You are on page 1of 2

კარგი მმართველი მაკიაველისათვის, უნდა იყოს რაციონალური და საღად

მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ უფრთხის საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს


ნორმების შესახებ, და მისი მთავარი მიზანი ერთიანობის შენარჩუნება უნდა იყოს და
ეს აუცილებლად უნდა მოახერხოს, არ აქვს მნიშვნელობა რა გზით მიაღწევს მიზანს.
პლატონისეული სიქველე ასეთი მმართველისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ის უნდა
იქცეოდეს ისე, როგორც საჭიროება მოითხოვს. კეთილგონიერი მმართველი იცნობს
ადამიანის ბუნებას და სწორედ, ამის გამო ირჩევს სისასტიკეს და არა
გულმოწყალეობას, ირჩევს იყოს სანდო, მაგრამ დაარღვიოს ეს იმ შემთხვევაში, თუ
მისთვის სანდოობა საფრთხის მომტანია. მაკიაველის აზრით, მართალია ის რომ
მთავარი სასტიკი უნდა იყოს, მაგრამ არა უსამართლო და პირადი საკუთრების
ხელმყოფელი. ბრძოლის ორი კანონი არსებობს - ბრძოლა კანონებით და ბრძოლა
ძალით. კარგი მმართველი უნდა სჭვრეტდეს, რომელი კანონის გამოყენება, როდის
არის მიზანშეწონილი და ამის მიხედვით მოქმედებდეს. მაკიაველისთვის სულაც არ
არის აუცილებელი მთავარი, მართლაც ფლობდეს რაიმე სიქველეს, მაგრამ ის, კი
უნდა შეეძლოს, რომ თავს გვაჩვენებდეს, თითქოს ფლობდეს. ეს უკანასკნელი ბევრად
უფრო მომგებიანი და სასარგებლოა, ვიდრე მმართველი, რომელიც თავს გვაჩვენებს,
რომ არის გულმოწყალე და მართლაც, გულმოწყალეა. მთავარს, უნდა შეეძლოს, რომ
მისი სიქველე საჭირო ჟამს, საპირისპირო თვისებით შეცვალოს. ის მოქნილი უნდა
იყოს და სრულყოფილად ესადაგებოდეს ყველა სიტუაციას.

მაკიაველი იხსენებს ყველა იმ სიქველეს, რომლებიც, გავრცელებული აზრით


უნდა ახასიათებდეს კარგ მმართველს, თუმცა ის აგრეთვე, დასძენს, რომ ადამიანური
ბუნება შეუძლებელს ხდის, ყველა ეს თვისება ერთიანდებოდეს კონკრეტულ
პიროვნებაში. მაკიაველი იწყებს სიუხვისა და სიძუნწის განხილვით, თუ რომელი
არის უმჯობესი მმართველობის შესანარჩუნებლად. ერთი შეხედვით, აშკარა პასუხი
შეიძლება სიუხვე იყოს, მაგრამ მაკიაველი ნათლად გვაჩვენებს მედლის მეორე
მხარეს. მისი აზრით, თუ მთავარი მხოლოდ იმისთვის გამოიჩენს სიუხვეს, რომ
უხვის სახელი ერქვას და მოსახლეობაში სიმპათიები გამოიწვიოს ეს ადრე თუ გვიან,
თავად მისთვის იქნება ზიანის მომტანი. მმართველი, რომელიც სიუხვით ცდილობს
მოიხვეჭოს სახელი, გაანიავებს მთელს მის ავლა-დედაბას და საბოლოოდ,
იძულებული გახდება მოსახლეობა დაბეგროს და მათი გადასახადებით შეავსოს მისი
ხაზინა. ამ ყველაფერს კი მივყავართ იმამდე, რომ მთავარი მის სახელს დაკარგავს და
იქცევა ძუნწად. კეთილგონიერი მთავარი, კი საკუთარი ხელმომჭირნეობით, დროთა
განმავლობაში დაიმკვიდრებს უხვის სტატუსს. მას აქვს შესაძლებლობა მოსახლეობის
დაბეგვრის გარეშე აწარმოოს ომები, გაიმარჯვოს, აკეთოს ბევრი სასიკეთო საქმე.
გულმოწყალებასა და სისასტიკეს შორის, მაკიაველი უკანასკნელს უფრო
გონივრულად მიიჩნევს, რადგან სისასტიკის წყალობით მთავარი ახერხებს, რომ
განდგომისა და ურჩობის საშუალება მოუსპოს ხალხს, მაგალითად მოჰყავს ჩეზარე
ბორჯას სასტიკი ბუნება, რომელმაც ამ თვისების წყალობით შეძლო და წესრიგი
დაამყარა რომანიაში.

მაკიაველი სვამს კითხვას იმის შესახებ, უნდა უყვარდეთ, თუ ეშინოდეთ


მმართველის. მაკიაველის პასუხი, აქაც ადამიანის ბუნებას ემყარება. მისი აზრით,
ადამიანები უმადურნი არიან, იმის მიმართ ვინც, მათი კეთილისმყოფელია,
შესაბამისად უმჯობესია, მთავრის შიში და რიდი ჰქონდეს, მოსახლეობას. კაცთა
სულმოკლეობის გამო, სიყვარულის გრძნობა მაშინვე ქარწყლდება, როდესაც მას
რაიმე საფრთხე ემუქრება, ანგარება უპირისპირდება. მართალია მაკიაველი შიშის
გრძნობას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ იმასაც ხაზს უსვამს, რომ გონიერი
მმართველი უნდა ახერხებდეს, შიშის დათესვას ხალხში, ზიზღის გარეშე, ის იმას
მაინც უნდა ახერხებდეს, რომ საკუთარ მოსახლეობას მათი მთავარი არ სძულდეს.

You might also like