You are on page 1of 80

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი.

თარგმანი
მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ
(www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ
დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned
with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe
(www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the
full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été
effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe
(www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements
veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.

დიდი პალატა

საქმე კურდევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ


(KUDREVIČIUS AND OTHERS v. LITHUANIA)

(განაცხადი #37553/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი

15 ოქტომბერი, 2015

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს


სარედაქციო გადასინჯვას.
2 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ


(Kudrevičius and Others v. Lithuania),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
ელიზაბეტ შტეინერი,
ანგელიკა ნიუბერგერი,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუიშ ლოპეს გუერა,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
განა იუდკივსკა,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანდრე პოტოცკი,
ელენა იადერბლომი,
ალეშ პეიჩალი,
იოჰანეს სილვისი,
კრჟიშტოფ ვოიტიცზეკი,
ეგიდიუს კურისი,
ჯონ ფრიდრიკ კიოლბრო, მოსამართლეები,
და სორენ პრებენსენი, დიდი პალატის მდივნის მოადგილე,
ითათბირეს რა 2015 წლის 9 აპრილსა და 2015 წლის 9
სექტემბერს,
ამ უკანასკნელ დღეს მიიღეს წინამდებარე გადაწყვეტილება:

პროცედურა

1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა


ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის (კონვენცია) 34-ე მუხლის საფუძველზე ლიტვის ხუთი
მოქალაქის, ბატონი არუნას კუდრევიციუსის, ბატონი ბრონიუს
მარკაუსკასის, ბატონი არტურას პილოტას, ბატონი კესტუტის
მილიუსკასა და ბატონი ვირგიუნიუს მიკოლაიტის
(განმცხადებლები) მიერ ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ 2005
წლის 8 ოქტომბერს სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი
(#37553/05).
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 3

2. განმცხადებლებს წარმოადგენდა ბატონი კ. სტუნგისი და


ბატონი ე. ლოსისი, ვილნიუსში მოღვაწე ორი ადვოკატი. ლიტვის
ხელისუფლებას (მოპასუხე სახელმწიფო) წარმოადგენდა
სახელმწიფო წარმომადგენელი, ქალბატონი კ. ბუბნიტე.
3. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ აჯანყებისთვის მათი
მსჯავრდებით დაირღვა მათი შეკრებისა და გამოხატვის
თავისუფლებაზე უფლებები და რომ კანონი, რომლის
საფუძველზეც მოხდა მათი მსჯავრდება, არ აკმაყოფილებდა
კონვენციის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.
4. 2008 წლის 21 მარტს მოპასუხე ხელისუფლებას გაეგზავნა
შეტყობინება განაცხადის შესახებ.
5. განაცხადი წარედგინა სასამართლოს მეორე სექციას
(სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). 2013 წლის 26 ნოემბერს
მეორე სექციის პალატამ შემდეგი მოსამართლეების
შემადგენლობით: გუიდო რაიმონდი, დანიუტ იოციენე,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი, ანდრას შაიო, ისილ კარაკასი, პაულო
პინტო დე ალბუკერკე და ელენ კელერი და ასევე სტენლი
ნაისმიტი, სექციის მდივანი, ერთხმად გამოაცხადა განაცხადი
დასაშვებად კონვენციის მე-7 და მე-11 მუხლთან დაკავშირებით
წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით და დაუშვებლად
დანარჩენი ნაწილი. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ პალატამ
დაადგინა, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-11 მუხლის
დარღვევას, არ იკვეთებოდა საჩივრის კონვენციის მე-7 მუხლთან
მიმართებით განხილვის საჭიროება და რომ მოპასუხე სახელმწიფო
ვალდებული იყო თითოეული მათგანისთვის არამატერიალური
ზიანის სანაცვლოდ გადაეხადა 2 000 ევრო.
6. 2014 წლის 26 თებერვალს მოპასუხე ხელისუფლებამ
მოითხოვა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა, კონვენციის 43-ე
მუხლსა და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლზე
დაყრდნობით. 2014 წლის 14 აპრილს დიდი პალატის
შემადგენლობამ დააკმაყოფილა მოთხოვნა.
7. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4
და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის
ნორმების საფუძველზე.
8. განმცხადებლებმა და მოპასუხე სახელმწიფომ ცალცალკე
წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები (რეგლამენტის 59.1
მუხლი).
4 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

9. საჯარო განხილვა ჩაინიშნა 2014 წლის 26 ნოემბერს. თუმცა


2014 წლის 27 ოქტომბრის ფაქსით განმცხადებლის
წარმომადგენელმა, ბატონმა კ. სტუნგისმა მიუთითა, რომ მან
საკმარისად კარგად არ იცოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული]
სასამართლოს ოფიციალური ენები, საქმის მოსმენაში
სრულყოფილად მონაწილეობისთვის და ვერ შეძლო კიდევ ერთი
ადვოკატის მოძიება, სათანადო სამუშაო უნარებით, რომელიც
შეძლებდა მის დახმარებას. შესაბამისად მან მოითხოვა, რომ საქმის
განხილვა მის დაუსწრებლად ჩატარებულიყო და დანართის
სახით დაურთო 9 გვერდიანი მოულოდნელი დოკუმენტი,
რომელშიც მან რეალურად უპასუხა მოპასუხე ხელისუფლების
მიერ დიდი პალატისთვის გაგზავნილ წერილობით მოსაზრებაში
ასახულ არგუმენტაციას. 2014 წლის 30 ოქტომბრის წერილით
სასამართლომ შეატყობინა მოპასუხე ხელისუფლებას, რომ
განმცხადებლის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით,
ის სავარაუდოდ უარს იტყოდა საჯარო მოსმენაზე და მხარეებს
შესაძლებლობას მისცემდა, წერილობითი შეპასუხება
წარმოედგინათ ერთმანეთის წერილობით მოსაზრებებზე. 2014
წლის 3 ნოემბრის ფაქსით მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ
არანაირი პრეტენზია არ ქონდათ საქმის საჯარო განხილვის გარეშე
გადაწყვეტასთან დაკავშირებით და რომ ისინი იმავდროულად
აფასებენ განმცხადებლების წერილობითი მოსაზრებებზე
წერილობითი პასუხის გაცემის შესაძლებლობას.
10. 2014 წლის 4 ნოემბერს თავმჯდომარემ გადაწყვიტა საჯარო
განხილვის გაუქმება და პირველი თათბირი დაინიშნა 2014 წლის
26 ნოებრისთვის, მხარეები მოწვეულ იქნენ 2014 წლის 17
დეკემბრამდე წარმოედგინათ თვიანთი შემდგომი წერილობითი
მოსაზრებები, თავდაპირველ მოსაზრებებზე პასუხად.
განმცხადებლის წარმომადგენელს ეცნობა, რომ თუკი დადგენილ
ვადაში არ წარადგენდა ახალ წერილობით მოსაზრებებს, 2014
წლის 27 ოქტომბერს მის მიერ ფაქსით გადმოგზავნილი
დოკუმენტის დანართი მიჩნეულ იქნებოდა დიდი პალატის წინაშე
მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე მის
პასუხად.
11. 2014 წლის ნოემბერში განმცხადებლების წარმომადგენელი
(ბატონი კ. სტუნგისი) გარდაიცვალა. განმცხადებლებმა ახალი
წარმომადგენელი დანიშნეს, ბატონი ე. ლოსისი, რომელმაც
განმარტა, რომ ბატონი კ. სტუნგისის 27 ოქტომბერს ფაქსით
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 5

გაგზავნილი დოკუმენტის დანართი (იხილეთ მე-9 პარაგრაფი


მაღლა) განხილულ უნდა იქნას როგორც განმცხადებლების პასუხი
მოპასუხე ხელისუფლების არგუმენტაციაზე. მოპასუხე
ხელისუფლებას შესაბამისი ინფორმაცია გაეგზავნა. მათ თავიანთი
წერილობითი შეპასუხება წარადგინეს 2014 წლის 17 დეკემბერს.

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

12. პირველი განმცხადებელი, ბატონი არუნას კუდრევიციუსი


(შემდგომში “ა.კ.”) დაიბადა 1970 წელს და ცხოვრობს სოფელ
ვაიტკუნეში, უტენოს რეგიონში; მეორე განმცხადებელი, ბატონი
ბრონიუს მარკაუსკასი (შემდგომში “ბ.მ.”), დაიბადა 1960 წელს და
ცხოვრობს სოფელ ტრიუსელიეში, კლაიპედას რეგიონში; მესამე
განმცხადებელი, ბატონი არტურას პილოტა (შემდგომში “ა.პ.”)
დაიბადა 1973 წელს და ცხოვრობს სოფელ ოზკასვილიეში,
მარიამპოლეს რეგიონში; მეოთხე განმცხადებელი, ბატონი
კესტუტის მილიაუსკასი (შემდგომში “კ.მ.”) დაიბადა 1959 წელს და
ცხოვრობს სოფელ იუნგენეში, მარიამპოლეს რეგიონი; და მეხუთე
განმცხადებელი, ბატონი ვირჯინიუს მიკოლაიტისი (შემდგომში
“ვ.მ.”) დაიბადა 1961 წელს და ცხოვრობს სოფელ ვარაკიშკეში,
ვილკავისკის რეგიონში.

A. ფერმეტთა დემონსტრაცია

13. 2003 წლის 15 აპრილს ფერმერთა ჯგუფმა დემონსტრაცია


გამართლა სეიმის (ლიტვის პარლამენტი) შენობის წინ, ისინი
აპროტესტებდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში შექმნილ
ვითარებას, კერძოდ კი სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო
პროდუქტის ფასის ვარდნას და მათი წარმოებისთვის
სუბსიდიების არ არსებობას და სახელმწიფოს მოქმედებისკენ
მოუწოდებდნენ. 2003 წლის 22 აპრილს პარლამენტმა მიიღო
რეზოლუცია სოფლის მეურნეობაში კონკურენციის ხელახლა
გაღვივების შესახებ, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო სოფლის
მეურნეობის სექტორში სუბსიდიის გაზრდა. განმცხადებლები
6 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

ირწმუნებოდნენ რომ ეს რეზოლუცია მთავრობას არ


შეუსრულებია.
14. 2003 წლის 16 მაისს სოფლის მეურნეობის პალატა (Žemės ūkio
rūmai), ფერმერთა ინტერესების დასაცავად შექმნილი
ორგანიზაცია, შეიკრიბა ამ საკითხის სავარაუდო გადაჭრის გზებზე
სასაუბროდ. თუკი სამართლებრივ რეგულაციებში პოზიტიური
ცვლილებები არ იგეგმებოდა, განჭვრეტად ღონისძიებებს
განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სასამართლოებისთვის
საჩივრით მიმართვა. პარალელურად გადაწყდა საპროტესტო
გამოსვლების ორგანიზება ძირითადი მაგისტრალის (prie
magistralinių kelių) სამ სხვადასხვა მონაკვეთზე, სოფლის
მეურნეობის სფეროში დაგროვილ პრობლემებზე ყურადღების
მისაპყრობად.
15. 2003 წლის მაისში კალვარიას მინუციპალიტეტმა გამოსცა
კალვარიას ცენტრში, “ბაზართან ახლოს” 2003 წლის 13-16 მაისს
დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე , 2003 წლის 17 მაისს
დილის 8 საათიდან შუადღის 3 საათამდე და 2003 წლის 19-20
მაისს დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე მშვიდობიანი
შეკრების გამართვის ნებართვა, ორგანიზატორები გააფრთხილეს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე
სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი შესაძლო
პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის ამ უკანასკნელის 283-ე
მუხლით (იხილეთ 62-ე პარაგრაფი დაბლა). მოპასუხე
ხელისუფლების განმარტებით მსგავსი ნებართვები იგივე
გაფრთხილებით გაიცა 2003 წლის 21-23, 24 და 26-30 მაისისთვის.
16. 2003 წლის 8 მაისს პასვალის მინიციპალიტეტმა გასცა “ვია
ბალტიკას გზატკეცილის სამოცდამესამე კილომეტრზე
ავტოსადგომსა და მის მიმდებარედ” დემონსტრაციის ჩატარების
ნებართვა. ფერმერებს ასევე ნება დაერთოთ გამოეფინათ სასოფლო-
სამეურნეო დანადგარები ათი დღის განმავლობაში, 2003 წლის 15-
დან 25 მაისამდე. 2003 წლის 12 მაისს შეკრების ორგანიზატორებს
შეატყობინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით, მათ შორის ამ
კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევებისთვის შესაძლო პასუხისმგებლობის
თაობაზე.
17. 2003 წლის 19 მაისს კლაიპედას მუნიციპალიტეტმა გასცა
“ვილნიუს-კლაიპედას გზატკეცილთან მდებარე სოფელ
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 7

დივუპიაის მიმდებარედ, მაგრამ გზატკეცილიდან არაუახლოეს


ოცდახუთი მეტრისა” შეკრების ნებართვა, 2003 წლის 19-25 მაისს
დილის 11:00 საათიდან საღამოს 11:00 საათამდე. ნებართვაში
დაკონკრეტებული იყო, რომ ის ანიჭებდა უფლებას მშვიდობიანი
შეკრების ორგანიზებაზე კონსტიტუციითა და შეკრების შესახებ
კანონის ნორმების შესაბამისად. იქვე მითითებული იყო, რომ
ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევალებოდათ
კანონმდებლობის დაცვა და სახელმწიფო ორგანოთა
წარმომადგენლებისა და პოლიციის ნებისმიერი მოთხოვნის
შესრულება; აღნიშნულის შეუსრულებლობა შესაძლოა
გამხდარიყო მათი ადმინისტრაციული ან სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. მეორე
განმცხადებელმა, ბ.მ.-მ რომელიც მითითებული იყო როგორც
შეკრების ერთერთი ორგანიზატორი, ხელი მოაწერა ნებართვის
მიღების შეტყობინებას.
18. კლაიპედას პოლიციამ მიიღო ინფორმაცია
დემონსტრანტების მიერ ნებართვით დადგენილი ფარგლების
შესაძლო დარღვევის თაობაზე. შესაბამისად ტელეფონით
დაუკავშირდნენ ბ.მ.-ს და დაიგეგმა მასთან შეხვედრა
დემონსტრაციების მიმდინარეობისას უკანონო ქმედებების
თავიდან ასაცილებლად.
19. დემონსტრაციები დაიწყო 2003 წლის 19 მაისს. ფერმერები
შეიკრიბნენ გამოყოფილ ტერიტორიაზე.
20. 2003 წლის 21 მაისს ფერმერებმა მოახდინეს სოფელ
დირვუპიაის მიმდებარედ, ვილნიუს-კლაიპედას გზატკეცილზე,
პანევეზისი-პასვალისი-რიგის გზატკეცილის სამოცდამეხუთე
კილომეტრსა და კაუნას-მარიამპოლე-სუვალკაის გზატკეცილის
ოთხმოცდამეოთხე კილომეტრის გზების ბლოკირება და განაგრძეს
დემონსტრაცია.
21. მოპასუხე ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
პოლიციას არ მიუღია რაიმე სახის წინასწარი ოფიციალური
გაფრთხილება დემონსტრანტების მიერ ქვეყნის სამი ძირითადი
გზის ბლოკირების განზრახვის თაობაზე. მათ დემონსტრაციების
დროს ფერმერებისა და განმცხადებლების ქცევა შემდეგნაირად
აღწერეს:
(a) 2003 წლის 21 მაისს დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის
500-მდე პირისგან შემდგარი ჯგუფი გადავიდა ვილნიუსი-
8 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

კლეპედას გზატკეცილზე და განაგრძეს იქ დგომა, რითაც


აფერხებდნენ მოძრაობას.
(b) 2003 წლის 21 მაისს დღის 12:00 საათისთვის დაახლოებით
250 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გადაინაცვლა პანევეზისი-
პასვალისი-რიგის გზატკეცილზე და განაგრძეს იქ დგომა, რითაც
ფერხდებოდა მოძრაობა. ეს ბლოკადა გაგრძელდა 2003 წლის 23
მაისის შუადღის 12 საათამდე. პირველმა განმცხადებელმა
დემონსტრანტები შეაგულიანა ავტომობილების სადგომიდან
გზატკეცილისკენ გადაენაცვლათ.
(c) 2003 წლის 21 მაისს 11:50 საათზე 1500 პირისგან შემდგარმა
ჯგუფმა გადაინაცვლა კაუნას-მარიამპოლე-სუვალკეს
გზატკეცილზე და განაგრძეს იქ დგომა, რითაც შეაფერხეს
მოძრაობა. ამასთან იგივე დღე 3:00-დან 4:30-მდე მესამე, მეოთხე და
მეხუთე განმცხადებლებლებმა ტრაქტორები გზატკეცილზე
მიიყვანეს და იქვე დატოვეს. ამგვარი ბლოკირება 2003 წლის 22
მაისის დღის 4 საათამდე გაგრძელდა.
22. 2003 წლის 22 მაისს ფერმერებმა განაგრძეს მოლაპარაკება
ხელისუფლებასთან. მომდევნო დღეს ამ მოლაპარაკებების
წარმატებით დასრულების შედეგად ფერმერებმა შეწყვიტეს გზების
ბლოკირება.

B. დემონსტრაციების შედეგები

23. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ ფერმერთა დემონსტრაციით


საავტომობილო მოძრაობის შეფერხების მაშტაბებზე.
24. განმცხადებლების მტკიცებით (იხილეთ 121-ე პარაგრაფი
დაბლა), იცოდნენ რა მოსალოდნელი ბლოკირების შესახებ,
პოლიციამ ალტერნატიული მარშრუტები მოამზადა
დემონსტრაციის ჩატარების ადგილის მიმდებარედ, რათა გზის
ბლოკირებას არ შეეფერხებია საქონლის მიწოდება. მართლაც,
განსახილველ დღეებში ეს უკანასკნელი “იმაზე უკეთესი იყო
ვიდრე ჩვეულებრივ”. ეს მტკიცდებოდა “იმ სასაზღვრო
საგუშაგოების მონაცემებით, სადაც გზის ბლოკირებას ქონდა
ადგილი”.
25. 2004 წლის 24 აგვისტოს წერილით განმცხადებლების
ადვოკატის მისამართით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის
სამსახური უთითებდა, რომ კალვარიაში ლიტვისა და პოლონეთის
საზღვრის კვეთის მონაკვეთის მიმდებარედ 21 მაისიდან 23
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 9

მაისამდე პერიოდში ორმხრივად შეიქმნა სატვირთო


ავტომობილების რამდენიმე რიგი (ორიდან ათ კილომეტრამდე
მანძილზე). იგივე წერილის თანახმად “მგზავრთა ავტომობილების
რიგი არ შექმნილა”. უფრო მეტიც, ლაზდიას სახელმწიფო
სასაზღვრო საგუშაგოსთან რიგი არ შექმნილა (ლიტვა-პოლონეთის
საზღვრის კიდევ ერთი საგუშაგო).
26. მოპასუხე სახელმწიფომ პირველ ყოვლისა განაცხადა, რომ
ვილნიუს-კლაიპედას გზატკეცილი იყო ქვეყნის სამი უდიდესი
ქალაქის დამაკავშირებელი სატვირთო საავტომობილო გზა, ხოლო
პანევეზისი-პასვალისი-რიგის გზატკეცილი (ასევე ცნობილი
როგორც “ვია ბალტიკა”) და კაუნასი-მარიამპოლე-სუვალკაის
გზატკეცილი ტრანსეროვნული სატვირთო საავტომობილო გზები
იყო ქვეყანაში შემოსასვლელად და გასასვლელად. მოპასუხე
ხელისუფლების განმარტებით სამივე გზა ბლოკირებული იყო
საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარედ დაახლოებით 48 საათის
განმავლობაში.
27. მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ კაუნასი-მარიამპოლე-
სუვალკეს გზატკეცილის ბრლოკირების გამო, რამაც
ავტომობილებს შეუზღუდა სასაზღვრო საკონტროლო გამშვები
პუნქტის გავლა, ლიტვისა და პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ
წერტილში კალვარიაში შეიქმნა მძიმე საქონლის სატვირთო
ავტომობილებისა და მსუბუქი ავტომობილების რიგები. მძიმე
ტვირთის მქონე სატვირთო ავტომობილები აიძულეს სხვა გზაზე
გადასულიყვნენ, საავტომობილო საცობისთვის თავის
ასარიდებლად. ვინაიდან კალვარიას საბაჟო გამშვები პუნქტის
ფუნქციონირება შეფერხდა, კაუნას ტერიტორიული საბაჟო უწყება
იძულებული გახდა ადამიანური რესურსი გადაეთამაშებია, ასევე
მოემზადებია საქმიანობის შესაძლო რეორგანიზაცია სახელმწიფო
საზღვრის დაცვის სამსახურთან და პოლონეთის საბაჟოსთან.
შედეგად კაუნასის ტერიტორიულმა საბაჟო უწყებამ დამატებითი
ხარჯები გაიღო; თუმცა კონკრეტული მატერიალური ზიანი არ
დაანგარიშებულა.
28. კალვარიას პოლიციის ანგარიშის თანახმად გზა
ბლოკირებული იყო 2003 წლის 22 მაისს. პოლონეთიდან ლიტვის
მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები პოლიციამ
მიმართა კალვარიას სასაზღვრო გამშვები პუნქტის ავტოსადგომზე.
დილის 11:40 საათზე სატვირთო ავტომობილების მძღოლები
მივიდნენ ფერმერებთან. მათ მოითხოვეს გზის გადაკეტვის
10 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

შეწყვეტა ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარით. პოლიციამ


კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა სიმშვიდისკენ და ფერმერებსა და
პრემიერ-მინისტრს შორის მოლაპარაკების შედეგებისთვის
დალოდებისკენ. მოპასუხე ხელისუფლების განმარტებით
ფერმერებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შორის
რამდენიმე შეკამათებას ქონდა ადგილი, თუმცა უფრო მძიმე
დაპირისპირება თავიდან იქნა აცილებული. დაახლოებით დღის
4:15 საათზე ფერმერებმა სატელეფონო შეტყობინება მიიღეს
მოლაპარაკების დადებითი შედეგის თაობაზე და ერთი ტრაქტორი
გზიდან გადაიყვანეს. მოძრაობა აღდგა ორივე მიმართულებით.
29. მოპასუხე მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ვილნიუსი-რიგის
დამაკავშირებელი მაგისტრალის ბლოკირებით, 2003 წლის 22
მაისის დღის 2-დან 4 საათამდე მძიმე საქონლით დატვირთული
სატვირთო ავტომობილებისთვის შეუძლებელი იყო საზღვრის
გადაკვეთა და ორივე მიმართულებით გაჩნდა 1600 და 700 მეტრი
სიგრძის საავტომობილო რიგები. ავტომობილები გადავიდნენ
ქვაღორღიან გზებზე.
30. 2003 წლის 1 სექტემბერს პასვალის პოლიციამ გასცა ცნობა
იმის დასტურად, რომ 2003 წლის 19-23 მაისს ფერმერებმა
დემონსტრაცია გამართეს საავტომობილო სადგომზე, პანევეზისი-
პასვალისი-რიგის მაგისტრალის სამოცდამეხუთე კილომეტრზე.
2003 წლის 21 მაისს დაახლოებით შუადღეს ფერმერები
გადავიდნენ მაგისტრალზე და გააჩერეს მოძრაობა. ისინი მხოლოდ
სამგზავრო ავტომობილებს და საშიში ნივთერების გადამზიდ
სატვირთო ავტომობილებს უშვებდნენ. ტვირთის გადამზიდავ და
მსუბუქ ავტომობილებს შეეძლოთ საათში ერთხე ათ-ათად
გასულიყვნენ თითოეული მიმართულებით. ვითარების
გასაუმჯობესებლად პოლიციამ სცადა საავტომობილო მოძრაობა
აერიდებია ბლოკირებული წერტილებისთვის მეზობელი
სოფლების მეშვეობით. თუმცა ამ მიმდებარე გზების მძიმე
მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა სატვირთო ავტომობილს
არ შეეძლო ამ გზების გადალახვა და ისინი იძულებული გახდნენ
დარჩენილიყვნენ მაგისტრალზე ფერმერების წასვლამდე.
რამდენიმე სატვირთო ავტომობილი ქვიშაში ჩარჩა და საჭირო
გახდა სპეციალური ტექნიკის მობილიზება მათ ამოსაყვანად.
პოლიციამ მიუთითა, რომ ფერმერებმა მაგისტრალის ბლოკადა
მოხსნენ 2003 წლის 23 მაისს დღის 4 საათზე.
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 11

31. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასაამრთლოსთვის


წარდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2003 წლის მაისსა და
სექტემბერში ოთხმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ შეატყობინეს
პოლიციასა და Linava-ს (ლიტვის ეროვნულ საგზაო გადამზიდავთა
ასოციაცია), რომ ფერმერთა დემონსტაციის დროს გზების
ბლოკირების შედეგად მათ მიადგათ მატერიალური ზარალი 25
245 ლიტვური ლიტეის ოდენობით (LTL) (დაახლოებით 7300
ევრო). კომპანიებმა განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნებთან
დაკავშირებით ისინი წამოიწყებდნენ საქმისწარმოებას
სასამართლოებში.
32. მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმ
ფაქტისა, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი საჩივარი იქნა
შეტანილი მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით (იხილეთ მე-
40-ე პარაგრაფი დაბლა), ერთ გადამზიდავ კომპანიაზე მეტმა
განიცადა მატერიალური დანაკარგები საავტომობილო მოძრაობის
შეფერხების გამო. როგორც Linava-მ განაცხადა, “ვილნიაუს
დობილასს” მიადგა ზიანი 6100 LTL-ს ოდენობით (დაახლოებით 1
760 ევრო); “როკაუტას” ზიანი შეადგენდა 4 880 LTL-ს
(დაახლოებით 1400 ევროს); და “იმენსიუმისთვის” მიყენებული
ზიანი შეადგენდა 3600 LTL-ს (დაახლოებით 1050 ევროს). უფრო
მეტიც, 2003 წლის 26 მაისის წერილით კომპანია “რიდმამ”
მიუთითა, რომ გზის ბლოკირებით გამოწვეული დანაკარგი 10 655
LTL-ს შეადგენდა (დაახლოებით 3 000 ევროს).

C. სისხლის სამართლის საქმისწარმოება განმცხადებლების


წინააღმდეგ

1. წინასასამართლო გამოძიება და საქმის განხილვა პირველი


ინსტანციის სასამართლოში ქალაქ კაუნას რაიონულ
სასამართლოში
33. დაიწყო წინასასამართლო გამოძიება განმცხადებლებისა და
მთელ რიგ სხვა პირთა წინააღმდეგ აჯანყების დაწყების ეჭვთან
დაკავშირებით. 2003 წლის ივლისში ბ.მ.-ს, ვ.მ.-ს, ა.პ.-სა და კ.მ.-ს
დაევალათ არ დაეტოვებიათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები.
ეს შეზღუდვა მოიხსნა 2003 წლის ოქტომბერში.
34. 2003 წლის 1 ოქტომბერს პოლიციამ ფერმერ ა.დ.-ს დააკისრა
ჯარიმა 40 LTL -ის ოდენობით (დაახლოებით 12 ევრო).
განმცხადებლების მტკიცებით პოლიციის მიერ დაჯარიმების
12 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

ოქმში დადგენილი იყო, რომ 2003 წლის 21 მაისს ა.დ.-მ მოუწოდა


ფერმერებს გადაეკეტათ კაუნასი-მარიამპოლე-სუვალკაის
მაგისტრალი კალვარიას მუნიციპალიტეტში; ის გავიდა გზის შუა
მონაკვეთზე, თან წინ მიაგორებდა ურიკას და ამით აფერხებდა
მოძრაობას. ამგვარი ქმედებით ა.დ.-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის
რეგულაციების 81-ე პარაგრაფი (იხილეთ 67-ე პარაგრაფი დაბლა)
და ამით ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც
განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 131-ე
მუხლით (იხილეთ 66-ე პარაგრაფი დაბლა).
35. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ა.დ.-ს წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმისწარმოება შეწყდა 2003 წლის 1
აგვისტოს რადგანაც მას არ დაუორგანიზებია ან წაუხალისებია
შეკრება საჯარო წესრიგის მძიმე დარღვევისთვის; მისი ქმედება
(შუა მაგისტრალზე ურიკით მოძრაობა) არ იქნა მიჩნეული
სისხლის სამართლის 283.1 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებად
(62-ე პარაგრაფი დაბლა). მოპასუხე სახელმწიფო ასევე აღნიშნავს,
რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება იგივე საფუძვლით
შეწყდა სამი სხვა ადამიანის მიმართ. მეოთხე ადამიანის მიმართ
სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მისი სადეპუტატო
იმუნიტეტის გამო.
36. 2003 წლის 4 დეკემბერს საბრალდებო დასკვნები წარედგინა
სასამართლოებს. ბ.მ.-სა და ა.კ.-ს ბრალი დაედოთ სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლით გათვალისწინებული
აჯანყებისკენ მოწოდებაში.
37. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბ.მ.-მ მონაწილეობა მიიღო
ფერმერთა შეკრებაში 2003 წლის 16 მაისს, რომელზეც ფერმერებმა
გადაწყვიტეს 19 მაისს დემონსტრაციის გამართვა ძირითად
მაგისტრალთან და თუკი მთავრობა არ დააკმაყოფილებდა მათ
მოთხოვნას 21 მაისის დილის 11 საათამდე, უნდა გადაეკეტათ ეს
ავტომაგისტრალები. 19 მაისს ბ.მ.-მ ფერმერებს მოუწოდა 21 მაისს
გზების გადაკეტვისკენ. შედეგად იმავე დღის 12:09 საათზე
დაახლოებით 500 ფერმერი გამოვიდა ვილნიუსი-კლაიპედას
ავტომაგისტრალზე. ფერმერებმა უარი განაცხადეს პოლიციის
მოთხოვნებზე არ დამდგარიყვნენ მაგისტრალზე, დამორჩილებაზე.
შედეგად მოძრაობა შეფერხდა 23 მაისის დღის 1-ელ საათამდე.
საავტომობილო საცობები შეიქმნა მომიჯნავე გზებზე და რეგიონში
საავტომობილო გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 13

38. ა.კ.-სთან დაკავშირებით პროკურორი ამტკიცებდა, რომ მან


ასევე შეაგულიანა ფერმერები გადაეკეტათ მაგისტრალი. შედეგად
2003 წლის 21 მაისს შუადღეს, 250 ადამიანი გადავიდა პანევეზისი-
პასვალესი-რიგის ავტომაგისტრალზე და უარი თქვა
დამორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, არ გადაეკეტათ
ავტომაგისტრალი. მაგისტრალი გადაკეტილი იყო 23 მაისის
დილის 10:58 საათამდე. მიმდებარე გზებიც ბლოკირებული
აღმოჩნდა. შეფერხდა სალოჩიაი-გრენკტალეს სასაზღვრო გამშვები
პუნქტის ფუნქციონირება.
39. ვ.მ.-ს, კ.მ.-სა და ა.პ.-ს ბრალი დაედოთ აჯანყების დროს
საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევაში, სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლის საფუძველზე. პროკურორმა
განმარტა, რომ 2003 წლის 21 მაისს დაახლოებით დილის 11.50
საათზე მიახლოებით 1500 ადამიანმა მიაშურა კაუნასი-
მარიამპოლე-სულვალკაის ავტომაგისტრალს
ოთხმოცდამეთოთხმეტე კილომეტრზე. დაალოებით დღის 3-4
საათზე ზემოთ ჩამოთვლილი განმცხადებლები
ავტომაგისტრალზე შევიდნენ სამი ტრაქტორით და დატოვეს ეს
ტრაქტორები სავალ ნაწილზე. რაქტორები გზაზე რჩებოდა 2003
წლის 23 მაისის დღის 4.15 საათამდე. შედეგად ავტომაგისტრალი
გადაკეტილი იყო ოთხმოცდაოთხიდან ოთხმოცდამეთოთხმეტე
კილომეტრამდე. მომიჯნავე გზებზე მომეტებული საავტომობილო
გადაადგილების შედეგად, მოძრაობა გადაიტვირთა და რეგიონში
საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. შეფერხდა კალვარიასა და
მარიამპოლეს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო პუნქტების
ნორმალური ფუნქციონირება.
40. სისხლის სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში
ლოჯისტიკურმა კომპანიამ სამოქალაქო საჩივარი წარადგინა ა.კ.-ს
წინააღმდეგ, როგორც პირის მიმართ, რომელმაც ფერმერები
შეაგულიანა გადაეკეტათ პანევეზისი-პასვალისი-რიგის
ავტომაგისტრალი და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 1 100 LTL-ს
(დაახლოებით 290 ევრო) ოდენობით, იმ დანაკარგისთვის, რაც მათ
განიცადეს გზის გადაკეტვით.
41. ქალაქ კაუნასის რაიონულ სასამართლოში გაიმართა
რამდენიმე საქმის მოსმენა, რომელზეც რამდენიმე მოწმე
დაიკითხა.
42. 2004 წლის 29 სექტემბერს ქალაქ კაუნასის რაიონულმა
სასამართლომ განმცხადებლები დამნაშავედ ცნო აჯანყების
14 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

წაქეზებაში თუ მათში მონაწილეობაში, სისხლის სამართლის


კოდექსის 283.1 მუხლის საფუძველზე.
43. ბ.მ.-ს მსჯავრდებისას რაიონული სასამართლო დაეყრდნო
მოვლენათა ვიდეოჩანაწერებს, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა
და ერთი მოწმის ჩვენებებს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბ.მ.-მ
ორგანიზება გაუკეთა შეკრებას, კერძოდ კი აჯანყებას,
საზოგადოებრივი წესრიგი მძიმედ დარღვევის მიზნით. ბ.მ. 2003
წლის 16 მაისის ფერმერთა შეკრების ერთერთი ლიდერი იყო; ამავე
შეხვედრაზე გადაწყდა მათი მიზნების მიღწევა ძირითად
მაგისტრალთან საპროტესტო გამოსვლის ორგანიზებით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე განმცხადებელმა
კოორდინაცია გაუწია ფერმერთა მოქმედებებს და შედეგად 2003
წლის 21 მაისს დაახლოებით 500 ადამიანი მივიდა ვილნიუს-
კლაიპედას ავტომაგისტრალთან და გადაკეტა ის. შედეგად
საავტომობილო მოძრაობა გაჩერდა 2003 წლის 23 მაისამდე.
შედეგად გამოწვეული საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე
დარღვევა განზრახი იყო და ხასიათდებოდა როგორც აჯანყება.
რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბ.მ.-ის საჩივარი
იმასთან დაკავშირებით, რომ ის და სხვა ფერმერები მოქმედებდნენ
აუცილებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან გზის გადაკეტვა მათ
ხელთ არსებული უკანასკნელი საშუალება იყო მათ პრობლემებზე
ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად. ფერმერებს გააჩნდათ
ალტერნატივა, კერძოდ კი მათ შეეძლოთ საჩივრები წარედგინათ
ადმინისტრაციული სასამართლოსთვის. ფერმერებმა თავად
ახსენეს ეს ალტერნატივა 2003 წლის 16 მაისს გამართულ
შეხვედრაზე (იხილეთ მე-14 პარაგრაფი მაღლა). რაიონულმა
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პირს, რომელმაც საშიში
ვითარება შექმნა თავისი ქმედებით შეეძლო დაყრდნობოდა
აუცილებლობის არგუმენტს მხოლოდ დაუდევრობით გამოწვეულ
საშიშ ვითარებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 31.2 მუხლი,
იხილეთ 65-ე პარაგრაფი დაბლა). თუმცა, ბ.მ.-ს ქმედებები
განზრახი იყო და შესაბამისად შესაბამისი იქნებოდა მისი
ბრალეულად ცნობა აჯანყების ორგანიზებაში.
44. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია,
ძირითადად ვიდეო ჩანაწერებსა და დოკუმენტურ
მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომ ა.კ.-მ ასევე შეკრების
ორგანიზება მოახდინა საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე
დარღვევის მიზნით. მან მონაწილეობა მიიღო ფერმერთა 2003
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 15

წლის 16 მაისის შეხვედრაში და იცოდა საპროტესტო გამოსვლების


გზების მიმდებარედ ჩატარების შესახებ. როდესაც ფერმერებმა
გადაკეტეს პანევეზისსი-პასვალისი-რიგის საავტომობილო
მაგისტრალი 2003 წლის 21 მაისს, საზოგადოებრივი წესრიგი
მნიშვნელოვნად დაირღვა. გზის იმ მონაკვეთზე მოძრაობა შეწყდა,
რითაც დაბრკოლებები შეექმნათ მძღოლებსა და ტვირთის
გადამზიდველებს. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ “21
და 22 მაისს გზის ბლოკირებისას ა.კ. ხელმძღვანელობდა
პროტესტის მონაწილეთა ჯგუფის მოქმედებებს, ის იძლეოდა
განკარგულებებს იმის თაობაზე, რომ ზოგი ავტომობილი უნდა
გაეშვათ, მოუწოდებდა [ფერმერებს] მტკიცედ მდგარიყვნენ და არ
გადასულიყვნენ სავალი ნაწილიდან, ეკონტაქტებოდა კალვარიას
მუნიციპალიტეტსა და კლაიპედეს რეგიონში პროტესტის
მონაწილეებს და ფერმერთა სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა
ხელისუფლების წარმომადგენლებთან”. რაიონულმა სასამართლომ
ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეკრებილი ფერმერები (დაახლოებით
250 ადამიანი) “ემორჩილებოდნენ ა.კ.-ს და ასრულებდნენ მის
განკარგულებებს”. რაიონული სასამართლოსთვის ა.კ.-ს ქმედებები
ხასითდებოდა როგორც აჯანყების ორგანიზატორისა, სისხლის
სამართლის 283.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა.
45. ლინავას მიერ წარმოდგენილი წერილობითი
მტკიცებულების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ
დაადგინა, რომ პანევეზისი-პასვალისი-რიგის საავტომობილო
გზატკეცილის ბლოკირების ორგანიზებით ა.კ.-მ მატერიალური
ზიანი მიაყენა სამ გადამზიდავ კომპანიას. ვინაიდან ერთერთმა
გადამზიდავმა სამოქალაქო საჩივარი წარადგინა 1 100 LTL -ის
მოთხოვნით (დაახლოებით 290 ევრო - იხილეთ მე-40-ე პარაგრაფი
მაღლა), რაიონულმა სასამართლომ სათანადოდ მიიჩნია ამ
საჩივრის დაკმაყოფილება.
46. ვ.მ.-ს, კ.მ.-სა და ა.პ.-ს აჯანყების დროს საზოგადოებრივი
წესრიგის მძიმე დარღვევის გამოწვევაში დამნაშავედ ცნობისას
რაიონულმა სასამართლომ დოკუმენტური მტკიცებულებების,
აუდიო-ვიზუალური მასალისა და ორი მოწმის ჩვენების
საფუძველზე დაადგინა, რომ 2003 წლის 21 მაისს დილის 11:50-დან
დღის 4.15 საათამდე სამივემ ტრაქტორები შეიყვანეს კაუნასი-
მარიამპოლე-სუვალკაის საავტომობილო მაგისტრალის
ოთხმოცდამეთოთხმეტე კილომეტრზე. მათ უარი განაცხადეს
პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებაზე, არ
16 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი და არ გაეჩერებიათ


ტრაქტორები გზაზე (ant važiuojamosios kelio dalies) და ტრაქტორები
იქ გააჩერეს 2003 წლის 22 მაისის დღის 4.15 საათამდე. შედეგად და
იმიტომ რომ გზაზე შეიკრიბა დაახლოებით 1500 ადამიანი, საგზაო
მოძრაობა შეწყდა კაუნასი-მარიამპოლე-სუვალკაის
საავტომობილო მაგისტრალის ოთხმოცდამეოთხედან
ოთხმოცდამეთოთხმეტე კილომეტრამდე, შეიქმნა საავტომობილო
საცობები და კალვარიასა და ლაზდიაის სასაზღვრო გამშვები
პუნქტების ნორმალური ფუნქციონირება დაირღვა.
47. ხუთივე განმცხადებელს სასჯელის სახედ განესაზღვრათ
სამოც-სამოცი დღით საპატიმრო სასჯელი (baudžiamasis areštas).
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ყველა
განმცხადებელი დადებითად ხასიათდებოდა და არ არსებობდა
მათი ბრალის დამამძიმებელი გარემოებები. შესაბამისად,
არსებობდა საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ სასჯელის
მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მათთვის თავისუფლების
აღკვეთის გარეშე. შედეგად, რაიონულმა სასამართლომ გადადო
მათი სასჯელების აღსრულება ერთი წლით. განმცხადებლებს
დაევალათ სახელმწიფო უწყებების წინასწარი თანხმობის გარეშე
არ დაეტოვებიათ საცხოვრებელი ადგილები შვიდ დღეზე მეტი
ვადით. ეს ღონისძიება მოქმედებდა ერთი წლის განმავლობაში,
სანამ სასჯელის აღსრულება შეჩერებული იყო.
48. რაიონულმა სასამართლომ ასევე მტკიცებულებათა არ
არსებობის საფუძვლით გაამართლა სხვა ორი პირი, რომელთაც
ბრალი ედებოდათ აჯანყების ორგანიზებაში.

2. კაუნასის რეგიონულ სასამართლოში გასაჩივრება


49. 2004 წლის 18 ოქტომბერს განმცხადებლებმა სააპელაციო
საჩივარი წარადგინეს კაუნასის რეგიონულ სასამართლოში. მათ
აღნიშნეს, რომ ფერმერი ა.დ. დაისაჯა ადმინისტრაციული
სამართლის საფუძველზე იდენტური დარღვევისთვის (იხილეთ
34-35-ე პარაგრაფები მაღლა).
50. განმცხადებლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის
წევრ ქვეყნებში გზის გადაკეტვა დემონსტრაციის მიღებული
ფორმა იყო და დემონსტრაციის უფლება გარანტირებული იყო
კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით. მათ ასევე
მიუთითეს ევროკავშირის საბჭოს 1998 წლის 7 დეკემბრის No
2679/98 რეგულაციაზე (იხილეთ 77-ე პარაგრაფი დაბლა) და
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 17

ევროპული კომისიის 2001 წლის 22 მარტის ანგარიშზე (COM


(2001)160) ამ რეგულაციის მოქმედების თაობაზე, ასევე
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (შემდგომში “ECJ”)
გადაწყვეტილებაზე საქმეზე ეუგენ შმიდბერგერი, Internationale
Transporte და Planzüge ავსტრიის წინააღმდეგ (Eugen Schmidberger,
Internationale Transporte und Planzüge v. Austria) (იხილეთ 73-76
პარაგრაფები დაბლა).
51. 2005 წლის 14 იანვარს კაუნასის რეგიონულმა სასამართლომ
დაადგინა, რომ რაიონულმა სასამართლომ გულდასმით და
მიუკერძოებლად შეაფასა საქმის ყველა გარემოება. სააპელაციო
სასამართლომ დაადგინა, რომ აჯანყება, როგორც დანაშაული
საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოების
უსაფრთხოებას, ადამიანთა ჯანმრთელობას, ღირსებასა და
საკუთრების ხელშეუხებლობას. დანაშაულის ობიექტურ მხარეს
წარმოადგენდა ერთი მიზნის გარშემო ადამიანთა შეკრების
ორგანიზება, კერძოდ კი საზოგადოებრივი წესრიგის დასარღვევად
და მათი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც წინამდებარე
საქმეზე გულისხმობდა გზის ბლოკირების ორგანიზებას.
იმისათვის, რომ დანაშულად მიჩნეულიყო, ქმედებები ჩადენილი
უნდა ყოფილიყო განზრახ, რაც იმას გულისხმობს, რომ
ბრალდებული პირებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო მათი
ქცევის უკანონობა. ბ.მ.-სა და ა.კ.-სთან მიმართებით რეგიონულმა
სასამართლომ დაადგინა, რომ დემონსტრაციისას ორივე
განმცხადებელმა სხვებს უთხრეს, რომ გადაწყვეტილი იყო გზების
ბლოკირება. დადგინდა, რომ ბ.მ.-სა და ა.კ.-სთვის გასაგები იყო,
რომ გზების ბლოკირება უკანონო იქნებოდა და რომ ისინი
გაფრთხილებული იყვნენ თავიანთი პასუხისმგებლობის შესახებ,
როგორც ორგანიზატორები. მიუხედავად ამისა ისინი
განაგრძობდნენ ფერმერთა ქმედების კოორდინირებას და
დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ფერმერებს განეგრძოთ გზების
ბლოკირება. ბ.მ.-სა და ა.კ.-ს 2003 წლის 21 მაისის ქმედებათა
პირდაპირ შედეგად ადამიანთა ჯგუფი გადავიდა
ავტომაგისტრალებზე და გადაკეტეს ისინი, შესაბამისად შეწყდა
სატრანსპორტო მოძრაობა და დაირღვა სხვათა კონსტიტუციური
უფლებები და თავისუფლებები, გადაადგილებულიყვნენ
თავისუფლად და შეზღუდვის გარეშე, მიადგათ ზიანი ტვირთის
გადამზიდავებს და შესაბამისად მძიმედ დაირღვა
საზოგადოებრივი წესრიგი.
18 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

52. რეგიონულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული


სასამართლოს დასაბუთება ვ.მ.-ს, კ.მ.-სა და ა.პ.-ს მსჯავრდების
თაობაზე. [სასამართლომ] აღნიშნა, რომ ტრაქტორების
ავტომაგისტრალზე შეყვანით, რითაც შეწყდა საგზაო მოძრაობა და
შეფერხდა სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო მომსახურების
მუშაობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობით, არ გაეჩერებინათ ტრაქტორები
ავტომაგისტრალზე, სამმა განმცხადებელმა ჩაიდინა
საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევა. ის ფაქტი, რომ
ავტომაგისტრალის ბლოკირების შემდეგ პოლიციისა და
მძღოლების მიერ ფერმერებთან მოლაპარაკების შედეგად
მძღოლთა ნაწილი გაატარეს, არ ამცირებს ამ სამართალდარღვევის
საშიშროებასა თუ უკანონობას. რეგიონულმა სასამართლომ ასევე
აღნიშნა, რომ ძირითადი ავტომაგისტრალის ბლოკირებას საშიში
შედეგები ახლდა თან და ვერ განიხილებოდა მხოლოდ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, როგორიცაა
ავტოსაგზაო სამართალდარღვევები. რაც შეეხება
განმცხადებლების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მათი
სამართალდარღვევები სხვა ფერმერის, ა.დ.-ს
[სამართალდარღვევების] იდენტური იყო, რომელსაც
ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა ავტოსაგზაო
დარღვევისთვის (იხილეთ 49-ე პარაგრაფი მაღლა), რეგიონულმა
სასამართლომ აღნიშნა, რომ ის არ იყო ადმინისტრაციული
ტრიბუნალი და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებდა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით.
53. მართალია აღნიშნა რომ განმცხსადებლებს კონვენციის მე-10
მუხლით ქონდათ გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება,
რეგიონულმა სასამართლომ მაინც დაადგინა, რომ ეს უფლება არ
იყო შეუზღუდავი, როდესაც დღის წესრიგში დგებოდა
საზოგადოებრივი წესრიგისა და დანაშაულის პრევენციის
ინტერესები. გამოხატვის თავისუფლებაზე ანალოგიური
შეზღუდვები იყო ჩამოთვლილი ლიტვის კონსტიტუციის 25-ე
მუხლში (იხილეთ 61-ე პარაგრაფი დაბლა). აღნიშნულთან
მიმართებით რეგიონულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
ბ.მ.-სა და ა.კ.-ს ქცევა პროტესტში მონაწილე სხვა პირთა
ქმედებების ხელმძღვანელობისას ვერ განიხილებოდა როგორც
მათი აზრის არადასჯად გამოხატვა, რადგანაც მათ დაარღვიეს
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 19

საზოგადოებრივი წესრიგი, რითაც განაპირობეს


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
54. რეგიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამ დანაშულს
არ დაუკარგავს საზოგადოებრივი საფრთხის ელემენტი მხოლოდ
იმიტომ რომ მთავრობამ უარი განაცხადა საერთო ფასის ზრდაზე
თუ სავარაუდოდ ვერ შეძლო საჭირო ზომების მიღება.

3. გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს წინაშე სამართლებრივ


საფუძვლებთან მიმართებით
55. 2005 წლის 2 მარტს განმცხადებლებმა საჩივარი წარადგინეს
სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
56. 2005 წლის 4 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ, შვიდი
წევრისგან შემდგარი პალატის შემადგენლობით (იხილეთ 70-ე
პარაგრაფი დაბლა) არ დააკმაყოფილა საჩივარი. სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლით დადგენილი (იხილეთ 62-ე
პარაგრაფი დაბლა) აჯანყების დანაშაულის შემადგენლობის
განმარტებისას უზენაესი სასამართლო დაეყრდნო მის
კლასიფიკაციას, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულისა, რაც ამ დანაშაულის ობიექტურ მხარეს
წარმოადგენდა (nusikaltimo objektas). რაც შეეხება დანაშულის
შემადგენლობას, ზემოთ მითითებულ დებულებებში მოცემული
იყო შემდეგი ნიშნები: შეკრების ორგანიზება საზოგადოებრივი
ძალადობის მიზნით, საკუთრების დაზიანება ან საზოგადოებრივი
წესრიგის სხვაგვარი დარღვევა, ან ამგვარი ქმედებები შეკრების
მიმდინარეობისას. უზენაესი სასამართლოსთვის აჯანყება
ხასიათდებოდა როგორც ვითარება, რომელშიც ადამიანთა შეკრება
განზრახ და მძიმედ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იწვევს
საზოგადოებრივ ძალადობას ან საკუთრების დაზიანებას.
დანაშულის სუბიექტურ მხარეს წარმოადგენდა პირდაპირი
განზრახვა (kaltė pasireiškia tiesiogine tyčia). დამნაშვე პირისთვის (i)
ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ის ჩადიოდა სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას
და (ii) სურდა შესაბამისად მოქმედება.
57. წინამდებარე საქმის გარემოებებთან მიმართებით უზენაესმა
სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა
სწორად შეაფასეს განმცხადებელთა ქმედებები როგორც სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლით
გათვალისწინებული. კერძოდ კი, საქმის განმხილველმა
20 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

სასამართლომ სათანადოდ დაადგინა 283.1 მუხლის გამოყენების


წინაპირობები, კერძოდ კი ის, რომ სახეზე იყო ბრბო და
საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა საგზაო მაგისტრალის
ბლოკირებით, საგზაო მოძრაობის შეწყვეტითა და სახელმწიფო
საზღვრის საკონტროლო სამსახურის მუშაობის შეფერხებით.
განმცხადებლებს სასჯელი შეეფარდათ მათი დანაშაულებისთვის
კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო მათი
ჩადენის მომენტისთვის და მათთვის სასჯელის შეფარდება მოხდა
სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების შესაბამისად. აქედან
გამომდინარეობდა, რომ განმცხადებელთა მსჯავრდება მოხდა
კანონის შესაბამისად და არა კონვენციის 7.1 მუხლის დარღვევით.
58. უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ
განმცხადებლები არ დასჯილან საკუთარი აზრის გამოხატვის ან
იდეების გავრცელების გამო, ქმედებები, რომელთა დაცვას
ითვალისწინებს კონვენციის 10.1 მუხლი, არამედ ქმედებებისთვის,
რომლითაც მძიმედ ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი.
59. და ბოლოს, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა რეგიონული
სასამართლოს მოსაზრება, რომ განმცხადებლები ვერ მიიჩნეოდნენ
პირებად რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე
მოქმედებდნენ (იხილეთ 54-ე პარაგრაფი მაღლა). რძის შესყიდვის
ფასის კლება და სასოფლო სამეურნეო სუბსიდიებთან
დაკავშირებული სხვა პრობლემები არ წარმოადგენდა მკაფიო ან
იმწუთიერ საფრთხეს საკუთრებისთვის, რადგანაც სადავო
საკუთრება იმ მომენტისთვის არ არსებობდა. სახელმწიფოს
განმცხადებლებისთვის არ ჩამოურთმევია მათი საკუთრება და
მათი უკმაყოფილება მთავრობის სოფლის მეურნეობის
პოლიტიკის მიმართ ვერ ამართლებდა იმ ქმედებებს, რისთვისაც
განმცხადებლების მსჯავრდება მოხდა.
60. სასამართლოს 2005 წლის 17, 18, 20, 21 ოქტომბრისა და 7
ნოემბრის გადაწყვეტილებებით, უზენაესმა სასამართლომ
განმცხადებლები გაათავისუფლა მათთვის შეფარდებული
პირობითი სასჯელისგან.

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

A. კონსტიტუცია

61. კონსტიტუციის 25-ე და 36-ე მუხლები შემდეგი შინაარსისაა:


გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 21

მუხლი 25
“[ფიზიკურ პირს] უფლება აქვს ქონდეს საკუთარი მრწამსი და
შეუზღუდავად გამოხატოს ის.
[ფიზიკურმა პირმა] შეუფერხებლად უნდა შეძლოს ინფორმაციისა და
იდეების მოძიება, მიღება და გავრცელება.
მრწამსის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების
თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით, თუკი ეს
აუცილებელია ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების, პირადი
ცხოვრებისა და [ფიზიკური პირის] მორალის დასაცავად, ან
კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად.
დაუშვებელია მრწამსის გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების
თავისუფლებით სარგებლობა დანაშულის ჩადენით, ეროვნული,
რასობრივი, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებით,
ძალადობითა და დისკრიმინაციით, ან ცილისწამებითა და
დეზინფორმაციით. ...”
მუხლი 36
“მოქალაქეებს არ შეიძლება აეკრძლოთ ან შეეზღუდოთ მშვიდობიანად
უიარაღოდ შეკრება. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით
და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო
უსაფრთხოების ან საზოგადოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანთა
ჯანრთელობისა და მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების
დასაცავად.”

B. სისხლის სამართლის კოდექსი

62. 2000 წლის 25 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსი


გამოქვეყნდა ოფიციალურ გამოცემაში (Valstybės žinios). ის ძალაში
შევიდა 2003 წლის 1 მაისს. 283.1 მუხლი სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობას ადგენს აჯანყებისთვის, რომელიც
საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშულთა
კატეგორიას მიეკუთვნება და შემდეგი შინაარსისაა:

მუხლი 283. აჯანყება


“1. პირს, რომელიც ორგანიზებას ან პროვოცირებას უწევს ადამიანთა
შეკრებას საჯარო ძალადობის, საკუთრების დაზიანების ან
საზოგადოებრივი წესრიგის სხვაგვარად დარღვევისთვის, ან პირი,
რომელიც აჯანყების დროს ჩაიდენს ძალადობრივ ქმედებებს, დააზიანებს
საკუთრებას ან სხვა ფორმით ჩაიდენს საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე
დარღვევას, სასჯელის სახით შეეფარდება მოკლევადიანი საპატიმრო
სასჯელი (baudžiamasis areštas) ან თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე
ვადით.”
22 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

63. 75.1 და 75.2 მუხლებით განსაზღვრულია, რომ თუკი პირს


სასჯელის სახით განესაზღვრა სამ წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთა ერთი ან რამდენიმე წვრილმანი ან ნაკლებად მძიმე
განზრახი დანაშულებისთვის, სასამართლო უფლებამოსილია
შეუცვალოს ის პირობითი მსჯავრით ერთიდან სამ წლამდე ვადით.
პირობითი მსჯავრის გამოყენება დასაშვებია, როდესაც
სასამართლო გადაწყვეტს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს
იმის სარწმუნოდ, რომ სასჯელის მიზანი მიიღწევა სასჯელის
რეალურად მოხდის გარეშე. სასჯელის პირობითი მსჯავრით
ჩანაცვლებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულ
პირს დაავალოს, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილი შვიდ
დღეზე მეტი ვადით განაჩენის აღსრულებაზე პასუხისმგებელ
სახელმწიფო ორგანოებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
64. 97-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც მსჯავრდებულია
დანაშაულისთვის და მისი მსჯავრდება საბოლოო ძალაში შევიდა,
მიიჩნევა ნასამართლობის მქონე სამართალდამრღვევად. პირი,
რომელსაც პირობითი მსჯავრი განესაზღვრა მიიჩნევა
ნასამართლობის მქონედ, მხოლოდ პირობითი მსჯავრის
მოქმედების პერიოდში.
65. 31-ე მუხლით განსაზღვრულია აუცილებლობის დეფინიცია
(būtinasis reikalingumas). [ამ მუხლში] განმარტებულია, რომ პირს არ
შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
თუკი ის მოქმედებდა მის მიმართ, სხვა პირების მიმართ ან მათი
უფლებების, ან საჯარო ან სახელმწიფოებრივი ინფერესებისთვის
მყისიერად შექმნილი საფრთხის აცილებისთვის, თუკი ამ
საფრთხის აცილება ვერ მოხდებოდა სხვა საშუალებით და
როდესაც მიყენებული ზიანი აცილებულ ზიანზე ნაკლებია.
მიუხედავად ამისა, პირი, რომელმაც საკუთარი ქმედებით შექმნა
საშიში ვითარება შეძლებს დაეყრდნოს უკიდურეს
აუცილებლობას, როდესაც საშიში ვითარება შეიქმნა
გაუფრთხილებლობით (dėl neatsargumo).

C. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და


საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი წესები

66. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1241


მუხლის სადავო დროს მოქმედი რედაქციით დადგენილია
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლებისთვის საგზაო
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 23

მოძრაობის წესების დარღვევისთვის. ნორმით, რომლითაც


დადგენილია საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილის
გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევისთვის
პასუხისმგებლობა, განსაზღვრავს ჯარიმას 100-დან 150 LTL -მდე
(დაახლოებით 30-45 ევრო). კოდექსის 131-ე მუხლით
განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ფეხით
მოსიარულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის,
სავალი ნაწილის გადაკვეთის ან მასზე სიარულისთვის.
გადაცდომისთვის დადგენილია ჯარიმა 30-50 LTL -ის ოდენობით
(დაახლოებით 8-15 ევრო).
67. საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი წესებით
დადგენილია, რომ ფეხით მოსიარულეებმა უნდა იარონ ფეხით
მოსიარულეთა სავალ ბილიკზე და თუ ასეთი არ არსებობს, გზის
მარჯვენა მხარეს ერთ რიგად (იხილეთ წესების 81-ე პარაგრაფი).

D. კანონი შეკრების შესახებ

68. შეკრების შესახებ კანონის შესაბამისი ნორმები ადგენს


შემდეგს:

მუხლი 8. აკრძალული შეკრება


“შეკრება აკრძალულია, თუკი მისი მონაწილეები:
...
(2) ავტომობილს მართავენ იმგვარად, რომ საფრთხეს უქმნიან საგზაო
უსაფრთხოებას, საფრთხეს უქმნიან შეკრების მონაწილეთა და სხვა პირთა
უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ან არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგსა
და სიმშვიდეს;
...”

მუხლი 17. შეკრების შეწყვეტა პოლიციის ინიციატივით


“პოლიციის ოფიცრები, რომელთა უშუალო მოვალეობაა შეკრების კანონის
ფარგლებში მიმდინარეობაზე ზედამხედველობა, უფლებამოსილი არიან
შეწყვიტონ შეკრება, თუკი საჯარო გაფრთხილების მიუხედავად შეკრების
ორგანიზატორები ან მონაწილეები:
(1) განზრახ და მძიმედ არღვევენ წინამდებარე კანონით შეკრების
ორგანიზებისთვის დადგენილ წესებს ...;
(2) შეკრების შედეგად შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებით,
ლიტვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა
და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მცდელობა
24 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

ან ამ დანაშალების ჩადენა, ან სხვა განზრახი სისხლისსამართლებრივად


დასჯადი ქმედება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის,
თავისუფლების, ღირსებისა და პატივის წინააღმდეგ, ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების, საჯარო მმართველობისა და საზოგადოებრივი წესრიგის
წინააღმდეგ;
(3) ინდივიდუალურად ან ჯგუფურად აფერხებენ ან ქმნიან საგზაო
მოძრაობის ან სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და
ადგილობრივი ორგანოების ფუნქციონირების შეფერხების საფრთხეს ...”

69. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1887


მუხლის თანახმად,
“შეკრების შესახებ კანონის დარღვევა იწვევს ჯარიმას 500-დან 2000 LTL-
მდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ოცდაათ დღემდე ვადით.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის სხვა ფართომაშტაბიანი
შემთხვევებისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 100-დან 500 LTL-მდე.”

E. სასამართლოების შესახებ კანონი

70. განსახილველ დროს კანონით სასამართლოების


შესახებ დადგენილი იყო, რომ უზენაესი სასამართლო ადგენდა
კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების განმარტებისა და
შეფარდების ერთიან სამოსამართლო პრაქტიკას. უზენაესი
სასამართლო ასევე უზრუნველყოფდა სასამართლოთა პრაქტიკის
ანალიზს და გამოსცემდა სავალდებულო რეკომენდაციებს. საქმეთა
სირთულის გათვალისწინებით უზენაესი სასამართლო
უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა სამი ან შვიდი
მოსამართლისგან შემდგარი პალატის ან პლენარული სხდომის
სახით (23-ე, 27-ე და 36-ე მუხლები).

III. ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა

A. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ)


პრეცედენტული სამართალი

1. საქმე კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ


71. ECJ-იმ შეისწავლა საქონლის თავისუფალი
გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის საკითხი საქმეზე
კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ (C-265/95, 1997 წლის 9
დეკემბრის გადაწყვეტილება), რომელიც ეხებოდა სამხრეთ
საფრანგეთში განვითარებულ მძიმე მოვლენებს. სასოფლო-
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 25

სამეურნეო პროდუქტები ესპანეთიდან და იტალიიდან


გაანადგურეს ფრანგმა ფერმერებმა და ძალადობისა და ვანდალურ
ქმედბებს ქონდა ადგილი შესაბამის საბითუმო და საცალო
გაყიდვების სექტორში. ECJ-იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
ევროგაერთიანების ხელშეკრულების თანახმად ევროპულ შიდა
ბაზარს ახასიათებდა წევრ ქვეყნებს შორის საქონლის თავისუფალი
გადაადგილებისთვის არსებული ბარიერების გაუქმება.
ხელშეკრულების 30-ე მუხლი კრძალავდა წევრ ქვეყნებს შორის
იმპორტზე რაოდენობრივ შეზღუდვებს და ექვივალენტური
შედეგის მქონე ყველანაირ ღონისძიებას. შესაბამისად, უნდა
აღმოიფხვრას ყველა სახის დაბრკოლება, პირდაპირი თუ
არაპირდაპირი, რეალური თუ პოტენციური, თანამეგობრობის
შიდა ვაჭრობაში იმპორტის ნაკადზე. ხელშეკრულების 30-ე მუხლი
მე-5 მუხლთან ერთობლიობაში იკითხება, რომელიც ასევე
მოქმედებს, როდესაც წევრი ქვეყანა თავს იკავებს იმ
ღონისძიებების გატარებისგან, რომელიც საჭიროა საქონლის
თავისუფალი გადაადგილებისთვის არსებული დაბრკოლებების
აღმოსაფხვრელად, რაც არ იყო გამოწვეული სახელმწიფოს მიერ.
72. ECJ-იმ გაიზიარა, რომ სახელმწიფოები დისკრეციით
სარგებლობენ იმის განსაზღვრისას, თუ რა ღონისძიება შეიძლება
იყოს უფრო შესატყვისი ამ სფეროში. თუმცა ნათელი იყო, რომ
საფრანგეთში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები სხვა წევრ
ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
წინააღმდეგ დაბრკოლებებს უქმნიდა ამ პროდუქციით
თანამეგობრობის-შიდა ვაჭრობას. ამგვარ ინციდენტებს 10 წლის
მანძილზე რეგულარული ხასიათი ქონდა; გარკვეულ
შემთხვევებში საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოებმა
გაფრთხილება მიიღეს ფერმერთა მოსალოდნელი
დემონსტრაციების შესახებ, არეულობები რამდენიმე საათის
მანძილზე გრძელდებოდა და ვანდალიზმი, რომლებსაც
ადამიანები ხშირად ღიად ჩადიოდნენ, სახის დაფარვის გარეშე,
ტელევიზიების მიერ ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა მოხდა
მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით თავდამსხმელთა
იდენტიფიცირება და მათთვის ბრალის წაყენება. ეს საკმარისი იყო
ECJ-ისთვის დასკვნის გასაკეთებლად, რომ საფრანგეთის
ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები აშკარად
არაადეკვატური იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით
თანამეგობრობის შიდა ვაჭრობის თავისუფლების
26 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

უზრუნველსაყოფად და რომ საფრანგეთმა ვერ შეასრულა მასზე


ევროთანამეგობრობის ხელშეკრულების 30-ე მუხლით, მე-5
მუხლთან ერთობლიობაში, დაკისრებული ვალდებულებების
შესრულების უზრუნველყოფა. ამან შექმნა დაუცველობის გარემო,
რასაც საუარესო გავლენა ქონდა ვაჭრობის ნაკადზე მთლიანობაში
და ფრანგი ფერმერების მძიმე მდგომარეობა ვერ გაამართლებდა
თანამეგობრობის კანონმდებლობის სათანადოდ ვერ ამოქმედებას,
ვინაიდან ვერ წარმოჩინდა, რომ ამ კანონის ამოქმედება საფრთხეს
შეუქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც თავად ეს სახელმწიფო
ვერ უმკლავდებოდა. ამავდროულად ნათელი იყო, რომ
საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევის საფრთხით
სათანადო ვითარებაში ამართლებს პოლიციის მხრიდან
ჩაურევლობას; თუმცა ეს არგუმენტი წარმოდგენილ იქნა მხოლოდ
სპეციფიურ ინციდენტთან მიმართებით და არა ყველა საკითხის
მომცველ გადაჭრის ზოგად გზად.

2. საქმე შმიდბერგერი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ


(Schmidberger and Others v. Austria)
73. საქმეზე ეუგენ შმიდბერგერი, Internationale Transporte და
Planzüge ავსტრიის წინააღმდეგ (Eugen Schmidberger, Internationale
Transporte and Planzüge v. Austria), (C-112/00, 2003 წლის 12 ივნისის
გადაწყვეტილება), ECJ-იმ წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო
ევროპული თანამეგობრობის ხელშეკრულების 30-ე, 34-ე და 36-ე
მუხლების (დღეს უკვე ევროკავშირის ფუნქციონირების
ხელშეკრულების (TFEU) 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლები), მე-5
მუხლთან (რომელიც გაუქმდა და არსებითად ჩანაცვლდა
ევროკავშირის ხელშეკრულების (TEU) 4.3 მუხლით)
ერთობლიობაში განმარტების თაობაზე და თანამეგობრობის
სამართლის ფიზიკურ პირთა მიერ დარღვევაზე წევრი ქვეყნების
პასუხისმგებლობის პირობების შესახებ. საქმისწარმოების
დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ავსტრიის სახელმწიფო
ორგანოების მიერ გარემოს დაცვის ჯგუფისთვის არაპირდაპირი
ნებართვის გაცემა, მოეწყოთ დემონსტრაცია ბრენერის
სატრანსპორტო გზაზე, რის შედეგადაც ეს გზა თითქმის სრულად
დაიკეტა საავტომობილო მოძრაობისთვის თითქმის 30 საათით.
მანამდე არსებულ უქმე დღეებში ავტოტრანსპორტით მოძრაობის
ეროვნულ აკრძლვასთან ერთად ამან გამოიწვია ბრენერის
საავტომობილო გზის (თანამეგობრობის შიდა ტრანზიტული
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 27

მარშრუტის) ჩაკეტვა მძიმე ტვირთის გადაზიდვების


უმრავლესობისთვის ზედიზედ ოთხი დღით, რამდენიმე საათიანი
მოკლე წყვეტით.
74. საქმეზე კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ (Commission
v. France) (იხილეთ 71-72 პარაგრაფები მაღლა) ამ სფეროში წევრი
ქვეყნების პოზიტიურ ვალდებულებებთან მიმართებით
დადგენილ პრინციპებზე მითითების შემდეგ ECJ -იმ დაადგინა,
რომ გასაჩივრებული დემონსტრაციის არ აკრძალვის ფაქტი
უტოლდებოდა საქონლის თავისუფალი გადაადგილების
შეზღუდვას. სასამართლომ ასევე იმსჯელა საკითხზე, აკრძალვის
დაუდგენლობა შეიძლებოდა თუ არა ობიექტურად
გამართლებულიყო. მან მიიჩნია, რომ დემონსტრაციის
კონკრეტული მიზნები არარელევანტური იყო
ევროთანამეგობრობის ხელშეკრულების საფუძველზე წევრი
სახელწიფოს პასუხისმგებლობის დასადგენად; ეროვნული
ორგანოების მიერ გათვალისწინებულთაგან ერთადერთი მიზანი
იყო რელევანტური, კერძოდ კი გამოხატვისა და შეკრების
თავისუფლებაზე ძირითადი უფლებების პატივისცემა. როგორც
ევროთანამეგობრობის ხელშეკრულების ერთერთი ძირითადი
პრინციპი, საქონლის თავისუფალი გადაადგილება, ისე კოვენციის
მე-10 და მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლებები შეიძლება
დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს საჯარო ინტერესთან
დაკავშირებული მოთხოვნების გადასალახად. შესაფასებელი
დარჩა, ავსტრიის მიერ დაშვებული შეზღუდვები საქონლის
თავისუფალ გადაადგილებაზე იყო თუ არა დასახული
ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.
75. აღნიშნულთან მიმართებით ECJ-იმ აღნიშნა, რომ საქმე
შმიდბერგერი (Schmidberger) შეიძლება გაიმიჯნოს საქმისგან
კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ (Commission v. France) იმით,
რომ: (a) დემონსტრანტებმა მოითხოვეს ნებართვა; (b) საქონლის
თავისუფალ გადაადგილებაზე დაბრკოლება გეოგრაფიულად
შეზღუდული იყო; (c) დემონსტრანტთა მიზანს არ წარმოადგენდა
კონკრეტული სახის ან კონკრეტული წარმომავლობის საქონლის
ვაჭრობის შეზღუდვა; (d) კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა
სხვადასხვა ადმინისტრაციული და მხარდამჭერი ღონისძიებები
(ცნობადობის გაზრდის კამპანია, სხვადასხვა ალტერნატიული
გზების მითითება, დემონსტრაციის ჩატარების ადგილზე
უსაფრთხოების ღონისძიებები) გაატარეს საგზაო მოძრაობის
28 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

შეფერხების მაქსიმალურად შესამცირებლად; და (e) დემონსტაციას


არ გამოუწვევია დაუცველობის ზოგადი კლიმატი, რასაც
მთლიანობაში თანამეგობრობის შიდა სავაჭრო ნაკადების
შემაფერხებელი ეფექტი ექნებოდა. ამ გარემოებებში ავსტრია
უფლებამოსილი იყო მიეჩნია, რომ დემონსტრაციაზე სრული
აკრძალვა წარმოადგენდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში
მიუღებელ ჩარევას და უფრო მკაცრი პირობები დემონსტრაციის
ადგილთან და/ან ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მიჩნეული
იქნებოდა გადამეტებულ შეზღუდვებად. აღნიშნულთან
მიმართებით ECJ-იმ შემდეგი განაცხადა (გადაწყვეტილების 90-92
პარაგრაფები):
“90 .... მართალია კომპეტენტურმა ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა
ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ საჯარო საავტომობილო მაგისტრალზე
დემონტრაციის თავისუფალი გადაადგილებით გამოწვეული გარდაუვალი
შედეგების მაქსიმალურად შეზღუდვისთვის, მათ ეს ინტერესი ასევე უნდა
დააბალანსონ დემონსტრანტების ინტერესთან, რომლებიც იღწვიან მათი
მიზნისკენ საზოგადოების ყურადღების მიქცევისკენ.
91 ამგვარ ქმედებას ყოველთვის თან სდევს დაბრკოლებები არამონაწილე
პირებისთვის, კერძოდ კი თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით,
თუმცა ამ დაბრკოლებების მიმართ შესაძლოა მიმღებლობა იყოს იმ
შემთხვევაში თუკი დასახულ მიზანს თავისი არსით წარმოადგენს აზრის
დემონსტრირება საჯაროდ და კანონიერად.
92 აღნიშნულთან მიმართებით ავსტრიის რესპუბლიკა აცხადებს, რომ
ყველა სხვა დასაშვები ალტერნატიული ქმედებები შესაძლოა გამხდარიყო
იმგვარი რეაქციის გამომწვევი, რომლის კონტროლიც გართულდებოდა და
სავარაუდოდ გამოიწვევდა თანამეგობრობის შიდა ვაჭრობისა და
საზოგადოებრივი წესრიგის უფრო მძიმე შეფერხებას, როგორიცაა
მაგალითად არასანქცირებული დემონსტრაციები, დემონსტრაციის
ორგანიზატორი ჯგუფის მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის
დაპირისპირება ან დემონსტრანტების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ
მათი უფლებებით სარგებლობა ირღვევა, ძალადობრივ ქმედებებს.”

76. ECJ-იმ დაასკვნა, რომ (იხილეთ გადაწყვეტილების 94-ე


პარაგრაფი) “ის ფაქტი, რომ წევრ სახელმწიფოთა სახელმწიფო
ორგანოებს არ აუკრძალიათ დემონსტრაცია ძირითად საქმესთან
დაკავშირებულ პირობებში, არ იყო [ევროთანამეგობრობის]
ხელშეკრულების 30-ე და 34-ე მუხლებთან, მე-5 მუხლთან
ერთობლიობაში, შეუსაბამო.”
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 29

B. საბჭოს რეგულაცია (EC) No 2679/98

77. ევროკავშირის საბჭოს 1998 წლის 7 დეკემბრის “წევრ


ქვეყნებს შორის საქონლის თავისუფალ მოძრაობასთან
მიმართებით შიდა ბაზრის ფუნქციონირების შესახებ”
რეგულაციის (EC) No 2679/98 მე-2 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“ეს რეგულაცია არ შეიძლება განიმარტოს წევრი ქვეყნების
მიერ აღიარებული ძირითადი უფლებების რაიმე ფორმით
შემლახავად, მათ შორის გაფიცვის თავისუფლების უფლებისა.
ეს უფლებები შეიძლება ასევე მოიცავდეს უფლებას ან
თავისუფლებას ქმედებაზე, რაც ექცევა წევრი სახელმწიფოს
ინდუსტრიული ურთიერთობების სისტემაში.”

IV. შედარებითი სამართალი

78. სასამართლომ შეისწავლა რეგულაციები, რომლებიც


ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებების სახალხო
დემონსტრაციების კონტექსტში ავტოსაგზაო მოძრაობის
შესაფერხებლად გამოყენებაზე ევროპის საბჭოს 35 წევრ
სახელმწიფოში, კერძოდ კი ალბანეთში, ავსტრიაში, აზერბაიჯანში,
ბელგიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, ხორვატიაში,
კვიპროსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესტონეთში, ფინეთში,
საფრანგეთში, საქართველოში, გერმანიაში, საბერძნეთში,
უნგრეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტეინში,
ლუქსემბურგში, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის
რესპუბლიკაში, მოლდავეთში, მონტენეგროში, პოლონეთში,
პორტუგალიაში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთში,
სლოვენიაში, შვეიცარიაში, თურქეთში, უკრაინასა და
გაერთიანებულ სამეფოში.
79. ეს შედარებითსამართლებრივი კვლევა აჩვენებს, რომ
მართალია სახალხო დემონსტრაციისას სატრანსპორტო
საშუალებების გამოყენება კონკრეტულად არ რეგულირდება წევრ
სახელმწიფოებში, საავტომობილო მაგისტრალებზე
ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება სატრანსპორტო თუ
სხვა საშუალებით სისხლისსამართლებრივად დასჯადია შემდეგ
ათ ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელგია, საფრანგეთი, საბერძნეთი,
ირლანდია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, თურქეთი და
გაერთიანებული სამეფო. მსჯავრდების შემთხვევაში, დამნაშავედ
30 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

ცნობილ პირს შესაძლოა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა


სხვადასხვა ვადით (მინიმუმ სამი თვით საბერძნეთში, ერთ
წლამდე ვადით იტალიაში, ორი წლით საფრანგეთსა და
რუმინეთში, სამი წლით აზერბაიჯანსა და თურქეთში, ხუთი
წლით პორტუგალიაში, ათი წლით ბელგიაში) ან ჯარიმით
(ირლანდია და გაერთიანებული სამეფო).
80. მთელ რიგ ქვეყნებში დადგენილია სისხლის სამართლის
სანქციები, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა დამამძიმებელ
გარემოებებში, როდესაც საგზაო მოძრაობის შეფერხებას მძიმე
შედეგები მოყვა, როგორიცაა ქონების დაზიანება ან ზიანის
მიყენება სიცოცხლისა და ადამიანის ფიზიკური
ხელშეუხებლობისთვის (მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკა,
საქართველო, უნგრეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის
რესპუბლიკა, მოლდავეთი, რუსეთი, შვეიცარია და უკრაინა), ან
თუ ეს მოიცავს გარკვეული სახის მიუღებელ ქცევას, როგორიცაა
დაშინება ან ძალის გამოყენება (ესტონეთი და სლოვაკეთი),
შეკრების სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევა (კვიპროსი), ან
პოლიციის განკარგულებების დაუმორჩილებლობა ან
წინააღდეგობა (ავსტრია). გერმანიაში არსებობს სასამართლოთა
დადგენილი პრეცედენტული სამართალი, რომლითაც სახალხო
დემონსტრაციის მიმდინარეობისას გზების სატრანსპორტო
საშუალებით გადაკეტვაზე ვრცელდება ზეწოლის დანაშაული.
81. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების ან საჯარო
შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევით საავტომობილო
მოძრაობის შეფერხებისთვის არასისხლისსამართლებრივი
სასჯელებია გათვალისწინებული ბოსნია-ჰერცოგოვინის,
ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის,
მოლდავეთის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, რუსეთის, სერბეთის,
სლოვაკეთისა და შვეიცარიის კანონმდებლობით, რომლითაც
ამგვარი დარღვევები წარმოადგენს წვრილმან დარღვევებს ან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ისჯება ჯარიმით.
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 31

კანონმდებლობა

I. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა

82. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათი სისხლის


სამართლებრივი მსჯავრდებით დაირღვა კონვენციის მე-10 და მე-
11 მუხლით გარანტირებული მათი უფლებები გამოხატვის
თავისუფლებაზე და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე.
ამ ნორმების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:

მუხლი 10
“1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს
პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს
ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და
სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ...
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია
შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება
დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს,
რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ
დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით,
სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული
ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო
ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად.”

მუხლი 11
“1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა...
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა
განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც
გათავისუფლებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის
აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და
თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს,
დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე
შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის
წარმომადგენლების მიმართ.”

83. მოპასუხე ხელისუფლება არ დაეთანხმა მათ საჩივარს.


84. სასამართლომ პირველ ყოვლისა დაადგინა, რომ დიდი
პალატისთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში
განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს
32 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

წარმომადგენელი, რომელმაც ხელი მოაწერა გადამისამართების


მოთხოვნას, ვერ იქნებოდა მიჩნეული მიუკერძოებლად, რადგანაც
ის იყო საპარლამენტო მაკონტროლებელი, რომელმაც 2004 წელს
განიხილა ფერმერთა საჩივარი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის
მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, მათ არ
მიუთითეს კონვენციის ან სასამართლოს რეგლამენტის
კონკრეტულ ნორმაზე, არც კონკრეტულ ფაქტსა ან გარემოებაზე
მიანიშნეს, რაც ხარვეზად მიიჩნეოდა [რეგლამენტის] შემდეგი
მუხლების მიზნებისთვის მუხლი 44A (სასამართლოსთან
თანამშრომლობის ვალდებულება), მუხლი 44B (სასამართლოს
განკარგულების შეუსრულებლობა), მუხლი 44C (ეფექტიანი
მონაწილეობის ვალდებულების შეუსრულებლობა) ან მუხლი 44D
(მხარეთა არასათანადო წერილობითი მოსაზრებები) ან რომელიც
კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხუთი მოსამართლის პანელის წინაშე
საქმისწარმოებას, რომელიც შეისწავლის მოპასუხე ხელისუფლების
მოთხოვნას. ნებისმიერ შემთხვევაში, 43.3 მუხლის შესაბამისად,
თუკი პანელი “მიიღებს მოთხოვნას, დიდმა პალატამ საქმე უნდა
გადაწყვიტოს გადაწყვეტილებით” (ხაზგასმა დამატებულია), არ
იყო წინასწარ გათვალისწინებული, რომ პანელის გადაწყვეტილება
არ არის საბოლოო და შესაძლოა გახდეს გასაჩივრების საგანი.
შესაბამისად სასამართლოს არ აქვს საფუძველი, განიხილოს ეს
საკითხი.
85. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იგივე ფაქტებთან
მიმართებით განმცხადებელმა მიუთითა კონვენციის ორ
დამოუკიდებელ ნორმაზე: კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებზე.
სასამართლოს აზრით წინამდებარე საქმეზე არსებული
გარემოებების გათვალისწინებით მე-10 მუხლი მიიჩნევა
როგორც lex generalis მე-11 მუხლთან მიმართებით, რომელიც
თავის მხრივ არის lex specialis (იხილეთ ეზელინი საფრანგეთის
წინააღმდეგ (Ezelin v. France), 26 აპრილი, 1991, § 35, სერია A #202).
განმცხადებლის საჩივრის საკვანძო საკითხს წარმოადგენს ის, რომ
მათი მსჯავრდება მოხდა მშვიდობიანი შეკრების გამართვისთვის.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლების
საჩივარი განხილულ უნდა იქნას მხოლოდ მე-11 მუხლთან
მიმართებით (იხილეთ შვაბე და M.G. გერმანიის წინააღმდეგ
(Schwabe and M.G. v. Germany), #8080/08 და #8577/08, § 101, ECHR
2011-VI (ამონარიდები); იხილეთ ასევე, mutatis mutandis,
გალსტიანი სომხეთის წინააღმდეგ (Galstyan v. Armenia), #26986/03,
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 33

§§ 95-96, 15 ნოემბერი, 2007; და პრიმოვი და სხვები რუსეთის


წინააღმდეგ (Primov and Others v. Russia), # 17391/06, § 91,
12 ივნისი, 2014).
86. იმავდროულად, მიუხედავად მისი ავტონომიურობისა და
მოქმედების კონკრეტული სფეროსი, მე-11 მუხლი ასევე
განხილულ უნდა იქნას მე-10 მუხლის ჭრილში, სადაც შეკრების
თავისუფლებით სარგებლობა პირადი მოსაზრების გამოხატვაა
(იხილეთ ეზელინი (Ezelin), ციტირება მაღლა, § 37;
თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტია (ÖZDEP) თურქეთის
წინააღმდეგ (Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey) [GC],
# 23885/94, § 37, ECHR 1999-VIII; ფაბერი უნგრეთის წინააღმდეგ
(Fáber v. Hungary), # 40721/08, § 41, 24 ივლისი, 2012; და ნემცოვი
რუსეთის წინააღმდეგ (Nemtsov v. Russia), #1774/11, § 62, 31 ივლისი,
2014), ისევე როგორც საჯარო დებატებისთვის და პროტესტის
ღიად დასაფიქსირებლად ფორუმის უზრუნველყოფა (იხილეთ ევა
მოლნარი უნგრეთის წიანაღმდეგ (Éva Molnár v. Hungary), #
10346/05, § 42, 7 ოქტომბერი, 2008).

A. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას


ქონდა თუ არა ადგილი

1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები

(a) განმცხადებლები

87. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათი მსჯავრდება


უტოლდება მშვიდობიანი დემონსტრაციის ორგანიზებისა და
მასში მონაწილეობის უფლებაში ჩარევას.

(b) მოპასუხე ხელისუფლება

88. მოპასუხე სახელმწიფომ პალატას განუცხადა, რომ


განმცხადებლის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე
უფლებაში არანაირ ჩარევას არ ქონდა ადგილი. მათ დაადგინეს,
რომ განმცხადებლებზე და სხვა მონაწილეებზე გაცემული იყო
მშვიდობიანი შეხვედრების ორგანიზების ნებართვა. მათ
ისარგებლეს ამ უფლებით და არავინ დასჯილა ამისთვის.
განმცხადებლები არ დასჯილან შეკრების თავისუფლებაზე
უფლებით სარგებლობისთვის, არამედ აჯანყების მოწყობის
შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევისთვის.
34 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

89. თუმცა, დიდი პალატის წინაშე წარდგენილ წერილობით


მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მათ
სადავოდ არ გაუხდიათ, რომ განმცხადებლის თავისუფალი
შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას ქონდა ადგილი.

2. პალატის გადაწყვეტილება
90. პალატამ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ნება
დართეს ესარგებლათ თავისუფალი შეკრების უფლებით,
განმცხადებლებს მსჯავრი დაედოთ შეკრების მიმდინარეობისას
მათ ქმედებებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, რაც არ
მოიცავდა რაიმე სახის ძალადობას, ამ ფაქტით მოხდა ჩარევა მათ
მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში (იხილეთ პალატის
გადაწყვეტილების 67-ე პარაგრაფი).

3. დიდი პალატის შეფასება

(a) კონვენციის მე-11 მუხლის მოქმედების გავრცელებადობა

91. სასამართლომ პირველ ყოვლისა უნდა დაადგინოს,


წინამდებარე საქმესთან დაკავშირებული ფაქტები ექცევა თუ არა
კონვენციის მე-11 მუხლის მოქმედების სფეროში. ის კვლავ
განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლებაზე უფლება ძირითადი
უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და გამოხატვის
თავისუფლებაზე უფლების მსგავსად, საზოგადოების ერთერთ
საძირკველს წარმოადგენს. შესაბამისად ის არ უნდა განიმარტოს
შემზღუდავად (იხილეთ ტარანენკო რუსეთის წინააღმდეგ
(Taranenko v. Russia), # 19554/05, § 65, 15 მაისი, 2014). ეს უფლება
მოიცავს როგორც პირადი ხასიათის შეხვედრებს, ისე შეხვედრებს
საჯარო ადგილებში, სტატიკურად თუ მოძრაობაში; ამასთან, ამ
უფლებით სარგებლობა დასაშვებია ცალკეული მონაწილეების
მიერ და ამ შეკრების ორგანიზატორი პირების მიერ (იხილეთ
დიავიტ ანი თურქეთის წინააღმდეგ (Djavit An v. Turkey),
# 20652/92, § 56, ECHR 2003-III; ზილიბერგეტი მოლდავეთის
წინააღმდეგ (Ziliberberg v. Moldova) (გადაწყვეტილება), #61821/00, 4
მაისი, 2004; და ბარაკო საფრანგეთის წინააღმდეგ (Barraco v.
France), # 31684/05, § 41, 5 მარტი, 2009).
92. კონვენციის მე-11 მუხლი იცავს მხოლოდ “მშვიდობიანი
შეკრების” უფლებას, ცნება, რომელიც არ ვრცელდება
დემონსტრაციაზე, რომლის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს
ძალადობრივი განზრახვები გააჩნიათ (იხილეთ სტანკოვი და
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 35

“გაერთიანებული მაკედონური ორგანიზაცია ილინდენი”


ბულგარეთის წინააღდეგ (Stankov and the United Macedonian
Organization Ilinden v. Bulgaria), #29221/95 და #29225/95, § 77, ECHR
2001-IX). შესაბამისად, მე-11 მუხლით გათვალისწინებული
გარანტიები ვრცელდება ყველა სახის შეკრებაზე, გარდა
შეკრებებისა, რომელთა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს
ამგვარი განზრახვები ამოძრავებთ, ძალადობენ ან სხვაგვარად
უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს (იხილეთ
სერგეი კუზნეცოვი რუსეთის წინააღმდეგ (Sergey Kuznetsov
v. Russia), # 10877/04, § 45, 23 ოქტომბერი 2008; ალეკსეევი რუსეთის
წინააღმდეგ (Alekseyev v. Russia), # 4916/07, #25924/08 და #14599/09,
§ 80, 21 ოქტომბერი, 2010 წელი; ფაბერი (Fáber), ციტირება მაღლა, §
37; გიუნი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Gün and Others
v. Turkey), # 8029/07, § 49, 18 ივნისი, 2013; და ტარანენკო
(Taranenko), ციტირება მაღლა, § 66).
93. წინამდებარე საქმეზე ლიტვის სასამართლოებმა დაადგინეს,
რომ ზოგიერთმა ფერმერმა გამოიყენა სატრანსპორტო
საშუალებები, განსაკუთრებით კი ტრაქტორები, საავტომობილო
გზის გადასაკეტად. ამას სადავოდ არ ხდიდნენ განმცხადებლები.
თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოუყენებიათ
პოლიციის ოფიცრებისთვის ან საზოგადოების სხვა
წარმომადგენლებისთვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებსა და სატვირთო
ავტომობილების მძღოლებს შორის შეკამათებებს ქონდა ადგილი,
უფრო მძიმე დაპირისპირებები თავიდან იქნა აცილებული
(იხილეთ 28-ე პარაგრაფი მაღლა). უფრო მეტიც, არც
განმცხადებლების და არც სხვა ფერმერების მიმართ ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოებს არ განუცხადებიათ პრეტენზია
ძალადობის ან ძალადობის რაიმე განზრახვის ქონის გამო.
94. აღნიშულთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ცალკეული
პირი არ წყვეტს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე უფლებას
სპორადული ძალადობის ან სხვა დასჯადი ქმედებების გამო,
რომლებიც დემონსტაციის მიმდინარეობისას სხვებმა ჩაიდინეს,
თუკი ეს პირი თავისი განზრახვის გამოხატვისას ან ქცევისას
სიმშვიდეს ინარჩუნებს (იხილეთ ზილიბერგერი (Ziliberberg),
ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება). ძალადობრივი
განზრახვების მქონე პირების შესაძლებლობა, და არა
ორგანიზატორი გაერთიანების წევრებისა, შეუერთდნენ
36 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

დემონსტრაციას, ვერ ჩამოართმევს [სხვებს] ამ უფლებას (იხილეთ


პრიმოვი და სხვები (Primov and Others), ციტირება მაღლა, § 155).
მაშინაც კი, თუკი არსებობს რეალური რისკი, რომ საჯარო
დემონსტრაცია შესაძლოა გადაიზარდოს არეულობაში
ორგანიზატორთა კონტროლს მიღმა დარჩენილი მოვლენების
შედეგად, ამგვარი დემონსტრაცია არ ექცევა 11.1 მუხლის
მოქმედების ფარგლებს გარეთ და აღნიშნულზე რაიმე სახის
შეზღუდვის დაწესება შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მუხლის
მეორე ნაწილით დადგენილ პირობებთან (იხილეთ შვაბე და მ.გ.
(Schwabe and M.G.), ციტირება მაღლა, § 103, და ტარანენკო
(Taranenko), ციტირება მაღლა, § 66).
95. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ფერმერებს ნება დაერთოთ
ჩაეტარებინათ მშვიდობიანი შეკრება და გამოეფინათ სასოფლო-
სამეურნეო ტექნიკა. ამ შეკრებას გააჩნდა პოლიტიკური მიზანი და
გამიზნული იყო პოლიტიკური იდეის გამოხატვისთვის, კერძოდ
კი ხელისუფლების პოლიტიკის გასაკრიტიკებლად და სოფლის
მეურნეობის სფეროში სუბსიდიების მისაღებად.
96. დემონსტრაციები გაიმართა ამისთვის გამოყოფილ სივრცეში
2003 წლის 19-დან 21 მაისის ჩათვლით (19-20 პარაგრაფები მაღლა).
უკანასკნელ დღეს ფერმერებმა გადაინაცვლეს საავტომობილო
მაგისტრალზე და ტრაქტორები გააჩერეს იქ, რითაც ჩაკეტეს
ქვეყნის სამი ძირითადი გზა და გადააჭარბეს ლიტვის სახელმწიფო
ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებს.
97. თუმცა, განმცხადებლების მსჯავრდება არ უკავშირდებოდა
რაიმე სახით ძალადობაში მონაწილეობას ან ძალადობის
წახალისებას, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას,
გზების გადაკეტვის შედეგად. სასამართლო ასევე ადგენს, რომ
წინამდებარე საქმეზე საგზაო მოძრაობის შეფერხება ვერ მიიჩნევა
საჯარო ადგილზე შეხვედრის გვერდით მოვლენად, არამედ
ფერმერთა განზრახი ქმედების შედეგად, რომელთაც სურდათ
სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემებისკენ
ყურადღების მიპყრობა და ხელისუფლების იძულება, გაეზიარებია
მათი მოთხოვნები (იხილეთ ასევე სასამართლოს მიერ
წარმოდგენილი არგუმენტები 169-175 პარაგრაფებში დაბლა).
სასამართლოს აზრით, მართალია თანამედროვე საზოგადოებებში
შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კონტექსტში ეს არ არის
უჩვეულო, ავტოსაგზაო მოძრაობისა და ცხოვრების ჩვეული
რიტმის მიზანმიმართულად შემაფერხებელი ფიზიკური
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 37

მოქმედება, სხვათა მიერ განხორციელებული ქმედებების


მნიშვნელოვნად დასაზიანებლად, არ წარმოადგენს კონვენციის მე-
11 მუხლით დაცული თავისუფლების არსებით ნაწილს (იხილეთ
მაგალითად, ბარაკო (Barraco), ციტირება მაღლა, § 39, სადაც
განმცხადებლის მსჯავრდება საავტომობილო მოძრაობის
შემანელებელი ოპერაციისთვის, რაც გამოიხატებოდა
საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე ზოლზე სატრანსპორტო
საშუალებების ბარიკადის გაგორებაში, უკან მიდევნებული
ტრანსპორტის მოძრაობის შესანელებლად, მე-11 მუხლით
გათვალისწინებული უფლებებში ჩარევად იქნა მიჩნეული;
იხილეთ ასევე ლუკასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(Lucas v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), #39013/02, 18
მარტი, 2003, დემონსტრაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც
საჯარო გზები გადაიკეტა ატომური წყალქვეშა ნავის შენარჩუნების
წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და რომელიც მიჩნეულ იქნა მე-11
მუხლის პირობებით გათვალისწინებულად; სთილი და სხვები
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Steel and Others v. the United
Kingdom), 23 სექტემბერი, 1998, § 92, გადაწყვეტილებათა და
განჩინებათა ანგარიშები 1998-VII, რომელზეც სასამართლომ
მიიჩნია, რომ მოქმედებათა ფიზიკური შეფერხება, შენელებული
მოძრაობა და ნაგებობა საავტომობილო გზაზე, რომელთაც
პირველი და მეორე განმცხადებელი უარყოფდნენ, წარმოადგენდა
აზრის გამოხატვას მე-10 მუხლის მნიშვნელობისთვის; და დრიმანი
და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ (Drieman and Others v. Norway)
(გადაწყვეტილება), # 33678/96, 4 მაისი, 2000, რომელზეც
სასამართლომ გაიზიარა ვარაუდი, რომ “გრინფისის” (Greenpeace)
აქტივისტებს, რომელთაც ხომალდის იმგვარი მანევრირება
მოახდინეს, რომ შეაფერხეს ვეშაპებზე ნადირობა, შეეძლოთ
დაყრდნობოდნენ მე-10 და მე-11 მუხლებს). ამ ვითარებას
შესაძლოა ზეგავლენა ქონოდა “აუცილებლობის” შეფასებაზე მე-11
მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
98. მიუხედავად ამისა სასამართლო არ მიიჩნევს, რომ
დემონსტრანტების სადავო ქცევა, რისთვისაც განმცხადებლებს
პასუხისმგებლობა დააკისრეს, იმგვარი ბუნებისა და ხარისხის იყო,
რომ დემონსტრაციაში მათ მონაწილეობას გამორიცხავდა
კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მშვიდობიანი
შეკრების თავისუფლების უფლების დაცვის სფეროდან.
სასამართლო ასევე აღიშნავს, რომ კაუნასის რეგიონულმა
38 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

სასამართლომ გაიზიარა, რომ განმცხადებლები სარგებლობდნენ


კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის
თავისუფლებაზე უფლებით (იხილეთ 53-ე პარაგრაფი მაღლა) და
მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითება, რომ განმცხადებლებმა
შეარყიეს დემოკრატიული საზოგადოების საძირკვლები.
99. ეს საკმარისია სასამართლოსთვის დასკვნის გასაკეთებლად,
რომ განმცხადებლები უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მე-11
მუხლით გათვალისწინებული გარანტიებით, რომლის მოქმედებაც
ვრცელდება წინამდებარე საქმეზე.

(b) ჩარევის არსებობა

100. მეორე საკითხად სასამართლო დაადგენს განხორციელდა


თუ არა ჩარევა განმცხადებლის უფლებაში შეკრების
თავისუფლებაზე. ის კვლავ განმარტავს, რომ არ არის აუცილებელი
ჩარევა უტოლდებოდეს სრულ აკრძალვას, სამართლებრივს თუ დე
ფაქტოს, თუმცა შესაძლოა გამოიხატოს სახელმწიფო ორგანოების
სხვა მრავალ ღონისძიებაში. ტერმინი “შეზღუდვა” 11.2 მუხლში
უნდა განიმარტოს როგორც შეკრებამდე ისე შეკრების
მიმდინარეობისას განხორციელებული ღონისძიებები და ისეთი
ღონისძიებები, როგორიცაა შეკრების შემდგომ გატარებული
სადამსჯელო ღონისძებები (იხილეთ ეზელინი (Ezelin), ციტირება
მაღლა, § 39; კასპაროვი და სხვები რუსეთის წინააღდეგ (Kasparov
and Others v. Russia), #21613/07, § 84, 3 ოქტომბერი, 2013; პრიმოვი
და სხვები (Primov and Others), ციტირება მაღლა, § 93; და ნემცოვი
(Nemtsov), ციტირება მაღლა, § 73). მაგალითად, წინასწარ
აკრძალვას შესაძლოა ქონდეს დამაშინებელი ეფექტი პირებზე,
რომელთაც განზრახული ქონდათ დემონსტრაციაში მონაწილეობა
და შესაბამისად უტოლდებოდეს ჩარევას, მაშინაც კი თუ ამის
შემდგომ დემონსტრაცია ჩატარდება სახელმწიფო ორგანოების
მხრიდან ჩარევის გარეშე. შეხვედრაზე დასწრების მიზნით
მგზავრობაზე პირისთვის უარი ასევე ჩარევას უტოლდება. ასევეა
დემონსტრაციის მიმდინარეობისას სახელმწიფო ორგანოების მიერ
გატარებულ ზომებთან დაკავშირებით, როგორიცაა
დემონსტრაციის დაშლა ან მონაწილეთა დაპატიმრება და
დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის სასჯელების დაკისრება
(იხილეთ კასპაროვი და სხვები (Kasparov and Others), ციტირება
მაღლა, § 84, სხვა წყაროებზე მითითებით).
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 39

101. სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეზე


განმცხადებლებს ნება დაერთოთ შეუფერხებლად ესარგებლათ
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით არა მხოლოდ
ნებადართულ ტერიტორიაზე, არამედ ასევე დემონსტრაციამ
გადაინაცვლა საზოგადოებრივ ავტომაგისტრალზე, მათთვის
მინიჭებული ნებართვის ფარგლების გადამეტებით. მართლაც,
მაშინაც კი, როდესაც დემონსტრანტებმა მიმართეს გზების
გადაკეტვას, პოლიციას არ დაუშლია მათი შეკრება. თუმცა,
განმცხადებლებს მსჯავრი დაედოთ ორგანიზაციაში მათი როლისა
და დემონსტრაციის ბოლო ეტაპზე გზების გადაკეტვისთვის.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, აღნიშნულთან მიმართებით მათი
ქცევა, მართალია მიუღებელი იყო, მაგრამ არ ატარებდა
ძალადობრივ ხასიათს. შესაბამისად სასამართლო მზად არის
გაიზიაროს, რომ განმცხადებლების მსჯავრდება დემონსტრაციაში
მათი მონაწილეობისთვის უტოლდებოდა მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლებაზე უფლებაში ჩარევას. აღნიშნულთან მიმართებით
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მოპასუხე სახელმწიფოს დიდი
პალატის წინაშე სადავო აღარ გაუხდია ჩარევის არსებობა (იხილეთ
89-ე პარაგრაფი მაღლა).
102. ამგვარი ჩარევა მე-11 მუხლის დარღვევას წარმოადგენს
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს “გაწერილია კანონით”,
ემსახურება ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს მე-2 ნაწილის
შესაბამისად და “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში”
სადავო მიზნის ან მიზნების მისაღწევად (სხვა წყაროებთან ერთად
იხილეთ, ვიერენცოვი უკრაინის წინააღმდეგ (Vyerentsov
v. Ukraine), #20372/11, § 51, 11 აპრილი, 2013, და ნემცოვი (Nemtsov),
ციტირება მაღლა, § 72).

B. ჩარევა “გათვალისწინებული იყო თუ არა კანონით”

1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები

(a) განმცხადებლები

103. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ სისხლის სამართლის


კოდექსის 283.1 მუხლის საფუძველზე მათი მსჯავრდება (იხილეთ
62-ე პარაგრაფი მაღლა) არ იყო “კანონით გათვალისწინებული”.
კერძოდ კი, ამ მუხლით განსაზღვრული “საზოგადოებრივი
წესრიგის მძიმე დარღვევის” ცნება არ იყო მკაფიოდ გაწერილი და
შესაბამისად ლეგიტიმურად ვერ იქნებოდა მიჩნეული
40 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

განსახილველი დანაშაულის დამახასიათებელ ნიშნად. ბ.მ. და ა.კ.


ირწმუნებოდნენ, რომ მათი მსჯავრდება და სასჯელის შეფარდება
არ მომხდარა კანონის შესაბამისად, არამედ ფერმერთა შეხვედრაზე
მოსაზრებების გამოხატვისთვის და მშვიდობიანი დემონსტრაციის
მიმდინარეობისას ამ მოსაზრებების დაცვისთვის. დანაჩენი სამი
განმცხადებელი, ვ.მ., კ.მ. და ა.პ. ამტკიცებდნენ, რომ მათი
მსჯავრდება მოხდა მხოლოდ ავტომაგისტრალზე ტრაქტორების
გაყვანისა და გაჩერებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს
მაგისტრალი უკვე გადაკეტილი იყო პოლიციისა და ფერმერების
მიერ. შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება
უკიდურესი ზომა იყო და მათი ქმედებები უნდა მიჩნეულიყო
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 124-ე და 131-ე მუხლების
შესაბამისად (იხილეთ 66-ე პარაგრაფი მაღლა), როგორც ეს
განხორციელდა ფერმერ ა.დ.-ს შემთხვევაში (იხილეთ 49-ე
პარაგრაფი მაღლა).
104. განმცხადებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოპასუხე
სახელმწიფომ მაგალითად მოიყვანა “აჯანყება”, რომელსაც
ადგილი ქონდა პარლამენტის შენობასთან (იხილეთ 191-ე
პარაგრაფი მაღლა). თუმცა იმ საქმეზე, წინამდებარე საქმისგან
განსხვავებით, დემონსტრანტებმა მიმართეს ძალადობას,
გაანადგურეს საკუთრება და წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას,
მიაყნეს რა მათ ფიზიკური და მორალური ზიანი. საპირისპიროდ
აღნიშნულისა, განმცხადებლების განზრახვა არ იყო ძალის
გამოყენება ან ზიანის მიყენება, არამედ ლიტველი ფერმერების
სოციალური და ფინანსური საჭიროებების დემონსტრირება.

(b) მოპასუხე ხელისუფლება

105. მოპასუხე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განმცხადებლის


მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე უფლებაში ნებისმიერი
სახის შესაძლო ჩარევის საფუძვლები კანონმდებლობაში
არსებობდა. განმცხადებლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლის საფუძველზე, რომლითაც
დადგენილი იყო სასჯელი საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე
დარღვევებისთვის. [ადამიანის უფლებათა ევროპული]
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით, საქმეზე
გალსტიანი (Galstyan) (ციტირება მაღლა, § 107) და
საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 41

დანაშაულების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მოპასუხე


სახელმწიფო მიიჩნევდა, რომ ეროვნული სამართლებრივი ნორმა
საკმარისი სიცხადით იყო გაწერილი (იხილეთ ასევე მოპასუხე
სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-7 მუხლთან მიმართებით
წარმოდგენილი არგუმენტები, 188-191 პარაგრაფები დაბლა).
106. მოპასუხე ხელისუფლება ასევე არ დაეთანხმა
დაუაბუთებლობის საფუძვლით განმცხადებლის არგუმენტს იმის
თაობაზე, რომ მათი ქმედებები უნდა დაკვალიფიცირებულიყო
ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებად. სასოფლო-
სამეურნეო სატრანსპორტო საშუალებების საზოგადოებრივ
ავტომაგისტრალზე გადაყვანა და აკრძალულ ადგილებში მათი
დატოვება შეიძლება ჰიპოთეთურად დაკვალიფიცირებულიყო
განმცხადებლების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 124 1 და 131-ე
მუხლებით (იხილეთ 66-ე პარაგრაფი მაღლა). თუმცა ამ ნორმებით
დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლები
არ მოიცავდა განმცხადებლების ქმედებებს წინამდებარე საქმეზე.
პირველი, განმცხადებლები მოქმედებდნენ როგორც ადამიანთა
ჯგუფის ნაწილი. მეორე, ტრაქტორები არა მხოლოდ აიყვანეს
მაგისტრალზე და დატოვეს უყურადღებოდ, არამედ ისინი ასევე
გამოიყენეს მაგისტრალის ბლოკირებისთვის, რითაც საფრთხე
შეუქმნეს სხვათა უფლებებს და სახელმწიფო ორგანოების
ნორმალურ ფუნქციონირებას. და ბოლოს, მიღწეულ იქნა
კონკრეტული მიზანი, გზის გადაკეტვა. შესაბამისად,
განმცხადებლების განზრახვას წარმოადგენდა საზოგადოებრივი
წესრიგის მძიმე დარღვევის ჩადენა და არა უბრალოდ
სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერების წესების დარღვევა.

2. პალატის გადაწყვეტილება
107. პალატამ განავითარა ვარაუდი, რომ ჩარევა
“გათვალისწინებული იყო კანონით” კონვენციის 11.2 მუხლის
მნიშვნელობით (იხილეთ პალატის გადაწყვეტილების 79-ე
პარაგრაფი).

3. დიდი პალატის შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

108. სასამართლო საკუთარ პრეცედენტულ სამართალში


აღნიშნულთან მიმართებით კვლავ განმარტავს, რომ ცნებები
42 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

“კანონით გათვალისწინებული” და “კანონმდებლობის


შესაბამისად”, კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებში არა მხოლოდ
აწესებს მოთხოვნას, რომ გატარებულ ზომებს სამართლებრივი
საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა გააჩნდეს, არამედ
ასევე უთითებს განსახილველი კანონმდებლობის ხარისხზე,
რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი პირისთვის და
განჭვრეტადი შედეგების თვალსაზრისით (სხვა წყაროებთან
ერთად იხილეთ, როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Rotaru
v. Romania) [დიდი პალატა], # 28341/95, § 52, ECHR 2000-V; VgT
Verein gegen Tierfabriken შვეიცარიის წინააღმდეგ (VgT Verein gegen
Tierfabriken v. Switzerland), # 24699/94, § 52, ECHR 2001-VI; გავეიდა
პოლონეთის წინააღმდეგ (Gawęda v. Poland), # 26229/95, § 39, ECHR
2002-II; მაესტრი იტალიის წინააღმდეგ (Maestri v. Italy) [დიდი
პალატა], #39748/98, § 30, ECHR 2004-I; ვიერენცოვი (Vyerentsov),
ციტირება მაღლა, § 52; გორზელიკი და სხვები პოლონეთის
წინააღმდეგ (Gorzelik and Others v. Poland) [დიდი პალატა], #
44158/98, §§ 64-65, ECHR 2004-I; და Sindicatul “Păstorul cel Bun”
რუმინეთის წინააღმდეგ (Sindicatul “Păstorul cel Bun” v. Romania)
[დიდი პალატა], # 2330/09, § 153, ECHR 2013 (ამონარიდები)).
109. ნორმა ვერ მიიჩნევა “კანონად” თუკი ის არ არის
ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რათა შესაძლებლობა
მისცეს მოქალაქეს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო
კონსულტაციის საფუძველზე, მოცემულ გარემოებებში
გონივრული ხარისხით განჭვრიტოს შედეგები, რაც შესაძლოა
მოყვეს მოცემულ ქმედებას (იხილეთ მაგალთად, დიავიტ ანი
(Djavit An), ციტირება მაღლა, § 65). თუმცა გამოცდილება აჩვენებს,
რომ შეუძლებელია კანონმდებლობის ფორმულირებისას
აბსოლუტური სიზუსტის მიღწევა, განსაკუთრებით იმ სფეროებში,
სადაც ვითარება იცვლება საზოგადოებაში გაბატონებული
შეხედულებების შესაბამისად (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ,
ეზელინი (Ezelin), ციტირება მაღლა, § 45). კონკრეტულად კი,
მოცემული ქმედების შედეგები არ არის აუცილებელი იყოს
განჭვრეტადი სრული თავდაჯერებით: გამოცდილება აჩვენებს,
რომ ეს მიუღწევადია. და კვლავ, მართალია სიზუსტე მეტად
სასურველია, მან თავის შესაძლოა განაპირობოს გადაჭარბებული
მოუქნელობა, ხოლო კანონმდებლობას უნდა შეეძლოს ფეხის
აწყობა ცვალებადი გარემოებებისთვის. შესაბამისად, მრავალი
კანონი გარდაუვალად გაჯერებულია ტერმინებით, რომლებიც
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 43

მეტნაკლებად ბუნდოვანია და რომლის განმარტება და შეფარდება


პრაქტიკის საკითხია (იხილეთ სხვა წყაროებს შორის, “სანდეი
ტაიმსი” გაერთიანებული სამეფოს წიანაღმდეგ (Sunday Times v. the
United Kingdom) (# 1), 26 აპრილი, 1979, § 49, სერია A # 30; რეკვენი
უნგრეთის წინააღმდეგ (Rekvényi v. Hungary) [დიდი პალატა], #
25390/94, § 34, ECHR 1999-III; ზილიბერგერი (Ziliberberg),
გადაწყვეტილება ციტირებულია მაღლა; გალსტიანი (Galstyan),
ციტირება მაღლა, § 106; და პრიმოვი და სხვები (Primov and Others),
ციტირება მაღლა, § 125).
110. ეროვნული სასამართლოების როლი, გადაწყვიტოს საქმე,
სწორედ ამგვარი საერთაშორისო ეჭვების გაქარწყლებას
ემსახურება; შესაბამისად სასამართლოს უფლებამოსილება
გადახედოს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას
შეზღუდულია, ვინაიდან ეს არის ეროვნული სახელმწიფო
ორგანოების პრეროგატივა, კერძოდ კი სასამართლოების,
განმარტონ და შეუფარდონ ეროვნული კანონმდებლობა (იხილეთ
კრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Kruslin v. France), 24
აპრილი, 1990, § 29, სერია A, # 176-A; კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ
(Kopp v. Switzerland), 25 მარტი, 1998, § 59, ანგარიშები 1998-II; VgT
Verein gegen Tierfabriken, ციტირება მაღლა, § 52; მკრტჩიანი
სომხეთის წინააღმდეგ (Mkrtchyan v. Armenia), #6562/03, § 43,
11 იანვარი, 2007; და ვიერენცოვი (Vyerentsov), ციტირება მაღლა,
§ 54). უფრო მეტიც, ეროვნული კანონმდებლობისთვის
წაყენებული სიზუსტის ხარისხის მოთხოვნა, რომელიც თავის
მხრივ ვერ მოაწესრიგებს თითოეულ ცალკეულ შემთხვევას,
მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სადავო ინსტრუმენტების
შინაარსზე, სფეროზე რომელსაც აწესრიგებს და მათ სტატუსზე,
ვისზეც ვრცელდება [ეს კანონმდებლობა] (იხილეთ ვოგტი
გერმანიის წინააღმდეგ (Vogt v. Germany), 26 სექტემბერი, 1995, § 48,
სერია A # 323, და რეკვენი (Rekvényi), ციტირება მაღლა, § 34).

(b) აღნიშნული პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე


საქმეზე

111. წინამდებარე საქმეზე განმცხადებლის მსჯავრდების


სამართლებრივი საფუძველი ლიტვის კანონმდებლობაში
არსებობდა, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 283.1 მუხლი,
რომლითაც დადგენილია პასუხისმგებლობა აჯანყების
დანაშაულისთვის (იხილეთ 62-ე პარაგრაფი მაღლა). მართალია
სისხლის სამართლის კოდექსი ხელმისაწვდომი იყო, კვლავ
44 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

დასაზუსტებელია ამ ნორმების მოქმედების გავრცელება არის თუ


არა განჭვრეტადი.
112. სისხლის სამართლის კოდექსის 283.1 მუხლი ადგენს, რომ
ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება სასჯელი, რაც
დაეკისრება “პირს, რომელიც არის საჯარო ძალადობის,
საკუთრების დაზიანების ან სხვა სახის მძიმე ხასიათის
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ჩასადენად ადამიანთა
შეკრების ორგანიზატორი ან პროვოკატორი, ან პირი, რომელიც
აჯანყებისას ჩადის ძალადობრივ ქმედებებს, აზიანებს საკუთრებას,
ან სხვა ფორმით ჩადის საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე
დარღვევას”. ეროვნულ ორგანოებს განმცხადებლებისთვის ბრალი
არ დაუდიათ ძალადობრივი ქმედების ჩადენაში ან საკუთრების
დაზიანებაში. თუმცა ისინი კვლავ განმარტავდნენ, რომ
განმცხადებლებმა “სხვაგვარად მძიმე ფორმით დაარღვიეს
საზოგადოებრივი წესრიგი”. კერძოდ კი, ვიდეო ჩანაწერების,
დოკუმენტური მტკიცებულებისა და მოწმეთა ჩვენებების
საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და
ბ.მ.-მ განზრახ მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლები და
კოორდინაციას უწევდნენ ფერმერებს, რათა მათ მოეხდინათ
გზების ბლოკირება (იხილეთ 43-ე და 44-ე პარაგრაფები მაღლა),
ხოლო სხვა განმცხადებლებმა ვ.მ.-მ, კ.მ.-მ და ა.პ.-მ ტრაქტორები
საავტომობილო მაგისტრალზე აიყვანეს და დატოვეს და უარს
აცხადებდნენ დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ
მოთხოვნას, შეჩერებულიყვნენ (იხილეთ 46-ე პარაგრაფი მაღლა).
ეს მიგნებები დაადასტურა კაუნასის რეგიონულმა სასამართლომ,
რომელმაც დააკონკრეტა, რომ ა.კ. და ბ.მ. გაფრთხილებული იყვნენ
პასუხისმგებლობის შესახებ, როგორც ორგანიზატორები და
ესმოდათ თავიანთი ქმედებების უკანონობა (იხილეთ 51-ე
პარაგრაფი მაღლა). და ბოლოს, უზენაესმა სასამართლომ
წარმოადგინა სისხლის სამართლის კოდექსის 283.1 მუხლით
დასჯადი დანაშულის შემადგენლობის განმარტება, მიუთითა რა
ასევე, რომ აჯანყება იყო ვითარება, როდესაც ადამიანები
იკრიბებოდნენ განზრახ და მძიმედ არღვევდა საზოგადოებრივ
წესრიგს და რომ გზების გადაკეტვა, საავტომობილო მოძრაობის
გაჩერება და სახელმწიფო საზღვრის მაკონტროლებელი
ორგანოების საქმიანობის ხელშეშლა ამგვარი დარღვევის
გამოწვევის საშუალება იყო (იხილეთ 56-ე და 57-ე პარაგრაფები
მაღლა).
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 45

113. სასამართლო იზიარებს, რომ სისხლის სამართლის


კოდექსის 283.1 მუხლში ნახსენები “საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევის” კონცეფცია გარკვეულწილად ბუნდოვანია. თუმცა,
რადგანაც ცხოვრების ჩვეული რიტმი შესაძლოა შეფერხდეს
განუსაზღვრელი რაოდენობის გზებით, არარეალური იქნება
ეროვნული დონის კანონმდებლისგან იმის მოლოდონი, რომ
აკრძალული მიზნის მიღწევის არალეგიტიმურ საშუალებებს
ამომწურავად ჩამოთვლის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს,
რომ 283.1 მუხლის ფორმულირების პირობები აკმაყოფილებს მისი
პრეცედენტული სამართლით დადგენილ ხარისხობრივ
მოთხოვნებს.
114. უფრო მეტიც, სასამართლო თვლის, რომ ეროვნული
სასამართლოების მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი ამ
ნორმის განმარტება არც თვითნებურია, არც არაამოცნობადი და
რომ განმცხადებელს შეეძლო ამ გარემოებებში, გონივრულობის
ფარგლებში განეჭვრიტა, რომ მათი ზემოთ აღწერილი ქმედებები,
რაც მოიცავდა გზების ხანგრძლივ გადაკეტვას, რითაც თავის
მხრივ ფერხდებოდა ცხოვრების ჩვეული რიტმი, საგზაო მოძრაობა
და ეკონომიკური საქმიანობა, შესაძლოა განხილულიყო სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლით გათვალისწინებულ
“საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევად”.
115. ეს მოცემულობა არ იცვლება იმ ფაქტით, რომ სისხლის
სამართლის 2000 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული 283-ე
მუხლის გამოყენება პირველად მოხდა განმცხადებლების საქმეზე.
მართლაც, სისხლის სამართლის კოდექსი ძალაში შევიდა 2003
წლის 1 მაისს (იხილეთ 62-ე პარაგრაფი მაღლა), ხოლო
განმცხადებლებისთვის ბრალად შეფარდებულ ქმედებებს ადგილი
ქონდა 2003 წლის 21-23 მაისს და დადგებოდა კიდეც დღე,
როდესაც ამ ნორმებს პირველად გამოიყენებდნენ (იხილეთ, mutatis
mutandis და კონვენციის მე-7 მუხლთან მიმართებით, ჰუნტამაკი
ფინეთის წინააღმდეგ (Huhtamäki v. Finland), # 54468/09, § 51,
6 მარტი, 2012, სხვა წყაროებზე მითითებით).
116. ამ გარემოებებში, განმცხადებლებისთვის ნათელი უნდა
ყოფილიყო, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გამოიწვევდა მათ
პასუხისმგებლობას.
117. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ასევე აღნიშნავს,
რომ მშვიდობიანი შეკრების ჩატარების ნებართვები შეიცავდა
46 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

გაფრთხილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა


კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის, მათ შორის ამ
კოდექსის 283-ე მუხლის (იხილეთ 15-17 პარაგრაფები მაღლა)
საფუძველზე ორგანიზატორთა შესაძლო პასუხისმგებლობის
თაობაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციამ პირდაპირ თხოვა
დემონსტრანტებს, შეეწყვიტათ გზის გადაკეტვა.
118. არნიშნულის ჭრილში სასამართლო მივიდა დასკვნამდე,
რომ გასაჩივრებული ჩარევა იყო “კანონით გათვალისწინებული”,
კონვენციის 11.2 მუხლის მნიშვნელობით.

C. ჩარევა ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზანს და


“აუცილებელი იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში”

1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები

(a) განმცხადებლები

119. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან


რძის, მარცვლეულისა და ხორცის ფასების რეგულირების
მიმდინარე და განზრახმა გაჭიანურებამ და პარლამენტის 2003
წლის 22 აპრილის რეზოლუციით განსაზღვრული სახსრების
სოფლის მეურნეობის სფეროსთვის გამოყოფაზე უარმა, კრიტიკულ
მდგომარეობაში ჩააგდო ფერმერები, განსაკუთრებით მცირე
ფერმერები, ვინაიდან მათ არ ქონდათ შესაძლებლობა დაეფარათ
წარმოების ხარჯები, განიცდიდნენ დანაკარგებს და ხშირად
იძულებული იყვნენ გაეყიდათ თავიანთი მსხვილფეხა საქონელი.
მთავრობის უმოქმედებამ და ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ,
შეეწყვიტათ ფერმერებთან მოლაპარაკებები, მნიშვნელოვნად
გააღარიბა სოფლები. განმცხადებლების აზრით ქმედება,
რომლისთვისაც მოხდა მათი მსჯავრდება, არსებული
გარემოებების გათვალისწინებით მოკლებული იყო სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის ობიექტურ და სუბიექტურ
ელემენტებს.
120. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება,
გზები გადაეკეტათ, მათი, როგორც ფერმერთა ინტერესების
დაცვის უკიდურესი საშუალება იყო. ეს იყო ევროპაში მიღებული
დემონსტრაციის ფორმა, როდესაც დემონსტრანტების არსებული
უფლებების დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს. ამ
გარემოებებში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე უფლებას
უპირატესობა აქვს საქონლის თავისუფალი გადაადგილების
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 47

მინიმალურ შეფერხებასთან მიმართებით. აღნიშულთან


მიმართებით, განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის
საბჭოს რეგულაცია # 2679/98 (იხილეთ 77-ე პარაგრაფი მაღლა)
აღიარებდა გზების გადაკეტვას გაფიცვის ფორმად.
121. ამ რეგულაციის თანახმად, 2003 წლის 21 მაისს გზების
გადაკეტვის დაწყებამდე ლიტვის ხელისუფლების
ორგანოებისთვის უკვე ცნობილი იყო ფერმერთა განზრახვა,
მოეწყოთ დემონსტრაცია. იცოდნენ რა, რომ გზების გადაკეტვა იყო
მოსალოდნელი, პოლიციამ მოამზადა სამოქმედო გეგმები და
ალტერნატიული მარშრუტები დემონსტრაციის ადგილისგან
მოშორებით, რითაც შეამცირა საქონლის ნაკადების შესაძლო
შეფერხება. თავის მხრივ ფერმერებმა გაითვალისწინეს ყველა
ღონისძიება, რაც სრულად განახორციელეს, რათა მოეხდინათ
საავტომობილო მოძრაობის გადამისამართება მეორეულ გზებზე.
განმცხადებლების განმარტებით კრიტიკულ დღეებში
საავტომობილო მოძრაობა “იმაზე უკეთესი იყო ვიდრე
ჩვეულებრივ”. ეს დასტურდებოდა “გზების გადაკეტვის
წერტილებში საგუშაგოების მონაცემებით”. მოპასუხე
ხელისუფლების მტკიცება, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას
შესაძლოა ზიანი მიდგომოდა (იხილეთ 189-ე პარაგრაფი დაბლა)
სრული სპეკულაცია იყო.
122. განმცხადებლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ
დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო და ინციდენტებს არ ქონდა
ადგილი: საზოგადოებრივი წესრიგი არ დარღვეულა, ასევე სხვათა
საკუთრებას არ მიდგომია ზიანი, არც ადამიანის ჯანმრთელობა
დაზიანებულა. საპირისპიროდ ამისა გზების გადაკეტვა
სიმბოლური იყო და მიმართული იყო ხელისუფლების
ყურადღების მიპყრობისკენ. ბ.მ.-მა და ა.კ.-მ, რომელთაც
ფერმერები პატივს სცემდნენ, შეინარჩუნეს წესრიგი
დემონსტრანტებს შორის. უფრო მეტიც, გზების გადაკეტვისას
ფერმერთა არჩეული წარმომადგენლები კვლავ მოლაპარაკებებს
აწარმოებდნენ მთავრობასთან, რათა რძის ფასზე კომპრომისული
შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ფერმერები მოქმედებდნენ მშვიდად
და არ მიუმართავთ იმგვარი ქმედებისთვის, რაც მოითხოვდა
პოლიციის სპეციალური დანაყოფების ან არმიის ჩარევას მათ
შესაკავებლად. მათ არ ქონდათ განზრახული საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევა, არამედ მოქმედებდნენ მშვიდობიანი
დემონსტრაციის ფარგლებში სოციალური სამართლიანობისთვის.
48 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

სასამართლომ მხოლოდ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა


სამოქალაქო ზიანთან დაკავშირებით, 1 100 LTL -ის ღირებულების
(დაახლოებით 290 ევრო) (იხილეთ 45-ე პარაგრაფი მაღლა). ეს
თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რისთვისაც ფერმერები
იბრძოდნენ.
123. გზების გადაკეტვით ფერმერებმა მიაღწიეს თავიანთი
მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას - რძის ფასი და
საკომპენსაციო თანხები გაიზარდა. დემონსტრაცია შეწყდა,
როგორც კი მთავრობა დათანხმდა სუბსიდიების გამოყოფას.
124. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ სისხლის სამართლის
საქმისწარმოება მათ წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი და
არააუცილებელი ზომა იყო. მათ დაუწესდათ შეზღუდვები
გადაადგილებაზე, 2003 წელს, როდესაც მათ, როგორც
ეჭვმიტანილებს დაევალათ არ დაეტოვებიათ საცხოვრებელი
ადგილები (იხილეთ 33-ე პარაგრაფი მაღლა). მოგვიანებით ეს
შეზღუდვები მოეხსნათ. [საქმისწარმოების] შედეგად კაუნასის
საქალაქო რაიონულმა სასამართლომ განმცხადებლებს საპატიმრო
სასჯელები შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელები
პირობითი მსჯავრით შეიცვალა, განმცხადებლებს შეზღუდული
ქონდათ საცხოვრებელი ადგილების დატოვება სახელმწიფო
ორგანოების ნებართვის გარეშე, ერთი წლის განმავლობაში,
როდესაც პირობითი მსჯავრი იყო ძალაში (იხილეთ 47-ე
პარაგრაფი მაღლა).
125. განმცხადებლებმა ასევე სადავო გახადეს მოპასუხე
სახელმწიფოს მიერ მოყვანილი პრეცედენტული სამართალი.
კერძოდ კი მათ აღნიშნეს, რომ ზემოთ ციტირებული საქმე ევა
მოლნარი (Éva Molnár), ეხებოდა დემონსტრაციას, რომელიც არ
იყო ნებადართული, რომლის შესახებაც პოლიციას არ ქონდა
ინფორმაცია და რომელიც დასრულდა ძალადობითა და
საავტმობილო მოძრაობისა და საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევით. მსგავსად ამისა, დემონსტრაცია ასევე არ იყო
ნებადართული საქმეზე ბარაკო (Barraco), ციტირება მაღლა,
რომელზეც გზების გადაკეტვა იყო უცაბედი და მოულოდნელი და
განმცხადებლის მსჯავრდებამდე მას მრავალჯერ მოუწოდეს
გადასულიყო საავტომობილო მაგისტრალიდან. რაც შეეხება ECJ-ის
პრეცედენტულ სამართალს, განმცხადებელმა განმარტა, რომ
საქმეზე შმიდბერგერი ავსტრიის წინააღმდეგ (Schmidberger v.
Austria) (ციტირება მაღლა) დემონსტრაცია გრძელდებოდა ორი
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 49

დღის განმავლობაში მთავარ სატვირთო საავტომობილო გზაზე,


რომელზეც სავარაუდოდ უნდა გაევლოთ ტვირთის
გადამზიდავებს, ხოლო პოლიციას არ მიუღია ზომები საქონლის
თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად; საქმეზე
კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ (Commission v. France)
(ციტირება მაღლა) დემონსტრანტები ძალადობდნენ სატვირთო
ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომელთაც უცხო
ქვეყნებიდან შემოქონდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
საპირისპიროდ ამისა წინამდებარე საქმეზე გზების გადაკეტვა
ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური ვითარებისა და
მთავრობის უმოქმედების შედეგი იყო.
126. და ბოლოს, განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მოპასუხე
ხელისუფლება აზვიადებდა დემონსტრანტების მოქმედებების
შედეგებს, ეყრდნობოდა რა ჰიპოტეტურ სპეკულაციებს და ვერ
წარმოადგინა ამ დასკვნების გამამყარებელი მტკიცებულება.
რეალობაში ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის
ფაქტი, რომ შეკრების გამართვის ნებართვა გაცემული იყო და
როდესაც ფერმერები სპონტანურად გადავიდნენ მაგისტრალზე,
განმცხადებლებმა ეს მოქმედებები პოლიციას შეატყობინეს, რათა
შეენარჩუნებიათ და არა დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი.

(b) მოპასუხე ხელისუფლება

127. მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ჩარევა


ემსახურებოდა “წესრიგის დარღვევის პრევენციისა” და “სხვათა
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის” ლეგიტიმურ მიზნებს.
უფრო მეტიც, სანქციების შეფარდება ემსახურებოდა არა მხოლოდ
განმეორებითი დანაშულის თავიდან აცილებას, არამედ ასევე
ზოგადად კანონის პატივისცემის უზრუნველყოფას.
128. თანაზომიერების პრინციპთან მიმართებით მოპასუხე
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2003 წელს ლიტვის რძის
წარმოების სფეროში ვითარება გაუარესდა, რძის შესყიდვის ფასმა
დაიწია და ფერმერების უკამყოფილება მატულობდა. მათ
მოითხოვეს რძის შესყიდვის ფასის მომატება და სხვადასხვა
ღონისძიებები დაგეგმეს ამასთან მიმართებით. ფერმერებს, რძის
პროდუქტების მწარმოებლებსა და მთავრობას შორის 2003 წლის
მარტ-ივნისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მთავრობამ
მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო რძის
მწარმოებლებისთვის სუბსიდიის სახით 52 000 000 LTL-ის
50 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

გამოყოფის თაობაზე (დაახლოებით 15 067 000 ევრო). მოპასუხე


ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა და მონაწილეობდა
შეხვედრებში ფერმერების წარმომადგენლებთან და აქტიურად
განიხილავდა შესაძლო გადაჭრის გზებს, რაც ეხებოდა რძის
პროდუქტების სექტორისა და რძის ბაზრის რეგულირებას.
მიუხედავად ამ მცდელობებისა, განმცხადებლებმა გზები
გადაკეტეს, რითაც დაარღვიეს საზოგადოების წევრთა უფლებები.
129. მოპასუხე სახელმწიფოს აზრით განმცხადებლების
მსჯავრდება აჯანყების ორგანიზების ან მასში მონაწილეობისთვის
ეფუძნებოდა შესატყვის და საკმარის დასაბუთებას.
განმცხადებლების მოტივაცია გზების გადაკეტვისას და პოლიციის
კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილეობლობისას
სათანადოდ იქნა გათვალისწინებული. განმცხადებლებს სრული
და შეუბღალავი შესაძლებლობა ქონდათ რამდენიმე დღის
განმავლობაში ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლებით და ფერმერების პრობლემებზე მიექციათ
სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოების ყურადღება.
მიუხედავად ამისა, მათ მაინც დაარღვიეს კანონი თავიანთი
ქმედებით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევას
წარმოადგენდა, ზიანს აყენებდა სხვა პირებს, აფერხებდა
სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებას და უფრო მეტი ზიანის
რეალურ საფრთხეს ქმნიდა. განმცხადებლების მსჯავრდება მოხდა
მათი რეალური უკანონო ქცევისთვის, რამაც საზოგადო ქაოსი
გამოიწვია ქვეყანაში და არა უბრალოდ საავტომობილო მოძრაობის
შეფერხება. აღნიშულთან მიმართებით წინამდებარე საქმე
შეგვიძლია გავმიჯნოთ ეზელინის (Ezelin) საქმისგან (ციტირება
მაღლა).
130. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე ხელისუფლება
აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნების აღმოსავლეთით სავაჭრო
პარტნიორებთან დამაკავშირებელი სამი ძირითადი სატვირთო
საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა გასცდა “საავტომობილო
მოძრაობის გარდაუვალი შეფერხების ფარგლებს” (შედარებისთვის
და მტკიცებულებად იხილეთ პრიმოვი და სხვები (Primov and
Others) ციტირება მაღლა, რამდენიმე მაღალმთიანი სოფლის
დამაკავშირებელი ძირითადი გზის ბლოკირებასთან
დაკავშირებით) და გამოიწვია ძლიერი რეაქცია სამოქალაქო
საზოგადოებასა და მედიაში.
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 51

131. მოპასუხე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ


განმცხადებლების მსჯავრდება არ მომხდარა საპროტესტო
აქციებში მონაწილეობისთვის, არამედ დემონსტრაციებისას
კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რაც იმაზე მეტ
ტვირთად აწვებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებას, ვიდრე
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობა როგორც
წესი უნდა იყოს. გზების გადაკეტვა არ იყო მოულოდნელ
მოვლენებზე მყისიერი და სპონტანური რეაგირება, წინასწარი
შეტყობინების ვალდებულების დაუცველად. შედეგად,
განმცხადებლების მიერ მე-11 მუხლით გათვალისწინებული
უფლებებით სარგებლობის ფორმა საზოგადოების სხვა წევრების
მიმართ პატივისცემის ნაკლებობის დემონსტრირება აღმოჩნდა.
132. მოპასუხე სახელმწიფომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
განმცხადებლებმა ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღეს,
მოკლევადიანი საპატიმრო სასჯელი, რასაც სისხლის სამართლის
კოდექსის 283.1 მუხლი ითვალისწინებდა. უფრო მეტიც, მათთვის
სასჯელის შეფარდებას მხოლოდ მორალური ძალა ქონდა, იმის
გათვალისწინებით, რომ მათი სასჯელი შეიცვალა ერთი წლით
პირობითი მსჯავრით (იხილეთ 47-ე პარაგრაფი მაღლა).
შესაბამისად ეს არ მოიცავდა რაიმე სახის აკრძალვას, დროებითსაც
კი, განმცხადებლების მიერ თავიანთი პროფესიული ან
პოლიტიკური აქტივობების წარმართვაზე. მათი მსჯავრდებიდან
ერთ წელიწადში, განმცხადებლები უზენაესმა სასამართლომ
გაათავისუფლა მათი პირობითი მსჯავრის ამოწურვის შესაბამისად
(იხილეთ მე-60-ე პარაგრაფი მაღლა). გათავისუფლების შედეგად
განმცხადებლები აღარ იყვნენ ნასამართლობის მქონე პირები.
ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან შვიდ დღეზე მეტი
ვადით გაუსვლელობის ვალდებულება (იხილეთ 47-ე პარაგრაფი
მაღლა) უბრალო ფორმალობა იყო, რაც არ ქმნიდა მნიშვნელოვან
დაბრკოლებებს განმცხადებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
133. მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სასამართლომ
არ უნდა გადაუხვიოს საკუთარი პრეცედენტიდან საქმეზე ბარაკო
(Barraco) (ციტირება მაღლა), რომელზეც დარღვევა არ დადგენილა
და სადაც საავტომობილო მოძრაობის შემანელებელი ოპერაცია
მხოლოდ ხუთ საათს გრძელდებოდა მაგიტრალის ერთ
მიმართულებაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სახელმწიფო
ორგანოებს არ ქონდათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების
შედეგის შემამსუბუქებელი პრევენციული ღონისძიებების
52 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

გატარების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ დემონსტრაციამდე


რამდენიმე დღით ადრე კლაიპედას რეგიონის პოლიციამ
შემთხვევით გაიგო დემონსტრანტების განზრახვის თაობაზე,
გადაეკეტათ გზები, ვერ განიხილება “სათანადო შეტყობინებად”,
რაც სახელმწიფო ორგანოებს შესაბამისი ზომების გატარების
შესაძლებლობას მისცემდა. უფრო მეტიც, მარიამპოლესა და
პასვალის რეგიონების პოლიციისთვის სულაც უცნობი იყო ეს
განზრახვები.
134. მოპასუხე ხელისუფლებამ ასევე მიუთითა ECJ-ის
პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც საქმეზე შმიდბერგერი
ავსტრიის წინააღმდეგ (Schmidberger v. Austria) (ციტირება
მაღლა) დაადასტურა სახელმწიფოს ვალდებულება, სატვირთო
ავტომობილების ძირითადი გზების გამავლობის უზრუნველყოფა,
რათა ევროკავშირში საქონლის თავისუფალი გადაადგილება
გარანტირებული იყოს. მართალია საქმეზე შმიდბერგერი
(Schmidberger) ECJ -იმ დაადგინა, რომ დემონსტრაციის დაშვებით
ავსტრიას არ დაურღვევია [ევროკავშირის] ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებები; თუმცა, შმიდბერგერი (Schmidberger)
შეიძლება გაიმიჯნოს წინამდებარე საქმისგან დემონსტრაციის
ხანგრძლივობით (საბანკო დასვენების დღე და შაბათი-კვირა და
არა ჩვეულებრივი სამუშაო დღეები), ადგილმდებარეობით
(მხოლოდ საავტომობილო მაგისტრალი იყო გადაკეტილი),
წინასწარი საჯარო გაფრთხილების არსებობით (30 დღით ადრე)
გზების დაკეტვის თაობაზე სახელმწიფო ორგანოების
ინფორმირებისთვის. უფრო მეტიც, საქმეზე კომისია საფრანგეთის
წინააღმდეგ (Commission v. France) (ციტირება მაღლა), ECJ-იმ
დაადგინა, რომ კერძო ფიზიკური პირების მიერ იმ ქმედებების
შეუჩერებლობით, რომლებიც მიმართული იყო თავისუფალი
ვაჭრობის შეფერხებისკენ, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა
თავისი ვალდებულებები.
135. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე აღნიშნა, რომ
დემონსტრაციების მომენტში ლიტვა ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი იყო, ხელმოწერილი ქონდა ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად ნაკისრი ქონდა
ვალდებულება, ეჩვენებია თავისი შესაძლებლობა, პოლიტიკური,
სამართლებრივი და ტექნიკური მაჩვენებლები მიესადაგებია
ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან. ქვეყნის სამი
ძირითადი საერთაშორისო მნიშვნელობის სატვირთო გზის
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 53

გადაკეტვა შესაძლოა სრულად უტოლდებოდა საქონლის


თავისუფალ გადაადგილებას და შესაბამისად არღვევდა
ევროკავშირის სამართალს, რისთვისაც ლიტვას სავარაუდოდ
პასუხი მოეთხოვებოდა.
136. საბოლოო ჯამში მოპასუხე სახელმწიფო დაეყრდნო
“მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელოს”
(მეორე გამოცემა) 3.5 მითითებას, რომელიც “ევროპაში
უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის” (ეუთო)
“დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის” (ODIHR) თავისუფალი შეკრების თემაზე ექსპერტთა
პანელმა მოამზადა ევროსაბჭოს “სამართლის მეშვეობით
დემოკრატიის დასაცავად ევროპულ კომისიასთან” (ვენეციის
კომისია) კონსულტაციით და რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“საჯარო შეკრებები იმართება კონკრეტული სამიზნე პირისთვის,
ჯგუფისთვის ან ორგანიზაციისთვის გზავნილის გადასაცემად.
შესაბამისად, როგორც წესი, შეკრებები უნდა გაიმართოს ამ
სამიზნე აუდიტორიისთვის ‘ხილულად და გასაგონად’”.
წინამდებარე საქმეზე დემონსტრანტებმა უკვე მიიპყრეს შესაბამისი
სახელმწიფო ორგანოების ყურადღება, დიალოგი მიმდინარეობდა
ამ უკანასკნელსა და ფერმერებს შორის, გადაწყვეტილებები იქნა
მიღებული მათ სასარგებლოდ და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო რძის პროდუქტების სფეროს მუდმივ ანალიზს
ახორციელებდა. ამ გარემოებებში დემონსტრანტების მიერ
უკიდურესი ზომების გამოყენება, როგორიცაა გზების გადაკეტვა,
გადამეტებული იყო და ვერ იქნება გამართლებული.
137. ზემოთ აღნიშნულის ჭრილში მოპასუხე ხელისუფლება
მიიჩნევდა, რომ განმცხადებლების მე-11 მუხლით
გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევა დასახული ლეგიტიმური
მიზნის თანაზომიერი იყო და დემოკრატიული სახელმწიფო
ორგანოები არ გაცდენილან თავისუფალი მოქმედების ფარგლებს.

2. პალატის გადაწყვეტილება
138. პალატამ დაადგინა (იხილეთ პალატის გადაწყვეტილების
79-84 პარაგრაფები), რომ იმ ვარაუდის პირობებშიც კი, რომ ის
ემსახურებოდა “წესრიგის დარღვევის პრევენციის” და “სხვათა
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის” ლეგიტიმურ მიზნებს,
განსახილველი ჩარევა არ იყო თანაზომიერი შემდეგ გარემოებათა
გამო:
54 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

(a) ფერმერებს ნება დაერთოთ მშვიდობიანი შეკრებები


გაემართათ წინასწარ შერჩეულ ადგილებში და მიუხედავად იმისა,
რომ საავტომობილო მოძრაობის ძირითად შეფერხებებს ადგილი
ქონდა სამ ძირითად გზაზე, საჯარო სივრცეში ნებისმიერი
დემონსტრაცია გარკვეული ხარისხით აფერხებს ცხოვრების ჩვეულ
რიტმს; სახელმწიფო ორგანოების მიმართ არსებობს მოლოდინი,
რომ ამ შემთხვევების მიმართ ტოლერანტულები იქნებიან.
(b) მხოლოდ ერთმა გადამზიდავმა კომპანიამ უჩივლა
ფერმერებს მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით და ერთ გზაზე
დემონსტრანტებმა გაატარეს ავტომობილები, როგორც ტვირთის
გადამზიდავები, ისე მსუბუქი ავტომობილები.
(c) დემონსტრაციებისას მიმდინარეობდა მოლაპარაკებები
ფერმერებსა და მთავრობას შორის, განმცხადებლებმა გამოიჩინეს
მოქნილობა და მზაობა ეთანამშრომლათ გზის სხვა
მოსარგებლეებთან და ძალადობის ელემენტი “აშკარად არ იყო
სახეზე”.
(d) ლიტვის სასამართლოებმა საქმე “აჯანყების” კონტექსტში
განიხილეს და შესაბამისად ვერ შეძლეს სათანადოდ განეხილათ
თანაზომიერების საკითხი.
(e) სხვა ფერმერს (ა.დ.), რომელმაც იგივე დემონსტრაციის
მიმდინარეობისას შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა,
პასუხისმგებლობა დაეკისრა ადმინისტრაციული სატრანსპორტო
სამართალდარღვევისთვის და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა
დაახლოებით 12 ევროს ოდენობით; საპირისპიროდ ამისა “ხუთი
განმცხადებელი იძულებული გახდა გაევლოთ სისხლის
სამართლის საქმისწარმოების ქარცეცხლი და
სისხლისსამართებრივი მსჯავრდების შედეგად მათ განესაზღვრათ
საპატიმრო სასჯელი”. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელი მათ
პირობით ჩაეთვალა, მთელი ერთი წლის განმავლობაში
განმცხადებელს არ შეეძლო საცხოვრებელი ადგილის დატოვება
შვიდ დღეზე მეტი ვადით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან
წინასწარი ნებართვის გარეშე.
139. ზემოთ აღნიშნულის ჭრილში პალატამ დაადგინა, რომ
ადგილი ქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 55

3. დიდი პალატის შეფასება

(a) ჩარევა ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზანს

140. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლების


მსჯავრდების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა “წესრიგის
დარღვევის პრევენცია” (იხილეთ, mutatis mutandis, ზილიბერგერი
(Ziliberberg), გადაწყვეტილებიდან ციტირება მაღლა, გალსტიანი
(Galstyan), ციტირება მაღლა, § 110; შკიბა პოლონეთის წინააღმდეგ
(Skiba v. Poland) (გადაწყვეტილება), # 10659/03, 7 ივლისი, 2009; რაი
და ევანსი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Rai and Evans v. the
United Kingdom) (გადაწყვეტილება), # 26258/07 და # 26255/07, 17
ნოემბერი, 2009; და გიუნი და სხვები (Gün and Others), ციტირება
მაღლა, § 59) და “სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა”
(კერძოდ კი საზოგადოებრივ გზებზე შეზღუდვების გარეშე
თავისუფლად გადაადგილების უფლება იხილეთ mutatis mutandis,
ოია ატამანი თურქეთის წიანაღმდეგ (Oya Ataman v. Turkey), #
74552/01, § 32, ECHR 2006-XIII; და ბატაკო (Barraco), ციტირება
მაღლა, § 40).
141. შესაბამისად გასარკვევი დარჩა გასაჩივრებული ჩარევა
“აუცილებელი იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში” ამ
მიზნების მისაღწევად.

(b) ჩარევა “აუცილებელი იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში”

(i) სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრინციპები

(α) ზოგადი
142. შეკრების თავისუფლებაზე უფლება დემოკრატიული
საზოგადოების ერთერთი საყრდენია, რომელთან მიმართებითაც
მთელი რიგი გამონაკლისები არსებობს, რომლებიც ვიწროდ უნდა
განიმარტოს და ნებისმიერი შეზღუდვის აუცილებლობა
დამაჯერებლად დადგინდეს. იმის შესწავლისას კონვენციით
გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა
შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნას “აუცილებლად დემოკრატიულ
საზოგადოებაში”, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ
გარკვეული, თუმცა არა შეუზღუდავი თავისუფალი შეფასების
ფარგლებით (იხილეთ ბარაკო (Barraco, ციტირება მაღლა, § 42).
ნებისმიერ შემთხვევაში [ადამიანის უფლებათა ევროპული]
სასამართლოს პრეროგატივაა საბოლოო სიტყვა თქვას ამ
56 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

შეზღუდვების კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან


დაკავშირებით და ეს ხორციელდება კონკრეტული საქმის
გარემოებების შეფასებით (იხილეთ რუფი ოსმანი და სხვები
მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ
(Rufi Osmani and Others v. the former Yugoslav Republic of Macedonia)
(გადაწყვეტილება), # 50841/99, ECHR 2001-X, და გალსტიანი
(Galstyan), ციტირება მაღლა, § 114).
143. როდესაც სასამართლო შეფასებას აკეთებს, მისი ამოცანა არ
არის თავისი მოსაზრებით ჩაანაცვლოს ეროვნული სახელმწიფო
ორგანოების პოზიცია, არამედ მე-11 მუხლთან მიმართებით
გადასინჯოს მათი გადაწყვეტილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის
უნდა შემოიფარგლოს გარკვევით, სახელმწიფომ გონივრულად,
ყურადღებით და კეთილსინდისიერად გამოიყენა თუ არა თავისი
დისკრეციული უფლებამოსილება; მან გასაჩივრებული ჩარევა
უნდა შეაფასოს მთლიანად საქმის ჭრილში და მას შემდეგ რაც
დარწმუნდება, რომ ის ემსახურებოდა “ლეგიტიმურ მიზანს”,
განსაზღვროს, პასუხობდა თუ არა “მწვავე სოციალურ საჭიროებას”
და კერძოდ კი იყო თუ არა ეს თანაზომიერი ამ მიზნისა და
ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიერ არგუმენტებად
წარმოდგენილი საფუძვლები იყო თუ არა “შესატყვისი და
საკმარისი” (იხილეთ კოსტერი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ (Coster v. the United Kingdom) [დიდი პალატა], #
24876/94, § 104, 18 იანვარი, 2001; აშუღიანი სომხეთის წინააღმდეგ
(Ashughyan v. Armenia), #33268/03, § 89, 17 ივლისი, 2008; S. და
მარპერი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (S. and Marper
v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 30562/04 და # 30566/04,
§ 101, ECHR 2008; ბარაკო (Barraco), ციტირება მაღლა, § 42; და
კასპაროვი და სხვები (Kasparov and Others), ციტირება მაღლა, § 86).
ამ დროს სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნულმა
სახელმწიფო ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტი, რომელიც მე-11
მუხლში ასახულ პრინციპებთან შესაბამისობაშია და უფრო მეტიც,
რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილება დაამყარეს შესაბამისი
ფაქტების მისაღებ შეფასებას (იხილეთ რაი და ევანსი (Rai and
Evans), მაღლა ციტირებული გადაწყვეტილება, და გიუნი და
სხვები (Gün and Others), ციტირება მაღლა, § 75; იხილეთ ასევე
თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები
თურქეთის წინააღმდეგ (United Communist Party of Turkey and
Others v. Turkey), 30 იანვარი, 1998, § 47, ანგარიშები 1998-I, და
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 57

გერგერი თურქეთის წინააღმდეგ (Gerger v. Turkey) [დიდი


პალატა], # 24919/94, § 46, 8 ივლისი, 1999).
144. თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ ერთის მხრივ
მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი მიზნების მოთხოვნებსა და მეორეს
მხრივ ქუჩებში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში
შეკრებილი ადამიანების სიტყვით, მინიშნებით და დუმილითაც
კი თავისუფალი გამოხატვის მოთხოვნებს შორის დაცული იყოს
ბალანსი (იხილეთ რუფი ოსმანი და სხვები (Rufi Osmani and
Others), ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება; სკიბა (Skiba),
ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება; ფაბერი (Fáber), ციტირება
მაღლა, § 41; და ტარანენკო (Taranenko), ციტირება მაღლა, § 65).
145. კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრების
თავისუფლება იცავს დემონსტრაციას, რომელმაც შესაძლოა
შეაწუხოს ან შეურაცხყოს პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ
იდეებს ან მოთხოვნებს, რის პოპულარიზაციასაც ემსახურება
დემონსტრაცია (იხილეთ სტანკოვი და “გაერთიანებული
მაკედონური ორგანიზაცია ილინდენი” (Stankov and the United
Macedonian Organisation Ilinden), ციტირება მაღლა, § 86). შეკრებისა
და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ნებისმიერი ღონისძიება,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელს უწყობს ძალადობას ან
დემოკრატიული პრინციპების უარყოფას, რაც არ უნდა
შოკისმომგვრელი და მიუღებელი უნდა იყოს გარკვეული
მოსაზრებები ან გამოყენებული სიტყვები სახელმწიფო
ორგანოებისთვის, არ ემსახურება დემოკრატიას და ხშირად
საფრთხეშიც კი აგდებს მას (იხილეთ გიუნერი და სხვები
თურქეთის წინააღმდეგ (Güneri and Others v. Turkey), # 42853/98,
#43609/98 და #44291/98, § 76, 12 ივლისი, 2005; სერგეი კუზნეცოვი
(Sergey Kuznetsov), ციტირება მაღლა § 45; ალეკსეევი (Alekseyev),
ციტირება მაღლა, § 80; ფაბერი (Fáber), ციტირება მაღლა, § 37;
გიუნი და სხვები (Gün and Others), ციტირება მაღლა, § 70; და
ტარანენკო (Taranenko), ციტირება მაღლა, § 67).
146. დასახულ მიზანთან მიმართებით ჩარევის თანაზომიერების
შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია სასჯელთა ბუნება და
სიმკაცრე (იხილეთ ოზტურკი თურქეთის წინააღმდეგ (Öztürk v.
Turkey) [დიდი პალატა], # 22479/93, § 70, ECHR 1999-VI; რუფი
ოსმანი და სხვები (Rufi Osmani and Others), ზემოთ ციტირებული
გადაწყვეტილებები; და გიუნი და სხვები (Gün and Others),
ციტირებული მაღლა, § 82). როდესაც დემონსტრანტებისთვის
58 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

დაკისრებული სანქციები სისხლისსამართლებრივია, საჭიროა


მათი განსაკუთრებით დასაბუთება (იხილეთ რაი და ევანსი (Rai
and Evans), გადაწყვეტილება ციტირებულია მაღლა). ფაქტიურად
მშვიდობიანი დემონსტრაცია არ უნდა გახდეს
სისხლისსამართლებრივი სასჯელის საფრთხის საგანი (იხილეთ
აკგოლი და გოლი თურქეთის წინააღმდეგ (Akgöl and Göl v. Turkey),
# 28495/06 და #28516/06, § 43, 17 მაისი 2011), განსაკუთრებით კი
თავისუფლების აღკვეთისა (იხილეთ გიუნი და სხვები (Gün and
Others), ციტირება მაღლა, § 83). შესაბამისად სასამართლომ
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეისწავლოს საქმეები,
სადაც სახელმწიფო ორგანოების მიერ არაძალადობრივი
ქმედებისთვის შეფარდებული სანქციები საპატიმრო სასჯელს
მოიცავდა (იხილეთ ტარანენკო (Taranenko), ციტირება მაღლა, §
87).

(β) წინასწარი ნებართვის მოთხოვნა


147. მე-11 მუხლის საწინააღმდეგო არ იქნება თუკი
საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უსაფრთხოების
საფუძვლით ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს მიტინგების
ჩატარებისთვის წინასწარ ნებართვას (იხილეთ ოია ატამანი (Oya
Ataman), ციტირება მაღლა, § 37; ბუკტა და სხვები უნგრეთის
წინააღმდეგ (Bukta and Others v. Hungary), # 25691/04, § 35, ECHR
2007-III; ბალჩიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Balçık and
Others v. Turkey), # 25/02, § 49, 29 ნოემბერი, 2007; ნურეტინ
ალდემირი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Nurettin Aldemir and
Others v. Turkey), # 32124/02, #32126/02, #32129/02, #32132/02,
#32133/02, #32137/02 და #32138/02, § 42, 18 დეკემბერი, 2007; ევა
მოლნარი (Éva Molnár), ციტირება მაღლა, § 35; კარატეპე და სხვები
თურქეთის წინააღმდეგ (Karatepe and Others v. Turkey), #33112/04,
#36110/04, #40190/04, #41469/04 და #41471/04, § 46, 7 აპრილი, 2009;
სკიბა (Skiba), გადაწყვეტილება ციტირებულია მაღლა; ჩელიკი
თურქეთის წინააღმდეგ (Çelik v. Turkey) (# 3), # 36487/07, § 90,
15 ნოემბერი, 2012; და გიუნი და სხვები (Gün and Others), ციტირება
მაღლა, §§ 73 და 80). მართლაც, სასამართლომ ადრე მიიჩნია, რომ
შეტყობინება და თუნდაც ნებართვის მიღების პროცედურა
საზოგადოებრივი ღონისძიებისთვის როგორც წესი არ ბღალავს
კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული უფლების არსს, იმ
პირობით რომ ამ პროცედურის მიზანია სახელმწიფო ორგანოებს
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 59

შესაძლებლობა მისცეს გაატარონ გონივრული და შესატყვისი


ზომები, რაც იქნება ნებისმიერი შეკრების, შეხვედრის ან სხვა სახის
კრების შეუფერხებლად ჩატარების გარანტი (იხილეთ სერგეი
კუზნეცოვი (Sergey Kuznetsov), ციტირება მაღლა, § 42, და რაი და
ევანსი (Rai and Evans), გადაწყვეტილება ციტირებულია მაღლა).
საჯარო შეკრებების ორგანიზატორები უნდა დაემორჩილონ ამ
პროცესის მარეგულირებელ წესებს მოქმედი რეგულაციების
შესრულებით (იხილეთ პრიმოვი და სხვები (Primov and Others),
ციტირება მაღლა, § 117).
148. წინასწარი შეტყობინება ემსახურება არა მხოლოდ შეკრების
უფლების სხვების უფლებებთან და კანონიერ ინტერესებთან (მათ
შორის გადაადგილების თავისუფლებასთან) მისადაგებას, არამედ
ასევე წესრიგის დარღვევისა თუ დანაშულის თავიდან აცილების
მიზანს. საჯარო დემონსტრაციის ორგანიზებისას კონფლიქტური
ინტერესების დასაბალანსებლად წინასწარი ადმინისტრაციული
პროცედურები ჩვეული პრაქტიკაა წევრ სახელმწიფოებში
(იხილეთ ევა მოლნარი (Éva Molnár), ციტირება მაღლა, § 37, და
ბერლადირი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Berladir and Others
v. Russia), # 34202/06, § 42, 10 ივლისი, 2012). თუმცა, ამგვარი
ხასიათის რეგულაციები არ უნდა წარმოადგენდეს ფარულ
დაბრკოლებას კონვენციით დაცული მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლებისთვის (იხილეთ სამიუტ კარაბულუტი თურქეთის
წინააღმდეგ (Samüt Karabulut v. Turkey), # 16999/04, § 35, 27 იანვარი,
2009, და ბერლადირი და სხვები (Berladir and Others), ციტირება
მაღლა, § 39).
149. ვინაიდან სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან
მოითხოვონ წინასწარი ნებართვა, მათ უნდა შეეძლოთ სანქციების
დაკისრება იმათთვის, ვინც მონაწილეობდა ამგვარი მოთხოვნების
დარღვევით გამართულ დემონსტრაციებში (იხილე ზილიბერგერი
(Ziliberberg), გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა; რაი და ევანსი
(Rai and Evans), გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა;
ბერლადირი და სხვები (Berladir and Others), ციტირება მაღლა, § 41;
და პრიმოვი და სხვები (Primov and Others), ციტირება მაღლა, §
118). იმავდროულად მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის
თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ვერ
გახდება სანქციის სამიზნე, თუნდაც ყველაზე მსუბუქი
დისციპლინური სახდელისა, დემონსტრაციაში
მონაწილეობისთვის, რომელიც არ იყო აკრძალული, იმ პირობით,
60 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

რომ პირი თავად არ ჩაიდენს რაიმე გადაცდომას ამ ღონისძიებაზე


(იხილეთ ეზელინი (Ezelin), ციტირება მაღლა, § 53; გალსტიანი
(Galstyan), ციტირება მაღლა, § 115; და ბარაკო (Barraco), ციტირება
მაღლა, § 44). ამგვარი წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც
დემონსტრაციას შედეგად მოყვა ზიანი ან წესრიგის სხვაგვარი
დარღვევა (იხილეთ ტარანენკო (Taranenko), ციტირება მაღლა, §
88).
150. უკანონო მდგომარეობა, როგორიცაა დემონსტრაციის
გამართვა წინასწარი ნებართვის გარეშე, აუცილებლად არ
ამართლებს პირის შეკრების თავისუფლებაზე უფლებაში ჩარევას
(იხილეთ ცისე საფრანგეთის წინააღმდეგ (Cisse v. France), #
51346/99, § 50, ECHR 2002-III; ოია ატამანი (Oya Ataman), ციტირება
მაღლა, § 39; ბარაკო (Barraco), ციტირება მაღლა, § 45; და სკიბა
(Skiba), გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა). მაშინ როცა
საჯარო შეკრებების მარეგულირებები წესები, როგორიცაა
წინასწარი შეტყობინების სისტემა, არსებითია დემონსტრაციის
შეუფერხებლად გამართვისთვის, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს
წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს მინიმუმამდე
დაიყვანონ საგზაო მოძრაობის შეფერხება და გაატარონ
უსაფრთხოების სხვა ზომები, მათი აღსრულება ვერ გახდება
საბოლოო მიზანი (იხილეთ პრიმოვი და სხვები (Primov and
Others), ციტირება მაღლა, § 118). კერძოდ კი, როდესაც
დემონსტრანტები არ ებმებიან ძალადობრივ ქმედებებში, საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მნიშვნელოვანია
გამოავლინონ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა
მშვიდობიანი შეკრებების მიმართ, თუკი კონვენციის მე-11
მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლება არ არის მთელ
არსს მოკლებული (იხილეთ ოია ატამანი (Oya Ataman), ციტირება
მაღლა, § 42; ბუკტა და სხვები (Bukta and Others), ციტირება მაღლა,
§ 37; ნურეტინ ალდემირი და სხვები (Nurettin Aldemir and Others),
ციტირება მაღლა, § 46; აშუღიანი (Ashughyan), ციტირება მაღლა, §
90; ევა მოლნარი (Éva Molnár), ციტირება მაღლა, § 36; ბარაკო
(Barraco), ციტირება მაღლა, § 43; ბერლადირი და სხვები (Berladir
and Others), ციტირება მაღლა, § 38; ფაბერი (Fáber), ციტირება
მაღლა, § 47; იზცი თურქეთის წინააღმდეგ (İzci v. Turkey), #
42606/05, § 89, 23 ივლისი, 2013; და კასპაროვი და სხვები (Kasparov
and Others), ციტირება მაღლა, § 91).
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 61

151. წინასწარი ნებართვის არ არსებობა და ქმედების თანმდევი


“უკანონობა” სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ აძლევს carte
blanche-ს; ისინი მაინც იზღუდებიან მე-11 მუხლით დადგენილი
თანაზომიერების მოთხოვნით. შესაბამისად უნდა დადგინდეს
რატომ არ მოხდა დემონსტრაციის ჩატარების ნებართვის გაცემა
თავიდანვე, რა იყო განსახილველი საზოგადოებრივი ინტერესი და
რა სახის რისკები უკავშირდებოდა დემონსტრაციას. პოლიციის
მიერ დემონსტრანტების განსამუხტად გამოყენებული მეთოდი,
მათი კონკრეტულ ადგილას თავმოყრა ან დემონსტრაციის დაშლა
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩარევის თანაზომიერების
შეფასებისთვის (იხილეთ პრიმოვი და სხვები (Primov and Others),
ციტირება მაღლა, § 119). შესაბამისად, პოლიციის მიერ
ნებადართული დემონსტრაციის დასაშლელად წიწაკის სპრეის
გამოყენება არათანაზომიერად იქნა მიჩნეული, მიუხედავად იმისა,
რომ სასამართლომ აღიარა, რომ ღონისძიებას შეეძლო შეეფერხებია
საგზაო მოძრაობა (იხილეთ ოია ატამანი (Oya Ataman), ციტირება
მაღლა, §§ 38-44).
152. საქმეზე ბუკტა და სხვები (Bukta and Others) (ციტირება
მაღლა, 35-ე და 36-ე პარაგრაფები), სასამართლომ დაადგინა, რომ
საგანგებო გარემოებებში, რომელთა არსებობისას სპონტანური
დემონსტრაცია შესაძლოა გამართლებული იყოს, მაგალითად
პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ, ამგვარი დემონსტრაციის
დაშლა მხოლოდ სავალდებულო წინასწარი თანხმობის არ ქონის
გამო, მონაწილეთა მხრიდან უკანონო ქცევის გარეშე, შესაძლოა
უტოლდებოდეს მშვიდობიან შეკრებაზე მათი თავისუფლების
არათანაზომიერ შეზღუდვას.
153. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქმეზე ბუკტა და
სხვები (Bukta and Others) დადგენილი პრინციპი ვერ
გავრცელდება შემთხვევაზე, რომელზეც სპონტანური
დემონსტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინების არ არსებობა
ვერასდროს გახდება მომიტინგეთა დაშლის ლეგიტიმური
საფუძველი. სპონტანური დემონსტრაციის გამართვის უფლება
გადაწონის საჯარო შეკრების წინასწარი შეტყობინების
ვალდებულებას მხოლოდ საგანგებო გარემოებებში, კერძოდ კი
თუკი მოცემულ მოვლენაზე დაუყოვენებლი რეაგირება
გამოიხატება დემონსტრაციის ფორმით. კერძოდ კი, ზოგადი
წესიდან ამგვარი გადახვევა შესაძლოა გამართლებული იყოს თუკი
გადადება ამ პასუხს ფუჭად აქცევს (იხილეთ ევა მოლნარი (Éva
62 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

Molnár), ციტირება მაღლა, §§ 37-38, და შკიბა (Skiba),


გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა).
154. უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის შესაბამისად
ნებადართული დემონსტაციაც შეიძლება დაიშალოს, მაგალითად
როდესაც ის გადაიზრდება აჯანყებაში (იხილეთ პრიმოვი და
სხვები (Primov and Others), ციტირება მაღლა, § 137).

(γ) დემონსტრაციები და ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა


155. საჯარო ადგილას ნებისმიერი სახის დემონსტრაციამ
შესაძლოა გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა, მათ
შორის საგზაო მოძრაობის შეფერხება (იხილეთ ბარაკო (Barraco),
ციტირება მაღლა, § 43; დისკი და კესკი თურქეთის წინააღმდეგ
(Disk and Kesk v. Turkey), # 38676/08, § 29, 27 ნოემბერი, 2012; და
იზცი (İzci), ციტირება მაღლა, § 89). ეს ფაქტი თავისთავად არ
ამართლებს შეკრების თავისუფლებაზე უფლებაში ჩარევას
(იხილეთ ბერლადირი და სხვები (Berladir and Others), ციტირება
მაღლა, § 38, და გიუნი და სხვები (Gün and Others), ციტირება
მაღლა, § 74), ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებისთვის
მნიშვნელოვანია გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობის ჩვენება
(იხილეთ აშუღიანი (Ashughyan), ციტირება მაღლა, § 90).
“შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი” ვერ განისაზღვრება in
abstracto: სასამართლომ უნდა მიმოიხილოს საქმის კონკრეტული
გარემოებები, კერძოდ კი “ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევის”
ფარგლებთან მიმართებით (იხილეთ პრიმოვი და სხვები (Primov
and Others), ციტირება მაღლა, § 145). ასეთ შემთხვევაში
ასოციაციებისთვის და დემონსტრაციის სხვა
ორგანიზატორებისთვის როგორც დემოკრატიის მოქმედი
პირებისთვის მნიშვნელოვანია იხელმძღვანელონ ამ პროცესების
მარეგულირებელი წესებით, მოქმედი რეგულაციების
შესრულებით (იხილეთ ოია ატამანი (Oya Ataman), ციტირება
მაღლა, § 38; ბალჩიკი და სხვები (Balçık and Others), ციტირება
მაღლა, § 49; ევა მოლნარი (Éva Molnár), ციტირება მაღლა, § 41;
ბარაკო (Barraco), ციტირება მაღლა, § 44; და სკიბა (Skiba),
გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა).
156. ორგანიზატორების მხრიდან ამ წესებისადმი განზრახი
დაუმორჩილებლობა და დემონსტრაციის ან მისი ნაწილის
იმგვარად სტრუქტურირება, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმი და
სხვა აქტივობები დაირღვეს ისე, რომ ეს აჭარბებდეს ამ
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 63

გარემოებებში დარღვევის გარდაუვალ მაჩვენებელს, წარმოადგენს


ქცევას, რომელიც ვერ ისარგებლებს იგივე პრივილეგირებული
დაცვით კონვენციის თანახმად, როგორც პოლიტიკური გამოსვლა
ან დებატი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ან ამ
საკითხებზე აზრის მშვიდობიანი გამოხატვა. საპირისპიროდ ამისა
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები
სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით,
ამგვარი ქცევის შემზღუდავი ღონისძიებების გატარების
აუცილებლობის შეფასებისას (იხილეთ 97-ე პარაგრაფი მაღლა;
იხილეთ ასევე, mutatis mutandis, დრიმანი და სხვები (Drieman and
Others), გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა).
157. საზოგადოებრივ ადგილებში მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლებაზე შეზღუდვები შესაძლოა ემსახურებოდეს სხვათა
უფლებების დაცვას წესრიგის დარღვევის პრევენციისა და საგზაო
მოძრაობის ჩვეული რიტმის შენარჩუნების მიზნით (იხილეთ ევა
მოლნარი (Éva Molnár), ციტირება მაღლა, § 34). ვინაიდან
საზოგადოებრივი ღონისძიებისას გადატვირთულობა საფრთხეს
უკავშირდება, სახელმწიფო ორგანოებისთვის სხვადასხვა
ქვეყნებში არ არის უჩვეულო, შეზღუდვები დააწესოს დაგეგმილი
საზოგადოებრივი შეკრების ადგილმდებარეობასთან, თარიღთან,
დროსთან, მისი ჩატარების ფორმასთან ან გზასთან მიმართებით
(იხილეთ პრიმოვი და სხვები (Primov and Others), ციტირება
მაღლა, § 130).

(δ) სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება კონვენციის მე-11


მუხლიდან გამომდინარე
158. სახელმწიფოებმა არა მხოლოდ თავი უნდა შეიკავონ
მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე დაუსაბუთებელი
არაპირდაპირი შეზღუდვების დაწესებისგან, არამედ ასევე ამ
უფლების გარანტები უნდა იყვნენ. მართალია მე-11 მუხლის
სამიზნე ცალკეული პირის დაცვაა სახელმწიფო ორგანოების
მხრიდან თვითნებური ჩარევისგან, დაცული უფლებების
სარგებლობით (იხილეთ “ლოკომოტივის ინჟინერთა და
მეხანძრეთა ასოცირებული საზოგადოება გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ (Associated Society of Locomotive Engineers and
Firemen (ASLEF) v. the United Kingdom), # 11002/05, § 37,
27 თებერვალი, 2007, და ნემცოვი (Nemtsov), ციტირება მაღლა, §
72), შესაძლოა დამატებით არსებობდეს პოზიტიური
ვალდებულება, ამ უფლებებით ეფექტიანი სარგებლობის
64 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

უზრუნველსაყოფად (იხილეთ Djavit An, ციტირება მაღლა, § 57;


ოია ატამანი (Oya Ataman), ციტირება მაღლა, § 36; და გიუნი და
სხვები (Gün and Others), ციტირება მაღლა, § 72).
159. სახელმწიფო ორგანოებს ვალდებულება აქვთ სათანადო
ღონისძიებები გაატარონ კანონიერ დემონსტრაციებთან
მიმართებით რათა უზრუნველყონ მათი მშვიდობიანი გამართვა
და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება (იხილეთ ოია ატამანი (Oya
Ataman), ციტირება მაღლა, § 35; მაჰმუდოვი რუსეთის წინააღმდეგ
(Makhmoudov v. Russia), # 35082/04, §§ 63-65, 26 ივლისი 2007; შკიბა
(Skiba), გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა; და გიუნი და
სხვები (Gün and Others), ციტირება მაღლა, § 69). თუმცა ისინი ვერ
იქნებიან ამის აბსოლუტური გარანტები და მათ თავისუფალი
შეფასების ფართო ფარგლები აქვთ გამოსაყენებელ საშუალებებთან
მიმართებით (იხილეთ პროტოპაპა თურქეთის წინააღმდეგ
(Protopapa v. Turkey), #16084/90, § 108, 24 თებერვალი 2009). ამ
სფეროში კონვენციის მე-11 მუხლიდან გამომდინარე მათი
ვალდებულება გულისხმობს ზომების მიღებას და არა შედეგების
მიღწევას (იხილეთ Plattform “Ärzte für das Leben” ავსტრიის
წინააღმდეგ (Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria), 21 ივნისი,
1988, § 34, სერია A # 139, და ფაბერი (Fáber), ციტირება მაღლა, § 39).
160. კერძოდ კი სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა
პრევენციული უსაფრთხოების ზომების მიღების მნიშვნელოვნება,
როგორებიცაა მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების
დემონსტრაციის ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ღონისძიების,
შეხვედრის ან სხვა შეკრების შეუფერხებლად ჩატარების
გარანტიისთვის, მიუხედავად იმისა იქნება ეს პოლიტიკური,
კულტურული თუ სხვა სახის (ოია ატამანი (Oya Ataman),
ციტირება მაღლა, § 39)

(ii) ამ პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე

(α) მშვიდობიანი შეკრების თაობაზე წინასწარი ნებართვის მიღება


161. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე
ფერმერებს ქონდათ ნებართვა დემონსტრაცია ჩაეტარებინათ
გამოყოფილ ადგილებში. კერძოდ კი 2003 წლის მაისში
კალვარიას მუნიციპალიტეტმა გასცა ნებართვა ქალაქ კალვარიაში
“ბაზართან ახლოს” 13-16 მაისს დილის 8 საათიდან ღამის 11
საათამდე, 2003 წლის 17 მაისს დილის 8 საათიდან დღის 3
საათამდე და 2003 წლის 19-20 მაისს დილის 8 საათიდან ღამის 11
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 65

საათამდე მშვიდობიანი შეკრების გამართვის თაობაზე.


ანალოგიური ნებართვები გაიცა 21-23, 24 და 26-30 მაისისთვის
(იხილეთ მე-15 პარაგრაფი მაღლა). 2003 წლის 8 მაისს პასვალისის
მუნიციპალიტეტმა გასცა 2003 წლის 15-დან 25 მაისამდე “ვია
ბალტიკას მაგისტრალის სამოცდამესამე კილომეტრზე
ავტოსადგომსა და ამ მაგისტრალთან” ათდღიანი დემონსტრაციის
გამართვის ნებართვა (იხილეთ მე-16 პარაგრაფი მაღლა). და
ბოლოს, 2003 წლის 19 მაისს კლაიპედას მუნიციპალიტეტმა გასცა
შეკრების გამართვის ნებართვა “სოფელ დივუპიაისის
მიმდებარედ, მაგრამ ვილნიუს-კლაიპედას მაგისტრალის
არაუახლოეს ოცდახუთი მეტრისა” 2003 წლის 19-25 მაისს დილის
11-დან ღამის 11 საათამდე (იხილეთ მე-17 პარაგრაფი მაღლა).
162. შესაბამისად ლიტვამ ამ შეკრებებზე წინასწარი პირდაპირი
ნებართვები გასცა (იხილეთ, საპირისპიროდ ამისა, შემდეგი
გადაწყვეტილებები და განჩინებები, ციტირება მაღლა:
ზილიბერგერი (Ziliberberg); ოია ატამანი (Oya Ataman), §§ 38-39;
ბუკტა და სხვები (Bukta and Others), § 34; ევა მოლნარი (Éva
Molnár), §§ 40-41; სკიბა (Skiba); რაი და ევანსი (Rai and Evans);
გიუნი და სხვები (Gün and Others), § 77; და პრიმოვი და სხვები
(Primov and Others), §§ 121-128). შესაბამისად ფერმერთა
დემონსტრაციები ვერ მიიჩნევა უკანონოდ შეხვედრების
ჩატარებამდე შიდა კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი
პროცედურების დაუცველობის საფუძვლით.
163. ასევე აღსანიშნავია, რომ 2003 წლის 19 მაისიდან 21 მაისის
შუადღემდე ფერმერები შეიკრიბნენ საგანგებოდ გამოყოფილ
ტერიტორიაზე და შესაძლებლობა ქონდათ მშვიდობიანი
დემონსტრაცია გაემართათ სახელმწიფო უწყებების მხრიდან
ჩარევის გარეშე (იხილეთ მე-19 პარაგრაფი მაღლა).

(β) 2003 წლის 21 მაისიდან 23 მაისამდე განმცხადებლების ქცევა და


მათი შედეგები
164. 2003 წლის 21 მაისს შუადღისას, მთავრობასთან
მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდგომ ფერმერებმა
გადაწყვიტეს შეკრება გამოყოფილი ადგილიდან მეზობელ გზებზე
გადაეტანათ, კერძოდ კი ვილნიუსი-კლაიპედას მაგისტრალზე,
პანევეზისი-პასვალისი-რიგის მაგისტრალსა და კაუნასი-
მარიამპოლე-სუვალკაის მაგისტრალზე (იხილეთ მე-20 პარაგრაფი
მაღლა). როგორც მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა და
განმცხადებლებსაც არ გაუპროტესტებიათ, ეს იყო ქვეყნის სამი
66 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

ძირითადი საკვანძო მაგისტრალი. უფრო მეტიც, 2003 წლის 21


მაისს დღის 3 საათიდან 4.30 საათამდე მესამე, მეოთხე და მეხუთე
განმცხადებლებმა ტრაქტორები გადაიყვანეს კაუნასი-მარიამპოლე-
სუვალკაის მაგისტრალზე და დატოვეს ისინი ასფალტირებულ
სატვირთო ბილიკზე, რითაც შეაფერხეს ტრანსპორტის
გადაადგილება (იხილეთ 21 (c) პრაგრაფი მაღლა).
165. სასამართლოს აზრით, დემონსტრანტების გადაადგილება
გამოყოფილი ადგილიდან მაგისტრალზე ნებართვაში
ჩამოყალიბებული პირობების აშკარა დარღვევა იყო. ეს მოქმედება
განხორციელდა სახელმწიფო ორგანოებისთვის წინასწარი
შეტყობინების გარეშე და ნებართვაში ცვლილების შეტანის
მოთხოვნის გარეშე. განმცხადებლები ვერ განაცხადებდნენ, რომ არ
იცოდნენ ამ მოთხოვნების შესახებ.
166. არც ის იკვეთება, ალბათ იმიტომაც, რომ მოცემულ
ვითარებაში ეს არ არის გადამწყვეტი მსჯელობა, რომ ფერმერების
მხრიდან დემონსტრაციის ნებართვის ფარგლების გადამეტება
გამართლებული იყო მოცემულ მოვლენაზე დაუყოვნებელი
რეაგირების საჭიროებით (იხილეთ, კონკრეტულად და mutatis
mutandis, 152-ე და 153 -ე პარაგრაფებში ციტირებული
პრეცედენტული სამართლის წყაროები). სასამართლო აღნიშნავს,
რომ სოფლის მეურნეობის სფეროში პრობლემები და სასოფლო-
სამეურნეო პროდუქტების საერთო ფასების ვარდნა მიმდინარე
ვითარება იყო და ფერმერების უკამყოფილება იზრდებოდა
ვინაიდან მათი აზრით მთავრობამ ვერ განახორციელა
პარლამენტის 2003 წლის 22 აპრილის რეზოლუცია (იხილეთ მე-13
პარაგრაფი მაღლა). კონფლიქტის ცენტრში არსებული ვითარება
კარგად იყო ცნობილი განმცხადებლებისთვის და სახელმწიფო
ორგანოებისთვისაც შეკრებების გამართვის ნებართვების
გაცემამდე. არაფერი მიუთითებს, რომ 2003 წლის 21 მაისს ადგილი
ქონდა რაიმე მოულოდნელ პოლიტიკურ მოვლენას, რაც
დაუყოვენებელ რეაგირებას საჭიროებდა.
167. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო
მიიჩნევს, რომ ნებართვის გარეშე გზების ბლოკირება
გამართლებული არ იყო “მიმდინარე მოვლენით, რომელიც
მყისიერ რეაგირებას საჭიროებდა” (იხილეთ ევა მოლნარი (Éva
Molnár), ციტირება მაღლა, § 38, და სკიბა (Skiba), გადაწყვეტილება
ციტირებული მაღლა; იხილეთ ასევე, შედარებისთვის და mutatis
mutandis, ბუკტა და სხვები (Bukta and Others), ციტირება მაღლა, §
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 67

36, სადაც დემონსტრაცია გაიმართა როგორც რუმინეთის პრემიერ


მინისტრის მიერ ორგანიზებულ მიღებაში უნგრეთის პრემიერ
მინისტრის მონაწილეობაზე სპონტანური პროტესტი).
168. რაც შეეხება განმცხადებლების მტკიცებას, რომ გზების
გადაკეტვა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მათი ლეგიტიმური
ინტერესების დაცვის უკანასკნელი შესაძლო ღონისძიება იყო
(იხილეთ 119-120 პარაგრაფები მაღლა), სასამართლოს არ გააჩნია
საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს ეროვნული სასამართლოების
შეფასება, რომ ფერმერების განკარგულებაში იყო საკუთარი
ინტერესების დაცვის ალტერნატიული და კანონიერი საშულებები,
როგორიცაა საჩივრების ადმინისტრაციული
სასამართლოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა (იხილეთ 43-ე
პარაგრაფი მაღლა).
169. სასამართლო ასევე ვერ ხედავს საფუძველს ეჭვქვეშ
დააყენოს ეროვნული სასამართლოების მიგნებები იმის თაობაზე,
რომ განმცხადებლებისთვის ცნობილი იყო, რომ დემონსტრაციის
ნებადართული ტერიტორიიდან გადატანა მაგისტრალზე და
ტრაქტორების გაჩერება კაუნასი-მარიამპოლე-სუვალკაის
მაგისტრალის სატვირთო გზის ნაწილზე განაპირობებდა
სატრანსპორტო მოძრაობის ძირეულ შეფერხებას. მათ ხელთ
არსებული მასალების შესწავლის შედეგად ეროვნული
სასამართლოები და კალვარიასა და პასვალის პოლიცია (იხილეთ
28-ე და 30-ე პარაგრაფები მაღლა) მივიდა დასკვნამდე, რომ გზების
გადაკეტვამ მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა ტვირთის
გადამზიდავთა და კერძო ავტომობილების მოძრაობას, თანმდევი
სატრანსპორტო საცობებითა და ავტომობილების გრძელი
რიგებით. ეს 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ვინაიდან გზები
მხოლოდ 2003 წლის 23 მაისს გაიხსნა. როგორც წესი ევროპული
სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის ფაქტების ეროვნული
სასამართლოებისეული შეფასების საკუთარი შეფასებით
ჩაანაცვლება და ზოგადი წესის თანახმად ამ სასამართლოების
პრეროგატივაა შეაფასონ მათ წინაშე წარდგენილი მტკიცებულება
(იხილეთ, inter alia, ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს
წიანაღმდეგ (Edwards v. the United Kingdom), 16 დეკემბერი, 1992, §
34, სერია A #247-B; ვიდალი ბელგიის წინააღმდეგ (Vidal v.
Belgium), 22 აპრილი, 1992, §§ 33-34, სერია A # 235-B; და კლაასი
გერმანიის წინააღმდეგ (Klaas v. Germany), 22 სექტემბერი, 1993, §
29, სერია A # 269). [ადამიანის უფლებათა ევროპული]
68 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა მასალა, რომელიც კითხვის


ნიშნის ქვეშ დააყენებდა ეროვნული სასამართლოების მიგნებებს
და წონას შემატებდა განმცხადებლების მტკიცებას [ადამიანის
ფუელბათა ევროპული] სასამართლოს წინაშე, რასაც სადავოდ
ხდიდა მოპასუხე ხელისფულება, რომ მითითებულ კრიტიკულ
დღეებში ტვირთის მოძრაობა “იმაზე უკეთესიც კი იყო ვიდრე
ჩვეულებრივ” (იხილეთ 24-ე და 121-ე პარაგრაფები მაღლა).
170. როგორც უკვე აღინიშნა 97-ე პარაგრაფში მაღლა, ცხოვრების
ჩვეული რიტმისა და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არ იყო
საჯარო ადგილას გამართული დემონსტრაციის გვერდითი
ეფექტი. ვინაიდან დემონსტრაციები გაიმართა ამისთვის
გამოყოფილ ადგილებში, ტრანსპორტის გადაადგილებას ზიანი არ
მიდგომია. ფერმერთა გადაწყვეტილება გადასულიყვნენ,
მაგისტრალზე და გამოეყენებიათ ტრაქტორები, სხვა არაფერი იყო
გარდა იმისა, რომ შეეჩერებინათ ან შეემცირებიათ
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შეექმნათ
ქაოსი, რათა ყურადღება მიექციათ ფერმერთა საჭიროებებზე.
საერთაშორისო გზების გადაკეტვა აშკარად მიმართული იყო
მთავრობაზე ზეწოლის მოხდენისკენ, გაეზიარებიათ ფერმერთა
მოთხოვნები, როგორც ეს გამოვლინდა იმ ფაქტით, რომ
[ტრაქტორები] გზიდან გადაიყვანეს როგორც კი დემონსტრანტებს
მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შესახებ შეატყობინეს
(იხილეთ 22-ე და 28-ე პარაგრაფები მაღლა). ეს მახასიათებელი
წინამდებარე საქმეს გამოარჩევს საქმეებისგან, რომლებზეც
სასამართლომ დაადგინა, რომ დემონსტრაციებმა შესაძლოა
განაპირობოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული ხარისხით
შეფერხება, მათ შორის საავტომობილო მოძრაობის შეფერხება
(იხილეთ 155-ე პარაგრაფში ციტირებული პრეცედენტული
სამართალი მაღლა).
171. სასამართლოს უკვე მოუწოდეს შეესწავლა შემთხვევები,
როდესაც დემონსტრანტებმა სცადეს თავიდან აეცილებიათ ან
ჩაენაცვლებიათ სხვათა აქტივობები. საქმეზე სთილი და სხვები
(Steel and Others) (ციტირება მაღლა) პირველმა და მეორე
განმცხადებელმა შეაფერხეს მოძრაობა და ამით ხელი შეუშალეს
მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოებს. საქმეზე დრიმანი და
სხვები (Drieman and Others) (გადაწყვეტილება ციტირებული
მაღლა), გრინფისის (Greenpeace) აქტივისტებმა საზღვაო
ხომალდები იმგვარ პოზიციაზე მიიყვანეს, რომ ფიზიკურად
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 69

შეაფერხეს ვეშაპებზე ნადირობა, აიძულეს ვეშაპებზე მონადირეები


შეეწყვიტათ კანონიერი გზით თავიანთი სასიცოცხლო რესურსების
გამოყენება ნორვეგიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. ამ ორ
საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სანქციების გამოყენება
(საქმეზე სთილი და სხვები (Steel and Others), ორმოცდაოთხ
საათიანი პატიმრობა საქმის განხილვის მიმდინარეობისას და
სასჯელის სახით ოცდარვა დღით პატიმრობის შეფარდება
ნადირობისთვის ხელშეშლისთვის და ჩვიდმეტსაათიანი
პატიმრობა საქმის განხილვის მიმდინარეობისას და სასჯელის
სახით შვიდი დღით პატიმრობის შეფარდება საავტომობილო გზის
მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტისთვის; საქმეზე დრიემანი და
სხვები (Drieman and Others), ორდღიანი წინასწარი პატიმრობა და
ჯარიმები, რომლებიც გადაუხდელობის შემთხვევაში
ჩანაცვლდებოდა პატიმრობით და საზღვაო ხომალდის
კონფისკაციით) სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის
ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით რეაგირება თანაზომიერი იყო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ a fortiori იგივე დასკვნა უნდა
გაკეთდეს წინამდებარე საქმეზე, რომელზეც დემონსტრანტთა
მოქმედებები პირდაპირ მიმართული არ იყო იმ საქმიანობაზე,
რასაც არ ეთანხმებოდნენ, არამედ სხვა აქტივობის ფიზიკურ
შეფერხებაზე (საქონლის გადამზიდავთა და კერძო
ავტომობილების მიერ საავტომობილო მაგისტრალით
სარგებლობა), რასაც პირდაპირი კავშირი არ ქონდა მათი
პროტესტის საგანთან, კერძოდ კი მთავრობის უმოქმედებასთან
სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების დაწევასთან
დაკავშირებით.
172. აღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე საქმეს მეტი
მსგავსება აქვს საქმეებთან ლუკასი (Lucas) (გადაწყვეტილების
ციტირება მაღლა), რომელზეც განმცხადებელმა ჩაკეტა
საზოგადოებრივი გზა რათა პროტესტი გამოეხატა ატომური
წყალქვეშა ნავის შენარჩუნების გამო და საქმეზე ბარაკო (Barraco)
(ციტირება მაღლა), რომელიც ეხებოდა განმცხადებლის
მონაწილეობას პროტესტში, რამაც განაპირობა საავტომობილო
მოძრაობის ძლიერი შეფერხება. როგორც საქმეებზე სთილი და
სხვები (Steel and Others) და დრიმანი და სხვები (Drieman and
Others), სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლისთვის
დაკისრებული სანქციები (ოთხი საათის განმავლობაში დაკავება
პოლიციის ფურგონის ტიპის ავტომობილში და ჯარიმა 150 ფუნტი
70 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

სტერლინგის ოდენობით საქმეზე ლუკასი (Lucas); სამი თვით


პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 1500 ევროს ოდენობით საქმეზე
ბარაკო (Barraco)) “აუცილებელი იყო დემოკრატიულ
საზოგადოებაში” კონვენციის 11.2 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეზე ბარაკო (Barraco)
საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გრძელდებოდა მხოლოდ
ხუთი საათი (წინამდებარე საქმეზე 48 საათიანი შეფერხებისგან
განსხვავებით) და მხოლოდ ერთი მაგისტრალი იყო დაკეტილი
([წინამდებარე საქმეზე] სამისგან განსხვავებით).
173. როგორც ზემოთ აღწერილი პრეცედენტული სამართლიდან
ჩანს, დემონსტრანტების მხრიდან ცხოვრების ჩვეული რიტმისა და
სხვათა მიერ კანონიერად განხორციელებული საქმიანობის
განზრახი მძიმე შეფერხება უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე
გამოწვეული იქნებოდა საჯარო ადგილზე მშვიდობიანი შეკრების
უფლებით ჩვეული სარგებლობით, შესაძლოა განხილულ იქნას
“მიუღებელ ქმედებად” სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
მნიშვნელობით (იხილეთ 149-ე პარაგრაფი მაღლა). ამგვარი ქცევა
შესაძლოა მყარი საფუძველი იყოს სასჯელების დაკისრებისთვის,
მათ შორის სისხლის სამართლებრივი სასჯელებისა.
174. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ
განმცხადებლებს არც ძალადობრივი ქმედებები ჩაუდენიათ არც
სხვებისთვის მოუწოდებიათ ამგვარი ქმედებებისკენ
(შედარებისთვის ოსმანი და სხვები (Osmani and Others),
გადაწყვეტილება ციტირებული მაღლა; პროტოპაპა (Protopapa),
ციტირება მაღლა; და პრიმოვი და სხვები (Primov and Others),
ციტირება მაღლა), სამი ძირითადი საავტომობილო მაგისტრალის
თითქმის სრული ბლოკირება პოლიციის მითითებებისა და
გზებით მოსარგებლეთა საჭიროებებისა და უფლებების აშკარა
დამოუმორჩილებლობაა, რომელიც მართალია ნაკლებ მძიმეა
ვიდრე ფიზიკური ძალის გამოყენება, შეიძლება აღწერილ იქნას
როგორც “მიუღებელი”.
175. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ვერ ხედავს
ეჭვის საფუძველს, რომ განმცხადებლების ქცევაზე სანქციების
გავრცელების შესახებ ეროვნული სახელმწიფო ორგანოების
გადაწყვეტილებით დადგენილი შეზღუდვები განმტკიცებული
იყო შესატყვისი და საკმარისი საფუძვლებით. ამ გარემოებებში
მოპასუხე სახელმწიფოსთვის მიკუთვნებული თავისუფალი
შეფასების ფარგლების გათვალისწინებით (იხილეთ 156-ე
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 71

პარაგრაფი მაღლა; იხილეთ ასევე, შედარებისთვის ხელშემკვრელი


სახელმწიფოების სარგებლობაში არსებული თავისუფალი
შეფასების ფართო ფარგლები პროფესიული კავშირის
მოქმედებასთან დაკავშირებით სარკინიგზო, საზღვაო და
სატრანსპორტო მუშაკების ეროვნული კავშირი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ (National Union of Rail, Maritime and Transport
Workers v. the United Kingdom), # 31045/10, §§ 86-87, ECHR 2014), ეს
უკანასკნელი აშკარად უფლებამოსილი იყო მიეჩნია, რომ
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესები გადაწონიდა
განმცხადებლებისას, როდესაც მათ მიმართეს გზების გადაკეტვას
როგორც საშუალებას ფერმერებისთვის მიეღწიათ მნიშვნელოვანი
ცვლილებისთვის მთავრობასთან მოლაპარაკებებისას (იხილეთ,
mutatis mutandis, პრიმოვი და სხვები (Primov and Others), ციტირება
მაღლა, § 160).

(γ) სახელმწიფო ორგანოთა ქცევა დემონსტრაციების


მიმდინარეობისას
176. რაც შეეხება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ქცევას,
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ფერმერებმა მოითხოვეს,
მათ გასცეს კონკრეტულ ადგილზე მშვიდობიანი შეკრების
გამართვის ნებართვა და არ ჩარეულან შეკრების მიმდინარეობაში
სანამ დემონსტრაციამ სხვა ადგილზე არ გადაინაცვლა, კერძოდ კი
მაგისტრალზე. ამ მომენტიდან პოლიციამ ვალდებულება აიღო
განმცხადებლებისთვის დაევალებია, გაეხსნათ გზები და
გააფრთხილა ისინი შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ (იხილეთ
46-ე და 52-ე პარაგრაფები მაღლა). მაშინაც როდესაც
განმცხადებლებმა უარი განაცხადეს ამ კანონიერი მოთხოვნების
შესრულებაზე, პოლიციამ არჩია არ დაეშალა შეკრება. ფერმერებმა
გადაწყვიტეს დემონსტრაციის შეწყვეტა, როდესაც მთავრობამ
მათი მოთხოვნები შეასრულა (იხილეთ 22-ე პარაგრაფი მაღლა).
უფრო მეტიც, როდესაც დაძაბულობა წარმოიშვა ფერმერებსა და
მძღოლებს შორის, პოლიციამ კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა
დაშოშმინებისკენ, რათა თავიდან აეცილებიათ სერიოზული
დაპირისპირება (იხილეთ 28-ე პარაგრაფი მაღლა). და ბოლოს,
სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა სცადეს
საავტომობილო მოძრაობა გადაეტანათ მეორეულ, მიმდებარე
გზებზე, საავტომობილო საცობების შემცირების მიზნით.
177. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო
მიიჩნევს, რომ მიუხედავად განმცხადებლების ქმედებით
72 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

გამოწვეული მნიშვნელოვანი შეფერხებებისა სახელმწიფო


ორგანოების წარმომადგენლებმა მაღალი ხარისხის
შემწყნარებლობა გამოავლინეს (იხილეთ, mutatis mutandis, ევა
მოლნარი (Éva Molnár), ციტირება მაღლა, § 43; ბარაკო (Barraco),
ციტირება მაღლა, § 47; და სკიბა (Skiba), გადაწყვეტილება
ციტირებული მაღლა; იხილეთ ასევე, შედარებისთვის, პრიმოვი და
სხვები (Primov and Others), ციტირება მაღლა). უფრო მეტიც, მათ
ცადეს დემონსტრანტების ინტერესების დაბალანსება,
საავტომობილო მაგისტრალების მოსარგებლეების ინტერესებთან,
რათა უზრუნველეყოთ შეკრების მშვიდობიანი მიმდინარეობა და
ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, რითაც ნებისმიერი პოზიტიურ
ვალდებულება დაკმაყოფილებულად მიიჩნევა, რაც მათ
ევალებოდათ (იხილეთ ციტირებული პრეცედენტული სამართალი
158-160 პარაგრაფები მაღლა).
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 73

(δ) განმცხადებლებისთვის დაკისრებული სანქციები

178. რაც შეეხება განმცხადებლებისთვის დაკისრებულ


სანქციებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკისრებული სასჯელი
მსუბუქი სამოცდღიანი საპატიმრო სასჯელი იყო, რომლის
აღსრულებაც ერთი წლით პირობით გადაიდო. განმცხადებლებს
არ დაკისრებიათ ჯარიმები და მათი მსჯავრდების ერთადერთი
რეალური შედეგი იყო ვალდებულება, ერთი წლის განმავლობაში
მიეღოთ ნებართვა თუკი განზრახული ქონდათ თავიანთი
საცხოვრებელი ადგილების დატოვება შვიდ დღეზე მეტი ვადით
(იხილეთ 47-ე პარაგრაფი მაღლა). მსგავსი ღონისძიებები იქნა
გამოყენებული ოთხი განმცხადებლის მიმართ 2003 წლის
ივლისიდან ოქტომბრამდე მათ გასამართლებამდე (იხილეთ 33-ე
პარაგრაფი მაღლა). ამგვარი შეფერხება არ მიიჩნევა
არათანაზომიერად განმცხადებლების მიერ საზოგადოებრივი
წესრიგის მძიმე დარღვევასთან შედარებით (შედარებისთვის
იხილეთ ასევე სანქციები გამოყენებულ საქმეზე სთილი და სხვები
(Steel and Others), ციტირება მაღლა, და ლუკასი (Lucas),
გადაწყვეტილების ციტირება მაღლა, რაც სასამართლომ
თანაზომიერად მიიჩნია). უფრო მეტიც, განმცხადებლებს არ
განუცხადებიათ, რომ მათ წარუმატებლად მოითხოვეს
საცხოვრებელი ადგილების დატოვება ან რომ მათი მოთხოვნები
სისტემატურად იქნა უგულებელყოფილი ეროვნული
ტრიბუნალების მიერ.
179. დიდი პალატა ვერ დარწმუნდა, რომ განმცხადებლების
სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება ხელს უშლიდა
დაპირისპირებული ინტერესების დაბალანსებას (შეადარეთ
პალატის გადაწყვეტილების 82-ე პარაგრაფი). აღნიშნულთან
მიმართებით მან დაადგინა, რომ რაიონულმა სასამართლომ
მხედველობაში მიიღო განმცხადებლების მახასიათებლები და
მათი ბრალეულობის ხარისხი დასკვნის გაკეთებისას, რომ
სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია მათი თავისუფლების
შეზღუდვის გარეშე (იხილეთ 47-ე პარაგრაფი მაღლა). უფრო
მეტიც, რეგიონულმა სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ
შეისწავლეს საქმე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური
და კონვენციური უფლების ჭრილში (იხილეთ 53-ე და 58-ე
პარაგრაფები მაღლა).
180. ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ სათანადოდ უნდა
იქნას გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიკუთვნებული
74 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

თავისუფალი შეფასების ფარგლები წინამდებარე საქმეზე


კონკრეტულ გარემოებებში დავის საგანთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან მიმართებით უნდა საყურადღებოა, რომ
სასამართლოს ხელთ არსებული შედარებითსამართლებრივ
მასალაზე დაყრდნობით (იხილეთ 78-81 პარაგრაფები მაღლა), წევრ
ქვეყნებს შორის არ არსებობს ერთიანი უნიფიცირებული მიდგომა
საზოგადოებრივ მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობის
შეფერხების სამართლებრივ დახასიათებასთან მიმართებით,
რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში დანაშაულად მიიჩნევა, ხოლო სხვა
ქვეყნებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად,
ეროვნული სახელმწიფო ორგანოები ფართო დისკრეციით
სარგებლობენ განმცხადებლებისთვის შეფარდებული ქმედების
კვალიფიკაციასთან მიმართებით. შესაბამისად, ეროვნულ
სახელმწიფო ორგანოებს არ გადაუბიჯებიათ თავისუფალი
შეფასების ფარგლებისთვის (იხილეთ 156-ე პარაგრაფი მაღლა)
განმცხადებლების მათი ქცევისთვის სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის გამო.
181. დიდი პალატა ვერ ხედავს საფუძველს, რატომ უნდა
გაემიჯნოს ეროვნული სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე,
რომ ა.დ., სხვა ფერმერი, რომელმაც შეაფერხა საავტომობილო
მოძრაობა, პასუხი აგო მხოლოდ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის, საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევისთვის (შედარებისთვის პალატის გადაწყვეტილების 83-ე
პარაგრაფი). ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ სხვა პირებს
შეეძლოთ უფრო მსუბუქი რეაგირებით ესარგებლათ,
აუცილებლად არ გულისხმობს, რომ განმცხადებლებისთვის
დაკისრებული სანქციები არათანაზომიერი იყო.

(ε) დასკვნა
182. ზემოთ აღნიშნულმა მსჯელობამ სასამართლო მიიყვანა
დასკვნამდე, რომ 2003 წლის 21-23 მაისს ფერმერთა
დემონსტრაციასთან დაკავშირებით განმცხადებლებისთვის
აჯანყებისთვის სასჯელის შეფარდებისას ლიტვის სახელმწიფო
ორგანოებმა სამართლიანი ბალანსი შეინარჩუნეს “წესრიგის
დარღვევის პრევენცისა” და “სხვათა უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის” ლეგიტიმურ მიზნებსა და შეკრების
თავისუფლების მოთხოვნებს შორის. მათ თავიანთი
გადაწყვეტილებები დააფუძნეს ფაქტების მისაღებ შეფასებასა და
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 75

საფუძვლებს, რომლებიც რელევანტური და საკმარისი იყო.


შესაბამისად, ისინი არ გაცდენიან განხილვის საგანთან
მიმართებით თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
183. რაც შეეხება გასაჩივრებულ ჩარევას, ის იყო “აუცილებელი
დემოკრატიულ საზოგადოებაში” კონვენციის მე-11 მუხლის
მნიშვნელობით, შესაბამისად წინამდებარე საქმეზე დარღვევას არ
ქონდა ადგილი.
184. ეს დასკვნას აუცილებელს აღარ ხდის, სასამართლომ
იმსჯელოს მხარეების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე იმის
განსაზღვრასთან მიმართებით ლიტვის ხელისუფლების
ორგანოების მიერ მიღებული ზომები შეიძლება თუ არა
გამართლებული იყოს ECJ-ის პრეცედენტულ სამართალთან
მიმართებით (იხილეთ 125-ე პარაგრაფი მაღლა განმცხადებლებთან
მიმართებით, ხოლო 134-135 პარაგრაფები მოპასუხე
ხელისუფლებასთან მიმართებით). აღნიშნულთან მიმართებით
სასამართლო შემოიფარგლება იმის აღნიშვნით, რომ ECJ-ის როლია
დაადგინოს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეასრულეს თუ არა
საკუთარი ვალდებულება საქონლის თავისუფალი
გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ხოლო [ადამიანის
უფლებათა ევროპული] სასამართლოს ამოცანაა წინამდებარე
საქმეზე გადაწყვიტოს, ადგილი ქონდა თუ არა განმცხადებლების
შეკრების თავისუფლებაზე უფლების დარღვევას.

II. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა

185. განმცხადებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი მსჯავრდება


მოხდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევით, რომელიც შემდეგი
შინაარსისაა:
“1. არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში
ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ
ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან
საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი
შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა
სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებასა და
დასჯას რომელიმე მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც მისი
ჩადენის დროისათვის მიიჩნეოდა დანაშაულად ცივილიზებული
სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების
მიხედვით.”
76 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

186. მოპასუხე ხელისუფლება არ დაეთანხმა აღნიშულ


არგუმენტს.

A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები

1. განმცხადებლები
187. პალატის წინაშე განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლი, რომლის საფუძველზეც მათ
სასჯელი დაეკისრათ, არ იყო მკაფიოდ ფორმულირებული და არ
იქნა სათანადოდ განმარტებული ეროვნული სასამართლოების
მიერ (იხილეთ ასევე განმცხადებლების არგუმენტები კონვენციის
მე-11 მუხლთან მიმართებით - 103-ე პარაგრაფი მაღლა).

2. მოპასუხე ხელისუფლება
188. მოპასუხე ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სისხლის
სამართლის კოდექსის 283.1 მუხლი იყო ყველა მოქალაქისთვის
ხელმისაწვდომი და ძალაში შევიდა 2003 წლის 1 მაისს. ამ ნორმაში
ასახული “საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევის”
დეფინიცია ვერ მიიჩნეოდა სიცხადისა და სიზუსტის არ მქონედ,
რადგანაც ლეგიტიმური იყო კანონმდებლობაში ზოგადი
კატეგორიების განსაზღვრა, ნაცვლად ამომწურავი ჩამონათვალისა.
უფრო მეტიც, 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში
უზენაესმა სასამართლომ აღწერა აჯანყების დანაშაულის
შემადგენლობა.
189. მოპასუხე ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ განმცხადებლების
მსჯავრდებისას ეროვნულ სასამართლოებს არ გადაუმეტებიათ
დანაშაულის დეფინიციის გონივრული განმარტებისთვის.
მოპასუხე ხელისუფლების თანახმად, განმცხადებლების ქცევას
შეეძლო გამოეწვია მძიმე ზიანი და ადამიანის ქონების,
ჯანმრთელობის ან თუნდაც სიცოცხლის დაზიანება; ზიანის ეს
უფრო მძიმე შემთხვევები თავიდან იქნა აცილებული რადგანაც
პოლიციამ გაატარა პრევენციული ღონისძიებები და ორგანიზება
გაუკეთა საავტომობილო გზების ალტერნატიულ მარშრუტებს.
190. მოპასუხე ხელისუფლების აზრით, განმცხადებლების
პასუხისმგებლობა აჯანყებისთვის ასევე განჭვრეტადი იყო. იგივე
დანაშული ასევე დასჯადი იყო სისხლის სამართლის “ძველი”, 1961
წლის კოდექსით, რომელიც ძალაში იყო 2003 წლის 30 აპრილამდე.
დემონსტრაციის ორგანიზატორებს (ა.კ. და ბ.მ.) ოფიციალურად
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 77

შეატყობინეს, წერილობით, სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე


მუხლის შინაარსი (იხილეთ მე-15 და მე-17 პარაგრაფები მაღლა) და
შესაბამისად შეეძლოთ განეჭვრიტათ სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა გზების გადაკეტვის შემთხვევაში. როგორც
დემონსტრაციებზე პასუხისმგებელ პირებს, მათ ასევე შეეძლოთ
ესარგებლათ ექსპერტი იურისტების რჩევით.
191. შესაბამისად სიმართლეა, რომ განმცხადებლების საქმე
პირველი იყო რომელზეც აჯანყების შესახებ ნორმები იქნა
გამოყენებული. თუმცა, ობიექტური გარემოებებიდან (ამ
დანაშაულის იშვიათი ხასიათი) გამომდინარე ეროვნულ დონეზე
პრეცედენტული სამართლის არ არსებობა ავტომატურად არ
განაპირობებს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.
აჯანყებისთვის სხვა პირების მსჯავრდება მოხდა 2009 წელს
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით (იხილეთ უზენაესი
სასამართლოს 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სისხლის
სამართლის საქმეზე # 2K-552/2012).

B. პალატის გადაწყვეტილება

192. კონვენციის მე-11 მუხლთან მიმართებით საკუთარი


მიგნებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ მან უკვე
შეისწავლა საქმის ძირითადი სამართლებრივი საკითხები და
შესაბამისად აუცილებელი არ იყო საჩივრის მე-7 მუხლთან
მიმართებით დამოუკიდებლად განხილვა (იხილეთ პალატის
გადაწყვეტილების 87-ე პარაგრაფი).

C. დიდი პალატის შეფასება

193. სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაადგინა, რომ


განმცხადებლების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში ჩარევა
“გათვალისწინებული იყო კანონით” კონვენციის 11.2 მუხლის
მნიშვნელობისთვის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ეს
განმცხადებლებისთვის განჭვრეტადი იყო (იხილეთ 111-118
პარაგრაფები მაღლა). ის ასევე ადგენს, რომ მე-7 მუხლში
მითითებული “კანონი” იგივე ცნებაზე მიუთითებს, რაც
კონვენციის მთელს ტექსტშია ამ ტერმინით ნაგულისხმევი, ცნება,
რომელიც მოიცავს კანონმდებლობას პრეცედენტულ
სამართალთან ერთად და მოიცავს ასევე ხარისხობრივ
მოთხოვნებს, განსაკუთრებით კი ხელმისაწვდომობასა და
78 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

განჭვრეტადობას (იხილეთ შესაბამისი პრინციპების გაცხადება


საქმეზე როლენა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Rohlena v.
the Czech Republic) [დიდი პალატა], # 59552/08, § 50, ECHR 2015).
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დიდი პალატისთვის
წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში განმცხადებლები არ
შეეხნენ საჩივარს, რომელიც მათ კონვენციის მე-7 მუხლთან
მიმართებით წარუდგინეს პალატას. აღნიშნულის
გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის
აუცილებელი კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის
ცალკე შესწავლა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ


ერთხმად,

1. დაადგინა, რომ ადგილი არ ქონდა კონვენციის მე-11 მუხლის


დარღვევას;

2. დაადგინა, რომ არ არსებობს კონვენციის მე-7 მუხლთან


მიმართებით წარდგენილი საჩივრის დამოუკიდებლად
განხილვის საჭიროება.

შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და


წერილობით გამოქვეყნდა 2015 წლი15 ოქტომბერს, სასამართლოს
რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის შესაბამისად.

სიორენ პრებენსენი დინ სპიელმანი


მდივნის მოადგილე თავმჯდომარე

კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2


მუხლის შესაბამისად მოსამართლე ვოიტცეკის განსხვავებული
მოსაზრება თანდართულია გადაწყვეტილებაზე.

D.S.
S.C.P.
გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ 79

განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან


ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას,
რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული]
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016


წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა
ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ
(www.coe.int/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს
სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის
ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC (http://hudoc.echr.coe.int) ან
ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა
თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია
იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და
მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება
თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით,
გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@echr.coe.int.

© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016.


The official languages of the European Court of Human Rights are English and
French. This translation was commissioned with the support of the Human
Rights Trust Fund of the Council of Europe
(www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the
Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded
from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights
(http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court
has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition
that the full title of the case is cited, together with the above copyright
indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to
use any part of this translation for commercial purposes, please contact
publishing@echr.coe.int.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016.


Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le
français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du
Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe
(www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline
80 გადაწყვეტილება საქმეზე კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ

toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de


HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme
(http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle
HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non
commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et
s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au
Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir
de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à
le signaler à l’adresse suivante : publishing@echr.coe.int

You might also like