You are on page 1of 3

1. მიმოსვლის თავისუფლება (მ.

14)
2. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება (მ15)
3. პირადი სივრცისა ხელშეუხებლობა (მ15)
4. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები ( მ. 15)
5. რწმენის აღმსარებლობისა (მ 16)
6. სინდისის თავისუფლებები (მ. 16)
7. აზრის თავისუფლება (მ17)
8. გაერთიანების თავისუფლება - რელიგიური კონფესიების რეგისტრაცია
(მ.22),
9. ინფორმაციის თავისუფლება (მ17)
10. ადამიანის თავისუფლება - უფლებამოსილი პირს მიერ დაკავებულის
სასამართლოსთვის გადაცემის შემდეგ თუ სასამართლომ გადაწყვეტილება
არ მიიღო რა დროში თავისუფლდება დაკავებული

1 კაზუსი.
მოცემულ საქმეში, სტრასბურგის სასამართლოს შეფასების საგანი ფარული
მიყურადების შესახებ ბულგარეთის კანონმდებლობა, ასევე, სერვისის
პროვაიდერების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების შენახვისა და მათზე სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლების წვდომის რეჟიმი გახლდათ.
მომჩივნები იყვნენ პროფესიით იურისტი ბულგარეთის მოქალაქეები - მიხაილ
ეკიმჯიევი და ალექსანდრე კაშუმოვი, ასევე, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია:
„ასოციაცია ევროპული ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებებისთვის” და
„ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა“ (AIP).
მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ არსებული რეგულირების ფარგლებში, მათი
საქმიანობის ხასიათი ქმნიდა რისკს, რომ ისინი გახდებოდნენ ფარული
მეთვალყურეობის ობიექტები. მომჩივნების პოზიციით, მათი ელექტრონული
კომუნიკაციის მონაცემებზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების
წვდომა არღვევდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს. ისინი ასევე აცხადებდნენ,
რომ არ გააჩნდათ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები.
კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივნები მიუთითებდნენ,
რომ ბულგარეთის ფარული მიყურადების სისტემა ქვეყანაში ნებისმიერი
ადამიანის ელექტრონული კომუნიკაციის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას
იძლეოდა. ასევე, საკომუნიკაციო მონაცემების შენახვისა და შემდგომში მათზე
წვდომის სისტემაც, ხელისუფლებას ანიჭებდა უფლებამოსილებას წვდომა
მოეპოვებინა ქვეყანაში ნებისმიერი პირის ელექტრონული კომუნიკაციის
მონაცემებზე. მომჩივნების პოზიციით, ამ ორი საკითხის მარეგულირებელი
კანონმდებლობა (ასევე პრაქტიკაში მისი გამოყენება) არ უზრუნველყოფდა
საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ ფარული მეთვალყურეობისა და
ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემებზე წვდომის მექანიზმები არ
ყოფილიყო თვითნებურად ან ბოროტად გამოყენებული.

2 კაზუსი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე (პირადი და ოჯახური
ცხოვრების პატივისცემის უფლება) დაყრდნობით, ბოგდან მიჰაი ბარბულესკუმ
საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მიუთითა,
რომ დამსაქმებლის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის
საფუძველზე, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არღვევდა მისი პირადი
ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებას. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ
ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეასრულეს ამ უფლების დაცვის
ვალდებულება. მომჩივანი წარმოშობით რუმინელი, ბუქარესტის მკვიდრი
გახლდათ. 2004 წლის 1-ლი აგვისტოდან 2007 წლის 6 აგვისტომდე ის კერძო
კომპანიაში იყო დასაქმებული ინჟინრის პოზიციაზე, გაყიდვების მიმართულებით.
კლიენტებისთვის პასუხის გაცემის მიზნით, დამსაქმებლის მოთხოვნით, მან შექმნა
‘’Yahoo Messenger’’-ის ანგარიში. ამ პერიოდისთვის, მას უკვე ჰქონდა პერსონალური
Yahoo Messenger-ის ანგარიში. 2007 წლის 3 ივლისს კომპანიამ თანამშრომლებს
შორის გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირადი მიზნებისთვის ინტერნეტის,
ტელეფონისა და ასლის გადამღები აპარატის გამოყენებისთვის, ერთი
თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის
საფუძველზე. კომპანიის შინაგანაწესი კრძალავდა პირადი მიზნით კომპანიის
რესურსების გამოყენებას, თუმცა რეგულაციები არ შეიცავდა მითითებას იმის
შესახებ, რომ დამსაქმებელს შეეძლო თანამშრომლების კომუნიკაციის
მონიტორინგი. მომჩივანს ეცნობა, რომ განხორციელდა მისი Yahoo Messenger-ის
ანგარიშის მონიტორინგი და არსებობდა მტკიცებულება, რომ მან ინტერნეტი
პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. 2007 წლის 13 ივლისს მომჩივანი დამსაქმებელმა
ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა, თუმცა მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ
ზედამხედველობა მისი კომუნიკაციის შინაარსზეც გავრცელდა. მომჩივანმა უარყო
ინტერნეტის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების ფაქტი, საპასუხოდ კი
დამსაქმებელმა მას წარუდგინა 45 გვერდიანი ჩანაწერი 2007 წლის 5-12 ივლისის
კომუნიკაციებიდან, რომელიც შეიცავდა პირადი ხასიათის მიმოწერას ძმასთან და
საცოლესთან. პირადი კომუნიკაციის ზოგიერთი შეტყობინება ინტიმური ხასიათის
იყო. შინაგანაწესის დარღვევისათვის, რომელიც კრძალავდა კომპანიის
რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, 2007 წლის 1-ელ აგვისტოს
კომპანიამ მომჩივანთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა

You might also like