You are on page 1of 2

შუალედური გამოცდა

„ქალის როლი ოჯახში”


ქალთა პრობლემების ირგვლივ მსჯელობა ძალიან ფართო მრავალმხრივი და
შეიძლება ითქვას საინტერესოა. უნდა აღინიშნოს რომ ეს თავის მხრივ სამწუხაროც
კია თუმცა მსჯელობა და მოქმედება აუცილებელი. წარსული და თანამედროვე
დროის ქალთა პრობლემების ჩამონათვალიდან, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე
ფსიქოლოგიურად ასატანი პრობლემა, ქალის მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა
ოჯახში. რაც კიდევ სხვა პრობლემებს იწვევს. ავტორი სწორედ ამ პრობლემაზე
ამახვილებს ყურადღებას და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წარსული დროსა და
თანამედროვეობაში ამ საკითხის ირგვლივ, აშკარა კონტრასტია შექმნილი. ჩემთვის
განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევი გახდა ფრაზა, რომელსაც ავტორი
გადმოგვცემს: „სწავლა განათლების მაძიებელ ქალს რაგვარი მაღალი არ უნდა
ყოფილიყო მისი მისწრაფება ეუბნებოდნენ „ქალის საქმე ოჯახობაა და არა სწავლაო”
სულ წინააღმდეგ იმისა რასაც წინაყ საქართველოში იტყოდნენ. „ქალის საქმე
წიგნიაო” . იმაზე დავა რომ ასე არ იყო და ქალს მართლაც ოჯახის მოსამსახურე
რობოტად აღიქვამდნენ და შესაძლოა ახლაც აღიქვამს საზოგადეობის გარკვეული
ნაწილი, არც შეიძლება. მართლაც ალბათ ყველა ჩვენგანის გარშემო არის დღემდე
ისეთი ადამიანი ვისაც მთელი გულით სჯერა, რომ ქალის მოვალეობაა მხოლოდ
ოჯახის მოვლა და დედობაა. ციტატა რომელიც ზემოთ ვახსენე და ერთგვარად
შეიძლება დადებით შთაბეჭდილებასაც იწვევდეს ჩვენში, თუ ჩავუღრმავდებით
მივხვდებით იმასაც რომ არც ეგაა დადებითი. პირიქით სამწუხაროა რადგან ქალებს
მუდმივად გარკვეული სტერეოტიპების ტყვედ უწევდათ ყოფნა. კი შესაძლოა ეს
კარგი იყო რადგან მიიჩნევდნენ რომ ქალებს მუდმივად განათლება უნდა მიეღოთ .
მაგრამ აქ ჩანს ის რომ ამ შემთხვევაშიც მომწყდეული ქალი იმ დოგმაში, რომ მისი
საქმე წიგნია. სულაც არ არის ასე.
ოჯახში ქალთა მიმართ მოპყრობა, როგორია ყველა ქართველისთვის ნათელია.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. თუმცა
ძალიან ბევრჯერ ახსოვს საქართველოს ისტორია მსგავსი ზღვარზე გადაბიჯებებით.
თუმცა არაფერი არ იცვლება, ტრადიციულად სუფრებზე მამაკაცები ძალიან
გულმოდგინედ სვამენ ქალის სადღეგრძელოს, სუფრის შემდეგ კი როგორც ნივთებს
ისე ექცევიან საკუთარ „ცოლებს” ან სულაც ძალადობენ. რაც საზოგადოების
გარკვეული, მენტალურად წაქცეული ნაწილისთვის ნორმაა და ფიქრობენ, რომ
არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ შემთხვევაში. შესაძლოა სწორედ ამ ჩაურევლობის გამო,
მოკლა კაცმა მეუღლე შვილების თვალწინ. (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას).
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წლების მანძილზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქალის
კულტი, ქალის რომელიც არის ქმრის დამჯერი, თავმდაბალი და შეიძლება ითქვას,
მონა ქმრისა.ზოგჯერ ამას რელიგიურ გამართლებას უძებნიან. ეს ოჯახური
სიწმინდის ნაწილად მიაჩნიათ, თუმცა ცხადია ეს რელიგიასთან არაფერ
კავშირშია.იესკ ქრისტე თანაბრად იყენებდა ქალისა და კაცის მაგალითებს თავის
იგავებში და ამას აკეთებდა საკმაოდ ხშირად, რითაც ხაზს უსვამდა ქალის
მნიშვნელობას. რელიგიიდან საინტერესო მოსაზრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ასევე
მაცხოვრის სიტყვები,„ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან
მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და
დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“ (მათ. 19,4-5)[9].
ვფიქრობ ამ სიტყვებშიც ხაზგასმულია ქალის მნიშვბელობა და ნათელია, რომ
რელიგიური გადმოსახედიდან ქალის დაკნინება როგორც თანამედროვეობაშია,
მხოლოდ საზოგოების ინტერპრეტაციის ნაწილია და მეტი არაფერი. ჩემთვის ეს
პრობლემა ერთ-ერთი ყველაზს ხელშესახები, მტკივნეული და აქტუალურია,
ვისურვებდი, რომ არცერთი ქალი არ ეგუებოდეს თუნდაც ოდნავ დაუფასებლობას,
ოდნავ შეურაცხყოფას, ოდნავ ფიზიკურ, მორალურ თუ სხვანაირ ძალადობას.
ვინაიდან ყველამ, ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად იცის, რომ ქალი თანასწორია
მამაკაცისა, მამაკაცი თანასწორია ქალისა.

მარიამ ღლიღვაშვილი

You might also like