეთ ოსეთის ორ ადმინისტრაციულ რეგიონს (ზნაურის დიდ


ნაწილს და ახალგორს) ქართველები ვაკონტროლებდით. ეუთომ და ევროკავშირმა
დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი სამხრეთ ოსეთში.

რა უნდა შევთავაზოთ?
 ცხინვალი იზოლირებულია, და აწუხებს ბორდერიზაციის პროცესი რაც
განაპირობებს შემდგომ პრობლემებს და ჩვენ ე.წ სამხრეთ ოსეთს
ვთავაზობთ, ამ პრობლემების მოგვარების გზას.
 პირველადი სამედიცინო დახმარება, მშობლიურ ენაზე განათლების
მიღება, სწავლება იქნება ოსურად და წარმოების ენა იქნება ოსურიც და
ქართულიც.
 მოვახდინოთ ფაბრიკა-ქარხნების რეაბილიტაცია:
1)ბაგიათის მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა.

2)ლუდისა და ხილის წვენების საწარმო(ყაზბეგის მფლობელმა გოგი თოფაძემ ჩადო


ფული ინვესტიაში).

3)ჯავის სატყეო საწარმო.

4) სატყეო კომბინატი ცხინვალში.

ამ ფაბრიკა-ქარხნებში ჩავრთავთ იმ სამხედრო პირებსაც, რომელთაც იძულებით


დაატოვებინეს სამხედრო სამსახური.

 ტრანსენგურული ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ და ამაში


უნდა ჩაერთოს ოსეთიც , ამით ეკონომიკურ კავშირს
დაამყარებს საქართველოს როგორც სხვა ნაწილებთან
(აფხაზეთი) ისე რუსეთთან. ამ ურთიერთობით სავაჭროდ
გავიტანთ სწორედ იმ მიღებულ პროდუქტს, რასაც
რეაბილიტირებული ფაბრიკა-ქარხნებით მივიღებთ.
 (დევნილები დაგვ

You might also like