You are on page 1of 4

ეს კრება, როგორც ევროპის კავშირი, 2023 წელს

საქართველოს მიანიჭებდა ევროპის კავშირის წევრობის


კანდიდატის სტატუსს

ნინო ხუციშვილი
კურსის დასახელება:დებატები და კრიტიკული აზროვნება
ლექტორი:ალექსანდრე ზიბზიბაძე
სიტყვების რაოდენობა:
საქართველო დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა მუდმივად
ესწრაფვის რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ,ამ დროის
მანძილზე ქვეყანამ მრავალი ცვლილება განიცადა და მუდმივად
ცდილობდა დაახლოვებოდა ევროპას ,როგორც მისი კანონმდებლობით
ასევე ეკონომიკური სტატუსითაც ,მაგრამ არსებობს
ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები საქართველოს გაწევრიანებაზე
ევროკავშირში.
პირველი მიზეზი თუ რატომაცაა შესაძლებელი საქართველოს
ევროკავშირში მიღება არის ქართველი ხალხის ნება რომ იყვნენ
ევროპული ოჯახის წევრი.საქართველო 1997 წლიდან მუდმივად
ცდილობდა დაახლოვებოდა ევროპას1საქართველოში ინფორმაციის
სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის კვლევის მიხედვით
გამოკითხულთა 72% ევოკავშირში გაწევრიანებას მხარს
უჭერს,,ვფიქრობთ ქართველის ხალხის ნდობა და ნება ერთ-ერთ
მნიშვნელოვან მოტივატორს წარმოადგენს ევროპულ გზაზე
წინსვლისათვის,საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერა კიდევ
უფრო განამტკიცებს ევროკავშირს რომ მიიღოოს საქართველო ევორპის
სრულფასოვან წევრად.ევროპის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატია
და ის რომ ნებისმიერი ძალაუფლება ხალხისგან მოდის,საკმარისი არ
არის მხოლოდ ხელისუფალთა ნება რომ მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ დროს საჭიროა ლეგიტიმაციაც
ანუ ხალხის ნებაც.შესაბამისად ევროკავშირსა და საქართველოს ას
ხელისუფლებას გააჩნია ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია,რათა
გადადგას ნაბიჯი და აღიაროს საქართველო ევროპის სრულუფლებიან
წევრად.თუ ვამბობთ რომ ევროკავშირი მოქმედებს დემოკრატიულობის
პრინციპით მაშინ მან უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ფართო
მასების ნება და გამოუცხადოს მას ზუსტად ისეთივე ნდობა რაც
გამოუცხადა საქართველომ
მეორე მიზეზი თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს
მიღება ევროკავშირში წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ
მნიშვნელობას.საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის
გასაყარზე,რომელსაც დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა,იგი არის
უმოკლესი სახმელეთო,საზღვაო და სახმელეთო კორიდორი,რომელიც
აკავშირებს ევოპულ და აზიურ ქვეყნებს ერთმანეთთან შესაბამისად
საქართველოს სავაჭრო როლი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან
დიდია,აქიდან გამომდინარე ევროკავშირისთვისაც სტრატეგილად
მომგებიანია საქართველოს გაწევრიანება ევროპისკავშირში.კორიდორი

1
(მოსახლეობის უმრავლესობა EU-ში გაწევრიანების მომხრეა — რატომ სურთ და რატომ
ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციას, 2022)
რომელიც საქართველოზე გადის უფრო მოკლეა და შესაბამისად ნაკლებ
ფინანსებსაც მოიცავს,ევროპასთან ურთიერთობით არა მხოლოდ
საქართველო წავა წინ,არამედ ევროპაც მყარ პარტნიორს გაიჩენს
რეგიონში.ეს სავაჭრო-სამგზავრო პრივილეგია რუსეთზე რომ გადიოდეს
იგი უფრო ძვრიც დაჯდება და რუსეთს უფრო მეტი პოლიტიკური
ბერკეტები გაუჩნდება ევროპასთან მიმართებაში,სწორედ ამიტომ
საქართველო ყველაზე კარგი დასაყრდენია რეგიონში და მასთან
ურთიერთობა მომგებიანია როგორც საქართველოსთვის ისე
ევროპისთვის.
მესამე მიზეზი შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსეთის გავლენების
დასუსტება რეგიონში,როგორც ყველამ ვიცით რუსეთი
არადემოკრატიული ქვეყნების სიაში შედის,რომელიც საფრთხეს უქმნის
არამხოლოდ საქართველოს არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც,ჩვენ
ძალიან კარგად გვახსოვს როგორც 2008 წელს საქართველოში შეჭრა ასევე
2014 წელს ყირიმის ანექსია და 2022 წლის თებერვალში კვლავ
უკრაინაში შეჭრა,რომლითაც ის არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებს არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება სწორედ
ამ საფრთეების შესამცირებლად საჭიროა ევროპამ იფიქროს
აღმოსავლეთი გაფართოებასთან დაკავშირებით,რაც გაზრდის ჩვენ
გავლენასა და შეამცირებს რუსეთის გავლენას.საქართველო რომ
ევროკავშირში გაწევრიანდეს რუსეთის როლი და გავლენა რეგიონში
კიდევ უფრო დაეცემა,რაც არამხოლოდ საქართველოს მოუტანს
მშვიდობასა და სტაბილურობას,არამედ სრულიად
ევროპას.საქართველოს ევროპის სრულფასოვან ოჯახის წევრად ქცევა
შეამცირებს რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებებს ეს შესაბამისად
მთელი ევროპის ტერიტორიაზე გაზრდის მშვიდობის დამყარების
შანსებს.ასევე საქართველოს სრულფასოვანი წევრობა შეამცირებს
რუსეთის როლს საერთაშორისო ასპარეზზე შესაბამისად მათი
გავლენები ვერ იქნება ისეთი როგორიც აქამდე იყო.

You might also like