You are on page 1of 9

ფერეიდნელი ქართველები

ფერეიდანი — პროვინცია ცენტრალურ ირანში, ბახთიარის მთებში, ქალაქ


ისპაანიდან დაახლოებით 100 კმ-ზე. XVII საუკუნის დასაწყისში (1614-1617
წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი 200 ათასი ქართველი
გადაასახლა და საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა. ასე
შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო
მარტყოფი, ჩუღურეთი , აფუსი (რუისპირი), სიბაქი (ვაშლოვანი) და სხვა.
ფერეიდანის ერთ უბანში ცხოვრობენ ქართველები, დანარჩენ 3 უბანში —
სპარსელები, ქურთები, ლურები, ბახთიარები, სომხები. ფერეიდანში
ქართველების ჩასახლებით შაჰ-აბას I-ს მიზნად ჰქონდა დედაქალაქ
ისპაანის დაცვას მომთაბარეთა თავდასხმისგან.
ფერეიდანში მცხოვრები ქართველები პირველ ხანებში
ინარჩუნებდნენ რჯულს და ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ შემდეგ მათ
იძულებით შეუცვალეს სარწმუნოება, რამაც გარკვეულად შეცვალა
მათი ზნე-ჩვეულებები, თუმცა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და
ზოგიერთო ქრისტიანული ჩვევა. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული
მასალებით, ქართველობა 12—14 ათას კაცს შეადგენს.
ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით
გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა
და ქართული ადათ-წესები. დღესდღეობით ფერეიდანში არსებოს
ქართული ენის შემსწავლელი კლუბი.
პირველი ფერეიდნელები, რომლებიც საქართველოში ჩამოსულან
იყვნენ ყოლამ-რეზა ხუციშვილი და ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილი ისინი
ჩამოსულან აქ ჯერ 1896 წელს, ხელმეორედ კი-1907 წლის იანვარში.
მათი ჩამოსვლის მიზანი და ერთადერთი სურვილი იყო ,,აქაურ
ქართველობას როგორმე მუდმივი კავშირი ჰქონოდა სპარსეთის
ქართველებთან, რომ ფერეიდანში ქართული სკოლა გახსნილიყო და
იქიდან ჩამოეყვანათ რამდენიმე ყმაწვილი აქ, საქართველოში
აღსაზრდელად და მოსამზადებლად“. ის გეგმა რომ ,,ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სახელით
გაეხსნათ პირველი ქართული სკოლა. ხოლო მოგვიანებით 1972 წელს
18 ოჯახი ჩამოასახლეს საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად
მშობლიური მიწიდან აყრა და უცხო ქვეყნებში გადასახლება, ისედაც ერთი მუჭა
ქართველებისათვის, ისტორიული ხვედრი ყოფილა. ეს არც შაჰ-აბას პირველის
დროს დაწყებულა და არც მისი მბრძანებლობის მერე დამთავრებულა. იგი დიდი
ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, რაშიც ირანი და თურქეთი ტოლს არ უდებდნენ
ერთმანეთს.

თემურლენგს ნაკლებად არ აუყრია ქართველები მშობლიური მიწიდან, მაგრამ


შაჰ-აბასის სახელი მასზე უფრო მწარედ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას. როგორც
ისტორიული წყაროები მოწმობენ, შაჰ-აბასს 130 ათასი სული გადაუსახლებია
ირანში, მაგრამ ფრანგი მოგზაურის – შარდენის გამოანგარიშებით, საქართველოს
ოთხგზის დალაშქვრის შედეგად შაჰს ირანში ტყვედ 400 ათასამდე ქართველი
წაუსხამს.

მშობლიური მიწიდან აყრილთა ბედი სხვადასხვაგვარი ყოფილა – ნაწილი გზაშივე


იყიდებოდა ან იხოცებოდა, ნაწილი ირანის სხვადასხვა რაიონში ჯგუფ-ჯგუფად
მიმოიბნეოდა და თანდათან ადგილობრივ მოსახლეობაში ითქვიფებოდა.

You might also like