You are on page 1of 6

მრავალფერფეროვნება

ჩვენი სიმდიდრეა-
ბერძნები
ქართული ენა
ნატა კვიკვინია
2023 წელი
საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა
ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენს სამშობლოში
მცხოვრებ ერებს ერთნაირად უყვართ
თავიანთი ქვეყანა, საქართველო.
ეთნიკური და რელიგიური
მრვალფეროვნება ჩვენი ქვეყნის
სიმდიდრეა და იმ ფაქტით, რომ
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში
სხვადახვა ეთნოსის წარმომადგენლები
მკვიდრობენ და მშვიდობიანად
ახერხებენენ თანაცხოვრებას, ჩვენ
სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ
საქართველოში უძველესი დროიდან
ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების
წარმომადგენლები,თუმცა გვიან შუა
საუკუნეებამდე მათი ხვედრითი წილი
ქვეყნის მთელ მოსახლეობაში დიდი არ
ყოფილა
დღევანდელი ჩემი პრეზენტაცია საქართველოში
მცხოვრებ და საქართველოზე უზომოდ
შეყვარებულ კიდევ ერთ ერს ბერძნებს ეძღვნება.
ერს რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყნის,
არამედ მსოფლიოს კულტურასა და ისტორიაზე
განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა. როგორ
ცხოვრობს საქართველოში ეთნიკურად ბერძენი,
მაგრამ მენტალურად ქართველი მოსახლეობა.
ქართულ-ბერძნული ურთიერთობები, ისტორია,
კულტურა, ლიტერატურა,ეს არის ლევან
გორდეზიანის მთელი ცხოვრების ინტერესი და
სიყვარული, თემა, რომელზეც ბატონ
პროფესორს საათობით შეუძლია ისაუბროს.
ბერძნულ-ქართული ურთიერთობა თავისი
ხანგრძლივობითა და ინტენსივობით სრულიად
განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს. ამავე
დროს, საქართველოს ბერძნული მოსახლეობის
აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენში, ძირითადად,
XIX-XX საუკუნეებში გადმოსახლდა იმ
რეგიონებიდან, სადაც ე. წ. პონტოს ანუ
პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ.
უახლესი მონაცემებით, პონტოს ე. წ.
ბერძნულენოვანი მოსახლეობა ჯერ კიდევ 1922
წლამდე დაახლოებით 700 ათას კაცს შეადგენდა.
ამავე დროს, 500 ათასი უკვე გადასახლებული იყო
თურქეთიდან, ძირითადად, რუსეთსა და
საქართველოში. ეს პროცესი XIX საუკუნის
განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით 257
ათასი პონტოელი ბერძენი დაიღუპა მათი დევნის
პერიოდში თურქეთში.
პონტოურ დიალექტს თანამედროვე ბერძნულის
დიალექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს. ზოგი მას ცალკე ენადაც კი განიხილავს.
პონტოელთა ენამ ძველი ბერძნულის ზოგიერთი
ისეთი ნიშანი დაიტოვა, რომელიც დღეს ბერძნულ
დიალექტებში გამქრალია. XIX საუკუნის შუა წლებში
ბერძნები ზღვისპირა აჭარაში, აგრეთვე, სოფელ
ირაგაში (თეთრიწყაროს რაიონი) და ციხისჯვარში
(ბორჯომის რაიონი) ჩამოსახლდნენ.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბერძნები


მასობრივად ჩასახლდნენ აფხაზეთში, უმთავრესად,
სოხუმის მახლობელ სოფლებში. ეს ბერძნებიც
თურქეთიდან იყვნენ მოსულები და, ძირითადად,
თამბაქოს გაშენებას მისდევდნენ. იმავე საუკუნის
მიწურულში ბერძნების საერთო რაოდენობა
• საქართველოში სხვა ეროვნებებიდან ყველაზე
მრავალრიცხოვანი ბეძნები იყვნენ. 1989 წლის
აღწერით მათი რიცხვი ასიათასს უდრიდა.90იანი
წლებიდან დაიწყო მათი მიგრაცია საბერძნნეთში
2002 წლის მონაცემებით 15 ათასამდე იყო მათი
რიცხვი.
• ბერძნები ორ ჯგუფად იყოფიან: ანატოლიელი
ბერძნები, რომელთა მშობლიური ენა
თურქულია(ურუმები) და ბერძნულ ენოვანი ანუ
პონტოელი ბერძნები(რომეები). ურუმები ძირითადად
ცხოვრობენ თრიალეთში(წალკასა და თეთრი წყაროს
რაიონებში), ხოლო პონტოელი ბერძნები აფხაზეთსა
და აჭარაში, ბორჯომის რაიონსა და ნაწილობრივ
თრიალეთში დასახლდნენ.
• საქართველოში მცხოვრები ბერძნების წინაპრები
ანატოლიიდან ჩამოვიდნენ. თურქეთის ამ
პროვინციიდან მათი საქართველოში ჩამოსახლება
ერეკლე მეორეს დროს დაიწყო. მეთვრამეტე საუკუნის
ბოლოს, მეფე ერეკლემ ანატოლიიდან ბერძენი
ოსტატები ახტალაში რკინის, ვერცხლის და ოქროს
საბადოების დასამუშავებლად მოიწვია. 1829-1830
წლებში კი საქართველოში ბერძენთა პირველი დიდი
ნაკადი ჩამოასახლეს. მათ საცხოვრებელი მიწები
თრიალეთის მხარეში გამოუყვეს. ბერძნებმა იქ
რამდენიმე სოფელი გააშენეს. მათ შორის ყველაზე
დიდი იყო ბარმაქსიზი, რომლის ადგილზეც შემდეგ
ქალაქი წალკა დაარსდა. ბერძნული კულტურა
უძველესი დროიდან ცნობილია,ალბათ საკმარისი
იქნება დავასახელოთ ძველი ბერძენი
ფილოსოფოსები და ხელოვნების მოღვაწენი,რომ
წარმოდგენა შეგვექმნას მათზე.
• რელიგიურად ბერძნები ძირითადად ქრისტიანები, კერძოდ მართლმადიდებლები იყვნენ. მათთვის
XIX საუკუნის 40-იან წლებში 12 სამრევლო დაარსდა. აღსანიშნავია, რომ მათ მზა სალოცავები
დახვდათ, რომლებიც არც კი გადაუკეთებიათ ისე აქციეს საკუთარ სამრევლო ტაძრებად.

• ბერძენთა ძირითად უძრავ ქონებას მიწები წარმოადგენდა, რომლებიც დღემდე შენარჩუნებული


აქვთ. ისინი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეწეოდნენ. ოჯახის ყველა მამაკაცი
წევრი იღებდა სეზონურ ხვნა-თესვაში მონაწილეობას. სოფლის მეურნეობისადმი ასეთი
დამოკიდებულება ბერძნებმა დღემდე შეინარჩუნეს და საქართველოში მცხოვრები ბერძენთა
უმეტესობა კვლავ ამ საქმიანობას ეწევა. 1930-იან წლებში საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა
საქართველოში გახსნილი ბერძნული მოქმედი ბერძნული სკოლები, თეატრები, ტიპოგრაფიები,
პედაგოგიური ტექნიკუმები. 40-იან წლებში კი პონტოელი ბერძნები შავი ზღვისპირეთიდან
გადაასახლეს. ვითარების გაუმჯობესება 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც დაარსდა კომკავშირის
თბილისის ქალაქკომში ბერძნული სექცია, რომელიც, ფაქტობრივად, ბერძნული ახალგაზრდული
ორგანიზაცია იყო.

• ბერძნები ჩამოსახლებიდან საკმაოდ მოყოლებული საკმაოდ სტაბილურად ვითარდებოდნენ.


იზრდებოდა მათი რაოდენობაც. 1926 წელს საქართველოში 54 000 ბერძენი ცხოვრობდა. მათი
რიცხვი 1990-იან წლებამდე იზრდებოდა. 1989 წლის მონაცემებით კი საქართველოში უკვე 100
000 ბერძენი იყო დასახლებული. ბერძნების რაოდენობის კლება გამოიწვია განსაკუთრებულმა
აქტიურობამ სამშობლოში დაბრუნების საკითხში, რაშიც საბერძნეთის მთავრობაც უწყობდა ხელს.
მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს სწორედ ბერძნული მთავრობის ძალისხმევით, აფხაზეთში
მცხოვრები თითქმის 14 700-ვე ბერძენი დააბრუნეს სამშობლოში.

• ამჟამად საქართველოში 15 000-მდე ბერძენიღაა დარჩენილი. მათგან თბილისში ცხოვრობს 3 800,


აჭარის ტერიტორიაზე – 2 200, ქვემო ქართლში კი – 7 500.

You might also like