You are on page 1of 2

ცოტნე კვანტალიანი

ერთა თვითგამორკვევის პრინციპი

საერთაშორისო სისტემაში წესრიგისა და სამართლიანობის პრობლემის მეტად


აქტუალური შემადგენელი ელემენტია ერთა თვითგამორკვევის პრინციპის
ცხოვრებაში დამკვიდრება. ალბათ, არც ერთ თანამედროვე საერთაშორისო
პრობლემას ამდენი შიდა წინააღმდეგობა არ ახასიათებს და ამდენი თავსატეხი არ
მოაქვს თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის, როგორც ერთა
თვითგამორკვევის პრინციპს და მის განუხრელ გავრცელებას საერთაშორისო
პრაქტიკაში. ერთა თვითგამორკვევის პრინციპი შეეხება მოცემულ ტერიტორიაზე
მცხოვრები ხალხის უფლებას – განსაზღვროს თავისი ტერიტორიის პოლიტიკური და
სამართლებრივი სტატუსი, მაგალითად, შექმნას ახალი სახელმწიფო ან აირჩიოს სხვა
სახელმწიფოს ნაწილად გახდომა. ერის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს
გაეროს წესდება. საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, ყოველი
სახელმწიფო სუვერენულია თავის უფლებებში. ამავე დროს, იგივე სამართალი
თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებს ერებსა და ხალხებს. ამგვარად, ერთა
თვითგამორკვევის პრინციპი პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა
სუვერენული მთლიანობის საერთაშორისო სამართლის ნორმას და უკვე საკმაოდ
ხშირად გვევლინება სუვერენულ სახელმწიფოთა ფრაგმენტაციისა და დაშლის
მძლავრ ფაქტორად. საერთაშორისო სისტემაში სტაბილურობასა და გარკვეულ
წესრიგს თუკი რაიმე უქმნის ხიფათს, ეს სწორედ ერთა თვითგამორკვევის პრინციპია.
საერთაშორისო სამართლის თურქი ექსპერტის მარტი კოსკენიემის სიტყვებით,
,,უცნაური სიძნელეები, რომლებსაც ქმნის ამ პრინციპის გამოყენების დაჟინებული
მცდელობა, მომდინარეობს იმ პარადოქსიდან, რომ ის იცავს და ამავე დროს
პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს და შეუძლებელს ხდის პატრიოტულ და
სეპარატისტულ აზროვნებას შორის ზოგადი განსხვავების დადგენას’’.
დედამიწაზე ორი ათასზე მეტი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს და თუ მათი
გარკვეული რიცხვი ეთნიკურ საფუძველზე საკუთარი სახელმწიფოს შექმნას
შეუდგება ხსენებული თვითგამორკვევის პრინციპის გამოყენებით, საერთაშორისო
პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები ამას ვერ გაუძლებს, მოხდება
პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფა.

ბიბლიოგრაფია :

ა. რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები. გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი


2003.
https://cdcgeo.wordpress.com „ერთა თვითგამორკვევის პრინციპი“ (გამოქვეყნებულია :
24/04/2014) (უკანასკნელი ნახვა : 10/15/2018, 00:19)

You might also like