You are on page 1of 3

მარიამ ბაზერაშვილი./28.11.

23

გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და


გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭის


თანაბარ უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და შესაძლებლობებს.
თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი უნდა
გახდნენ, თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის სქესი არ უნდა
განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და
შესაძლებლობებს.
საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა ყოველთვის იყო განსჯის საგანი.
ისტორიაში, ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და
სხვა. სხვადასხვანაირად აისახებოდა ეს პრობლემა და განსხვავებული
დასკვნები გამოჰქონდათ. ქალის დანიშნულებაზე ოჯახსა და
საზოგადოებაში, მის თანდაყოლილ თვისებებზე, ღირსებასა თუ ნაკლზე
განსაკუთრებულ ყურადღებას რელიგიაც ამახვილებდა.
ათასწლეულების განმავლობაში ქალი მოკლებული იყო საშუალებას
სრულად გამოევლინა თავისი ინტელექტი. ქრისტიანობა გამუდმებით
ემუქრებოდა ქალს ანათემაზე გადაცემით და მის დაქვემდებარებულ
მდგომარეობას ამტკიცებდა. შუა საუკუნეებში ასეთი დამოკიდებულება
კიდევ უფრო გამყარდა და ,,სუსტ სქესთან” ურთიერთობა ცოდვად
შეირაცხა
.გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოს რეგიონებში
საკამოდ ძნელი აღმოჩნდა იმაზე მეტად რთული ვიდრე წარმოდგენა
შეიძლება, რას გულისხმობს ზოგადად გენდერული ბალანსი?!
გენდერული ბალანსი გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ
წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ
მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა
განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს
სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც არ შეიძლძლება, კაცები
ლახავენ ქალთა უფლებებს რეალობაში კი ვხვდებით ქალზე ძალადობის
არაერთ ფაქტს.

შეუძლია თუ არა ქალს იყოს კაცის თანასწორი, დაიკავოს მაღალი


თანამდებობები, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები
ინტელექტუალებთან. იმუშაოს ყველაზე მაღალ პოლიტიკურ
თანამდებობებზე.
თანამედროვე მსოფლიოში თითქოს არ არსებობს წინააღმდეგობა,
მაგრამ იშვიათად იღებს ქალი გადაწყვეტილებას წავიდეს პოლიტიკაში
ან გახდეს მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი. მაგრამ ასეთი ქალებიც
არსებობენ: ძლიერები, შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები სიმაღლის
დასაპყრობად.გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა,
ადამიანის უფლებაა და ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად,
სიღარიბისა და შიშის გარეშე.გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის
პრაქტიკა გენდერული დისკრიმინაციის რადიკალური გამოვლინებაა; ის
ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და
უსაფრთხოებაზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგად მივიღებთ ძალადობის
გაზრდას, ეკონომიკურ რეგრესს და შობადობის შემცირებას. ამ პროცესის
შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია პრობლემის აღიარება და
საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება იმ სოციალური ნორმებისა და
ქცევების შესაცვლელად, რომლებსაც გენდერული ნიშნით სქესის
შერჩევამდე მივყავართ.შეუძლებელია გენდერული თანასწორობის
მიღწევა მამაკაცებისა და ბიჭების ჩართულობის გარეშე. ცვლილებებს
დიდი დრო სჭირდება, თუმცა ბოლო დროს მამაკაცები სულ უფრო
მეტად უჭერენ მხარს ქალებისა და გოგონების გაძლიერებას გენდერული
თანასწორობის მისაღწევად
ინფორმაციის წყარო:

1.გენდერული თანასწორობა
UNFPA Georgia
https://georgia.unfpa.org › topics

2.გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და ...

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი


https://idfi.ge › gender_equality_an...

3.ქალი და კაცი საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახური


https://www.geostat.ge › media › ქალი-და-კაც...

You might also like