You are on page 1of 2

ქვეყნები ოდითაგანვე ემტერებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზების გამო ,თუმცა ამ

ომიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი რჩებოდა გამარჯვებული.ეს ის ქვეყანა იყო,რომლის


ერი ერთად იბრძოლდა თავისი სამშობლოს კეთილდღეობისათვის.

ამ თემასთან დაკავშირებით განვიხილავ ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონს ’,მაშინდელ


საქართველოში,კონკრეტულად კახეთში ურჯულო თათრებდი დათარეშობდნენ,აწიოკებენ
ქალ-რძალსა,არ ტოვებენ არაფერს რაც თვალში მოუვათ, ყველას ბეგარას ადებენ,სხვის
სახლებში უკითხავად იჭრებიან,ქვეყანა აოხრებულია.მაგრამ მათ წინააღმდეგ არავის
არაფერს აკეთებს.ამ ამბის გამგონე თუშები შეწუხდნენ და გადაწყვეტენ ,რომ შეკრიბონ
ფშავ-ხევსურები და დაიწყონ ბრძოლა გათამამებული თათრების წინააღმდეგ :დაჯავრდენ
თუშნი, რო ნახეს

ქვეყანა ნაოხარია.

გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,

ბარზე თათრები ხარობენ.

ერთმანეთისთვის ამბის გასაგებად გამოგზავეს ფშაველი კაცი სახელად კვირია და


დაუბარეს,რომ ფშავ-ხევსურებისთვის გადაეცა,იქნებ შავეთის კართან შეხვდნენ,რადგან ვერ
მოისვენებენ სანამ მტერი ყავთ:მანამა ვცოცხლობთ, მტერი გვყავ,
ბევრად სჯობს ვიყვნეთ ცდაზედა.ცოცხალს კი უნდა ეხუროს
ვაჟკაცსა ქუდი თავზედა.
ერთმანეთისთვის ამბის შესატყობინებლად ფშაველი კაცი გამოგზავნეს სახელად
კვირია,რომელსაც სიკვდილი ურჩევნია ისეთ სიცოცხლეს რომელიც ტყუილად გაატარა :
სიცოცხლეს აუგიანსა
სიკვდილი მიჯობს ხმალზედა.თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს,
მე თვითონ გავიგმირები.
ვერ გააბატონებს მტერს თავის სამშობლოში:ჩემი ცოლი და შვილები, -
თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს,ღმერთმა აცხონოს გმირები,
რომ არ წაიღეს საფლავში
ლაფით მოსვრილი პირები.
პოემის ამ ეპიზოდში კარგად ჩანს თუ როგორ უყვართ ქართველ ვაჟკაცებს თავისი
სამშობლო,რაც მთავარია მტერს ერთიანი ძალებით ებრძვიან.ესეიგი,როდესაც ერი
ერთიანდება ქვეყანაც იმარჯვებს.

ამ თემასთან დაკავშირებით გავიხსენებ 1832 წლის შეთქმულებას ქართველი


თავადაზნაურობის მიერ რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგოდ მოწყობილი შეთქმულება,
რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოდან რუსეთის იმპერიის განდევნას და საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენას. შეთქმულება გასცა ერთ–ერთმა მონაწილე თავადმა იესე
ფალავანდიშვილმა. 145 „დამნაშავე“ ანუ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი
გამომჟღავნდა,თუმცა ვინ იცის რამდენი იყვნენ ვინც ვერ დაიჭირეს.მართალია,საბოლოოდ ეს
შეთქმულება ღალატის გამო ვერ განხორციელდა,თუმცა ერის ერთობამ და მათი სამშობლოს
მიმართ სიყვარულმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ქართველ ხალხს.
რაც შეეხება დღევანდელობას,დღეს არიან ადამიანები რომლებსაც აწუხებ თავისი ქვეყნის
ბედი და არა ცალ-ცალკე,არამედ ერთად იბრძვიან ამისთვის.მაგალითად, საქართველოში
მარტში გამართული აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდების აზრით ამ
კანონის მიღება ავტომატურად რუსეთის ბატონობის ქვეშ გვაყენებდა და შესაბამისად ხალხმა
სასტიკი პროტესტი დაიწყო რუსული კანონის მიმართ.ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის
მაქანებს,დაამტვრიეს პარლამენტის ფანჯრები და ა.შ.მიუხედავად ამისა,არ დაიხიეს უკან და ამ
ბრძოლამ შედეგიც გამოიღო.დიდი მნიშვნელობა აქვს არა ერთიანობას?განსაკუთრებით
მაშინ,როდესაც სხვა ქვეყნის მორჩილებაში შეიძლება აღმოჩნდე და დაკარგო შენი
იდენტობა.გავიხსენებ ასევე სიმღერის რევოლუციას 1987 წლიდან 1991
წლამდებალტიისპირეთის მოსახლეობა ესტონეთის, ლატვიისა და
ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით გააერთიანა. ამ
რევოლუციის დროს საბჭოთა ბატონობის ქვეშ მყოფი ამ სამი ქვეყნის
მოსახლეობა პროტესტის ნიშნად პატრიოტულ ჰიმნებს მღეროდა.1989 წლის
23 აგვისტოს 1.5-დან 2 მილიონამდე ადამიანმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა და
სსრკ-ს წინააღმდეგ სიმბოლური საზღვარი შექმნა. ეს 560-კილომეტრიანი
ადამიანთა ჯაჭვი ვილნიუსში იწყებოდა, რიგაში გრძელდებოდა და
ტალინში მთავრდებოდა. მედიის მხრიდან გამოჩენილმა ყურადღებამ
ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენას გადამწყვეტი
მომენტუმი შესძინა.
ზემო

You might also like