You are on page 1of 6

მერი უოლსტონკრაფტი ,,ქალის უფლებების დაცვა’’

ინგა სამელია

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი:თინათინ საბაური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

1
თბილისი, 2020

მე-18 საუკუნის ცნობილი ინგლისელი მწერალი მერი უოლსტონკრაფტი, ერთ-


ერთი პირველია, რომელმაც ქალებისთვის ეკალ-ბარდებით აღსავსე გზის გაკვალვა
დაიწყო. ის თამამად საუბრობდა და წერდა ქალთა უფლებებზე, არ ეპუებოდა აზრს, რომ
ქალი მამაკაცის თანასწორი ვერ იქნებოდა და ღიად ამხელდა ,,ბნელ გამოქვაბულში’’
ჩარჩენილთ, რომელთაც ქალები მხოლოდ ქმრის მორჩილებაში, სარკის წინ ტრიალსა და
ბავშვების მოვლაში წარმოედგინათ. შეუპოვრად ებრძოდა არასწორ აზროვნებას,
რომელიც ქალთა როლის დაკნინებას, მათი პირადი ,,მეს’’ ჩახშობას ემსახურებოდა.
უოლსტონკრაფტის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ,,ქალის უფლებების დაცვა’’,
რომელიც ახლა უნდა განვიხილო, სწორედ ზემოთაღნიშნულს ეხმიანება. მასში კარგად
ჩანს პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და სირთულეები, რომლებსაც ქალები
ყოველდღიურად აწყდებოდნენ და, სამწუხაროდ, დღესაც ხშირად აწყდებიან.

როგორც უოლსტონკრაფტი აღნიშნავს, არასწორი აღზრდისა და საზოგადოებაში


დამკვირდებულ სტიგმათა წყალობით, ქალებს მცდარი აზროვნება ჩამოუყალიბდათ და
მათთვის მთავარ სიამაყედ მეასეხარისხოვანი ფიზიკური მომხიბვლელობა, სილამაზე
იქცა, ამიტომაც მამაკაცებისაგან განსხვავებით, ისინი უყურადღებოდ ტოვებენ
გაცილებით მნიშვნელოვანს - ფიზიკურ აქტივობას, გონებრივ წვრთნას, და წამიერი
დედოფლობისათვის მთელ დღეს მორთვა-მოკაზმვაში ატარებენ. ,,ხოლო ნაზი ქალები,
პირდაპირი მნიშვნელობით, თავიანთი სხეულების მონები არიან და ამ მონობაში
ბრწყინავენ’’(უოლსტონკრაფტი 2017,247).ისინი ყველაფერს აკეთებენ და ლამის
ყველაფერზე მიდიან, რომ მამაკაცებს თავი მოაწონონ, რაც გარკვეულწილად კაცების
დამსახურებაა, რადგან ,,... ყველა ჯურის მამაკაცი სურვილის ობიექტად ერთსულოვნად
აღიარებს ლამაზ ქალს...’’(უოლსტონკრაფტი 2017,250).

ამავდროულად, ქალებს,რომლებიც სილამაზის უზენაესობას აღიარებენ,


პატივისცემის დამსახურების ნაკლები შანსი აქვთ, როგორც საზოგადოებისაგან ასევე
ქმრისა და შვილებისაგან, რადგან გარეგნობის გაუმჯობესებაზე გადართულებს
ავიწყდებათ ნამდვილი ღირებულებები, არაფერს აკეთებენ იმისთვის რომ
2
დამოუკიდებლად მიაღწიონ წარმატებებს და ქმრის კმაყოფაზე მყოფნი საკუთარი თავის
რეალიზების შანსსაც დაუფიქრებლად კარგავენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შვილებს
ფასეულს ვერაფერს ასწავლიან, გარდა იმისა, რომ ,,კეკლუცობაში თავდაკარგული
დედა, დამეგობრების ნაცვლად, ეჭვის თვალით შეხედავს თავის ქალიშვილებს, როგორც
მეტოქეებს – ყველაზე უფრო საშიშ მეტოქეებს, რადგან სხვები მას სწორედ ქალიშვილებს
შეადარებენ’’(უოლსტონკრაფტი 2017,253). თუმცაღა, ყოველი მათგანი ერთ დღესაც
სილამაზის წარმავლობას საკუთარ თავზე გამოცდის და ეს მძიმე დაღს დაასვამს მათ
ცხოვრებას, რადგან მოჩვენებითი პატივისცემის ერთადერთი მიზეზიც ხელიდან
გამოეცლებათ. ,,ლამაზი დედისა’’ და ,,ლამაზი ცოლის’’ ტიტულს ჩვეულთ სხვა
ამპლუაში თავი ვერც კი წარმოუდგენიათ, ამიტომაც სამყარო თავზე ენგრევათ და
იშვიათად თუ უმკლავდებიან შექმნილ მდგომარეობას. ამით ავტორი ხაზს უსვამს
ფიზიკურ სილამაზეზე გადამეტებული ყურადღების დამღუპველობას.

მერი უოლსტონკრაფტისთვის მის გარშემო არსებული რეალობა იმდენად


დამთრგუნველი იყო, რომ აუცილებლად მიაჩნდა ქალთა ცხოვრების წესში
რევოლუციის დაწყება. ,,დროა, მათ დაკარგული ღირსება დავუბრუნოთ და ვაიძულოთ,
რომ, როგორც ადამიანთა გვარის წარმომადგენლებმა, საკუთარი თავის გარდაქმნით
სამყაროს გარდაქმნისათვის იღვაწონ’’(უოლსტონკრაფტი 2017,249). მისი აზრით,
ძირეულ ცვლილებებს, პირველ რიგში, ბავშვთა აღზრდის სისტემა საჭიროებდა, რადგან
ბავშვობაში მიღებული გამოცდილება მთლიანად თუ არა დიდწილად მაინც
განსაზღვრას პიროვნებას და მის მსოფლმხედველობას. თითქოს გოგონებს თავიდანვე
ამზადებდნენ მონობისთვის და მათ ართმევდნენ უმნიშვნელოვანესს-თავისუფლებას.
დრო იყო ქალებს ბორკილებისაგან დაეხსნათ თავი და თავიანთი აზრებისთვის გასაქანი
მიეცათ.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გოგონებს ბავშვობაშივე უნერგავდნენ, რომ


ისინი მამაკაცისაგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებდნენ, რომ ღმერთს
მათთვის აზროვნების უნარი არ მიუცია და, როგორც კაცზე დაქვემდებარებულ
არსებებს, მხოლოდ ერთი საფიქრალიღა ჰქონდათ - როგორ ესიამოვნებინათ მათთვის,

3
როგორ ყოფილიყვნენ სათნონი... არ ჰქონდათ განათლების მიღების
უფლება.სასწავლებლების კარები მათთვის საგულდაგულოდ ჩარაზული იყო, ამიტომაც
ადამიანის მთავარი ღირებულება -გონება, უყურადღებოდ რჩებოდა.გონიერ არსებად
ქალის არ აღიარება კი, თავისთავად გულისხმობს მის არაადამიანად მოხსენიებას,
რადგან ერთადერთი რამ, რაც ადამიანებს ცხოველებისაგან განსახვავებთ აზროვნება,
გონიერებაა. ამ დროს ქალს არ ძალუძს ტყუილი ჭეშმარიტებისაგან გამიჯნოს და
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები,ამიტომაც ის მარტივად ექცევა სხვიის
გავლენის ქვეშ.

შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანს აუკრძალო ღვთისგან ბოძებული ,,ძღვენის’’


მიღება და განსაზღვრო თუ ვინ უნდა გამოიყენოს ის და ვინ არა. ,,სწორედ გონების
განვითარებაა ადამიანის ცხოვრების საზრისი და დანიშნულება’’(უოლსტონკრაფტი
2017,238). ამასთანავე, მხოლოდ ბიჭებს შეეძლოთ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით
დაკავებულიყვნენ. ამის შემდეგ კი გასაკვირი არ იქნება, რომ მდედრობითი სქესის
წარმომადგენლები დროს მხოლოდ და მხოლოდ თოჯინებით თამაშსა და
სარკესთან ,,პრანჭიაობას’’ უთმობდნენ. ყოველივეს დამღუპველ შედეგებამდე მიჰყავს
ქალები. მარტოობა, დეპრესია, ცხოვრების უსარგებლოდ გაფლანგვით გამოწვეული
სინანული, გარშემომყოფებისგან უარყოფა, უპატივცემლობა და უარეს შემთხვევაში
სუიციდი, მცირე ჩამონათვალია იმ თანმხლები მოვლენებისა,რომლებსაც ქალების მიერ
დინების მიმართულებით ცურვა და ხალხის ნებაზე მშვიდად დაყოლა იწვევს. სწორედ
ამის წინააღმდეგ წამოიწყო ბრძოლა უოლსტონკრაფტმა, რათა ნაკლები ქალი
გაუბედურებულიყო და დაზარალებულიყო.

მაშასადამე, მთავარი ხალხის გამოფხიზლება, მათი სწორ აზრზე მოქცევა იყო.


ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ პრივილეგირებულ ძალად მამაკაცების დასახელება
ნახევარი კაცობრიობის უსარგებლოდ გამოცხადებას უდრიდა. უპირველეს ყოვლისა,
ხმა ქალებს უნდა ამოეღოთ. უნდა დაემტკიცებინათ, რომ თანაბარ პირობებში მათაც
შეეძლოთ კაცების მსგავსად წარმატებული კარიერის აწყობა, საზოგადოებისთვის
სარგებლის მოტანა და მეცნიერული საქმიანობა, რადგანაც ,,... გენიისა და ნიჭის მქონე

4
ყველა მამაკაცი იმ კლასიდან გამოვიდა, რომელშიც ქალები აქამდე არასოდეს
შეუშვიათ’’(უოლსტონკრაფტი 2017,269). მათ უნდა ებრძოლათ საკუთარი
უფლებებისთვის, რათა შემდგომი თაობები მაინც დაეხსნათ მძიმე უღელისგან.

რაც შეეხება იმჟამინდელი ქალების მოვალეობებს, ძირითადად ეს იყო შვილებისა


და ქმრის მოვლა. ამის გამო ისინი მთელ ბავშვობასა და შემდგომ წლებს სარფიანად
გათხოვებაზე ფიქრში ატარებდნენ, სასურველი მიზნის მიღწევის შემდეგ კი, მთელი
ცხოვრება საოჯახო საქმეებს უმკლავდებოდნენ. „კაცი – მარჩენალი, ქალი – ბავშვების
აღზრდა და საოჯახო საქმეები“(უოლსტონკრაფტი 2017,241). მეორე საკითხია თუ
რამდენად შეეძლოთ ასეთ ქალებს შვილების აღზრდა და კარგი ცოლობის გაწევა. რა
თქმა უნდა, არა, რადგან მათ არ ჰქონდათ არანაირი ცოდნა, განათლება, რითაც
უზრუნველყოფდნენ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს - შვილების სწორად აღზრდას.
გაიმეორებდნენ დედის შეცდომებს და კვლავ შეუწყობდნენ ხელს ქალისა და მამაკაცის
უთანასწორობის განცდის გაღვივებას, გაზრდიდნენ სხვაზე დამოკიდებულსა და
მონობისთვის გამზადებულ ქალიშვილებს. მეუღლესთვის კი ცოლის სილამაზე მალევე
მოსაბეზრებლად იქცეოდა და როდესაც მასში საინტერესოს ვერაფერს დაინახავდა,
მალევე დაკარგავდა მისადმი პატივისცემას.

მწერალს მეტი სიცხადისთვის მოჰყავს შემთხვევა, როცა ქალი დაქვრივდება და


მთელი პასუხისმგებლობა ოჯახის რჩენისა და შვილების მოვლისა მასზე გადმოვა.
ცხადია, ის ვერ გაუმკლავდება მოულოდნელ უბედურებას და მუდმივად ქმრის
დაქვემდებარებაში მყოფს, გაუჭირდება ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება,
დამოუკიდებლად ცხოვრება, რადგან მისი მოვალეობა მანამდე მხოლოდ კარგი
ცოლობითა და დედობით შემოიფარგლებოდა. ასეთ დროს, ხშირ შემთხვევაში ის
საკუთარ თავსაც ღუპავს და შვილებსაც. მაშასადამე, განათლების/გონიერების გარეშე
ქალი ვერც კარგ ცოლობას გასწევს და ვერც კარგ დედობას.

5
გამოყენებული ლიტერატურა

1. უოლსტონკრაფტი. ,,ქალის უფლებების დაცვა’’. წიგნში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 238, 241, 247, 249, 250, 253, 269. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემბლობა, 2017.

You might also like