You are on page 1of 2

უოლსტონკრაფტის „ქალის უფლებების დაცვაში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

ადგილი უკავია მსჯელობას, ქალთა განათლებასა და აღზრდაზე. ამ თემას ავტორი,


ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომზე დაყრდნობით, განიხილავს. რუსო, „ემილი, ანუ აღზრდის
შესახებ“-ში უარყოფს და არასწორად მიიჩნევს იმდროისათვის გავრცელებულ
მოსაზრებებს ბავშვთა აღზრდაზე და გვთავაზობს აღზრდის მისეულ ვარიანტს.
ნაშრომში იგი განმარტავს, რომ აუცილებელია ბიჭებს ბავშვობიდან ჰქონდეთ
მაქსიმალური თავისუფლება, რათა მათი ცნობისმოყვარეობის გრძნობა ბოლომდე
იქნას დაკმაყოფილებული. აღსაზრდელი ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია განათლება
და გონების „გამოწრთობა“. ნაშრომის ბოლოს, რუსო საუბრობს, გოგონების
აღზრდაზეც. მისი აზრით გოგონების ცხოვრებისეული მიზანი უნდა იყოს, დედობა
და ცოლობა. რუსოს მსჯელობის მიხედვით, სულაც არ არის საჭირო გოგონებისთვის
განათლების მიღება და თავისუფლება.

იმის მიუხედავად, რომ უოლსტონკრაფტისთვის, რუსო იყო ავტორიტეტი და


იგი მის ბევრ სხვა მოსაზრებებს ემხრობოდა, ამ შემთხვევაში იგი მკაცრად უარყოფს
და აკრიტიკებს, რუსოს ნაშრომს. უოლსტონკრაფტი ფიქრობდა, რომ სულსა და
გონებას სქესი არ აქვს. აუცილებელია ყოველი გონების განვითარება, რადგან
ადამიანში, სწორედ ეს არის ღვთიური. ყოველი ღირსეული თვისება გააჩნია
განვითარებულ გონს, შესაბამისად რუსოს მტკიცება, იმის შესახებ, რომ ქალს არ
სჭირდება განათლება იმისათვის, რომ გახდეს კარგი დედა და ცოლი,
გაბათილებულია. ვერც, ქალი და რა თქმა უნდა, ვერც, მამაკაცი ვერ იქნება შემდგარი
მშობელი და პარტნიორი, თუ მათი გონება განვითარებული არ არის. აგრეთვე,
უოლსტონკრაფტი მიიჩნევს, რომ პიროვნულ განვითარებას აუცილებლად თან უნდა
სდევდეს, ფიზიკური განვითარებაც. ამ საკითხს განიხილავს იგი „ფემინურობის
კრიტიკაში“

უოლსტონსკრაფტი ამბობს, რომ ქალი და მამაკაცი არიან თანასწორნი, ეს


თანასწორობა გამომდინარეობს, სწორედ მათი გონებიდან. გონების განვითარება
უნდა იყოს ადამიანისთვის ცხოვრებისეული მიზანი და სწორედ აქედან
გამომდინარეობს ყოველი ადამიანური სათნოებანი. განათლება ზრუნანვს არა
მხოლოდ გონებაზე, არამედ სულზეც, რომლებსაც სქესი არ გააჩნიათ შესაძლებლობა
გააუმჯობესონ თავიანთი გონება და სულიც. უოლსტონკრაფტისთვის, ანუ
ადამიანებს განურჩევლად გენდერისა გააჩნიათ თანაბარი ,შესაბამისად იგი,
ადამიანს განიხილავს, როგორც გონიერ არსებას და არ მოიაზრებს მას,
განყენებულად, როგორც ქალს და როგორც, მამაკაცს. მისთვის ნებისმიერი ადამიანი
არის ერთნაირი შესაძლებლობის პატრონი და თანასწორი. სწორედ ამ იდეიდან
გამომდინარე, ითხოვს, მოგვიანებით უოლსტონკრაფტი პოლიტიკურ
თანასწორობასაც. რადგან თუ ყველანი ერთმანეთის თანასწორნი ვართ, შესაბამისად
ერთნაირი უფლებებითა და პრივილეგიებით ვსარგებლობთ. მართალია ეს
უფლებები უკვე თანაბრად არის გადანაწილებული, მაგრამ დღევანდელობაშიც, კი
ვაწყდებით გაურკვევლობებს გენდერთა თანასწორობის შესახებ.

You might also like