You are on page 1of 3

7. მედიაცია - მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიცია (იხ.

სასწავლო მასალები)

,,სამედიატორო სასამართლო’’ სამართლის მეცნიერებაში უძველეს სასამართლო


დაწესებულებად მიიჩნევა და საქართველოც ამ კონტექსტში ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყანას
წარმოადგენს. საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში უხსოვარი დროიდან
მოყოლებული თითქმის მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა
მედიაციის ინსტიტუტს.

სამედიატორო სასამართლო მოდავე მხარეთა მიერ, მათი სურვილით, ერთი რაიმე


კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული სასამართლო შემადგენლობაა. მის
წევრებს კი მხარეები ირჩევენ ცალ-ცალკე ან ერთად, ურთიერთშეთანხმებით. ეს წევრები კი
შუამავლებად და მომრიგებლებად გვევლინებიან. მედიაცია და მართლმსაჯულება ძველი
ქართველისთვის მკაცრად არ იყო გამიჯნული. მაგალითად მართლმსაჯულების
განხორციელება თავისთავად შეიცავდა მორიგების მიზანსაც, ხოლოდ მორიგების აქტი თავად
იყო მართლმსაჯულების ერთ-ერთი გამოხატულება.

საინტერესოა თუ რა სხვაობაა დღევანდელ საჯარო მოხელეს - მოსამართლეს (იმ შემთხვევაში,


როცა მოსამართლე ,,სასამართლო მედიატორის’’ ფუნქციას არ ასრულებს) და მედიატორს
შორის. მაგალითად, თუ წარმოვიდგენთ, რომ დაპირისპირებული მხარეები ორი სხვადასხვა,
ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ,,მოქალაქეები’’ არიან, მოსამართლე
შეიძლება შევადაროთ მესამე ნეიტრალური ქვეყნის ,,მოქალაქეს’’, ხოლო ბჭე-მედიატორი -
სწორედ დაპირისპირებული ქვეყნების ,,ორმაგ მოქალაქეს’’.

მედიატორის ეს დუალისტური ფუნქცია კარგად ჩანს მოსამართლის აღმნიშვნელ ძველ


ქართულ ტერმინებში. ძველი ქართული სამართალი მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით
აღნიშნავს: ,,ბჭე’’, ,,მსაჯული’’, ,,მოსამართლე’’, ,,მდივანბეგი’’, სვანური ,,მორავი’’, თუ
ხევსურული ,,რჯულის კაცი’’.

ტერმინი ,,ბჭე’’, გარდა მოსამართლისა ნიშნავს დიდ კარს, ან გალავანს

სწორედ ტერმინ ,,ბჭის’’ ომონიმური მნიშვნელობა პირდაპირ მიუთითებს მისი შემქმნელის


სამართლებრივ წარმოდგენებზე, კერძოდ: მოსამართლის, როგორც მომრიგებლისა და
შემაკავშირებლის ფუნქციაზე.

ხოლო რაც შეეხება სასამართლოს, როგორც მედიაციის განმახორციელებლის ინსტრუმენტზე,


რომელიც კარის მსგავსად ორი დამოუკიდებელი სივრცის მაკავშირებლის და გამოყოფის
დუალისტურ დატვირთვას ისე ითავსებს, რომ ცალ-ცალკე არცერთ სივრცეს განეკუთვნება, და
ამავდროულად, ორივე სივრცის განუყოფელი ნაწილია.

მედიაციის საფეხურები

როგორც ვთქვი, ქართულ ჩვეულებით სამართალში მედიაცია ,,შერიგებად’’, ,,მორიგებად’’


შეიძლება ყოფილიყო ხსენებული. გურიაში, მაგალითად, ,,ორი კაცით მოლაპარაკებაში
მომყევიო’’ იტყოდნენ.
პირველი ეტაპს მედიაციაზე მხარეთა დათანხმება და დაყოლიება ანუ შუამავლების პროცესი
წარმოადგენს. მეორე ეტაპი - თვითონ სასამართლო პროცესია სვანურად (,,ლიიმორავ’’)
ხევსურულად (,,რჯული)

პროცესის პირველ სტადიაზე მედიატორები, უპირველეს ყოვლისა’’ დაკითხავდნენ მხარეებს:


ჯერ მოსარჩელეს, შემდეგ - მოპასუხეს. სისხლის სამართლის საქმეებზე მხარეთა
დაპირისპირება არ ხდებოდა. ამის შემდეგ დაკითხავდნენ მოწმეებს. საქმის არსებითი
განხილვის დამთავრების შემდეგ, იწყებოდა მეორე სტადია - მედიატორები მსჯელობდნენ
განაჩნის დასადგენად და შემდეგ გამოიტანდნენ განაჩენს. მოსამართლეთა თათბირი
საიდუმლო იყო და გარეშე პირთა დაუსწრებლად მიმდინარეობდა. მესამე სტადიაზე
აცხადებდნენ განაჩენს. გადაწყვეტილების გამოცხადების რამდენიმე ვარიანტი იყო:
მაგალითად, შეიძლება სასამართლო პროცესის ჩატარების ადგილას გამოეცხადებინათ
მხარეთათვის (ცალ-ცალკე ან ორივესთვის ერთად.) შესაძლოა, რომ განაჩენი მისი
გამოტანიდან გარკვეული დროის შემდეგ გამოეცხადებინათ მხარეთათვის მათივე ოჯახებში
(ცალ-ცალკე ან ერთად) მეოთხე და ბოლო სტადიას განაჩენის აღსრულება წარმოადგენდა,
რაშიც მონაწილეობას თავად მედიატორებიც იღებდნენ. განაჩნის აღსრულების
დადასტურების მიზნით შესაძლოა შედგინათ წერილობითი დოკუმენტიც.

აძლევს თუ არა ქართული სამართალი ქალს მედიატორობის უფლებას

ქალის მედიატორობის კლასიკური მაგალითია XII საუკუნის 80-იან წლებში კრავაი ჯაყელის
და ხვაშეგ ცოქალის მოციქულობა ყურთლი-არსლანის დასსა და თამარ მეფეს შორის
წარმოშობილი უთანხმოების გადასაჭრელად. გარდა ამისა, ძველ საქართველოში
ადმინისტრაციული თანამდებობის პირს სასამართლო საქმეთა წარმოებაც შეეძლო და,
ცხადია, თუ ის ქალი გახლდათ, ჩვეულებრივად განახორციელებდა მართლმსაჯულებასაც.

რაც შეეხება ეთნოგრაფიულ სინამდვილეს, ხევსურეთში ,,რჯულის კაცად’’ ქალის არჩევა არ


შეიძლებოდა, მაგრამ საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ხევსური
სინანულსაც კი გამოთქვამდა, რადგან მათი აზრით, ხევსურეთში მრავლად იყვნენ ჭკვიანი
ქალები, რომლებიც მამაკაცებზე არანაკლებ მედიატორობას შეძლებდნენ. ქალის ,,მორევობა’’,
ზოგადად, არც სვანეთში იყო მიღბული, თუმცა გამონაკლისის არსებობაზე მიუთითებს
სამართლიანი და გონიერი ქალის ეპითეტად სვანურ ენაში არსებული გამოთქმა: ,,მორევ
ზურაალ ლოქ ლი’’ (,,მორევი’’ ქალი არისო). ეთნოგრაფიული მასალებით ფიქსირდება
გადმოცემები ქალთა მედიატორობის ერთეულ შემთხვევებზე, კერძოდ:

1)ქალის მოციქულობა მესისხლეთა შესარიგებლად;

2) ქალის მედიატორობა ქალთა შორის წარმოშობილ დავებზე;

3) უკიდურესი გამონაკლისის სახით, ქალის მონაწილეობა მამაკაც მედიატორებთანაც კი.

ასევე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა სოფლის ყრილობაში მამაკაცის ნაცვლად ქალის


მონაწილეობაც. 1) თუ მამაკაცი ყრილობას რაიმე მიზეზით ვერ ესრებოდა 2) თუ ქალი მისივე
ოჯახის წევრ მამაკაცებზე მეტად იყო ცნობილი თავისი ჭკუა-გონებით.

You might also like