You are on page 1of 1

მუხლი 3.

საარბიტრაჟო წარმოების მხარეთა თანასწორობა

საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. თითოეულ მხარეს


უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

საარბიტრაჟო წარმოების პროცესში მხარეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები, სამოქალაქო


საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებების მსგავსად. ასეთი თავისუფლება ისე
არ უნდა იქნეს გაგებული, რომ თავისუფლების ფარგლები არ არის რეგულირებული.
კონკრეტულად, მოპასუხე მხარის ფუნდამენტური უფლებაა წარადგინოს შესაგებელი მის
მიმართ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, შესაგებელში მითითებული გარემოებების
დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, აღძრას შემხვედრი სარჩელი.
მოსარჩელე მხარე სარგებლობს უფლებით წარადგინოს მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, ოღონდ ეს საარბიტრაჟო პროცესის
მოსამზადებელ ეტაპზე ხდება და არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადებში. ორივე მხარე
თანაბრად სარგებლობს უფლებით დაუსვას ერთმანეთს კითხვები, მიიღონ მონაწილეობა
არბიტრთა დანიშვნაში და ა.შ. სწორედ მხარეთა ასეთი თანაბრობიდან გამომდინარე,
მუდმივმოქმედმა არბიტრაჟებმა თავის დებულებებში გაითვალისწინეს მხარეთა
ჩართულობის ისეთი უპრეცედენტო შესაძლებლობა, როგორიცაა საარბიტრაჟო განხილვის
საკითხთა შესახებ არბიტრაჟის დადგენილების შედგენაში მონაწილეობის მიღების
შესაძლებლობა და სავალდებულობაც კი. კერძოდ, არბიტრაჟი, კონკრეტული საქმის
მასალიდან გამომდინარე, ადგენს რა ასეთი დადგენილების პროექტს, მას სწორედ მხარეთა
უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ორივე მხარეს უგზავნის და აძლევს
მათ თანაბარ შესაძლებლობას შეიტანონ კონკრეტული კორექტივები და თავად განსაზღვრონ
საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ განსახილველ საკითხთა წრე. ასეთი ნოვაცია ბუნებრივია
გამორიცხავს მხარის პრეტენზიის შესაძლებლობას, რომ მას რაიმე საკითხის განხილვის
შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, სწორედ მოცემული კანონის მიღებამდე არსებული
სუბიექტივიზმის გამორიცხვას ემსახურება. აღნიშნული თანასწორობა საარბიტრაჟო
პროცესში ამასთანავე უზრუნველყოფს ასეთი საარბიტრაჟო პროცესის შედეგად
მოპოვებული საარბიტრაჟო განაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობას როგორც
საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ.

You might also like