You are on page 1of 2

კაზუსი 1:

ჯაშუშობა საომარი მდგომარეობის დროს რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის


მოსპოვა , ისჯება სიკვდილით :

1 კონსტიტუციით რომელი ნორმით დაცული სფერო გაიხსნა და რატომ?

2. განხორციელდა თუ არა ჩარევა დაცულ სფეროში ?

3. შეიძლება თუ არა კონსტიტუციურ სამართლებრივი გამართლება?

1)კონკრეტულ კაზუსში გაიხსნა ადამიანის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის


უფლება, რომლიც მოწესრიგებულია მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით.

2)ჩარევა დაცულ სფეროში განახორციელა საკანონმდებლო ხელისუფლებამ

3)რაც შეეხება ჩარევას, ამ შემთხვევაში ვინაიდან სიკვიდილით დასჯა არის კონსტიტუციით


აკრძალული და აბსოლიტურად არის პირის უფლება უზრუნველყოფილი, ზღვარი არ აქვს.

კაზუსი 2:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს შემდეგ ნორმას: „ბრალდებულს


უფლება აქვს ჰყავდეს არა უმეტეს ერთი ადვოკატისა“.

1. კონსტიტუციის რომელი ნორმით (ნორმებით) დაცული სფერო გაიხსნა და რატომ?

2. განხორციელდა თუ არა ჩარევა დაცულ სფეროში?

3. არის თუ არა ჩარევა (მისი განხორციელების შემთხვევაში) გამართლებული


კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით?

1) მოცემულ კაზუსში გაიხსნა საპროცესო უფლებებიდან ადვოკატის ყოლის უფლება ,


რომელიც მოცემულია 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 ნაწილში, რაც შეეხება
დათქმას, რომ პირს რამდენიმე ადვოკატი შეიძლება ჰყავდეს არაა მოცემული ,
შესაბამისად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამის დაშვებაა მოცემული.
2) ჩარევა განხორციელდა სისხლის სამართლის პროცესის კოდექსის საშუალებით
საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ.
3) ზღვარი ამ შემთხვევაში არის შიდაკონსტიტუციური- არაა მოცემული კონკრეტული
დათქმა მაგრამ ჩარევა დაშვებულია. აუცილებელია, გამოვიყენოთ
თანაზომიერების პრინციპი. ლეგიტიმური მიზანი-ჩარევა დასაშვებია , რადგან 2-ზე
მეტი ადვოკატის ყოლამ შეიძლება საქმე ბევრად გაართულოს, რადგან ყველა
ადამიანს კონკრეტულ საქმეზე სხვანაირი ვარაუდები გააჩნდეს. გამოსადეგობა -
ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებაა ანუ გამოსადეგია . კანონში არგვაქვს
დათქმა, რომ ადვოკატი 2ან მეტი შეიძლება იყოს, შესაბამისად 1 უნდა იყოს.
აუცილებლობა-ამ კანონის მიღება არ იყო საჭირო, რადგან ბრალდებულს
უფლებადამცველი ისედაც ჰყავს და მისი რაოდენობის დაკონკრეტება არაა
მიზანმიმართული. პროპორციულობა- სხვათა უფლებები უფრო მაღლა დგას,
რადგან მათ შეუძლიათ თავი დაიცვან ადვოკატის საშუალებით და არ ადვოკატის
რაოდენობის დადგენაც არაა სწორი.

კაზუსი3

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ადგენს: „საჯარო სკოლების პედაგოგებს


ეკრძალებათ სკოლის შენობაში რელიგიური სიმბოლიკების დემონსტრაციულად
ტარება“.

1. კონსტიტუციის რომელი ნორმით (ნორმებით) დაცული სფერო გაიხსნა და რატომ?

2. განხორციელდა თუ არა ჩარევა დაცულ სფეროში?

3. არის თუ არა ჩარევა (მისი განხორციელების შემთხვევაში) გამართლებული


კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით?

1)მოცემულ კაზუსში გაიხსნა რწმენის თავისუფლება, რომელიც მოიცავს მე-16 მუხლის 1-ლ
პუნქტს და საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლება

2)საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ზოგადი განათლების შესაზებ კანონში

3)აქ ზღვარია კანონის დათქმა, რომელიც მიგვითითებს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე. რაც
შეეხევა თანაზომიერებას. ამ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზანია ის, რომ სხვათა
უფლებები დაიღვევა ჩაურევლობის შემთხვევაში. გამოსადეგობა -არიყო აუცილებელი ამ
კანონის მიღება, რადგან პირდაპირ შეზღუდა სხვათა რელიგია. აუცილებლობა -ამ
კანონის მიღებაზე მსუბუქი ხერხებიც შეიძლება დაეშვათ, რათა შეეზღუდათ
ზემოთაღნიშნული, შესაბამისად ამ კანონის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ .

You might also like