You are on page 1of 2

ანალიტიკური ესე

ქალთა გენდერული როლი საზოგადოებაში


დღეს საქართველოში აქტუალურია თემა ქალის გენდერული როლი.
საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი არ არის ერთგვაროვანი. ერთი
მხრივ, არსებობს ტენდენცია, რომ ქალის უმთავრესი და ხშირად ერთადერთი
როლი ოჯახის შექმნა, დიასახლისობა და დედობაა, მეორე მხრივ, არაერთი
კრიტიკული მოსაზრება გამოთქმულა მსგავსი მიდგომის საპირისპიროდ და
დღესაც ბევრი ადამიანი იმაღლებს ხმას ამ საკითხის მიმართ არსებული
სტერეოტიპების წინააღმდეგ.

საქართველო შესაძლოა მივაკუთვნოთ გარდამავალ საზოგადოებას,


სწორედ ამიტომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია
მსგავს ქვეყნებში არის ქალთა უფლებები. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდში
ქალთა ემანსიპაციას იდეოლოგიური ხასიათი ჰქონდა და სახელმწიფოც უჭერდა
მას მხარს. ახლა კი ჩვენთან თანასწორობა, მხოლოდ ქართული სუფრის
თანამდევ მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს არ სცდება.

გენდერული სტერეოტიპები მიგვითითებს იმაზე, რომ ქალის ადგილი


სახლშია, რომ ქალი უნდა იყოს რბილი, დამთმობი, მზრუნველი, რომ მას არ
შეუძლია, წარმატებით მართოს და უხელმძღვანელოს დიდ საქმეს, რომ მას
ევალება მხოლოდ წვრილმანი, ყოველდღიური საქმის შესრულება, რომ მისი
ინტელექტუალური შესაძლებლობები, მამაკაცისას საგრძნობლად
ჩამოუვარდება. ქალის მოვალეობაა, თავი მოაწონოს მამაკაცს, შეასრულოს
რეპროდუქციული ფუნქცია, იზრუნოს ქმარზე, საკვებზე და სისუფთავეზე.

საინტერესოა, რატომ არ ფიქრობდა ასე ჯერ კიდევ XII საუკუნეში შოთა


რუსთაველი, რომელიც თავის გენიალურ პოემაში წარმოგვიჩენდა უძლიერეს
ქალ პერსონაჟებს, როგორიცაა, ბრძენი და მომთმენი- თინათინი, უკომპრომისო
ნესტანი, ერთგული ასმათი, სიცოცხლითა და ვნებით სავსე ფატმანი. შოთა
ხმამაღლა აცხადებდა „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყო თუნდა ხვადია“.
მახსენდება, ასევე ისიც, რომ ვაჟასაც განსაკუთრებული ქალი-პერსონაჟები ჰყავს
გამოკვეთილი ხასიათით, მებრძოლი, გმირი, უშიშარი, სიყვარულითა და
ტოლერანტობით სავსე. მათ შორის გამოვარჩევდი პოემა „სტუმატ-მასპინძლის“
პერსონაჟ აღაზას, რომელიც არის საოცარი, სინათლითა და სილამაზით სავსე,
ღირსეული და განსაკუთრებული.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის, საქართველოში ქალებს აქვთ ხმის


მიცემის უფლება, საარჩევნო პროცესებში მათი მონაწილეობა კიდევ უფრო
დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრები ქალები
ყოველმხრივ მზად არიან მართვაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების
მისაღებად. 1918 წელს მიღებული საბჭოთა კონსტიტუცია მსოფლიოში პირველი
იყო, რომელმაც გამოაცხადა ქალის და მამაკაცის იურიდიული თანასწორობა
სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. მაგრამ ეს თანასწორობა მაინც
მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა, ხოლო 1937 წლის რეპრესიების პერიოდში,
უფრო მეტად მე-2 მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირში მოიკლო მამკაცთა
რაოდენობამ და შესაბამისად ქალები დასაქმდნენ “მამაკაცურ“ სამუშაოებზე. ამ
ფაქტით, დამტკიცდა, ის რომ ქალების ხელითა და გონებით შესაძლოა გაკეთდეს
ყველა ის საქმე, რომელიც მანამდე მხოლოდ კაცურად ითვლებოდა. მაგრამ, ამის
მიუხედავად, ორგანიზაციული იეარქიის თავში, თითქმის ყოველთის, მაინც
მამაკაცი იდგა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალთა


გენდერული როლი იზრდება დროთა განმავლობაში, ამასთანავე ქრება უაზრო
სტერეოტიპული მოსაზრებები. დღესდღეობით ქალი არის ძლიერი, როგორც
არასდროს, საჭირო და მოთხოვნადი საზოგადოებისათვის. გენდერული
თანასწორობა კი ფეხს იკიდებს თანამედროვე მსოფლიოში.

You might also like