You are on page 1of 2

სექსუალური ძალადობა და შევიწროვება ქალების მიმართ

ეს არის საკითხი, რომელიც ვერასდროს იქნება ბოლომდე ღია და ნათელი საზოგადოების


დიდი ნაწილისთვის. თავის სიმძიმესთან ერთად ამ თემას აღუქმელობა ახასიათებს და
განვმარტავ ამაში რას ვგულისხმობ. მინდა ავღნიშნო, რომ ამ საკითხს განვიხილავ უმეტესად
საქართველოს ფონზე და ნაკლებად იგულისხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი
მოვლენები.

ვერავინ უარყოფს, რომ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა არსებობს, თუმცა ამ საკითხს
სერიოზულად არ აღიქვამენ. განსაკუთრებით მამაკაცები და სამწუხაროდ ქალების
გარკვეული ნაწილიც ვერ აანალიზებენ რა სიხშირით და სიმძაფრით ხდება საქართველოში
მსგავსი მოვლენები. სტატისტიკას ამ შემთხვევაში ვერ ვენდობით, რადგან ქალების
უმრავლესობა ანონიმურადაც ვერ ახერხებს აღიაროს ის, რაც თავს გადახდა. შესაბამისად
ტელევიზიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია სექსუალური
ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით არის მხოლოდ 1 პროცენტი რეალური რაოდენობისა.

ამ საკითხის განხილვისკენ მიბიძგა ჩემ ირგვლივ ნაცნობ ბიჭებთან ან 30 წელს


გადაცილებულ მამაკაცებთან საუბარმა და მივხვდი, რომ იმაზე უარესადაა საქმე ვიდრე
ოდესმე მეგონა. რა თქმა უნდა მათ ყურამდე ვერანაირად ვერ აღწევს ჭეშმარიტება და
ჰგონიათ, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეულ შემთხვევასთან გვაქს საქმე, როდესაც კაცმა
ქალზე სექსუალურად იძალადა ან შეავიწროვა. სექსუალური შევიწროვება არის იმაზე
მძაფრი საკითხი ვიდრე შეიძლება თქვენ აღიქვამდეთ მას, რადგან ქალის ფსიქოლოგიაზე
საშინლად აისახება ყოველი შემთხვევა, რაც კი მას მთელი ცხოვრების მანძილზე
გადახდომია.

მინდა გკითხოთ, იცით რისი ატანა უწევს საქართველოში ქალს ადრეული ასაკიდანვე? მე
გეტყვით. ყველაფერი იწყება 11-12 წლიდან. დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად ადრე
მომწიფდება გოგონას სხეული. ამ ასაკიდან ბავშვებს ტრანსპორტსა თუ მეტროში უწევთ
აიტანონ მათზე ბევრად უფროსი სექსუალურად არამდგრადი მამაკაცების ხელების ფათური
და შევიწროვება, რაც იმაზე ხშირად ხდება ვიდრე წარმოგიდგენიათ. უწევთ ტაქსიში მარტო
ჩასხდომის ეშინოდეთ რადგან უამრავი ტაქსის მძღოლი არსებობს, რომელსაც სექსუალურად
უძალადიათ გოგონებზე ან მცდელობა ჰქონიათ და ეს მითი არ არის ძალიან ხშირად ხდება
მსგავსი რამ. მე მაგალითად მაქვს აღებული ჩემი და ჩემი ნაცნობი გოგონების ცხოვრება და
ვფიქრობ, ვერანაირი სტატისტიკა ვერ გადაწონის იმ სიმართლეს, რასაც ახლა ვამბობ.
დღისით თუ მზისით ქუჩაში 5 წუთიც ვერ გაჩერდები მარტო ისე, რომ ვინმე არ აგეკიდოს და
გაცნობა არ მოინდომოს შენი და დამერწმუნეთ 90 პროცენტთან არც იგნორი, არც ჩხუბი ან
ზრდილობიანი უარი შედეგს არ გამოიღებს და არ მოგეშვებიან სანამ თვითონ არ დატოვებთ
იმ ტერიტორიას. ვიცი ბევრი იფიქრებთ, რომ შესაძლოა გამომწვევი ჩაცმის სტილი იყოს ამის
მიზეზი, თუმცა ეს არაფერ შუაშია, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ზამთარში სრულიად
შეფუთულიც, რომ დადგეთ ქჩაში იგივე მოხდება. უნდა გეშინოდეს შებინდებულზე ქუჩაში
მარტო გასვლის, რადგან არ იცი ვინ შეიძლება გზა გადაგიჭრას. ყოველი ჩავლილი მანქანის
სიგნალი და ფანჯრებიდან გადმოვარდნილი მამაკაცები უკვე ყოველდღიურობაა და ათასი
სახის კომენტარიც შენი მიმართებით. მამაკაცები ვერც კი აცნობიერებენ ხშირ შემთხვევაში
რამდენად ცუდ მდგომარეობაში შეიძლება აყენებდნენ ქალს და რა აუტანელს ხდიდნენ მათ
ცხოვრებას. ჩემი და გზის მეორე მხარესაც კი გადადიოდა ბიჭების გვერდით გავლა რომ არ
დასჭირვებოდა.

ქალები მუდად შიშში არიან რადგან არ იციან რა საფრთხე შეიძლება ელოდეთ


მამაკაცებისგან. თავისუფლად ვერ საუბრობენ, ვერ იხსნებიან, იმას ვერ იცვამენ და ვერ
აკეთებენ, რაც უნდათ. ყველაფერში შეზღუდულები ვართ პარანოიაც კი გვეწყება მუდმივი
საფრთხის მოლოდინში. რაზეც ვისაუბრე ეს ყველაფერი ჩემი ნაცნობი 30 გოგნასგან 25-ს
შემთხვევია. უბრალოდ სიხშირე და სიმძაფრე იყო განსხვავებული. მე პირადად თითქმის
ყოველდღე მიწევს ამ ყველაფრის გადატანა და ეს ძალიან დამღლელიადა დიდი
ფსიქოლოგიური წნეხია. სამწუხაროა, რომ ქალების უდიდესი ნაწილი ვერ ბედავს ამ თემაზე
საუბარს და ხშირ შემთხვევაში უარყოფს კიდეც მათ ტრაგედიას. ალბათ იმიტომ, რომ
პირველ რიგში ქალებისგან არ მოდის საჭირო მხარდაჭერა და იმის ბიძგს არ აძლევენ, რომ
სირცხვილის გრძნობის გარეშე ღიად დაუპირისპირდნენ მოძალადეებს. ძალადობა ქალს
ანადგურებს და ხშირად მიჰყავს თვითმკვლელობამდე ან მცდელობამდე მაინც. ეს არის
ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ქალს გაუკეთოს და ხშირ შემთხვევაში ამის
გამკეთებლები არც კი ისჯებიან.

მინდა მივმართო ყველა ქალს, რომ არასდროს არ ღირს გაჩუმება, რაც არ უნდა მოხდეს,
როგორი რთულიც არ უნდა იყოს არ შეარჩინოთ მოძალადეს მისი ქმედება, რადგან არავინ
იცის შენს გარდა კიდევ რამდენ ქალს დაუნგრევს ცხოვრებას.

You might also like