You are on page 1of 4

რეალიზმის გამოვლინებები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში 2012 წლიდან

დღემდე კონკრეტული მაგალითები შესაბამისი არგუმენტაციით. თუ


საქართველოს საგარეო პოლიტიკა შორსაა რეალიზმისგან მაშინ რას ეფუზნება
იგი ? მაგალითები შესაბამისი არგუმენტაციით.

ზოგიერთი მეცნიერი რეალიზმს აფუძნებს პირდაპირ ადამიანის ბუნების


კონკურენციის უნარზე, სხვები უპირველესად საერთაშორისო ანარქიულობაზე ,
ხოლო დანარჩენნი მხოლოდ ამ ორი მიმართულების კომბინაციაზე, რომელიც
გავლენას ახდენს შიდა საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე. ეს განსხვავებები
განაპირობებს განსხვავებულ დასკვნებს ომისა და მშვიდობის,
თანამშრომლობისა და კონფლიქტების, იმპერიებისა და დამოუკიდებელი
სახელმწიფოების პერსპექტივებზე, ისევე როგორც განსხვავება მსჯელობისა თუ
ტიპის სახელმწიფოს შეუძლია უკეთ თავისი ინტერესების წარმართვა.
თანამედროვე რეალისტები სამხედრო შესაძლებლობებს და ალიანსებს
განიხილავენ, როგორც უსაფრთხოების საფუძველს. თუკიდიდე და თანამედროვე
რეალისტები აღიარებენ სამხედრო ძლიერებას და ალიანსებს, როგორც ორმაგ
ხმალს, ისინი არიან კონფლიქტების პრევენციის საშუალებები. თანამედროვე
რეალისტები ინტერესებს განსაზღვრავენ როგორც ძალაუფლებას. უმეტესი
მათგანისთვის ძალა დაკავშირებულია მატერიალურ შესაძლებლობებთან.
ბევრ თანამედროვე რეალისტს სჯერა, რომ პირადი ინტერესი უფრო უპირატესია
ვიდრე მორალური პრინციპები და სამართლიანობის გათვალისწინება ამ
შემთხვევაში უადგილოა
საქართველოს არ შეუძლია მარტო ყოფნა, რეალიზმის მთავარი ინტერესს
წარმოადგენს სუვერენიტეტის დაცვა, სწორედ ამიტომ , რადგან საქართველოს
არ შეუძლია ამ ყველაფერს თავი გაართვას, ამისათვის საჭიროა გარკეულ
ალიანსებში შესვლა. დამოუკიდებლობის მოპოებიდან დღემდევ საქართველო
ცდილობდა და ცდილობს შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში.ამავე წელს
მიმდინარეობდა ევროკავშირთან შეთანხმება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა
თავისუფალი ვაჭრობა. ევროკავშირი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა
საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ისინი კმაყოფილნი იყვნენ
საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობით, ასევე აღიარებდნენ ქვეყნის
ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს.
2012 წლის 20-21 მაისს ჩიკაგოში გაიმართა ნატოს სამიტი, სადაც ასევე
წამოჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ამით
მათ მოუწოდეს რუსეთს დაედო სამშვიდობო დაპირება საქართველოსთან .
2012 წელს ჟენევაში გამართულმა საერთაშორისო მოლაპარაკებებმა შედეგი
ვერ გამოიღო, ძირითად დილემას წარმოადგენდა ძალის გამოუყენებლობა .
ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ მშვიდობა და
სტაბილურობა ქვეყნებში, აუცილებელი იყო ინციდენტების თავიდან აცილება და
მათზე დროული რეაგირება.
2013 წლის 29 ნოემბერს,ვილნიუსში გაიმართა რიგით მესამე სამიტი, სადაც
საქართელოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ დაიდო
შეთანხმება.ეს შეთანხმება მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის
კომპონენტს. ასევე 2013 წლის 12 დეკემბერს საქართველომ და ევროკავშირმა
ხელი მოაწერეს ერთმანეთს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის
შესახებ ხელშეკრულებას.
2014 წლის განმავლობაში ბრიუსელსა და საქართველოში გაიმართა რამდენიმე
ვიზიტი ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ ვიზიტებზე
ევროპარლამენტა მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც
მიესალმება ევროკავშირთან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მხარი
დაუჭირა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროულად შემოღებას და
საქართველოს ევროპულ პერსპექტივისკენ წინსვლას . ასევე აღსანიშნი ფაქტი
არის ის, რომ საქართველოს მიენიჭა უფლება, რომ წარედგინა განაცხადი
ევროკავშირის წევრობაზე, ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო ეხმარება ნატოს, ნატოს ჯარი გადის
წვრთნებს საქართველოს ტერიტორიებზე, ასევე ეხმარებიან შეიარაღებაში. ბევრი
ქართველი ჯარისკაცი ასრულებს თავიანთ მისიებს ერაყსა და ავღანეთში.
2015 წელს ქ.რიგაში შედგა სამიტი,სადაც მონაწილეები ადასტურებდნენ თუ
რაოდენ მნიშვნელოანი იყო “აღმოსავლეთ პარტნიორობა”, მათ ამით ხაზი
გაუსვეს თავიანთ ამბიციურ და სტრატეგიულ პარტნიორობას. ისინი აღნიშნავენ ,
რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობა” დაფუძნებულია ერთობლივ მფლობელობაზე ,
დიფერენციაციაზე, პასუხისმგებლობაზე და გაზიარებულ
ანგარიშვალდებულებაზე. მათ მთავარ არეალს წარმოადგენდა საზოგადოების
ჩართულობის გადაქცეა ერთობლივი ხედვის რეალობის საქმეში. “აღმოსალური
პარტნიორობა” არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, ისინი
უბრალოდ გამოხატავენ სურვილს ხელი შეუწყონ კონტინენტზე რწმენისა და
ნდობის აღდგენას.
2016 წლის 23 მაისს ევროკავშირმა საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების
საფუძველზე დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების
შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა. ასევე ამავე წელს
ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო
ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ ასოცირება
კანონიერად შევიდა ძალაში.
2017 წელს საქართველომ გამოთქვა სურვილი და ამბიციები, რათა უფრო მეტად
დაახლოვებოდა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. რაც სრულიად
უმნიშვნელოა ფაქტია, რადგან საქართველო არც თუ ისე დიდი შემძლეობის
ქვეყანა არის, ჩვენ არ ვიცით სხვა ქვეყანა, რას როდის მოიმოქმედებს ქვეყნის
წინააღმდეგ,ამიტომ საქართველოს სჭირდება ძლიერი ზურგი, რათა შეინარჩუნოს
საკუთარი სტატუსკვო და სუვერენიტეტი.
ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ პერსპექტივად ხედავენ აფხაზეთსა და
ცხინვალში განლაგებულ რუსეთის ჯარს და მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მიზეზის
გამო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს საქართველო. ნატომ ამ პრობლემის
მოსაგვარებლად შესთავაზა ალიანსის წევრობის სხვადასხვა მოდელები, მათ
შორის ნატო-ს თავდაცვის ვალდებულებებში შეყვანა.შეგვიძლია ისიც
ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა უფრო მეტად დაძაბავს
რუსეთთან ურთიერთობას. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კი
კვლავ არასასურველი ხასიათის არის. ხოლო იმ ფაქტის მიხედვით, რომ
საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მათ ურთიერთობა
გაუფუჭდებათ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან.
აშშ მნიშვნელოვან პატნიორად აღიქვამს საქართველოს ადგილმდებარეობის
გამო, შეერთებულ შტატებს საშუალება ეძლევა გავლენა მოახდინონ კასპიის
ზღვისკენ მიმავალ დერეფანზე, საქართველოს გარეშე ამერიკა დაკარგავს
ევრაზიის შუაგულში შესვლის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე ამერიკას
საქართველო სჭირდება მათი ინტერესების დასაკმაყოფიოლებლად, სწორედ
ამიტომ, შეგვიძლია ეს ფაქტი გამოვიყენოთ და რეალიზმიდან გამომდინარე,
როდესაც ჩვენ გვინდა და გვჭირდება სხვა ქვეყანასთან ალიანსი გამოდის
საერთო ინტერესების თანხვედრა და ზუსტად ამიტომ, მათ მხრიდან ჩვენდამი
ინტერესი უნდა გამოვიყენოთ და მივიღოთ მათი მხრიდან საერთაშორისო
მხარდაჭერა და თანადგომა.
რუსეთის მიერ განლაგებული ჯარი აფხაზეთსა და ცხინვალში დიდ საფრთხეს
უქმნისს თბილისსაც და სხვა რეგიონებსაც, საქართველო ცდილობს ამ ფაქტის
გამო მოიძიოს გეოპოლიტიკური სიტუაცია მის საზღვრებთან. ნატოს წევრი
ქვეყნად გახდომა არ ნიშნაცს იმას რომ ეს პრობლემა რუსეთს ჯართან
აუცილებლად მოგვარდება და საზღვრებს დატოვებენ, თუმცა მთიანობაში
შეიძლება ითქვას, რომ ნატოსთან ალიანსი ერთერთი კარგი ვარიანტია
საქართველოსთვის, რათა უფრო მეტად დააბალანსოს ნეგატიური შედეგები,
რომელიც შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთსა და ცხინვალზე პოლიტიკური
კონტროლის დაკარგვას.
საქართველო წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და სამხრეთს შორის, როგორც
ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. მას აქვს ასევე ის პერსპექტივები,რომ
გახდეს ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყანა.
გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით საერთო ტენდენციას წარმოადგენს
ინტერესების თანხვედრის ხელშეწყობა ყველა მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის
ლიბერალიზაციის გზით და ღია რეგიონალიზმის გატარებით საგარეო
პოლიტიკაში.საქართველოს დაძაბული ურთიერობები რუსეთთან და
სეპარატისტულ რეგიონებთან აფერხებს რეგიონალური მოთამაშის როლს .
თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის
კანონმდებლობას, მისი სავაჭრო წილი თანდათანობით იზრდება საქართველოს
ტერიტორიაზე.მიუხედავად ამისა,, აფხაზეთის ტერიტორიაზე მაინც
არალეგალურ ხასიათს ატარებს. ეკონომიკური ურთიერთობების
გათვალისწინებით, საქართველო სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
თანდათან გაფართოვდა , რაც დიდ ზეგავლენას ახდენს კავკასიის ქვეყნებთან. ამ
ყველაფერმა, შესაძლოა ხელი შეუწყოს საინესტიციო შესაძლებლობების
გაზრდას სხვა მეზობელ ქვეყნებში შესული პროდუქციის საქართველოში
დამზადებული სახელწოდებით.
2014 წელს ევროკავშირმა დაიწყო ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისია
EURO RCA, საქართველო ამ მისიას შეურთდა 2014 წლის ივნისიდან,სადაც
ასეული ქვეითი გააგზავნა შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, შემდეგ ეს
ასეული ჩაანაცვლა ორმა ოცეულმა, ხოლო ქვედანაყოფებმა მისიაში
მონაწილეობა 2015 წლის მარტში დაასრულეს. ევროკავშირის საბჭომ ასევე
მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეარათ
საწვრთნელი მისიები, რომელთა მიზანს წარმოადგენს თავდაცვის სექტორის
რეფორმის ხელშეწყობა. ამ მისიაშ ასევე ჩაერთო საქართველოს თავდაცვის
ძალები 2017 წლის თებერვლიდან და განახორციელა დაახლოებით 6 როტაცია.
რეალიზმიდან გამომდინარე, საქართველო ცდილობს გახდეს საერთაშორისო
უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვანი მონაწილე.
ნატო-ს უელსის 2014 წლის სამიტზე საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად
პარტნიორად დაასახელეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა სხვა ოთხ ქვეყანასთან
(ავსტრალია, ფინეთი, შვედეთი, იორდანია), რაც უფრო მეტად გაფართოებულ
შესაძლებლობას გულისხმობს ნატოსთან. ამ სამიტზე, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა
მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შედეგად ნატომ აღიარა საქართველოს
არსებითი პაკეტი, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვითი
შესაძლებლობების გაძლიერება, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება
და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა.
2015 წლის დეკემბერში, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების
შეხვედრაზე მიიღეს განცხადება “ღია კარის” პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ნატო-ს მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის
გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი
ქვეყანა. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პირველად
დაადასტურეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ს
წევრობისთვის მოსამზადებლად. ნატო-ს წევრებმა დადებითად შეაფასეს
საქართველოში მიმდინარე რეფორმები მინისტერიალის შედეგად მიღებულ
დოკუმენტში და ხაზი გაუსვეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით
განხორციელების პროცესს.
ნატო-ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა
სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე განხორციელებულ შეხვედრაში
საქართელოსა და უკრაინასთან, რომელიც ჩატარდა 2018 წელს. მათ სხვა
დოკუმენტებთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაც მიიღეს. ამ
სმიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველო ნახსენებია, როგორც ალიანსის
ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. მათთან ალიანსი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ
ნატო-სა და ევროკავშირის ოპერაციებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა
მიიღოს მონაწილეობა. წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფაში, რაც ალიანში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი და
უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ალიანსს სურს მზადყოფნა, რათა უფრო მეტად
გააღრმაოს საქართველოსთან დიალოგი და პრაქტიკური თანამშრომლობა შავი
ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველო კვლავ განაგრძობს ალიანსთან უფრო მეტად ურთიერთობის
გაღრმავებას, რაც გამოიხატება დატვირთული დღის წესრიგისა და პრაქტიკულ
თანამშრომლობაში. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ , რომ
საქართველო ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საერთაშორიო პარტნიორებთან
მჭიდრო ურთიერთობა დაიჭიროს და გააღრმაოს.

You might also like