You are on page 1of 3

სტუდენტი: ლიზი შანიძე

განსახილველი თემა: J-Talks: ბადრი ნიპარიშვილი| მოსამართლის როლი


ადამიანის უფლებათა დაცვაში

მოცემული ინტერვიუებიდან არჩევანი შევაჩერე ერთ-ერთ მოსამართლე, ბადრი


ნიპარიშვილზე, რომელიც არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე. მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილის სფეროა სისხლის სამართალი,
კონრეტულად კი ადამიანის უფლებათა დაცვა, შესაბისად ინტერვიუს მიზანია
ხალხს გააცნოს თუ რა როლი აქვს მოსამართლეს ადამიანის უფლებათა დაცვაში,
აქედან გამომდინარე მოსამართლე ბადრი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ
რა, როგორ ხორციელდება პრაქტიკაში. თავდაპირველად ბ-ნი ბადრი საუბარს
იწყებს თავის სამუშაო გამოცდილებაზე. პირველი გამოცდილება მაგისტრატურის
საფეხურზე მიიღო, როდესაც სასამართლო პროცესს დაესწრო და შემდეგ
წარმატებით გააგრძელა თავისი კარიერა სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ ეტაპზე
კი არჩევანი შეაჩერა მოსამართლის პოზიციაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღის
განსახილველი თემა არის ადამიანის უფლებათა დაცვა. ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას რომ სპეციფიკური საკითხია, რადგან
ძირითადად ეხება ოჯახში ძალადობას.

ოჯახური ძალადობა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული საკითხი და


დანაშაულია, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ უცხო ქვეყნებშიც არის
გავრცელებული. ოჯახში ძალადობის უამრავი ფაქტი არსებობს, რომელის რაღაც
ნაწილი ცნობილია, თუმცა ბევრი ფაქტი არის დამალული. ძალადობის
მსხვერპლი შესაძლოა იყოს როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი. თუმცა, უმეტესად
ვხვდებით ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რადგან მიმართვათა უმრავლესობა
ზუსტადაც რომ ქალების მიერ ხდება. ძალადობა, მხოლოდ ფიზიკური შეხება არ
არის, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, რაც ნიშნავს იმას რომ მამაკაცი ხშირად
ქალს გინებით მიმართავს, ამცირებს. როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს,
ხდება მისი გამოკითხვა, კითხვების დასმა, რომლებიც სავალდებულოდ უნდა
დაესვას მსხვერპლს, იმისათვის რომ მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფომ თუ რა
ტიპის ძალადობა ხდება მსხვერპლზე, რაც შემდეგ იმის საფუძველია რომ
სრულყოფულად წარმოჩინდეს საქმე სასამართლოს წინაშე, რაზეც სასამართლო
ახორციელებს მსჯელობას. სასამართლოს როლი უმნიშვნელოვანესია ამ ეტაპზე,
რადგან დაზარალებულმა არ მისცეს ჩვენება შიშის საფუძველზე. დღესდღეობით
ამოქმედდა დაზარალებულთა კოორდინატორი, რომელიც არის მოწმისა და
დაზარალებულის მხარდამჭერი და ხდება მათთან მუშაობა, მათი მოვალეობაა
რომ გაარკვიოს მოხდა თუ არა მსხვერპლის მიმართ ზეწოლა და რის საფუძველზე
არ აძლევს ჩვენება. ხშირად მსხვერპლის მიმართ ზეწოლას თავისი ოჯახის
წევრები ახდენენ. მოსამართლე, ესაუბრება მსხვერპლს თუ რატომ არ აძლევს
ჩვენებას, მათთან სწორი საუბარი და გარკვეული დროის მიცემა მათთვის
საშუალებას აძლევს სასამართლოს, მიიღოს სწორი ინფორმაცია. მოსამართლის
და სასამართლოს მოვალეობა სასამართლო პროცესზე არის ის რომ ყველა მხარემ
უზრუნველყოს და თავისი უფლების რეალიზაცია მოახერხოს სათანადოდ,
ზეწოლისა და ზემოქმედების გარეშე. ვინაიდან, სასამართლო პროცესი
შეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარეობს და მოსამართლის ინკიზიციური
როლი შეზღუდა არ ნიშნავს რომ სამართლიანი არ იქნება განხილვა, რადგან
სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად შესაძლოა მოსამართლის მიერ
განხორციელდეს დამაზუსტებელი შეკითხვის დასმა. თუმცა, ეს საჭიროებს
მხარეთა თანხობას, რის გარეშეც ვერ განხორიცელდება ეს ყოველივე, ამიტომ
მომსართლეს მინიჭებული უფლების გამოყენება რაღაც მხრივ იზღუდება, ბატონი
ბადრი კი სწორედ ამას აღნიშნავს, რომ თუ კანონი მოსამართლეს აძლევს
საშუალებას, რომ მოსამართლემ დასვას დამაზუსტებელი შეკითხვა, ამისათვის
მხარეთა თანხობაა საჭირო, ეს კი უზღუდავს უფლებას მოსამართლეს მხარეთა
მიერ უარის შემთხვევაში ვერ განახორიელოს ეს უფლება.

ინტერვიუში ყურადღება ასევე გამახვილებულია მოსამართლის მიერ


კონსიტუციურ წარდგინებაზე. ყველა სასამართლო აქვს უფლება რომ
მოსამართლის მიერ მოხდეს კონსტიტუციური წარდგინება. ასევე, სასამართლო
პროცესის მონაწილეები ხშირად უცხო ენის მცოდნე პირები არიან, რომელსაც
სჭირდება თარჯიმანი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სახელმწიფო
უზრუველყოფს, თუმცა ამ პროცესს უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ქართულ
ენოვან პროცესს. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსამართლის როლს
ამ ეტაპზე, თუნდაც იმ მხრივ რომ თარჯიმნის მიერ თარგმნის პროცესში
მოსამართლემ ხმამაღლა ათარგმნინოს მას, რადგან ყველამ გაიგოს. მოსამართლეს
შეუძლია საქმეს ჩამოაცილოს ის თარჯიმანი ვინც საქმეს ვერ ასრულებს
სრულყოფილად. ამ თემის შესახებ კი ბატონ ბადრის მოჰყავდა მაგალითები,
ერთ-ერთი მაგალითია: ბრალდებული საუბრობდა სომხურ ენაზე, მას მოუჰყვანეს
ამავე ენაზე მოსაუბრე პირი, თუმცა ბრალდებულმა თქვა რომ თარჯიმანი
აკადემიური სომხურით საუბრობს და არ მესმისო, რის გამოც რუსული ენის
თარჯიმანი არჩია. ამ დროს კი მოსამართლის უფლებაა და პასუხისმგებლობაა
შეამოწმოს ბრალდებულმა გაიგო თუ არა თარჯიმნის მიერ მიწოდებული
ინფორმაცია. ეს ყოველივე აუცილებელია იმისათის რომ ბრალდებულის
უფლებები იქნეს დაცული და დროის სიმცირის გამო არ დაირღვეს მისი ეს
უფლება, ამიტომ თუ საჭიროება მოითხოს ამის გამო შეიძლება სხდომა უფრო
დიდხანს გაგრძელდეს.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას ინტერვიუსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ მსგავსი
თემების განხილვა საინტერესოა, რადგან მოქმედი მოსამართლეები გვიზიარებენ
საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას და ისეთ ქეისებს განიხილავენ, რაც
საინტერესოა და კარგი მოსასმენიც. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსამართლე
ბადრი ნიპარიშვილის ინტერვიუმ იმიტომ დამაინტერესა რომ ის სისხლის
სამართლის საქმეებზე მუშაობს, რაც ჩემი ინტერესის სფეროსს წარმოადგენს,
ამასთანავე არის კარგი მოსაუბრე და კარგად გადმოსცემს გარკვეულ საკითხებს.
ასევე, საინტერესოა უშუალოდ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები და
სასამართლოს როლი ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად ინტერვიუ და
განხილული საკითხები ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო

You might also like